USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
თბილისი
ასტროლოგი - რას გვპირდება 4 დეკემბერი?!
თარიღი:  2112

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 4 დეკემბრისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

ხელსაყრელი დღეა სახლში თუ სამსახურში აქტიური მუშაობისა და ძველი ჩანაფიქრის განხორციელებისთვის. ყურადღება მიაქციეთ თქვენი დღის რეჟიმს, მოაწესრიგეთ სამუშაო მაგიდა და საქმიანი ქაღალდები. არ დაგავიწყდეთ საყვარელ ადამიანებთან დარეკვა და იმის თქმა, თუ როგორ გიყვართ. დროა განვითარებული მოვლენების მიმართ დამოკიდებულება შეცვალოთ.

 კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

რთული სამუშაო გელით, მაგრამ ვარსკვლავები ამბობენ, რომ მშვენივრად გაუმკლავდებით. მიზნების მისაღწევად სიმტკიცის და პრინციპულობის გამოჩენა მოგიწევთ. მენეჯმენტი თქვენს საქმიან თვისებებს შენიშნავს და შესაძლოა, თქვენი სამსახურებრივი პოზიცია გაუმჯობესდეს. ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ, რომ მნიშვნელოვან მოლაპარაკებებში ხელი არ შეგიშალოთ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

არახელსაყრელი დღეა გუნდური მუშაობისთვის - დამოუკიდებლად გაცილებით მეტის გაკეთებას შეძლებთ. დროდადრო შეისვენეთ და ყურადღება სამუშაოდან სასიამოვნო საქმეებზე გადაიტანეთ, რათა ერთბაშად არ „გადაიწვათ“ და საქმის დასრულება შეძლოთ. ვარსკვლავები ფიქრობენ, რომ ამ დღეს რთულ საკითხებს მოაგვარებთ, რაც ადრე თქვენს შესაძლებლობებს აღემატებოდა.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

ეცადეთ, მოსაწყენ საქმეს შემოქმედებითად მიუდგეთ და სიახლეები შეიტანოთ. ვარსკვლავები თქვენს მხარეს არიან, ამიტომ თამამად შეგიძლიათ აკეთოთ ყველაფერი, რასაც ადრე ვერ ბედავდით. გირჩევთ, საყვარელ ადამიანს რომანტიკული საღამო მოუწყოთ და თუნდაც მცირე, მაგრამ სასიამოვნო საჩუქრით გაახაროთ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

წარმატებული და ნაყოფიერი დღეა, რომელიც საშუალებას მოგცემთ, მნიშვნელოვანი საკითხები გადაჭრათ, რომელსაც აქამდე გაურბოდით. შესაძლოა, დამატებითი სამუშაოს აღების ან არსებულის გაფართოების საშუალება მოგეცეთ, რაც თქვენს ფინანსურ მდგომარეობას გააუმჯობესებს. ეცადეთ, ვარჯიშისთვის დრო გამონახოთ ან სუფთა ჰაერზე მაინც გაისეირნოთ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

ენერგიით სავსე ხართ, რაც მიზნების შესრულებაში გეხმარებათ. დროის დაზოგვის მიზნით უსარგებლო კომუნიკაციას უნდა მოერიდოთ. ამ დღეს ყველაზე მეტი ყურადღება ისეთ საქმეებს უნდა მიაქციოთ, რომლებიც ფინანსურ სარგებელს მოგიტანთ. გირჩევთ, საღამოს ხალხმრავალ ადგილზე წახვიდეთ და გაერთოთ.

 

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

მოემზადეთ სასიამოვნო ცვლილებებისთვის, რომლებიც ამ დღეს გელით და თქვენი იღბლიანი შანსი არ გამოტოვოთ. მნიშვნელოვანია, რომ თქვენი ოცნებისკენ რამდენიმე ნაბიჯი გადადგათ. გირჩევთ, პარტნიორზე არ ინერვიულოთ და არ იეჭვიანოთ - შეგიძლიათ ამ ადამიანს ბოლომდე ენდოთ და საკუთარ გრძნობებზე ხშირად ესაუბროთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

ეცადეთ, მთელი ყურადღება პერსპექტიული საქმეებისკენ მიმართოთ, რომლებიც მომავალში მოგებას მოგიტანთ. ყურადღებით იყავით - შესაძლოა, წარმატებას ერთი ნაბიჯი გაშორებთ. შეთავაზებაზე, რომელსაც საღამოს მიიღებთ, უარი არ უნდა თქვათ. დღის განმავლობაში ურთიერთობები შეზღუდეთ და საღამო მეგობრების ან ოჯახის წევრების მხიარულ კომპანიაში გაატარეთ - ეს განწყობას გაგიუმჯობესებთ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

ეცადეთ, ვალები დაფაროთ და დაპირებები შეასრულოთ. სავარაუდოდ, ადამიანები, რომლებიც დიდი ხანია არ გინახავთ, თავს შეგახსენებენ. გამორიცხული არ არის, რომ რთული არჩევანის გაკეთება მოგიწიოთ, რაზედაც ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. შეთავაზებაზე პასუხის გაცემას ნუ იჩქარებთ, რათა შეცდომა არ დაუშვათ. ყურადღებით მოუსმინეთ გარშემო მყოფთა საუბრებს და შეიძლება ყველა კითხვაზე პასუხი იპოვოთ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ დღეს ისეთი გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ, რომელიც თქვენს მომავალზე აისახება. გადაწყვეტილების მიღებამდე ყველა რისკი კარგად აწონ-დაწონეთ. ამ დღეს მცირე, თითქმის უმნიშვნელო პრობლემები თქვენს საქმეებზე უდიდეს გავლენას მოახდენს, ამიტომ მნიშვნელოვანი არაფერი დაგეგმოთ და ეცადეთ, სწრაფად ცვალებად გარემოებებს მოერგოთ.

მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

თქვენი გარეგნული იერი თქვენს განწყობაზე გავლენას ახდენს, ამიტომ ეცადეთ, კარგად გამოიყურებოდეთ. თავდაჯერება ნაყოფიერი მუშაობისა და რთული საკითხების გადაჭრის საშუალებას მოგცემთ. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა ძალების აღდგენასა და სულიერი სიმშვიდის მოპოვებაში დაგეხმარებათ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

ამ დღეს საშუალება გექნებათ, რომ პირადი და პროფესიული ურთიერთობები გააუმჯობესოთ. ხელსაყრელი დღეა ცვლილებებისა და ექსპერიმენტებისთვის და ეს შესაძლებლობა უნდა გამოიყენოთ. გუნდური მუშაობა ეფექტური იქნება - პრობლემების ოპტიმალურად გადაჭრას და სასურველი შედეგების მიღებას შეძლებთ. გირჩევთ, საღამოს საყიდლებზე წახვიდეთ - შესაძლოა, ისეთი ნივთი იყიდოთ რომელზედაც დიდი ხანია ოცნებობთ.

კულტურა
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.