რას გვირჩევენ ვარსკვლავები 4 აგვისტოსათვის:
ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)
ვარჯიშისთვის იდეალური დღეა და შეგიძლიათ მოზღვავებული ენერგია ამ მიმართულებით დახარჯოთ. თუ ისეთ პოზიციაზე მუშაობთ, რომელიც გამძლეობას მოითხოვს, თქვენი შრომის ნაყოფიერება რამდენჯერმე გაიზრდება, მაგრამ თუ თქვენი სამუშაო დიდხანს ჯდომას მოითხოვს, ეს დღე შეიძლება დაუსრულებლად მოგეჩვენოთ.
კურო (21 აპრილი - 21 მაისი)
ამ დღეს ნებისმიერი წვრილმანი გახარებთ. მშვენიერი დროა მნიშვნელოვანი პროფესიული პროექტებისა და პირადი ინიციატივების განხორციელებისთვის.
ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)
სამუშაო დღე სწორად უნდა დაგეგმოთ, რათა დაწყებული სამუშაოს ვადებში დასრულება შეძლოთ. ფინანსური მდგომარეობა წესრიგშია, მაგრამ ეცადეთ საფულე ბოლომდე არ დაცალოთ. თუ ოჯახში მშვიდობის დამყარება გსურთ, სანამ სხვებს გააკრიტიკებთ, საკუთარი ნაკლოვანებების მოგვარება უნდა სცადოთ .
კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)
ეცადეთ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა განაახლოთ და საინტერესო გახადოთ, რათა ცხოვრების რუტინამ მასშიც არ შეაღწიოს. სამსახურის ხელმძღვანელობა თქვენს ორიგინალურ იდეებს სათანადოდ დააფასებს და შესაძლოა, ბონუსით დაგაჯილდოოთ.
ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)
თუ სამსახურში პრობლემები გაქვთ, ეცადეთ ბრაზი ოჯახის წევრებზე არ იყაროთ. გირჩევთ რამდენიმე საათით განმატოვდეთ, რათა დამშვიდდეთ და სასარგებლო კონტაქტების დამყარება შეძლოთ - ეს თქვენი ბიზნესის ან წარმატებული კარიერის განვითარებისთვის აუცილებელია.
ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)
ფინანსური მდგომარეობის მხრივ უსიამოვნო სიურპრიზები გელით, ამიტომ ეცადეთ, უფრო ეკონომიურად იცხოვროთ. დროა საკუთარ პრიორიტეტებს გადახედოთ და დაუფიქრებელ შესყიდვებზე უარი თქვათ. თუ არ იზარმაცებთ, უახლოეს ხანებში თქვენი ფინანსური მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვლება.
სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)
მცირე, დროებითი სირთულეები გელით, მაგრამ ამას თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში სერიოზული შედეგები მოჰყვება. არ არის გამორიცხული მცირე ინფექცია, რომელიც ჩვევების შეცვლას გაიძულებთ. ყურადღება მიაქციეთ საჭმლის მომნელებელ სისტემას, რომელიც დღეს ძალიან მგრძნობიარეა. კარგად დაფიქრდით, ვიდრე მოქმედებას დაიწყებთ.
მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)
დიალოგისკენ განწყობილი არ ხართ და საკუთარ აზრებს არავის უზიარებთ. ეს მდუმარება გარშემო მყოფებს საშუალებას არ აძლევს, რომ თქვენი მოლოდინები განსაზღვრონ, ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ, თუ იმედგაცრუებული დარჩით. ეცადეთ თუნდაც მარტივი კომუნიკაციის უნარი დაიბრუნოთ, რათა სოციალურ ცხოვრებაში ჰარმონიას მიაღწიოთ. ყოყმანზე დროს ნუ კარგავთ და პროექტი დროულად აამოქმედეთ. ამჯერად სამუშაოს დასრულებას წარმატებით შეძლებთ.
მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)
საყვარელი ადამიანების მიმართ გრძნობების გამოხატვა გიჭირთ. მეუღლეს და შვილებს თქვენი ყურადღება და მზრუნველობა სჭირდებათ. ამას ნუ დაივიწყებთ და თქვენი ოჯახური ცხოვრება ყოველთვის მშვიდი იქნება. სხვა დროს ენერგიული და შრომისმოყვარე ხართ, თუმცა დღეს სიზარმაცეს ვერ ერევით. საშიში არაფერია. მიეცით საკუთარ თავს მოდუნების უფლება სინდისის ქენჯნის გარეშე.
თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)
თუ თქვენი საბანკო ანგარიში საგრძნობლად შემცირდა, დროა ადვილად განსახორციელებელი პრაქტიკული გადაწყვეტილებები იპოვოთ. შესანიშნავი დღეა ფულის დაბანდების და ინვესტიციების განხორციელებისთვის. ერიდეთ ფულის დაუფიქრებლად ხარჯვას. საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობებში დიდი წარმატება გელით. მარტოხელა თხის რქებო, მოქმედების დროა!
მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)
ჯანსაღი და აქტიური წესით ცხოვრებისთვის დიდი ძალისხმევა არ გჭირდებათ. ეცადეთ, წითელი ხორცის, დაკონსერვებული საკვებისა და ტკბილეულის მიღება შეამციროთ და რამე ახალი ჰობი აღმოაჩინოთ: ცეკვა, ფეხით სიარული, სპორტი... თუ ამის რეგულარულად კეთებას მიეჩვევით, ნამდვილ კმაყოფილებას იგრძნობთ.
სამსახურში ახალი, ძალიან საინტერესო კონტაქტების დამყარება გელით.
თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)
კრიზისის გადალახვაში სატურნის სიბრძნე უნდა დაგეხმაროთ. თ ვინმესთან კონფლიქტი გაქვთ, მხოლოდ ერთად შეძლებთ შეცდომების აღიარებას და გზის გაგრძელებას.
გარშემომყოფთა სურვილებსა და ემოციებს მშვენივრად ხვდებით, რაც მოქმედებას და თანამშრომლობას გიადვილებთ.