USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
Тбилиси
ასტროლოგი - რას გვპირდება 31 ოქტომბერი?
дата:  4385

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 31 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

ხელსაყრელი დღე გელით. ნებისმიერ საქმეს, მათ შორის რთულსაც, რომელიც სხვებს გაუჭირდათ, ადვილად გაუმკლავდებით. პრინციპულობა გარშემო მყოფთა თვალში თქვენს ავტორიტეტს გაზრდის. თავი შეიკავეთ ხისტი განცხადებებისა და კრიტიკული შენიშვნებისგან, რათა კონფლიქტი თავიდან აიცილოთ.

 კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

თანამოაზრეებისა და მოკავშირეების მოსაძებნად შესაფერისი დღეა. შესაძლოა, შეხვდეთ ადამიანებს, რომლებთან თანამშრომლობაც ნაყოფიერი იქნება და კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებათ. ეცადეთ, რომ თქვენი საქმიანი ავტორიტეტი არ დაზარალდეს, მაგრამ თუ ასე მოხდა, დახმარებას მათგან მიიღებთ, ვისაც ახლახან თავად დაეხმარეთ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

ახალი დღე ბევრ საინტერესოს გპირდებათ. შემოქმედებითი პოტენციალი ძალიან მაღალია. თქვენ შეძლებთ ნაცნობ ნივთებს ახლებურად შეხედოთ და რთული სიტუაციიდან გამოსავალი იპოვოთ. დაუგეგმავი შემოსავალი ფინანსურად წელში გაგმართავთ და უფრო თავდაჯერებულად იმოქმედებთ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

თამამად შეგიძლიათ ახალი პროექტი დაიწყოთ, რადგან დამოუკიდებლად, ანუ სხვა ადამიანების სურვილებისა და იდეების გათვალისწინების გარეშე მუშაობა გაცილებით ადვილია. მოსალოდნელია კამათი, რომლის შემდეგ სულიერი სიმშვიდის აღსადგენად გარკვეული დრო დაგჭირდებათ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

ამ დღეს იმდენი საქმე გექნებათ, რომ დასვენებისთვის ვერ მოიცლით. თუ სიახლეების და ექსპერიმენტების არ გეშინიათ და დამოუკიდებლად მოქმედება შეგიძლიათ, ეს დღე სასიხარულო ემოციებს მოგიტანთ. მოერიდეთ სამომავლო გეგმების და სამოქმედო სტრატეგიის განხილვას იმ ადამიანთან, ვისაც კარგად არ იცნობთ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

მშვიდი და სასიამოვნო დღეა, რომელიც ხელსაყრელია ურთიერთობის, თანამშრომლობის დაწყების და თანამოაზრეებთან ძალების გაერთიანებისთვის. ადამიანების მიმართ ყურადღებიანი ხართ და იცით, როდის წახვიდეთ კომპრომისზე. ამ დღეს ნებისმიერი ადამიანის მოხიბვლა შეგიძლიათ, თუ, რა თქმა უნდა, ეს თავად გსურთ.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

რთული დღეა, მაგრამ თუ სიტუაციას სწორად შეაფასებთ, ყველა პრობლემის გადაჭრის გზას მონახავთ. ფინანსურ საკითხებში მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ - მოერიდეთ უსარგებლო ნივთების შეძენას და საეჭვო ინვესტიციებს. ამ დღეს თქვენი საიდუმლო არავის გაუზიაროთ და თქვენს პირად ცხოვრებაზე არავისთან ისაუბროთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

მშვენივრად იცით, რა გსურთ და სასურველს როგორ მიაღწიოთ. ამ დღეს საშუალება მოგეცემათ, რომ თქვენი ძლიერი მხარეები გამოავლინოთ და გარშემო მყოფთა ყურადღება მიიქციოთ. სავარაუდოდ, ახალ თანამოაზრეებსა და მოკავშირეებს იპოვით და მათთან ერთად მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას დაიწყებთ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

ეს დღეს პრობლემებით დაიწყება, მაგრამ პოზიტიური ტენდენციების გავლენა თანდათან გაიზრდება, ასე რომ, ოპტიმიზმს ნუ დაკარგავთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას ნუ იჩქარებთ. ეცადეთ, მოსალოდნელი შედეგები გათვალოთ და რჩევა გამოცდილ ადამიანებს სთხოვოთ. დღის მეორე ნახევარი გაცილებით საინტერესო და ნაყოფიერი იქნება, ვიდრე პირველი.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

ეცადეთ, საკუთარი ან სხვა ადამიანის საიდუმლო არ გაამხილოთ და ზოგადად, ამ დღეს ურთიერთობებში ნაკლებად გულწრფელი იყოთ - ეს ახლობლებსაც ეხებათ. ამ დღეს ფინანსურ საკითხებში მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ - მოერიდეთ ძვირად ღირებული ნივთების შეძენას და ფულის გასესხებას. ნუ მოახდენთ თანამოსაუბრეზე ზეწოლას, ეცადეთ, კომპრომისი მოძებნოთ.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

წინ ხელსაყრელი დღე გელით, რომელიც შესანიშნავ განწყობას გპირდებათ. საკუთარი შესაძლებლობების გჯერათ, ამიტომ წარმატებას მიაღწევთ იქ, სადაც სხვებმა დანებება არჩიეს. ბევრი ახალი საქმე გელით. ნუ იფიქრებთ, რომ თქვენს ცხოვრებაში რაღაც ისე არ ხდება, როგორც ისურვებდით - რამდენიმე დღეში ამ მოვლენებს სხვანაირად შეაფასებთ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

ამ დღეს შანსი გექნებათ, რომ საკუთარი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოთ. ყურადღებით დააკვირდეთ გარშემო მიმდინარე მოვლენებს და ეცადეთ, სიტუაციის მიხედვით იმოქმედოთ. თუ შესაძლებელია, ჯობს, მოსაწყენი, რუტინული სამუშაო სამომავლოდ გადადოთ და ამ დღეს მხოლოდ ის აკეთოთ, რაც სიამოვნებას განიჭებთ. დღის მეორე ნახევარში საინტერესო შეხვედრა გელით.

 
культура
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати