USD 2.7143
EUR 3.2143
RUB 3.2694
Тбилиси
ასტროლოგი - რას გვპირდება 31 მაისი?
дата:  3681

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 31 მაისისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

საქმეები, რომლებსაც ამ დღეს დაიწყებთ, აუცილებლად გაგრძელდება. დროთა განმავლობაში ეს თქვენს მუშაობაზე, კეთილდღეობასა თუ პირად ცხოვრებაზე აისახება, ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, ყველა წვრილმანს ყურადღება მიაქციოთ. თუ არჩევანის გაკეთება გიწევთ, ეცადეთ, საკუთარი გადაწყვეტილების მოსალოდნელი შედეგები წინასწარ მაქსიმალურად გათვალოთ.

კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

მოემზადეთ იმისთვის, რომ შეიძლება თავზე კრიტიკის ქარცეცხლი დაგატყდეთ. როგორი უსიამოვნო და საწყენიც არ უნდა იყოს სუკუთარ შეცდომებზე რომ მიგითითებენ, ინფორმაცია სამომავლოდ უნდა გაითვალისწინოთ. ეცადეთ საკუთარ თავს იმ ადამიანების თვალით შეხედოთ, ვინც გაკრიტიკებთ. გაითვალისწინეთ, რომ თქვენს პოზიციას ყველაზე მეტად კრიტიკისადმი ჯანსაღი დამოკიდებულება გააძლიერებს.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

საინტერესო იდეებითა და ბრძნული აზრებით სავსე ხართ და გარშემო მყოფებს გულუხვად უზიარებთ. თუ ვიღაცისთვის თქვენი აზრები უინტერესოა, ვიღაც თქვენს რჩევას და დახმარებას ნამდვილად საჭიროებს. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ რჩევები ახალგაზრდებისკენ ან იმ ადამიანებისკენ მიმართოთ, ვისაც დახმარება სჭირდება. ამით ყველა მხარე მოიგებს.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

რთული ამოცანის წინაშე დგახართ - პირადი საქმეების მოგვარება გსურთ და ცდილობთ, ამაში ხელი არავინ შეგიშლოთ. უფრო აქტიურად უნდა დაიცვათ საკუთარი პოზიცია, რადგან ამ დღეს მშვიდად ყოფნის საშუალებას არავინ გაძლევთ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

შესძლოა, საკუთარ თავში მარიონეტების მართვის ნიჭი აღმოაჩინოთ, რადგან უხილავი ძაფების დახმარებით სასურველი შედეგის მიღება შეგიძლიათ. ამას არაფერი აქვს საერთო ინტრიგასთან. უბრალოდ, პირდაპირობას შემოვლითი გზით მოქმედება გირჩევნიათ და ეს სწორი სტრატეგიაა, რადგან ამით ადამიანებს თქვენთვის სასურველი მოქმედებისკენ უბიძგებთ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

ამ დღეს საკუთარი თავისა და ინტერესების გარდა, არაფერი გაღელვებთ და გარშემო მყოფებზე ნაკლებად ზრუნავთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საკუთარი სიმართლის დაჟინებით მტკიცებას მოერიდოთ. ეცადეთ, გარშემო მყოფებთან საერთო ინტერესები მოძებნოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, წყენა და კონფლიქტები გარდაუვალია.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ უხეშობას მოერიდოთ და ნებისმიერ საქმეში მოქნილად და დიპლომატიურად იმოქმედოთ. მოქმედების ერთი ვარიანტის არჩევა შეცდომა. გახსოვდეთ, რომ ერთ მიზანთან შეიძლება ბევრმა განსხვავებულმა გზამ მიგიყვანოთ. ამ დღეს ძალისმიერ მეთოდებზე მეტად, კომპრომისების ხელოვნება დაგეხმარებათ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

მშვიდი და ჰარმონიული დღეა. სიჩქარე და აქტიურობა არაფერს მოგიტანთ, რადგან თქვენი გადაწყვეტილებები არაფერს შეცვლის. ამ დღეს მოვლენები თქვენი მონაწილეობის გარეშე განვითარდება, ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, კამათს და დაპირისპირებას მოერიდოთ. თქვენი წარმატების გასაღები მოქნილობა და დიპლომატიაა.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

ამ დღეს გავლენის სფეროების გაფართოების შანსი გაქვთ! ამიტომ ეცადეთ, საკუთარი შესაძლებლობები მაქსიმალურად წარმოაჩინოთ, გავლენიან ადამიანებთან კავშირი დაამყაროთ ან საჭირო დროს, საჭირო ადგილზე აღმოჩნდეთ. დღევანდელი წარმატება თქვენს მომავალზე დადებითად აისახება.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

სავარაუდოდ, ადამიანებთან, რომლებზეც თქვენი კარიერაა დამოკიდებული, რთული საუბარი გელით. ამ საუბარს შეიძლება თქვენი მომავლისთვის მნიშვნელოვანი შედეგები მოჰყვეს, ამიტომ კარგი შთაბეჭდილების მოხდენას უნდა ეცადოთ. კარგი იქნება, თუ საუბრის დროს თქვენი განსაკუთრებული უნარების წარმოჩენას შეძლებთ.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

ამ დღეს თქვენი აზრი ყველასთვის საინტერესო და მნიშვნელოვანია. თქვენც ცდილობთ, კონსულტანტის როლი მოირგოთ. გამოცდილება და პროფესიონალიზმი ისაა, რაც სხვა ადამიანებისგან გამოგარჩევთ და ეცადეთ, ეს თქვენს სასარგებლოდ გამოიყენოთ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

დროა, ლიდერის პოზიცია დაიკავოთ! იმდენად ძლიერი არგუმენტები გაქვთ, რომ თქვენთან კონკურენციას ვერავინ ბედავს. ამასთან, შეგიძლიათ, ახლობელი ადამიანების დახმარების იმედი გქონდეთ. ასე რომ, დროა, გამბედაობა მოიკრიბოთ და გადამწყვეტი მოქმედება დაიწყოთ.

Тбилиси
თბილისის რომელ ქუჩებს გაეთიშებათ დენი 18 სექტემბერს?

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 18 სექტებერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

დიდუბის და ჩუღურეთის რაიონები

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარ მეფის  გამზირის, წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), ნორიოს აღმართის, ცაბაძის (ნაწილობრივ), ფიფიების, ვორონინის, თევდორე მღვდლის, გორის, ბათუმის, ფოთის, ბაგრატიონის, ევდოშვილის, აბასთუმნის, ჩუბინაშვილის, ფოცხვერაშვილის, გოგოლის, გროზნოს, მამრაძის, დონდუას, ქინქლაძის, ჩიტაიას, ცხრა ძმა ხერხეულიძის, თვალჭრელიძის, ცოტნე დადიანის, ართვინის, კაპანაძის, ფარავნის, მამარდაშვილის, თეთნულდის, კიკვიძის, პალიასტომის, მარუაშვილის და ზაზიშვილის ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის სანერგე მეურნეობის (ნაწილობრივ), ლოტკინის სანერგე მეურნეობის (ნაწილობრივ), რეხის დასახლების, ხაჩატურიანის, რეხის, ენუქიძის, გაბისკირიას, ყუბანეიშვილის, ჟორდანიას, თამარ და აკაკი პაპავების, ჯინჭარაძე, ლოლაძის, მახათას, ცაიშის, დადიანი-ანჩაბაძის, აგიაშვილის, ივერთუბნის, ბარაკონის, კარტოზიას, ხორნაულის, ყანჩელის, დოლიძის, გაბუნიას, ბეთაშვილის, ალავერდის, ახალი რეხის, ვალერიან კანდელაკის,  მახათას, თამარ მამულაშვილის, მარინე უთმელიძის, გურამ გაბისკირიას, რაულ ეშბას, ალოიზ მიზანდარის და ანასტასია თუმანიშვილი-წერეთლის ქუჩების მოსახლეობას. 

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ), სოფელი ფონიჭალას, ფონიჭალის დასახლების, ქვემო ფონიჭალის დასახლების, ვაგზლის, გულიკო გოდოლაძის, ევსტათი მცხეთელის, შოთა ნიშნიანიძის და სადგურის ქუჩების მოსახლეობას. 

ვაკის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), მოსაშვილის, ბერძენიშვილის, დარიალის, კავსაძის და ფალიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 19:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), დიდიმ მირცხულავას, ირაკლი აბაშიძის, ფალიაშვილის, არაყიშვილის და ბაზალეთის ქუჩების მოსახლეობას. 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати