USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
Tbilisi
ასტროლოგი - რას გვპირდება 31 მაისი?
 732

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 31 მაისისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

ბოლო დროს გავიწყდებათ, რომ თქვენს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ოჯახია. ვარსკვლავები გირჩევენ, ვითარება სასწრაფოდ გამოასწოროთ და ოჯახს და მეგობრებს ყველაზე მეტი დრო და ყურადღება დაუთმოთ. სამსახურის საქმეები მოიცდიან, მთავარია საყვარელი ადამიანები არ გაანაწყენოთ. საღამოს აკეთეთ ის, რაც ყველაზე მეტად გამშვიდებთ, შესაძლოა ეს ფიზიკური დატვირთვა იყო.

 კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

თქვენი ფინანსური მდგომარეობა არასახარბიელოა, ამიტომ ახლა უფროსებთან დაპირისპირების და პრინციპულობის დრო არაა. ეცადეთ, რეალობას მოერგოთ და იმ წესებით იმოქმედოთ, რომლებსაც გთავაზობენ. შესაძლოა, ამ დღეს თქვენი ცხოვრებიდან ვიღაც ან რაღაც წავიდეს, თუმცა მის ადგილს მალე ახალი დაიკავებს.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

სარკეში იმას ხედავთ, რასაც მიირთმევთ, ამიტომ შეწყვიტეთ არაჯანსაღი საკვების მიღება და დაბალანსებულ დიეტაზე გადადით. თუ თქვენს ცხოვრებაში მეტისმეტად ბევრი პრობლემა გაჩნდა, ეს ნიშნავს, რომ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით არასწორი გადაწყვეტილება მიიღეთ, თუმცა შეცდომის გამოსწორება ჯერ კიდევ შეიძლება.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

მოზღვავებულ გრძნობებს გულში ვეღარ იტევთ და გსურთ, რომ ახლობელ ადამიანებს გაუზიაროთ. შეეცადეთ თქვენთვის მეტისმეტად პირად და მნიშვნელოვან თემებზე არ ისაუბროთ, რადგან ვიღაცამ თქვენი გულწრფელობა შეიძლება თქვენ წინააღმდეგ გამოიყენოს. ყველა დაპირებას, რომელსაც დღეს მოისმენთ, არ უნდა დაუჯეროთ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

სიტყვები ფრთხილად შეარჩიეთ. ერთმა დაუფიქრებლად ნათქვამმა სიტყვამ შეიძლება მთელი დღე გაგიფუჭოთ. წარმოდგენა არ გაქვთ, როგორ რეაგირებენ ადამიანები თქვენს სიტყვებზე. თქვენმა მწარე შენიშვნებმა და უადგილო ხუმრობებმა გული ბევრს ატკინა, ამიტომ წარსულის შეცდომები არ უნდა გაიმეოროთ. შესაძლოა რაღაც საკითხზე შეხედულება შეგეცვალოთ, რომელსაც დიდი ხანია, სარგებლობა არ მოაქვს და წინსვლაში ხელს გიშლით.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

ეს დღე ოჯახს და მხოლოდ ოჯახს უნდა მიუძღვნათ. პარასკევი თქვენთვის საოჯახო დღე უნდა იყოს. მნიშვნელობა არ აქვს, რა სირთულეებია სამსახურში - სახლში დროულად წადით და, რაც მთავარია, სამსახურის განწყობა არ მიიტანოთ. პირადი ნივთების მოწესრიგება სტრესისგან გათავისუფლებაში დაგეხმარებათ და თავს უკეთ იგრძნობთ.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

თქვენი შეცდომები უკვე იმდენად აშკარა და შესამჩნევია, უნდა აღიაროთ, რომ დახმარება გჭირდებათ. კოლეგების რჩევა და გამოცდილება დაგეხმარებათ, რომ სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდეთ. ეცადეთ, ყველა მოვლენის ცენტრში იტრიალოთ და არცერთი სიახლე არ გამოგეპაროთ. გარკვეულწილად, თქვენი პროფესიული განვითარება და კარიერული წინსვლა ამაზეა დამოკიდებული.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

პარასკევს დიდი ქაოსი და აურზაური გელით, რაც თქვენს ემოციურ მდგომარეობაზე აისახება. გარშემო მყოფების მიმართ უჩვეულოდ მკაცრი ხართ და საკუთარ თავს უხეშობის უფლებასაც აძლევთ, მაგრამ მალე ამის გამო ბოდიშის მოხდა მოგიწევთ. თუ ხვდებით, რომ ვიღაც თქვენით მანიპულირებას ცდილობს, წინააღმდეგობა გაუწიეთ და მიახვედრეთ, რომ თქვენთან ასე მოქცევა არ შეიძლება.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

დააფასეთ ადამიანი, რომელმაც ოჯახური პრობლემების მოგვარება საკუთარ თავზე აიღო და საშუალებას გაძლევთ, სამსახურს მეტი დრო და ყურადღება დაუთმოთ. რაღაც შემთხვევა თქვენს ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენებზე თვალს აგიხელთ, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებამდე ეცადეთ, მოსალოდნელი შედეგები აწონ-დაწონოთ და მერე იმოქმედოთ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

დროა, პროფესიული დონის გაუმჯობესებაზე იზრუნოთ. ის, რასაც ახლა აკეთებთ, ისეთ სიამოვნებას აღარ განიჭებთ, როგორც ადრე. ეცადეთ, საქმიანობის სფერო შეცვალოთ ან თქვენი ამოცანები უფრო გაართულოთ. შეიძლება გარკვეულ საკითხებში გასარკვევად ძველი კავშირების ან ურთიერთობების აღდგენა მოგიწიოთ. სასურველია საღამო მყუდრო ოჯახურ გარემოში გაატაროთ.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

დროა ეკონომიურად ცხოვრება ისწავლოთ. ფინანსური წიგნიერების გაკვეთილებიც გამოგადგებათ, რადგან დიდი შრომის შედეგად მოპოვებული ფული თქვენი საფულიდან მყისიერად ქრება. ფრთხილად იყავით - ზედმეტი ემოციების გამო შეიძლება რაღაც ისეთი თქვათ, რომ უახლოეს ადამიანთან ურთიერთობა გაიფუჭოთ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

ამ კვირაში კარგად და ნაყოფიერად იმუშავეთ, ამიტომ სრულყოფილი დასვენება გჭირდებათ. გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად უმჯობესია კოლეგებთან ურთიერთობას მოერიდოთ და დამოუკიდებლად იმუშაოთ. ეცადეთ, მეტისმეტად ბევრს საქმეს არ შეეჭიდოთ - ნუ გაუადვილებთ სხვებს ცხოვრებას.

culture
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way