♈ ვერძი (21 მარტი - 19 აპრილი)
დღის მოვლენები: ეს დღე აქტიური და მოვლენებით დატვირთული იქნება. შესაძლოა, მოულოდნელი სიახლეები მიიღოთ, რომლებიც თქვენს გეგმებზე გავლენას მოახდენს.
ოჯახი: ოჯახის წევრებთან მშვიდი ურთიერთობა გექნებათ, თუმცა გაუგებრობები მოსალოდნელია, თუ ემოციებს ვერ გააკონტროლებთ.
ბიზნესი: წარმატებული დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად. ახალ პროექტებზე დაფიქრება სასარგებლო იქნება.
სიყვარული: ურთიერთობებში მეტი მოთმინება გმართებთ. საყვარელ ადამიანთან გულწრფელობა სასარგებლოა.
ჯანმრთელობა: გირჩევთ, უფრო ყურადღებით მოეკიდოთ დასვენებასა და სწორ კვებას.
კარიერა: კარიერულ საკითხებში წინსვლა მოსალოდნელია, თუ აქტიურობას არ მოაკლებთ.
♉ კურო (20 აპრილი - 20 მაისი)
დღის მოვლენები: შესაძლოა, დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღოთ, რომელიც თქვენს მომავალს განსაზღვრავს.
ოჯახი: ახლობლებთან ურთიერთობა სითბოთი და გაგებით იქნება სავსე.
ბიზნესი: ფინანსური სტაბილურობა შენარჩუნდება, მაგრამ სიფრთხილე მაინც გმართებთ ინვესტიციების დროს.
სიყვარული: კარგი დროა რომანტიკული სიურპრიზებისთვის.
ჯანმრთელობა: დღის ბოლოს დაღლილობა იგრძნობთ, ამიტომ მეტი დასვენება არ გაწყენდათ.
კარიერა: ახალი შესაძლებლობების გამოჩენა მოსალოდნელია.
♊ ტყუპები (21 მაისი - 20 ივნისი)
დღის მოვლენები: ენერგიული დღე გელოდებათ. კარგი იქნება, თუ ძალებს სწორად გადაანაწილებთ.
ოჯახი: ოჯახის წევრებისგან მხარდაჭერას იგრძნობთ, რაც მოტივაციას მოგცემთ.
ბიზნესი: დროა, გაბედული ნაბიჯები გადადგათ და ახალ პარტნიორებთან თანამშრომლობა განიხილოთ.
სიყვარული: ახალ ნაცნობთან ურთიერთობა შესაძლოა, საინტერესო აღმოჩნდეს.
ჯანმრთელობა: მეტი ყურადღება მიაქციეთ ძილსა და სუფთა ჰაერზე გასეირნებას.
კარიერა: კარიერული წინსვლისთვის საჭირო კონტაქტები შეიძლება დღესვე გაიჩინოთ.
♋ კირჩხიბი (21 ივნისი - 22 ივლისი)
დღის მოვლენები: შესაძლოა, დღის განმავლობაში სენტიმენტალური გახდეთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ემოციებმა უნდა გაჯობოთ.
ოჯახი: ახლობლებთან გულწრფელი საუბარი მოგანიჭებთ სიმშვიდეს.
ბიზნესი: მოულოდნელი შემოსავალი შეიძლება მიიღოთ, თუმცა ფულის ხარჯვისას გონიერება გმართებთ.
სიყვარული: საყვარელ ადამიანს სითბო და ყურადღება უნდა მიაქციოთ.
ჯანმრთელობა: ემოციური მდგომარეობის დაბალანსება აუცილებელია.
კარიერა: დროა, დასახული მიზნების შესრულებაზე სერიოზულად დაფიქრდეთ.
♌ ლომი (23 ივლისი - 22 აგვისტო)
დღის მოვლენები: წარმატებული დღეა ნებისმიერი ახალი წამოწყებისთვის.
ოჯახი: ოჯახთან ურთიერთობა ჰარმონიული იქნება, თუ გულწრფელად გამოხატავთ ემოციებს.
ბიზნესი: კარგი დროა მოლაპარაკებების გასამართად.
სიყვარული: სასიყვარულო ურთიერთობებში მეტი ინიციატივის გამოჩენა გამოგადგებათ.
ჯანმრთელობა: ენერგიული ხართ, მაგრამ გადაღლას მოერიდეთ.
კარიერა: თქვენი შრომა დაფასდება, რაც მოტივაციას გაგიძლიერებთ.
♍ ქალწული (23 აგვისტო - 22 სექტემბერი)
დღის მოვლენები: ფრთხილად იყავით, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას.
ოჯახი: შესაძლოა, ოჯახში მცირე უთანხმოება წარმოიშვას, თუმცა მალე განიმუხტება.
ბიზნესი: დროა, ფინანსური საკითხები გაამარტივოთ და ზედმეტი ხარჯები შეამციროთ.
სიყვარული: საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა თბილი და ჰარმონიული იქნება.
ჯანმრთელობა: ყურადღება მიაქციეთ კვებას.
კარიერა: მუშაობის ახალი შესაძლებლობები გამოჩნდება.
♎ სასწორი (23 სექტემბერი - 22 ოქტომბერი)
დღის მოვლენები: ახალი შესაძლებლობები თქვენს გზაზე გამოჩნდება.
ოჯახი: საყვარელ ადამიანებთან დროის გატარება სასიამოვნო იქნება.
ბიზნესი: კარიერული წინსვლის შანსი გაქვთ, თუ სწორ დროს სწორ ნაბიჯს გადადგამთ.
სიყვარული: კარგი დროა ურთიერთობების გასაძლიერებლად.
ჯანმრთელობა: სტრესი შეამცირეთ.
კარიერა: ახალი კავშირები შესაძლოა, დიდ პერსპექტივებს გახსნიდეს.
♏ მორიელი (23 ოქტომბერი - 21 ნოემბერი)
დღის მოვლენები: საინტერესო შესაძლებლობები გაჩნდება.
ოჯახი: ოჯახის წევრები თქვენი მხარდაჭერითა და ყურადღებით კმაყოფილები იქნებიან.
ბიზნესი: მოულოდნელ შემოსავალს არ გამორიცხავენ ვარსკვლავები.
სიყვარული: დროა, ურთიერთობაში მეტი სითბო და გულისხმიერება ჩართოთ.
ჯანმრთელობა: ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებს სერიოზულად მოეკიდეთ.
კარიერა: ახალი შესაძლებლობები თქვენს კარიერულ გზაზე მოულოდნელად გამოჩნდება.
♐ მშვილდოსანი (22 ნოემბერი - 21 დეკემბერი)
დღის მოვლენები: სასიამოვნო სიახლე გელით.
ოჯახი: ოჯახთან ურთიერთობა გაგიუმჯობესდებათ.
ბიზნესი: ფინანსური სტაბილურობა გელით, თუ ფრთხილად იმოქმედებთ.
სიყვარული: კარგი დროა სერიოზული ნაბიჯების გადასადგმელად.
ჯანმრთელობა: ყურადღება მიაქციეთ ცხოვრების წესს.
კარიერა: წარმატების მიღწევა შეგიძლიათ.
♑ თხის რქა (22 დეკემბერი - 19 იანვარი)
დღის მოვლენები: შესაძლოა, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება დაგჭირდეთ.
ოჯახი: ოჯახური საქმეები წარმატებით მოგვარდება.
ბიზნესი: ინვესტიციებზე დაფიქრება ღირს.
სიყვარული: თქვენი საყვარელი ადამიანი მეტი ყურადღების საჭიროებას გრძნობს.
ჯანმრთელობა: ძალების აღდგენა აუცილებელია.
კარიერა: ახალი შანსები კარიერულ გზაზე თქვენს წინაშე გაიხსნება.
♒ მერწყული (20 იანვარი - 18 თებერვალი)
დღის მოვლენები: საინტერესო მოვლენები გელით.
ოჯახი: ოჯახის წევრებთან ჰარმონია გაგიძლიერდებათ.
ბიზნესი: ფინანსური საკითხები წარმატებით მოგვარდება.
სიყვარული: ახალი ემოციები გაგიხალისებთ დღეს.
ჯანმრთელობა: კარგი დროა აქტიური დასვენებისთვის.
კარიერა: კარიერული წინსვლისთვის იღბლიანი დღეა.
♓ თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)
დღის მოვლენები: სასიამოვნო სიურპრიზი გელით.
ოჯახი: საყვარელი ადამიანებისგან მხარდაჭერას იგრძნობთ.
ბიზნესი: დროა, ფინანსური გეგმები განიხილოთ.
სიყვარული: ემოციური დღეა, იყავით გახსნილი.
ჯანმრთელობა: სიჯანსაღე შეინარჩუნეთ.
კარიერა: კარიერული შესაძლებლობები გაფართოვდება.
ბრიტანულ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს“ (ავტორი – კონ კოფლინი). პუბლიკაციაში განხილულია აშშ-ის პრეზიდენტის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული მეორადი სანქციების ათდღიანი ვადა და მოცემულია მათი სავარაუდო შედეგები.
გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:
დონალდ ტრამპმა, ალბათ, ყველაზე საუკეთესო და შესაფერისი დრო შეარჩია თავისი მეორადი ეკონომიკური სანქციების ახალი ვადის გამოცხადებისათვის, რომ რუსეთს ნავთობისა და გაზის გაყიდვით მიღებული შემოსავლები შეუმცირდეს და უკრაინაში ომი შეწყვიტოს.
დონალდ ტრამპს სამჯერ ეგონა, რომ ვლადიმერ პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკების აუცილებლობაში დაარწმუნა, მაგრამ სამჯერვე, როგორც კი სატელეფონო საუბარი მთავრდებოდა, რუსეთის არმია უკრაინული ქალაქების დასაბომბად რაკეტებსა და დრონებს უშვებდა.
აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან იმის დაგვიანებული აღიარება, რომ „პუტინი მას თურმე ათამაშებდა და ომის გასაგრძელებლად დროს იგებდა“, იმას ნიშნავს, რომ როგორც იქნა, „ტრამპი აბობოქრდა“ და თავის რუს კოლეგას ათდღიანი ვადა დაუწესა ცეცხლის შესაწყვეტად. თუ კრემლი თეთრი სახლის მოთხოვნას არ დაეთანხმება, ძალაში შევა ახალი მომატებული საბაჟო ტარიფები იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც რუსეთისაგან ნავთობს ყიდულობენ. სანქციის მიზანი და განხორციელების პროცედურა ასეთია: აშშ რუსული იაფი ნავთობისა და გაზის მოყვარული ქვეყნების – ინდოეთის, ჩინეთის (და ალბათ, თურქეთის და სხვების) მიერ წარმოებულ იმპორტირებულ პროდუქციაზე მომატებულ საბაჟო ტარიფებს დააწესებს. მათი ფასი იმდენად გაძვირდება, რომ ამერიკაში მყიდველი აღარ ეყოლება, ანუ ინდური და ჩინური კომპანიები დაზარალდებიან. ზარალის თავიდან ასაცილებლად იგივე ქვეყნები იძულებულნი გახდებიან, რომ რუსეთისაგან ნავთობისა და გაზის შესყიდვა შეწყვიტონ, რის შედეგადაც რუსეთს შემოსავლები შეუმცირდება, ანუ კრემლს აღარ ექნება თანხები უკრაინასთან ომის გასაგრძელებლად. რუსეთი ცეცხლს შეწყვეტს და სამშვიდობო მოლაპარაკებაზე დათანხმდება.
კონგრესში ზოგიერთი დეპუტატი უფრო რადიკალურად არის განწყობილი, რომლებიც 500%-იან სანქციების დაწესებას მოითხოვენ.
უეჭველია, რომ დონალდ ტრამპი სერიოზულად არის განწყობილი. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მან იძულებული გახადა იაპონია და ევროკავშირი სავაჭრო ხელშეკრულებების დადებისას აშშ-ის მოთხოვნებზე დათანხმებულიყვნენ, განა თეთრი სახლი კრემლის წინაშე უკან დაიხევს?
როგორც კი ინდოეთი და ჩინეთი მტკივნუულ დარტყმას იგრძნობენ ამერიკასაგან, ისინი იძულებულნი გახდებიან რუსეთისაგან ნავთობ-გაზის შესყიდვა შეამცირონ (ან საერთოდ შეწყვიტონ). ამით დაინგრევა ვლადიმერ პუტინის გენერალური გეგმა რუსეთის იმპერიული ძლიერების აღდგენის შესახებ.
რუსეთი უკრაინის ფრონტზე წარუმატებლობას განიცდის. მართალია, კრემლმა დრონებითა და რაკეტებით უკრაინული ქალაქების დაბომბვა გააძლიერა, მაგრამ ფაქტია, რომ მაისში დაწყებულ შეტევას რუსეთის არმიისათვის რაიმე მნიშვნელოვანი წარმატება არ მოუტანია. ვლადიმერ პუტინი ბოლო დროს მუდმივად ცდილობს რომელიმე მსხვილი უკრაინული ქალაქის დაპყრობას, მაგრამ უშედეგოდ – პოკროვსკს და კონსტანტინოვკას ისევ უკრაინელები აკონტროლებენ. უკრაინელები მამაცურად იბრძვიან, რუსები უამრავ ჯარისკაცს კარგავს – კრემლის ზარალმა უკვე მილიონს მიაღწია დაღუპულებისა და დაჭრილების სახით. ეს ნიშნავს ყოველდღიურად 1080 რუსი მებრძოლის დაღუპვა-დასახიჩრებას.
ასევე ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი ათასკილომეტრიან ფრონტის ხაზზე რაიმე წარმატებას მიაღწევს მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი უკრაინას მეტ იარაღს მიაწვდის. უკრაინელებს თუ იარაღი საკმარისი რაოდენობით ექნებათ, ისინი რუსებს უკან დაახევინებენ და საეჭვოა პუტინმა ის ტერიტორია შეინარჩუნოს, რაც ბოლო დროს დაიპყრო. კრემლს ირანის იმედიც აღარ ექნება, რადგან თეირანი მნიშვნელოვნად არის დასუსტებული ისრაელთან (და აშშ-სთან) ამასწინანდელი საჰაერო შეტაკების გამო.
არის იმის ნიშნებიც, რომ თვითონ ვლადიმერ პუტინს მისსავე გარემოცვაში ბევრი არ ეთანხმება, რასაც მოსკოვში მიმდინარე საკადრო წმენდა მოწმობს. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ჩინოვნიკი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებს, ცნობილი ოლიგარქები კი ქვეყნიდან გაქცევის დროს იქნენ დაკავებულები. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ოფიცერი, რომლებსაც ყოფილ თავდაცვის მინისტრთან სერგეი შოიგუსთან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, დაპატიმრებულები იქნენ კორუფციის ბრალდებით.
იმ სიძნელეების მასშტაბს, რასაც ვლადიმერ პუტინი შეეჯახა ომის გამო, მოწმობს ის ფაქტი, რომ იგი იძულებული გახდა გასულ კვირას ყოველწლიური სამხედრო-საზღვაო აღლუმის ჩატარება გაეუქმებინა – უკრაინაში განცდილი დიდი დანაკარგების გამო.
ამრიგად, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ვადების შემცირების თაობაზე დროულია – ის იმ დროს იქნა მიღებული, როცა ვლადიმერ პუტინს, ყოყოჩობის მიუხედავად, ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ გაგრძელების ვარიანტები უმთავრდება.
თუ რუსეთის პრეზიდენტი გამოფხიზლდება და მიხვდება, რომ მას უკრაინაში ომის მოგების შანსი არ აქვს, მას სხვა არჩევანი არ ექნება იმის გარდა, რომ დონალდ ტრამპის მოთხოვნას დათანხმდეს – ცეცხლი შეწყვიტოს და სამშვიდობო მოლაპარაკება დაიწყოს.