USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
თბილისი
ასტროლოგი - რას გვპირდება 31 დეკემბერი?
 816

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 31 დეკემბრისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

დღის პირველი ნახევარი ხელსაყრელია საოჯახო ვალდებულებების შესასრულებლად. გირჩევთ, ეს დღე წინასწარ დაგეგმოთ, რათა არაფერი დაგავიწყდეთ და მოგვიანებით არ ინერვიულოთ. დღის მეორე ნახევარში ემოციური იქნება, ამიტომ მოსალოდნელია ხმამაღალი საუბარი და ურთიერთობების გარკვევა. პოზიტიური ტენდენციების მიუხედავად, მოულოდნელი ცვლილებისთვისაც უნდა მოემზადოთ.

 კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

მოზღვავებული ენერგიის წყალობით, ამ დღეს უამრავ საქმეს სრულიად მარტო გაუმკლავდებით. მომავალს ოპტიმიზმით უყურებთ და ოპტიმისტურ განწყობას გარშემო მყოფებზეც ავრცელებთ. ადამიანებს სიამოვნებთ თქვენს ენერგეტიკულ ველში ყოფნა. საღამოს მოახლოებასთან ერთად ემოციური ფონი იმატებს. ეცადეთ, გარშემო მყოფებთან ურთიერთობაში მეტი მოთმინება გამოიჩინოთ. ამ დღეს თქვენი დევიზი სისწრაფე და მოქმედებაა და ამ გზას არ უნდა გადაუხვიოთ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

თქვენი და თქვენი პარტნიორის ერთობლივი ძალისხმევა სასურველ შედეგს გამოიღებს. გამორიცხული არ არის, რომ გეგმების შეცვლა მოგიწიოთ. ეცადეთ, რომ ურთიერთობის დროს ნაკლებად ემოციური და მეტად კონსტრუქციული იყოთ. მაღაზიების შემოვლა უმჯობესია დღის პირველი ნახევრისთვის დაგეგმოთ. შესაძლებელია ახალი ადამიანების გაცნობა, რომლებთან ურთიერთობაც ენერგიით აგავსებთ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

აუცილებელი არ არის, რომ ყველაფერი მარტომ აკეთოთ. შეგიძლიათ თქვენს საქმიანობაში ოჯახის წევრები და ახლობელი ადამიანები ჩართოთ. შეწყვიტეთ ნებისმიერ თემაზე კამათი - ადამიანებს უფლება აქვთ, რომ ყველაფერში არ გეთანხმებოდნენ და საკუთარი აზრი ჰქონდეთ. გეგმის მიხედვით მოქმედება დაგეხმარებათ, რომ დრო დაზოგოთ და საახალწლო ზეიმისთვის საგულდაგულოდ მოემზადოთ. გირჩევთმ ემოციები აკონტროლოთ და ვინმე უნებლიეთ არ გაანაწყენოთ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

გირჩევთ, საოჯახო საქმეები ოჯახის წევრებს შორის გაანაწილოთ. საახალწლო ზეიმისთვის იმდენ პროდუქტს ნუ შეიძენთ, რომ ნახევარი გადასაყრელი გაგიხდეთ. თუ ეცდებით, შეიძლება თქვენს მრავალმხრივ ნიჭს უამრავი გამოყენება მოუძებნოთ, თუმცა სასურველია, რომ ღრუბლებიდან მიწაზე დაეშვათ და რეალურად იაზროვნოთ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ოჯახის წევრებთან საქმის გარჩევას და კამათს მაქსიმალურად მოერიდოთ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

ამ დღეს შემოქმედებითი აღმაფრენა გელით. უამრავი საქმე გაქვთ, თუმცა ენერგიის მოზღვავებას დღის მეორე ნახევარში იგრძნობთ და შეძლებთ ყველა საახალწლო ამოცანას გაუმკლავდეთ. გახსოვდეთ, რომ თქვენი წარმატების საიდუმლო მონდომებასა და სისწრაფეშია.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

მთელ დღეს სახლში, საახალწლო სამზადისში გაატარებთ. ცდილობთ, თქვენს საქმიანობაში ოჯახის წევრებიც ჩართოთ, თუმცა ისინი თქვენს ინიციატივას ენთუზიაზმის გარეშე ხვდებიან. პასუხისმგებლობების განაწილება საშუალებას მოგცემთ, ყველაფერი დროულად დაასრულოთ. ელოდეთ დიდი ხნის უნახავი მეგობრის ზარს, რომელიც სასიამოვნო სიახლეს შეგატყობინებთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

ამ დღეს მორიელი ადამიანებთან ურთიერთობებს დაუთმობს. მოლოცვები, საახალწლო კერძების რეცეპტების გაცვლა, უახლესი ჭორების გაგება და ა.შ. - საუბრის ბევრი მიზეზი გექნებათ. სავარაუდოდ, დილას უფროს ნათესავებს თქვენი ყურადღება დასჭირდებათ. გირჩევთ, სანამ მოინახულებთ, მათთვის ლამაზი საჩუქარი შეარჩიოთ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

რომ არაფერი დაგავიწყდეთ, დილიდან სამოქმედო გეგმა შეადგინეთ და საქმეს შეუდექით. სავარაუდოდ, შორიდან ახალი ამბები გელით – ვიღაცას თქვენთვის ახალი წლის განსაკუთრებულად მოლოცვა მოუნდება. ამ დღეს გაიცნობთ ადამიანს, რომელიც თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. შეიძლება, მეგობრებმა ან ოჯახის წევრებმა საახალწლო სიურპრიზი მოგიმზადონ, რომელიც დიდხანს გემახსოვრებათ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

ენერგიით სავსე ხართ, მაგრამ კარგი იქნება, რომ საოჯახო საქმეებში პარტნიორი ან ოჯახის სხვა წევრი დაიხმაროთ. გაატარეთ დღე მშვიდ გარემოში და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას ნუ იჩქარებთ. დღის მეორე ნახევარში ზოგი მერწყულის გეგმები შეიძლება გარემოებების ან განწყობის გამო მკვეთრად შეიცვალოს. თქვენი სულიერი სიმშვიდისთვის ოჯახში ემოციურ გარემოს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

დღის პირველ ნახევარში ეცადეთ, მთელი ყურადღება საყოფაცხოვრებო საკითხებზე და ოჯახის უფროს წევრებზე გადაიტანოთ. დღის განმავლობაში სიმშვიდე შეინარჩუნეთ და კრიტიკულ შენიშვნებს ნაკლები ყურადღება მიაქციეთ. პირადი ურთიერთობები უკეთესობისკენ შეიცვლება; ეცადეთ, დაშვებული შეცდომები გამოასწოროთ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

გირჩევთ, ახალი წლის საღამოს ალკოჰოლურ სასმელებს მოერიდოთ, რათა მეორე დღეს თავი შეუძლოდ არ იგრძნოთ. საღამოს სასიამოვნო სიურპრიზი და მოულოდნელი სიახლე გელით, რომელიც თქვენს ცხოვრებაზე სასიკეთოდ აისახება.

თბილისი
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის