USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Tbilisi
ასტროლოგი - რას გვპირდება 31 დეკემბერი?
Date:  1602

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 31 დეკემბრისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

ეს დღე ძალიან აქტიურად დაიწყება. საოჯახო საქმეების პარალელურად, ნათესავებისა და მეგობრებთან დარეკვას და მოკითხვასაც მოახერხებთ. თუ საჩუქრების ყიდვა ვერ მოასწარით, დღეს ამის საშუალება მოგეცემათ. მოკლედ, ამ დღეს თქვენი დევიზი სისწრაფე და მოქმედებაა და ამ გზას არ უნდა გადაუხვიოთ.

 კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

დილიდან ბევრ ახალ ინფორმაციას მიიღებთ და ეცადეთ, საკუთარი თავი და ემოციები აკონტროლოთ. შესაძლებელია ახალი ადამიანების გაცნობა, რომლებთან ურთიერთობაც ენერგიით აგავსებთ. პოზიტიური ტენდენციების მიუხედავად, რაღაც მოულოდნელი ცვლილებისთვისაც უნდა მოემზადოთ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

კრიტიკული დღეა. თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი მაღალია, მაგრამ ზედმეტი შინაგანი ენერგია და ემოციურობა შეიძლება თქვენთვის დამანგრეველი იყოს. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ წყენის გამო საქმის გარჩევას და კამათს მაქსიმალურად მოერიდოთ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

ამ დღეს ეცადეთ ბიუჯეტი სწორად გაანაწილოთ. ურთიერთობებში კი მეტი სიფრთხილე და წინდახედულობა უნდა გამოიჩინოთ, რადგან თქვენმა მახვილგონივრულმა შენიშვნებმა შეიძლება ვიღაც გაანაწყენოს და მოწმენდილ ცაზე პრობლემები შეგიქმნათ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

დღეს ოჯახისგან ან ბიზნეს-პარტნიორისგან სასიხარულო სიახლეები გელით. დღის მეორე ნახევარში სადღესასწაულო საქმეებს შეუდგებით. თუ ეცდებით, შეიძლება თქვენს მრავალმხრივ ნიჭს უამრავი გამოყენება მოუძებნოთ, თუმცა ზოგადად, გირჩევთ, ღრუბლებიდან მიწაზე დაეშვათ და რეალურად იაზროვნოთ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

მიუხედავად იმისა, რომ ამ დღეს უამრავი საქმე გაქვთ, ცდილობთ ლოგინში რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროთ. დღის მეორე ნახევარში სიტუაცია მკვეთრად შეიცვლება. ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ და შეძლებთ ყველა საახალწლო ამოცანას გაუმკლავდეთ. ამით განსაკუთრებით იმ ადამიანებს გაახარებთ, რომლებსაც თქვენი ხელმძღვანელობა სჭირდებათ. გახსოვდეთ, რომ თქვენი წარმატების საიდუმლო მონდომებასა და სისწრაფეშია.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

ნუ გადადებთ საოჯახო საქმეების მოგვარებას, გამოყავით დრო ძველი ნივთების მოსაშორებლად და, ამასთანავე, მოიკითხეთ ის ადამიანები, ვინც თქვენს ყურადღებას იმსახურებს - თქვენ ხომ საოცარი უნარი გაქვთ, ყველგან და ყველაფერი მოასწროთ! ელოდეთ დიდი ხნის უნახავი მეგობრის ზარს, რომელიც სასიამოვნო სიახლეს მოგაწოდებთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

სავარაუდოდ, დილას უფროს ნათესავებს თქვენი ყურადღება დასჭირდებათ. გირჩევთ, სანამ მოინახულებთ, მათთვის სასიამოვნო საჩუქარი შეარჩიოთ. ბევრი მორიელი ახალ წელს ოჯახურ გარემოცვაში შეხვდება. შეიძლება ამ დღეს გაიცნოთ ადამიანი, რომელიც თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

დილიდან ენერგიით სავსე ხართ, რაც საშუალებას მოგცემთ, რომ საახალწლო საქმეებს წარმატებით გაუმკლავდეთ. სავარაუდოდ, შორიდან ახალი ამბები გელით - ვიღაცას თქვენთვის ახალი წლის განსაკუთრებულად მოლოცვა მოუნდება. შესაძლოა, მიიღოთ საჩუქარი, რომელზედაც დიდი ხანია, ოცნებობთ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

სავარაუდოდ, გეგმების შეცვლა მოგიწევთ. სახლშიც და სამსახურშიც ენერგიის დაზოგვის რეჟიმი უნდა ჩართოთ. დღის მეორე ნახევარში მდგომარეობა გაუმჯობესდება და საყვარელი კერძის მომზადებაც კი შეძლებთ. შესაძლოა, ყველაფერი იდეალურად არ გამოვიდეს, მაგრამ წარმატების შანსი საკმაოდ მაღალია.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

გაატარეთ დღე მშვიდ გარემოში და ნუ იჩქარებთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. დღის მეორე ნახევარში ზოგი მერწყულის გეგმები შეიძლება გარემოებების ან განწყობის გამო მკვეთრად შეიცვალოს. შეიძლება, მეგობრებმა ან ოჯახის წევრებმა საახალწლო სიურპრიზი მოგიმზადონ, რომელიც დიდხანს გემახსოვრებათ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

ვარსკვლავები თქვენ მხარეს არიან და ამ დღეს თქვენი ინტუიცია ძალიან ძლიერია. დღის პირველ ნახევარში ეცადეთ მთელი ყურადღება საყოფაცხოვრებო საკითხებზე და ოჯახის უფროს წევრებზე გადაიტანოთ. ეცადეთ, კრიტიკულ შენიშვნებს ნაკლები ყურადღება მიაქციოთ. არსებობს ძალიან მნიშვნელოვან ადამიანთან შეხვედრის შანსი, რომელიც თქვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის

tbilisi
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

See all
Survey
By the way