USD 2.7015
EUR 3.1697
RUB 3.4107
Tbilisi
ასტროლოგი - რას გვპირდება 30 სექტემბერი?
Date:  3879

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 30 სექტემბრისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

ამ დღეს საკუთარ თავში რთული პრობლემის მარტივად გადაჭრის საოცარ უნარს აღმოაჩენთ. თუმცა თუ პრობლემასთან გამკლავებას ვერ შეძლებთ, უბრალოდ გადააბიჯებთ და გზას გააგრძელებთ. შესაძლოა, ეს თანმიმდევრულობის თვალსაზრისით არასწორია, მაგრამ ეფექტურობის თვალსაზრისით გამართლებულია.

 კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

ყველაფერი დილიდან გაქვთ დაგეგმილი, ამიტომ განსაკუთრებული სიურპრიზები მოსალოდნელი არ არის. ზოგადად, ეს დღე საგულდაგულოდ შედგენილ დიაგრამას წააგავს და საეჭვოა, თქვენს გეგმებს რამემ ხელი შეუშალოს. დღის მეორე ნახევარში მოწყენა არ გემუქრებათ - რაღაც საინტერესო მოხდება!

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

შეიძლება ვიღაცას მოეჩვენოს, რომ სისულელეს ამბობთ, თუმცა ვიღაც სხვა თქვენი მსჯელობით მოიხიბლება. უბრალოდ, ამ დღეს ყველაფრის გართულებისკენ ხართ მიდრეკილი. შეეცადეთ, საკუთარი აზრები უფრო მარტივად გამოხატოთ და ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება!

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

შესაძლოა მთელი დღე სამომავლო გეგმებსა და იდეებზე ფიქრში გაატაროთ. თქვენი გეგმები ძალიან განსხვავებულია: სახლის გარემონტებიდან ლამის სამყაროს რეორგანიზაციამდე. ზოგიერთი მათგანი შთამბეჭდავია, თუმცა მათი განხორციელების დრო არ გრჩებათ. იქნებ ეს უკეთესიცაა?

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

გირჩევთ ინტელექტუალურ საქმიანობისთვის დრო გამონახოთ - ეს არის ის, რაც ამ დღეს ყველაზე მეტ სიამოვნებას განიჭებთ და ყველაზე კარგად გამოგდით. თუ თავსატეხების ამოხსნა ან ზედმეტად ჭკვიანური წიგნების კითხვა გეზარებათ, შეგიძლიათ უბრალოდ მუზეუმში ან ექსკურსიაზე წახვიდეთ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

ამ დღეს არაფერი ისე არ გაღიზიანებთ, როგორც ვიღაცის რჩევა-დარიგების მოსმენა. გარშემო მყოფები კი, თითქოს თქვენს ჯიბრზე, მთელი დღე ამით არიან დაკავებული. ასე შეიძლება კაცობრიობის რწმენაც კი დაკარგოთ. ერთადერთი, რაც ოპტიმიზმით გავსებთ, საკუთარი ინტელექტია და სულ არ გაღელვებთ, თუ გარშემო მყოფები არ გეთანხმებიან.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

სასწორის წარმატების მთავარი საიდუმლო სიმარტივეშია! სამწუხაროდ, ამას ვერ ხვდებით და ცხოვრებას დახლართული გეგმებით ირთულებთ და საკუთარ აზრებში იკარგებით. გახსოვდეთ, რომ აქედან ვერავითარ სარგებელს ვერ მიიღებთ - ყველაფერი ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე თქვენ ფიქრობთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

ამ დღეს მაქციმალურად ეცადეთ, კონფლიქტები როგორც სახლში, ისე სამსახურში თავიდან აიცილოთ. თუ ვინმეს აწყენინეთ, უნდა აღიაროთ და მოიბოდიშოთ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

დღის პირველ ნახევარში შეიძლება ისეთი შეცდომა დაუშვათ, რომელიც სამსახურთან დაკავშირებით თქვენი გეგმების განხორციელებას საფრთხეს შეუქმნის. ამიტომ ფრთხილად და ყურადღებით იყავით. დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელი დროა შემოქმედებითი საქმიანობისთვის

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

ამ დღეს თავში უამრავი სხვადასხვა იდეა მოგდით. გეგმები სახლისა კეთილმოწყობის შესახებ ძალიან კონსტრუქციული და გონივრული იქნება, მაგრამ მათი განხორციელება უფრო ფანტასტიკის სფეროდანაა, ვიდრე რეალობის. სცადეთ საკუთარი იდეებიდან ყველაზე რეალისტური და ადვილად განსახორციელებელი შეარჩოთ და საქმეს შეუდექით.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

იდეები, რომლებიც ამ დღეს ბრწყინვალე და საინტერესო გგონიათ, რამდენიმე დღის შემდეგ სრულ სისულელედ მოგეჩვენებათ.სამსახურში და სახლში მოსალოდნელია უთანხმოება და მცირე გაუგებრობები. თქვენი ამოცანაა კომპრომისი იპოვოთ და სერიოზული კონფლიქტი თავიდან აიცილოთ. მოერიდეთ ჭორაობას და უსარგებლო საუბრებს, განსაკუთრებით სამსახურში.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

როგორ გავიუმჯობესოთ ფინანსური მდგომარეობა ზედმეტი ძალისხმევის გარეშე? ამ თემაზე შეიძლება საინტერესო იდეა გეწვიოთ, ამიტომ გირჩევთ კალამი აიღოთ და ბლოკნოტში ჩაიწეროთ. მოვა დრო და ეს იდეა მნიშვნელოვან შემოსავალს მოგიტანთ. რაც შეეხება სიყვარულს, ამ დღეს ფიქრს მოქმედება ჯობს.

tbilisi
მერი - „ლაგუნა ვერეზე“ ერთი რამ უნდა გაიგოთ, ეს არის კერძო საკუთრება, ეს არც ჩემია, არც მუნიციპალიტეტის - როცა სამუშაოები წარიმართება, შენარჩუნებული იქნება საცურაო აუზი

„ლაგუნა ვერეზე“ ერთი რამ უნდა გაიგოთ, ეს არის კერძო საკუთრება. ეს არც ჩემია, არც მუნიციპალიტეტის, არც თქვენი - როდესაც სამუშაოები წარიმართება, შენარჩუნებული იქნება „ლაგუნა ვერე“, საცურაო აუზი. მე თუ მკითხავთ, როგორც დედაქალაქის მერს, საერთოდ არაფერი არ ესაქმება იქ საცურაო აუზს, ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული ადგილი გახლავთ კონკრეტული გზის მონაკვეთი, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის საკრებულოს სხდომაზე შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კალაძემ ასევე, უპასუხა კითხვას, „ვარკეთილის“ მეტროსადგურის რეაბილიტაციის შესახებ და აღნიშნა, რომ ამ პროექტის განხორციელებას „თან ბევრი სირთულე ახლდა და ახლა, ის უკვე ბოლოშია გასული“.

„ლაგუნა ვერეზე“ ერთი რამ უნდა გაიგოთ, ეს არის კერძო საკუთრება. ეს არც ჩემია, არც მუნიციპალიტეტის, არც თქვენი. ეს არის კერძო საკუთრება. რა დაპირებაზე მესაუბრებით? ჩვენი დაპირება იყო, რომ იქ, როდესაც სამუშაოები წარიმართება, შენარჩუნებული იქნება „ლაგუნა ვერე“, საცურაო აუზი. მე თუ მკითხავთ, როგორც დედაქალაქის მერს და როგორც ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს, საერთოდ არაფერი არ ესაქმება იქ საცურაო აუზს, ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული ადგილი გახლავთ კონკრეტული გზის მონაკვეთი.

არ ვიცი, დაველოდოთ, როდესაც კერძო მესაკუთრე განახორციელებს პროექტს. ხელშეკრულებაში პირდაპირ არის ჩაწერილი, რომ აღნიშნული საცურაო აუზი უნდა იყოს შენარჩუნებული.

რაც შეეხება „ვარკეთილის“ მეტროს, აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ უდიდესი პრობლემა იყო, სერიოზული გამოწვევა. აქაც, არ არსებობს კომპანიები საქართველოში. გვაქვს სერიოზული პრობლემა, გამოწვევა.

სერიოზული გამოწვევა გვაქვს მუშახელთან დაკავშირებით. პროექტი, რა თქმა უნდა, უკვე ბოლოშია გასული და უახლეს მომავალში მთლიანად დამთავრებული და მოწესრიგებული იქნება. უამრავი გამოწვევა ახლდა თან ამ პროექტს. ჯერ ერთი, კომპანიები პასუხისმგებლობას არ იღებდნენ იმიტომ, რომ იმ უბედურების გამო, რაც მოხდა, ყველა შეშინებული იყო და არავის არ ჰქონდა სურვილი, მონაწილეობა მიეღო ამ პროექტის განხორციელებაში. მოგვიწია უცხოელი ექსპერტების ჩამოყვანა, დეტალურად შესწავლა თვითონ გვირაბის, რა მდგომარეობა იყო, წყლები საიდან შემოდიოდა, როგორ უნდა მომხდარიყო ამ ყველაფრის არიდება“,- განაცხადა კახა კალაძემ.

See all
Survey
By the way