USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Tbilisi
ასტროლოგი - რას გვპირდება 30 ოქტომბერი?
Date:  3592

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 30 ოქტომბერისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

ამ დღეს წარმატების მისაღწევად მკაფიოდ შედგენილი სამოქმედო გეგმა გჭირდებათ, რომელსაც ეტაპობრივად მიჰყვებით. გირჩევთ, მოქმედება ყველაზე რთული საქმეებით დაიწყოთ, რომლებიც ამ დრომდე ვერ დაასრულეთ. საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ გარისკოთ. საღამოს ვარჯიში დაძაბულობის მოხსნაში დაგეხმარებათ.

 კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

მზად იყავით, რომ გეგმების შეცვლა და სპონტანურად მოქმედება მოგიწევთ. დღეს ვარსკვლავები სიურპრიზებს გპირდებიან. რაც არ უნდა მოხდეს, ეცადეთ, სიმშვიდე და ცივი გონება შეინარჩუნოთ. დღის მეორე ნახევარი, პირველთან შედარებით, გაცილებით უფრო წარმატებული და ხალისიანი იქნება.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

ამ დღეს ნებისმიერ საკითხზე რჩევის მიცემას და აზრის გამოხატვას ცდილობთ. მზად იყავით იმისთვის, რომ ეს შეიძლება ყველას არ მოეწონოს და კრიტიკის ნიაღვარი დაგატყდეთ. გამორიცხული არ არის, რომ იურიდიულ პრობლემას შეეჯახოთ, რომლის გადაჭრა სასწრაფოდ მოგიწევთ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

მნიშვნელოვანია, დღეს თავი აარიდოთ კამათს, განსაკუთრებით - დღის პირველ ნახევარში. ბევრ რამეში არ ეთანხმებით სხვებს, მაგრამ ახსნა-განმარტებებზე დროის დაკარგვას ჯობია, უბრალოდ ის აკეთოთ, რაც თავად მიგაჩნიათ მიზანშეწონილად. საბედნიეროდ, გვერდით ისეთი ადამიანებიც გყავთ, რომლებსაც შეგიძლიათ დახმარებისთვის მიმართოთ. თუ შესაძლებელია, საღამოს ივარჯიშეთ ან სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

ხელსაყრელი და ნაყოფიერი დღეა. შესანიშნავი განწყობა და ოპტიმიზმი საშუალებას მოგცემთ, საზოგადოებრივი საქმეები აკეთოთ და საინტერესო იდეები განახორციელოთ. საჯარო გამოსვლები და დისკუსიები წარმატებული იქნება და აღიარებას მოგიტანთ. მცირე სირთულეების დროს ეცადეთ, მოთმინება გამოიჩინოთ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

მშვიდი დღეა, სიურპრიზებს არ უნდა ელოდოთ. გირჩევთ, საკუთარ ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციოთ. თუ თავს შეუძლოდ გრძნობთ, მუშაობა უნდა შეამციროთ და დახმარებისთვის ექიმს მიმართოთ. კარგი იქნება, თუ ფეხით მეტს ივლით და კვების მენიუს ჯანსაღი პროდუქტებით შეავსებთ.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

კოლეგების შექება და ქათინაურები განწყობას აგიმაღლებთ. ადამიანების მიმართ თქვენი კეთილგანწყობა საქმიანი და პირადი კავშირების გაძლიერებაში დაგეხმარებათ. შეგიძლიათ პოტენციურ პარტნიორებს საკუთარ გეგმებზე უამბოთ და ერთობლივი მოქმედების სტრატეგია შეიმუშაოთ. დიდი ხნის უნახავ მეგობარს თქვენი დახმარება სჭირდება. ეცადეთ, იმედი არ გაუცრუოთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

დღეს მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება და ყურადღების ცენტრში ყოფნა მოგიწევთ. დამატებითი სამუშაო ან ახალი ვალდებულებები უამრავ თავსატეხს გაგიჩენთ, მაგრამ ყველაფერს წარმატებით გაუმკლავდებით. ეცადეთ, გვერდით გყავდეთ ადამიანი, რომელიც რეალობის აღქმაში დაგეხმარებათ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

ამ დღეს შეხმატკბილებული გუნდური მუშაობა უამრავი პრობლემის გადაჭრის საშუალებას მოგცემთ. გირჩევთ, ამ დღეს მოლაპარაკებები არაფორმალურ გარემოში დაგეგმოთ - ეს შეთანხმების მიღწევაში დაგეხმარებათ. ახალი ნაცნობობა შეიძლება ხანგრძლივ ურთიერთობაში გადაიზარდოს და მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, მოვლენები რა მიმართულებით განვითარდება. ბიუჯეტის დასაგეგმად დღის პირველი ნახევარი უფრო ხელსაყრელია.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

წარმატებული და ნაყოფიერი დღეა. შეიძლება მოგებიანი ბიზნესწინადადება მიიღოთ, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დატოვოთ. ეცადეთ დამოუკიდებლად, სხვების დახმარების გარეშე იმუშაოთ, რადგან ეს სასურველი შედეგის მიღწევას გაგიადვილებთ. შეეცადეთ, მეტი მზრუნველობა გამოიჩინოთ საყვარელი ადამიანების მიმართ. ისინი მზად არიან, დაგეხმარონ ნებისმიერ სიტუაციაში და თქვენ?

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

ამ დღეს თქვენი ენერგია პიკს მიაღწევს, რაც იმას ნიშნავს, რომ სადილამდე მარტივად გაართმევთ თავს ყველა დავალებას და სწორად შედგენილი გეგმის დახმარებით თქვენი ჩანაფიქრი ადვილად განხორციელდება. შესაძლოა, ნათესავს ან მეგობარს თქვენი დახმარება დასჭირდეს და მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლის შესრულება მოგიწიოთ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

ნაყოფიერი და საინტერესო დღეა. ეცადეთ, თქვენმა ემოციურობამ საქმიან ურთიერთობებზე არ იმოქმედოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კონფლიქტები და გაუგებრობა გელით. მანქანის მართვისას სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. საღამოს მოულოდნელი სიახლეს შეიტყობთ, მაგრამ დასკვნების გამოტანამდე ინფორმაცია უნდა გადაამოწმოთ.

tbilisi
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

See all
Survey
By the way