USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Tbilisi
ასტროლოგი - რას გვპირდება 30 ნოემბერი ?!
Date:  2258

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 30 ნოემბრისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

გირჩევთ, თქვენი გეგმები და იდეები კოლეგებს გაუზიაროთ - შესაძლოა, ვიღაც თქვენი პროექტით დაინტერესდეთ და მოგებიანი თანამშრომლობა შემოგთავაზოთ. 30 ნოემბერს რთული სამუშაო გელით - ეცადეთ, მოთმინებით აღიჭურვოთ და საკუთარი ვალდებულებები დროულად შეასრულოთ.

 კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

ვარსკვლავები გირჩევენ, თვალი ადევნოთ თქვენ გარშემო რა ხდება და ყურადღებით უსმინოთ, რას ამბობენ ახლობელი ადამიანები. სიტუაციის კონტროლი დაგეხმარებათ, რომ საბედისწერო შეცდომა თავიდან აიცილოთ. კოლეგებთან და მეგობრებთან ურთიერთობა განწყობას აგიმაღლებთ. თუ ვინმესთან შერიგებას და მობოდიშებას აპირებთ, უკეთეს დროს ვერ იპოვით.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

გეგმის განხორციელება გაგიადვილდებათ, თუ ყველა წვრილმანს კარგად შეისწავლით და არც სათადარიგო ვარიანტის შესახებ დაივიწყებთ. მოულოდნელმა სიახლემ შეიძლება დაგაბნიოთ და გამოსავლის ძიება გაიძულოთ. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის - ეცადეთ, საყვარელი ადამიანი სასიამოვნო სიურპრიზით გააოცოთ. საღამოს გარშემო მყოფებთან ურთიერთობა გაადვილდება და შესაძლოა, ყველასთვის მისაღები გადაწყვეტილების პოვნაც შეძლოთ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

რთული და ემოციურად დაძაბული დღეა. შეეცადეთ, თქვენ გარშემო მიმდინარე მოვლენები აკონტროლოთ. შესაძლოა, მოგებიანი შეთავაზება მიიღოთ, რომელსაც აუცილებლად დათანხმდით - ფინანსური სარგებლის გარდა, ის საჭირო გამოცდილებასაც მოგიტანთ. თუ შესაძლებელია, შეწყვიტეთ ურთიერთობა ადამიანთან, ვინც მუდმივად პრობლემებს გიქმნით.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

ნუ დათანხმდებით იმას, რაც თქვენს პრინციპებს ან ინტერესებს ეწინააღმდეგება. უკან ნუ დაიხევთ და ეცადეთ საკუთარი სიმართლე დაამტკიცოთ. სავარაუდოდ, ერთობლივი საქმე კარგ ფინანსურ შემოსავალს მოგიტანთ. ახალ, საინტერესო იდეებზე უარს ნუ იტყვით და აუცილებელი ინფორმაცია, მოიძიეთ. მოერიდეთ გულწრფელობას, განსაკუთრებით იმ ადამიანებთან, ვისაც კარგად არ იცნობთ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

დღევანდელი პრობლემების ტრადიციული გზებით მოგვარება გაგიჭირდებათ, ამიტომ ეცადეთ, უფრო გააქტიურდეთ და შემოქმედებითად იაზროვნოთ. ვარსკვლავების განლაგება სარისკო მოქმედებებისა და ექსპერიმენტებისთვის ხელსაყრელია, ამიტომ შეგიძლიათ თამამად იმოქმედოთ.

 

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

ამ დღეს ზოგ საკითხზე აზრს შეიცვლით და ახლებურად იმოქმედებთ - თქვენი "დიახ" იქნება "დიახ" და "არა" იქნება "არა". სამყაროს შავ-თეთრად დაყოფის ასეთი კატეგორიული მცდელობა, რა თქმა უნდა, შეხვდება სხვების წინააღმდეგობას, მაგრამ ყოველთვის არ არის საჭირო, ვინმეს რამე უმტკიცოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, პირად ურთიერთობებში ინიციატივა თავად აიღოთ და თქვენს საყვარელ ადამიანს მზრუნველობა არ მოაკლოთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

ენერგიით სავსე ხართ, რაც საშუალებას მოგცემთ, ურთულეს ამოცანებს შეეჭიდოთ და ერთდროულად რამდენიმე საკითხს გაუმკლავდეთ. სავარაუდოდ, მნიშვნელოვან ამბავს გაიგებთ, რაც გეგმების შეცვლას გაიძულებთ. თუმცა, უმჯობესი იქნება, თავდაპირველ გეგმას არ გადაუხვიოთ და დანიშნული შეხვედრები ან მოლაპარაკებები არ გააუქმოთ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ დაწყებული საქმე და აღებული ვალდებულებები არ დაივიწყოთ. თქვენს ცხოვრებაში ცვლილებების დრო დგება და ამისთვის მზადება უნდა დაიწყოთ. საქმიანი მოლაპარაკებები თქვენი გამარჯვებით დასრულდება - ოპონენტები თქვენს თქვენს იდეებს მხარს დაუჭერენ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

გეგმების განხორციელებისთვის ახლობლებისა და კოლეგების დახმარება დაგჭირდებათ. მოქმედების დაწყებამდე ეცადეთ, მკაფიო სამოქმედო გეგმა შეადგინოთ, არგუმენტები მოამზადოთ და მიზანი დაისახოთ. გახსოვდეთ, რომ ემოციური ქმედებები ზიანს მოგიტანთ. შეწყვიტეთ ერთდროულად ათი საქმის კეთება, ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა აირჩიეთ და ეცადეთ, დაასრულოთ.

მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

ამ დღეს უპირატესობა მიანიჭეთ იმ ადამიანებთან ურთიერთობას, რომლებიც ღირებულ რჩევებს მოგცემენ. მათი დახმარებით შეიძლება მნიშვნელოვან საქმეში წინსვლას მიაღწიოთ. ხელსაყრელი დღეა ახალი ნაცნობობისთვის. ადამიანი, რომელსაც ამ დღეს გაიცნობთ, შეიძლება თქვენი საუკეთესო მეგობარი გახდეს.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

ამ დღეს ყურადღებით დააკვირდეთ გარშემო მიმდინარე მოვლენებს და ეცადეთ, სიტუაციის მიხედვით იმოქმედოთ. დღეს თქვენ მიმართ ყველა ისეთ დამთმობი იქნება, შეიძლება, აფორიაქდეთ, რომ რაღაცას გიმზადებენ. არ ინერვიულოთ, ეს მხოლოდ თქვენი ეჭვებია. პირიქით - სჯობს ისარგებლოთ მომენტით, სანამ ისინი აზრს შეიცვლიან.

tbilisi
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

See all
Survey
By the way