USD 2.6978
EUR 2.9112
RUB 2.9177
Тбилиси
ასტროლოგი - რას გვპირდება 30 მარტი?
дата:  525

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 30  მარტისთვის:

ვერძი

ამ დღეს ყველა მნიშვნელოვანი საკითხი დამოუკიდებლად უნდა მოაგვაროთ. ნუ ეცდებით საკუთარი პასუხისმგებლობის ქვეშევრდომების ან კოლეგებისთვის გადაბარებას - მათი მუშაობის შედეგი იმედს გაგიცრუებთ. ფრთხილად იყავით ადამიანთან, რომელსაც დღეს გაიცნობთ - სავარაუდოდ, ის თქვენს გამოყენებას შეეცდება.

კურო

დაძაბული დღეა. შეიძლება უმნიშვნელო წვრილმანმა კამათი და უკმაყოფილება გამოიწვიოს. მიუხედავად იმისა, რომ თქვენს აზრს ანგარიშს არ უწევენ, ეცადეთ ნაცნობ ქალებთან ურთიერთობა არ გაიფუჭოთ. სამსახური ძალიან დაგღლით, მაგრამ საღამოს თავს უკეთ იგრძნობთ.

ტყუპები

თუ შესაძლებელია, მნიშვნელოვანი საქმეები და შეხვედრები სხვა დროისთვის გადადეთ, ახლა კი ლამაზ ადგილზე წადით და დაისვენეთ. გარემოს შეცვლა საშუალებას მოგცემთ ოდნავ განიტვირთოთ. ძვირად ღირებული შესყიდვებისგან თავი შეიკავეთ - წინ გაუთვალისწინებელი ხარჯი გელით.

კირჩხიბი

ხელსაყრელი დღეა ახალი ადამიანების გაცნობისა და ურთიერთობებისთვის. საინტერესო თემებზე საუბარი და აზრთა გაცვლა-გამოცვლა მოკავშირეების პოვნაში დაგეხმარებათ. მეგობრის დახმარებით პრობლემა, რომელიც ბოლო დროს ძალიან გაწუხებთ, შეიძლება წარმატებით მოგვარდეს. დაუგეგმავი ხანმოკლე მოგზაურობა ჩანაფიქრის განხორციელებაში დაგეხმარებათ.

ლომი

არავის მისცეთ უფლება, რომ გეგმების შეცვლა გაიძულოთ ან საკუთარი პირობები გიკარნახოთ. ეცადეთ, მშვიდი და თავდაჯერებული იყოთ და საკუთარი პოზიცია „კბილებით დაიცვათ“. ვიღაც ცდილობს თქვენზე ზეწოლა განახორციელოს და თქვენი მდგომარეობით ისარგებლოს. თავაზიანობა და სიმშვიდე კონფლიქტების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.

ქალწული

გირჩევთ, აქტივობა შეამციროთ და ეს დღე სიმშვიდესა და მარტოობაში გაატაროთ. ხელსაყრელი დღეა თქვენი ამჟამინდელი მდგომარეობის შეფასებისა და მომავლის დაგეგმვისთვის. მზად არ ხართ, რომ ეს დღე მოსაწყენი საქმეების კეთებაში გაატაროთ, ამიტომ შეგიძლიათ მთელი დღე საკუთარ ჰობის დაუთმოთ.

სასწორი

რთული, ემოციურად არასტაბილური დღეა. კოლეგებთან და ნათესავებთან საერთო ენის პოვნა გიჭირთ და ნებისმიერი გადაწყვეტილება საეჭვოდ გეჩვენებათ. ფიქრობთ, რომ ვიღაც თქვენს გაღიზიანებას ან სამუშაოდან მოწყვეტას ცდილობს. გირჩევთ ფინანსებთან ან ქონებასთან დაკავშირებული ტრანზაქციები და გადაწყვეტილებები სხვა დროისთვის გადადოთ.

მორიელი

ამ დღეს ყველა პრობლემა მშვიდად და აუღელვებლად უნდა გადაწყვიტოთ. ეს საშუალებას მოგცემთ შეცდომები გამოასწოროთ და ჩანაფიქრი განახორციელოთ. მენეჯმენტი თქვენს მიდგომას ძალიან დააფასებს. ახალი ნაცნობობა შეიძლება რომანტიკულ ურთიერთობაში გადაიზარდოს.

მშვილდოსანი

ამ დღეს პირად თუ ოჯახურ ურთიერთობებს ჩვეულებრივზე მეტი დრო უნდა დაუთმოთ. ახლობელ ადამიანებთან კამათი და გაუგებრობა გელით. ვიღაც თქვენს საქმეში ჩარევას და რჩევის მიცემას ცდილობს. თავი შეიკავეთ უცხო ადამიანებთან საკუთარ პრობლემებზე საუბრისგან - მოგვიანებით ეს შეიძლება თქვენ წინააღმდეგ გამოიყენონ.

თხის რქა

ამ დღეს შეიძლება თანამოაზრე იპოვოთ, რომელიც რთულ დროს მაშველ რგოლად მოგევლინებათ. ამ დღეს ისე დამაჯერებლად საუბრობთ, როგორც არასდროს. შეგიძლიათ საკუთარ სიმართლეში ნებისმიერი ადამიანი დაარწმუნოთ და თქვენი არგუმენტების მოსმენა აიძულოთ.

მერწყული

ეცადეთ, სამსახურში სიმტკიცე და შეუპოვრობა გამოიჩინოთ და მიზნის მიღწევას შეძლებთ. ეცადეთ ცდუნების ან წამიერი ახირების გამო გეგმა არ შეცვალოთ. ამ დღეს ნებისმიერი კამათი შეიძლება დიდ კონფლიქტში გადაიზარდოს, ამიტომ დაძაბულ სიტუაციებს უნდა მოერიდოთ.

თევზები

რის გაკეთებასაც არ უნდა გეგმავდეთ, ერთგული თანაშემწეების ან გავლენიანი ადამიანების მხარდაჭერა ძალიან გამოგადგებათ. ახალი საქმე ან დავალება თქვენგან დამატებით ცოდნას მოითხოვს, ამიტომ დროა სწავლა დაგეგმოთ. ეცადეთ, გარშემო მყოფების კრიტიკულ შენიშვნებზე არ გაღიზიანდეთ.

спорт
კახა კალაძე: ეს არ არის უბრალოდ გამარჯვება, ეს თარიღი საქართველოს უახლეს ისტორიაში ოქროს ასოებით იწერება

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების გამარჯვების შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი კახა კალაძე და ნაკრების წევრები პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ გულშემატკივრებს შეუერთდნენ და გამარჯვება მათთან ერთად აღნიშნეს.

კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა ეროვნულ ნაკრებს და და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა პლეიოფის ფინალში გამარჯვების განსაკუთრებულ მნიშვნელობას.

„გილოცავთ! რთულია, ვისაუბრო იმაზე, თუ რამხელა გამარჯვება მოიპოვა ჩვენმა ქვეყანამ. ეს არის ის, რასაც ათეულობით წელი ველოდებოდით. ეს არ არის უბრალოდ გამარჯვება, ეს არის ისტორიის დაწერა. საქართველოს უახლეს ისტორიაში 2024 წლის 26 მარტი ოქროს ასოებით იწერება, იმიტომ, რომ ჩვენი ეროვნული ნაკრები ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა ეროვნული ნაკრების გულშემატკივარსაც.

„მადლობა ყველას, ვინც მოედანზე იმყოფებოდა, ვინც სახლიდან უყურებდა ამ თამაშს. ყოველთვის, როცა ჭირდებოდა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, იდექით მის გვერდში. იყო უამრავი წაგება, იყო რთული პერიოდი, მაგრამ ყოველთვის იდექით იქ, სადაც ჭირდებოდა ქართულ ფეხბურთს, ქართულ სპორტს და ამისთვის მინდა მადლობა გითხრათ თითოეულ თქვენგანს“, - მიმართა გულშემატკივრებს კახა კალაძემ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати