USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Тбилиси
ასტროლოგი - რას გვპირდება 30 მარტი?
дата:  1506

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 30 მარტისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

დღის განმავლობაში განწყობა ხშირად გეცვლებათ. გარშემო მყოფებს კეთილგანწყობას აჩვენებთ, თუმცა შინაგანად გაღიზიანებული ხართ, რაც გეგმის განხორციელებაში ხელს გიშლით. ძალიან სასარგებლო იქნება, თუკი თავისუფალ დროს სუფთა ჰაერზე სეირნობისა და ვარჯიშისთვის გამოიყენებთ.

კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

ინფორმაციამ, რომელსაც დღეს მიიღებთ, შეიძლება მნიშვნელოვან საკითხზე პოზიცია შეგიცვალოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ პრობლემების გადასაჭრელად ახალი, განსხვავებული საშუალებები გამოიყენოთ. სასურველი შედეგის გარდა, ეს უდიდეს სიამოვნებას მოგანიჭებთ. არახელსაყრელი დღეა მასშტაბური შეხვედრებისთვის.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

სამსახურში კონფლიქტი ან გაუგებრობა გელით. სავარაუდოდ, ხელმძღვანელობა დამატებითი სამუშაოს შესრულებას მოგთხოვთ. საყვარელი ადამიანიც რაღაცით უკმაყოფილოა, ამიტომ საუკეთესო გამოსავალი იქნება, ცოტა ხნით მარტო ყოფნა და, მაგალითად, კინოში ან თეატრში. არ გაწყვიტოთ კავშირი მეგობართან ან ოჯახის წევრთან, რომელიც თქვენგან შორს არის.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

განსხვავებული მოსაზრების გამო სამსახურში კოლეგასთან დაპირისპირება გელით. მთავარია, საქმე კონფლიქტამდე არ მიიყვანოთ. სასურველი შედეგების მიღწევაში თქვენი პიროვნული ხიბლი დაგეხმარებათ. გამორიცხული არ არის, რომ ახლობელ ადამიანს თქვენი ზრუნვა და დახმარება დასჭირდეს.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

პირად ურთიერთობებში გარემოებების ან ერთ-ერთი მხარის სურვილის გამო მოსალოდნელია ცვლილებები. სწრაფი რეაქცია დაგეხმარებათ, რომ მოვლენათა განვითარება თქვენთვის სასარგებლოდ გამოიყენოთ, თუმცა ნაჩქარევი დასკვნების გამოტანას და დაუფიქრებელი გადაწყვეტილებების მიღებას უნდა მოერიდოთ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

გამორიცხული არ არის, რომ შეურიგდეთ ადამიანს, ვისთანაც დიდი ხნის წინ ურთიერთობა გაწყვიტეთ. საყვარელ ადამიანთან კამათი განწყობას გაგიფუჭებთ. ნებისმიერ შემთხვევაში, საეჭვოა, რომ სახლში მშვიდად დაისვენოთ, ამიტომ გირჩევთ ძველ მეგობრებს შეეხმიანოთ და რამე საინტერესო დაგეგმოთ.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

პირადი ან სამსახურის საქმეების გამო ამ ქალაქში ბევრი მოძრაობა მოგიწევთ, თუმცა დღეს ყველა პრობლემის მოგვარებას მაინც ვერ შეძლებთ. მთავარია, არ ინერვიულოთ. დღის მეორე ნახევარში ახლობელი ადამიანების ჩივილების მოსმენა და მათთვის რჩევების მიცემა მოგიწევთ. თვალი ადევნეთ ოჯახის უფროსი წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობას. გამორიცხული არ არის, რომ ვიღაცამ თავი ცუდად იგრძნოს.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

ამ დღეს შოპინგსში ფულის ხარჯვას უნდა მოერიდოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ბიუჯეტი წინასწარ დაგეგმოთ, რათა მოგვიანებით უსახსროდ არ დარჩეთ. მალე საშუალება გექნებათ, რომ პროფესიული და კარიერული პოზიციები გაიძლიეროთ. წარმატება ადვილად არ მოდის, მაგრამ წინააღმდეგობები არ გაშინებთ და მზად ხართ, იმუშაოთ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

სიზარმაცე მუშაობაში ხელს გიშლით, მაგრამ პასუხისმგებლობის გრძნობა საშუალებას არ გაძლევთ, რომ საქმე სამომავლოდ გადადოთ. პლანეტების კეთილგანწყობა დაგეხმარებათ ოცნების ასრულებაში. მოერიდეთ რჩევების მიცემას მაშინ, როცა ამას არ გთხოვენ და ეცადეთ, საყვარელ ადამიანს სურვილი აუსრულოთ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

ამ დღეს გასართობი ღონისძიებები არ დაგეგმოთ, რადგან ამის არც ძალა გექნებათ და არც სურვილი. ადამიანები გაღიზიანებენ, ამიტომ ეცადეთ, ურთიერთობები შეზღუდოთ და მთელი დღე სახლში გაატაროთ. ეცადეთ, საკუთარი შესაძლებლობები ობიექტურად შეაფასოთ და ისეთ საქმეს არ შეეჭიდოთ, რომლის დასრულებასაც ვერ შეძლებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, დახმარების თხოვნა მოგიწევთ.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

მეგობრებთან ურთიერთობაში მოსალოდნელია სირთულეები. საქმე შეიძლება კონფლიქტამდეც კი მივიდეს და ამის მიზეზი ფული იქნება. პრობლემების თავიდან ასაცილებლად ეცადეთ, ვალები დროულად დააბრუნოთ. შეზღუდეთ შესყიდვები - ამ დღეს ფული მხოლოდ ყველაზე აუცილებელი საგნებისთვის დახარჯეთ. იმ ადამიანებთან კომუნიკაცია, ვისთანაც საერთო ინტერესები გაქვთ, განწყობას აგიმაღლებთ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

არახელსაყრელი დღეა მენეჯმენტთან ან ასაკით უფროს ნათესავებთან ურთიერთობისთვის. მათგან ზოგი ეცდება, თქვენზე ზეწოლას მოახდინოს და პასუხისმგებლობისკენ მოგიწოდოთ. ძვირად ღირებული ნივთის შეძენა გსურთ, რომელიც თქვენს ცხოვრებას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. იდეები, რომლებიც ამ დღეს თავში მოგივათ, უნდა დაიმახსოვროთ - მალე მათ განხორციელება დამატებით შემოსავალს მოგიტანთ.

Тбилиси
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

более
голосование
Кстати