რას გვირჩევენ ვარსკვლავები 30 მაისისთვის:
ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)
ამ დღემ შეიძლება არჩევანის წინაშე დაგაყენოთ, რომელიც სამსახურს, ურთიერთობებს, პირად ცხოვრებას ან სხვა სფეროებს ეხება. როგორც არ უნდა ეცადოთ, ნეიტრალურ პოზიციას ვერ დაიკავებთ, ამიტომ არჩევანი უნდა გააკეთოთ და მის საფუძველზე იმოქმედოთ. ნებისმიერ არჩევანს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარე ექნება, ამიტომ ეცადეთ კარგად გამოთვალოთ, თქვენთვის რომელი უფრო სასარგებლო იქნება.
კურო (21 აპრილი - 21 მაისი)
ამ დღეს ისეთი მოწესრიგებული ხართ, როგორც არასდროს. ყველაზე მეტად არეულობა გაღიზიანებთ და ქაოსის ყველა გამოვლინებას ებრძვით. სამუშაო მაგიდის დალაგება ადვილია, საკუთარი აზრებისა და გეგმების მოწესრიგება კი - გაცილებით რთული. როცა ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენთ, მუშაობის დაწყებაც შეგიძლიათ, თუ, რა თქმა უნდა, ამის დრო დაგრჩათ.
ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)
ხელსაყრელი დღეა ნებისმიერი ამბიციური გეგმის განხორციელებისთვის. ვარსკვლავების განლაგება, მოვლენათა განვითარება და გარშემო მყოფი ადამიანები სტატუსის გაძლიერებისკენ მიმართული გადამწყვეტი და გაბედული ნაბიჯებისკენ გიბიძგებენ. საეჭვოა, რომ ამ დღეს კუთხეში, მოკრძალებულად დგომა ან ნეიტრალური პოზიცია დაკავება შეძლოთ, რაც თქვენი თვითშეფასებისთვის ძალიან კარგია.
კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)
შესაძლოა, რომელიღაც პრობლემასთან ბრძოლაში დამარცხება აღიაროთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ დასკვნების გამოტანა არ იჩქაროთ და პრობლემის მოგვარება სამომავლოდ გადადოთ - სხვა დღეს პრობლემის მოგვარების მეტი შანსი გექნებათ.
ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)
ამ დღეს თქვენი ტვინი სწრაფად და შეუმცდარად მუშაობს და უცნობი გარემოს შესწავლაში, პრობლემების გადაჭრაში და ახალი იდეების გენერირებაში გეხმარებათ. ერთი სიტყვით, ამ დღეს სასწაულების მოხდენა შეგიძლიათ. ეცადეთ, ეს შესაძლებლობა მიზნის მისაღწევად და საკუთარი ავტორიტეტის ასამაღლებლად გამოიყენოთ.
ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)
ფინანსურ საკითხებში რისკის მოყვარული არ ხართ - გადაწყვეტილების მიღებამდე გირჩევნიათ, სიტუაცია კარგად შეისწავლოთ. ამის გამო, შეიძლება ძალიან მაცდური ფინანსური პერსპექტივა დაკარგოთ, მაგრამ ზედმეტ ხარჯებს და შესაძლო დანაკარგებსაც თავიდან აიცილებთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ეს დღე პირადი ბიუჯეტის მოწესრიგებას დაუთმოთ - ახლა თქვენს ყურადღებიან მზერას არაფერი გამოეპარება!
სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)
ამ დღეს პირად საქმეებს, დასვენებას და გართობას დაივიწყებთ და მთლიანად საერთო საქმეების მოგვარებაზე გადაერთვებით. ამჟამად თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგის მიღებაა. სავარაუდოდ, თქვენი თავდადება შეუმჩნეველი არ დარჩება და უახლოეს ხანში ფინანსურ ბონუსებს მოგიტანთ.
მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)
ამ დღეს ინფორმაციასთან მუშაობის შესანიშნავ უნარებს გამოავლენთ! საჭიროების შემთხვევაში, ციფრებით და ფაქტებით ოსტატურად მანიპულირება, ინფორმაციის ანალიზი და სწორი დასკვნების გამოტანა შეგიძლიათ. წვრილმანების შემჩნევის უნარი სასურველი შედეგის მიღწევაში დაგეხმარებათ.
მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)
ამ დღეს მნიშვნელოვანი პროექტის დაწყება არასასურველია, რადგან მოსალოდნელი შედეგის მიღწევა გაგიჭირდებათ. ეს ეხება გარიგებებს, მოლაპარაკებებს და ახალ პროექტებს. ჯობს, საქმის დაწყება ერთი დღით გადადოთ, ვიდრე შეცდომის შედეგებს ებრძოლოთ.
თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)
ამ დღეს თუ საქმეს ხელს მოჰკიდებთ, დიდი შანსია, რომ სასურველი შედეგი მიიღოთ. ზოგ შემთხვევაში თქვენი მონდომება გაამართლებს, მაგრამ არა ყოველთვის. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ თავდაჯერების მიუხედავად, ნებისმიერი სხვა ადამიანის მსგავსად, თქვენც შეიძლება შეცდეთ. ნუ იქნებით ზედმეტად თავდაჯერებული და ფაქტები ყურადღებით გადაამოწმეთ.
მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)
ვარსკვლავები გირჩევენ, რომ დროა, ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობების მოგვარება დაიწყოთ. თუ თქვენ შორის გაუგებრობის კედელია აღმართული, მისი დანგრევა უნდა სცადოთ. გულახდილი საუბარი სულიდან მძიმე ტვირთს მოგაცილებთ და თქვენთვის სასურველ შედეგს მოგიტანთ. თუნდაც პრობლემა მყისიერად არ მოგვარდეს, ეს თქვენს ურთიერთობებზე მაინც სასიკეთოდ აისახება.
თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)
ვარსკვლავები კატეგორიულად არ გირჩევენ, რომ ამ დღეს უფროსებთან და კარიერულად თქვენზე მაღლა მდგარ პირებთან მნიშვნელოვანი საკითხები განიხილოთ. სამწუხაროდ, ურთიერთგაგებისთვის არახელსაყრელი დღეა, რის გამოც თქვენი ყველაზე მშვენიერი იდეაც კი შეიძლება დაიწუნონ. ამ დღეს მოქმედების საუკეთესო ტაქტიკა იქნება, რომ ურთიერთობები შეზღუდოთ და საკუთარი გეგმები არავის გაუმხილოთ.
სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 18 სექტებერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
დიდუბის და ჩუღურეთის რაიონები
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარ მეფის გამზირის, წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), ნორიოს აღმართის, ცაბაძის (ნაწილობრივ), ფიფიების, ვორონინის, თევდორე მღვდლის, გორის, ბათუმის, ფოთის, ბაგრატიონის, ევდოშვილის, აბასთუმნის, ჩუბინაშვილის, ფოცხვერაშვილის, გოგოლის, გროზნოს, მამრაძის, დონდუას, ქინქლაძის, ჩიტაიას, ცხრა ძმა ხერხეულიძის, თვალჭრელიძის, ცოტნე დადიანის, ართვინის, კაპანაძის, ფარავნის, მამარდაშვილის, თეთნულდის, კიკვიძის, პალიასტომის, მარუაშვილის და ზაზიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის სანერგე მეურნეობის (ნაწილობრივ), ლოტკინის სანერგე მეურნეობის (ნაწილობრივ), რეხის დასახლების, ხაჩატურიანის, რეხის, ენუქიძის, გაბისკირიას, ყუბანეიშვილის, ჟორდანიას, თამარ და აკაკი პაპავების, ჯინჭარაძე, ლოლაძის, მახათას, ცაიშის, დადიანი-ანჩაბაძის, აგიაშვილის, ივერთუბნის, ბარაკონის, კარტოზიას, ხორნაულის, ყანჩელის, დოლიძის, გაბუნიას, ბეთაშვილის, ალავერდის, ახალი რეხის, ვალერიან კანდელაკის, მახათას, თამარ მამულაშვილის, მარინე უთმელიძის, გურამ გაბისკირიას, რაულ ეშბას, ალოიზ მიზანდარის და ანასტასია თუმანიშვილი-წერეთლის ქუჩების მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ), სოფელი ფონიჭალას, ფონიჭალის დასახლების, ქვემო ფონიჭალის დასახლების, ვაგზლის, გულიკო გოდოლაძის, ევსტათი მცხეთელის, შოთა ნიშნიანიძის და სადგურის ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), მოსაშვილის, ბერძენიშვილის, დარიალის, კავსაძის და ფალიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 19:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), დიდიმ მირცხულავას, ირაკლი აბაშიძის, ფალიაშვილის, არაყიშვილის და ბაზალეთის ქუჩების მოსახლეობას.