USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
Тбилиси
ასტროლოგი - რას გვპირდება 30 ივნისი?
дата:  524

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 30 ივნისისათვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

ეს დღე გაიძულებთ ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობაზე დაფიქრდეთ. უახლოეს მომავალში ბედი გიკარნახებთ ვინ არის თქვენი ნამდვილი მეგობარი და ვინ არა. ვარსკვლავების განლაგება დაგეხმარებათ, რომ სიტუაცია ადეკვატურად შეაფასოთ და სწორი გადაწყვეტილება მიიღოთ. გაიღიმეთ მაშინაც კი, თუ საქმეები არც ისე კარგად მიდის. ასე მტრების მოტყუებას და მეგობრების დაიმედებას შეძლებთ.

კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

ამ დღეს ვარსკვლავები ქარიზმისა და შემოქმედებითი უნარების გამოვლენაში დაგეხმარებათ. ძალების მოზღვავებას გრძნობთ და გსურთ თავი გამოიჩინოთ. გირჩევთ თქვენი ყველაზე თამამი იდეები განახორციელოთ ისე, რომ გარშემო მყოფთა შეფასებაზე ნაკლებად იფიქროთ. დღის მეორე ნახევარში ფულს გაუფრთხილდით, რომ არავინ მოგპაროთ. ადრე გაწეული დახმარებისთვის მიღებული მადლიერება მოლოდინს გადააჭარბებს.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

ყველა თვალსაზრისით ხელსაყრელი დღე გელით. წარმატებით დასრულებული პროექტი თავდაჯერებას შეგმატებთ და საშუალებას მოგცემთ, რომ სასარგებლო კავშირი დაამყაროთ. ფრთხილად იყავით - სწრაფი მოგების დევნაში, შეიძლება რაღაც უფრო ღირებული დაკარგოთ. არ არის გამორიცხული, რომ საქმიანი ურთიერთობა სასიყვარულო კავშირში გადაიზარდოს.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

კირჩხიბებისთვის საკმაოდ მშვიდი დღეა. ნუ უსმენთ ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ თავზე საკუთარი აზრი და „თამაშის წესები“ მოგახვიონ. ეცადეთ, საკუთარ ინდივიდუალურობას კოლეგებთან, გუნდური მუშაობის დროსაც არ უღალატოთ. ამ დღეს მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე უნდა იფიქროთ. გირჩევთ საკუთარი გეგმების შესახებ უახლოეს ადამიანებსაც კი არაფერი უამბოთ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

დღის განმავლობაში შეიძლება თავი არაკომფორტულად იგრძნოთ. მიზეზი მოსაწყენი საუბრები და შექმნილი ვითარებაა. საჭირო ადამიანები დახმარებას გაგიწევენ, მაგრამ მცირე დაგვიანებით. ზოგადად, ამ დღეს ბიზნესსა და პროფესიულ საქმიანობაში წინსვლას არ უნდა ელოდოთ, ამიტომ თუ შესაძლებელია, სახლში დარჩით და საყვარელ სერიალს უყურეთ. ხელსაყრელი დღეა საყოფაცხოვრებო საქმეების მოგვარებისთვის. გამორიცხული არ არის, რომ სხვადასხვა შეხედულების გამო, ახლობელ ადამიანთან იკამათოთ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

ვარსკვლავები ქალწულებს სასიამოვნო კომპანიაში დროის მხიარულად გატარებას ჰპირდებიან. დროა, საკუთარ თავს მეტი დრო დაუთმოთ, თუ შვებულების აღებას ვერ ახერხებთ, ეცადეთ შაბათ-კვირა მაქსიმალურად სასარგებლოდ დაგეგმოთ. სამსახურში დაწყებული საქმე წინ ძალიან ნელა მიიწევს და სასურველ შედეგს არ მოიტანს. გირჩევთ მნიშვნელოვანი შეხვედრები სამომავლოდ გადაიტანოთ.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

ვარსკვლავები მნიშვნელოვან შეხვედრას გპირდებიან, რომელიც მომავალზე გავლენას მოახდენს. ფულთან დაკავშირებული პრობლემების გამო შეიძლება საყვარელ ადამიანს ეკამათოთ. საინტერესო შეთავაზება დროულად უნდა განიხილოთ და თუ საჭიროა, რჩევა გამოცდილ კოლეგებს სთხოვოთ. ყურადღება მიაქციეთ საკუთარ და ოჯახის წევრთა ჯანმრთელობას და საჭიროების შემთხვევაში, პრევენციულ მკურნალობას მიმართეთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

ეს დღე სულიერი და მორალური ცვლილებების სიმბოლოა. შესაძლოა, მიმდინარე მოვლენებზე შეხედულება და ადამიანების მიმართ დამოკიდებულება მკვეთრად შეგეცვალოთ. ბედი საკუთარი შეცდომებისა გამოსწორების შესაძლებლობას გთავაზობთ და აუცილებლად უნდა გამოიყენოთ. სასარგებლო კავშირების დამყარებას და საკუთარ სიმართლეში თანამოსაუბრეების დარწმუნებას ადვილად შეძლებთ. სანამ მოქმედებას დაიწყებთ, ყველაფერი მცირე დეტალებამდე უნდა გაიაზროთ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

ამ დღეს შეიძლება მეგობრების მხრიდან ღალატს ან გაუგებრობას შეეჯახოთ. სავარაუდოდ, ახლობელი ადამიანი თქვენზე განაწყენდება, თუმცა ამის მიზეზი არ მიგიციათ. საკუთარ პირად ცხოვრებაზე ბევრს დარდობთ, რაც მუშაობის შედეგებზე აისახება. საღამოსკენ სიტუაცია მეტ-ნაკლებად მოგვარდება, მაგრამ უსიამოვნო ფიქრები არ მიგატოვებთ. გირჩევთ სპორტით დაკავდეთ ან სასიამოვნო თემებზე იფიქროთ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

ამ დღეს ყველა საკითხი პირისპირ შეხვედრის გზით მოგვარდება. დროა, სრულიად განსხვავებულ ადამიანებთან საუბარი და შეთანხმება ისწავლოთ. ბევრი კარი მხოლოდ დიპლომატიური მიდგომის წყალობით გაიხსნება. ურთიერთობებში მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ, განსაკუთრებით - უცნობ ადამიანებთან. ეცადეთ საღამო სახლში გაატაროთ და ძალები აღადგინოთ.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

ეს დღე პარტნიორის ისეთ თვისებებს დაგანახებთ, რომლებიც აქამდე არასოდეს შეგინიშნავთ, თუმცა ამის გამო სიამაყეს იგრძნობთ და არა იმედგაცრუებას. სამთავრობო უწყებებში საუბრები დიდ მოთმინებას და ძალისხმევას მოითხოვს, მით უმეტეს, რომ პროცესი მალე არ დასრულდება.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

ამ დღეს სამყარო წარსულის შეცდომების გამოსწორებაში და გამოცდილების მიღებაში დაგეხმარებათ, რაც მომავალში ძალიან გამოგადგებათ. ახლობელი ადამიანებისგან ვალდებულებების შესრულებას მოითხოვთ და იღებთ კიდეც. ნუ უარყოფთ ძველი ნაცნობების რჩევებსა თუ მოსაზრებებს - ისინი პრობლემებთან გამკლავებაში დაგეხმარებათ. ამ დღეს ბედი მამაცებს გაუღიმებს.

ბლოგი
ვინ გახდება ახალი პაპი?
რომის პაპი არამხოლოდ რელიგიური, არამედ პოლიტიკური ინსტიტუციაცაა. მას მნიშვნელოვანი გავლენა აქვს საერთაშორისო ურთიერთობებზე, მით უფრო რომ დიპლომატიურ მისიებში, ტრადიციულად, რომის ნუნციუსი - ელჩი - სხვა დიპლომატების კოლეგიაში მოწინავე პოზიციაზე დგას და დეკანის პატივსაცემ პოზიციას იკავებს ხოლმე. პაპის პოლიტიკურ პოზიციას მთელს ქრისტიანულ სამყაროზე აქვს გავლენა, შესაბამისად, თუ ვინ იქნება რომის შემდეგი ეპისკოპოსი (პაპობის კიდევ ერთი დასახელება) ძალიან მნიშვნელოვანია.
პაპის არჩევა კარდინალთა კოლეგიის მიერ ხდება, რომელსაც კონკლავი ეწოდება. ის პაპის გარდაცვალებიდან მე-15 დღიდან მე-20 დღემდე შეიძლება შეიკრიბოს, თუმცა თუკი კარდინალები უფრო მალე ჩავლენ რომში მისი დაწყება ადრეც დაშვებულია.
მხოლოდ იმ კარდინალებს აქვთ ფარულ კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება, ვინც ასაკით 80 წლის ქვემოთაა. ახლა 135 კარდინალი იღებს კონკლავში მონაწილეობას. 90 ხმა ანუ ორი მესამედია საჭირო იმისათვის, რომ კარდინალი პაპად იქნას არჩეული. აღსანიშნავია ისიც, რომ 135-დან 108 კარდინალი პაპი ფრანცისკეს მიერაა დანიშნული, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი მისი პოზიციის გამზიარებელია, შესაბამისად პროგრესულ-ლიბერალური ფრთის გამარჯვების შანსი მაღალია.
მაგრამ ერთი ფრთის სრული გამარჯვება მეორე ფრთაზე ვატიკანის შიგნით შესაძლოა დაპირისპირების საგანი გახდეს. სწორედ ამიტომ ზომიერი და შემრიგებელი კანდიდატის გამარჯვებაც არაა გამორიცხული, მით უფრო რომ წინასწარ თავის კანდიდატურას არავინ ასე არ ასახელებს და ადგილზე ხმის პირველი მიცემისას ბევრი რამ ხელახლა ლაგდება.
ვინაა თითოეული ფრთის ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი?
1. კონსერვატიული ფრთის ყველაზე სასურველი კანდიდატი აფრიკიდანაა. იგი გვინეელი კარდინალი რობერტ სარაა. იგი ფრანგულენოვანი, მკაცრად კონსერვატიული ფიგურაა და რადიკალური ისლამისა და გენდერული იდეოლოგიისაგან გამოწვეულ საფრთხეებზე საუბრობს. მას დიდი ხანია კონსერვატორი პოლიტიკური ფიგურები თუ კომენტატორები უჭერენ მხარს (არ აქვს მნიშვნელობა კათოლიკეები არიან თუ არა ისინი).
2. ლიბერალური ფრთის ყველაზე პოპულარული კანდიდატი ლუი ანტონიო ტაგალეა ფილიპინებიდან. მას აზიელ ფრანცისკესაც უწოდებენ ზედმეტსახელად, თუმცა ის კიდევ უფრო ლიბერალია ვიდრე ფრანცისკე იყო. იგი ეკლესიის შიგნით რეფორმების გატარებასა და მკაცრი დოქტრინების ლიბერალიზაციას ემხრობა.
3. ზომიერი ლიბერალების ყველაზე პოპულარული კანდიდატი ვატიკანის მოწინავე დიპლომატი და პაპი ფრანცისკეს სახელმწიფო მდივანი პიეტრო პაროლინია, რომელიც უკრაინაშიც არაერთხელ იმყოფებოდა და ღიად მოუწოდებს მსოფლიოს აქტიური ჩართულობისაკენ. ამ ეტაპზე მას პაპობის ყველაზე რეალისტურ კანდიდატად განიხილავენ.
4. ზომიერი კონსერვატორების სასურველი კანდიდატები ბევრია, მაგრამ მოწინავედ მაინც პიტერ ერდო - უნგრელი კარდინალი - სახელდება. მას ევროპაში ძალიან კარგად იცნობენ და მაღალი ქარიზმითაც ხასიათდება.
ცხადია ესენი მხოლოდ მოწინავე შანსის მქონე კარდინალები არიან, მაგრამ რეალურად რა მოხდება ეს მხოლოდ ადგილზე გადაწყდება კენჭისყრისას. არიან სხვა პოტენციური კანდიდატებიც, რომელთა გამარჯვების შანსი არსებობს და რაიმეს წინასწარ თქმა შეუძლებელია. მათ შორისაა იერუსალიმის ლათინი პატრიარქი პიერბატისტა პიცაბალა, რომელიც შეიძლება ყველასათვის მისაღებ კანდიდატად ქცეულიყო, მაგრამ მისი ახალგაზრდობიდან გამომდინარე - 60 წლისაა და ხანგრძლივი პაპობის შანსი მაღალია - შეიძლება მას დიდი მხარდაჭერა არ ჰქონდეს. თუმცა წინასწარ რაიმეს თქმა შეუძლებელია და სრულიად დასაშვებია მივიღოთ შედარებით უცნობი ან ნაკლები შანსის მქონე პაპად არჩეული კარდინალი - ისტორიულად ასეთი შემთხვევები არაერთი ყოფილა.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати