USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
თბილისი
ასტროლოგი - რას გვპირდება 30 იანვარი?
თარიღი:  1614

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 30 იანვრისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

ამ დღეს შეიძლება სრულიად უსარგებლო, მაგრამ ძალიან ძვირად ღირებული ნივთები შეიძინოთ, რასაც მალე ინანებთ. დღის პირველ ნახევარში რთული საკითხების მოგვარებას და ნაყოფიერად მუშაობას შეძლებთ. შეეცადეთ, გადაწყვეტილების მიღებისას არსებული გარემოებები გაითვალისწინოთ.

 კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

თქვენმა პირდაპირობამ და გარშემო მყოფთა გამუდმებულმა კრიტიკამ შეიძლება ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობაზე უარყოფითად იმოქმედოს. ეცადეთ, ადამიანების მიმართ მეტი ტაქტი და პატივისცემა გამოიჩინოთ, რათა საქმე კონფლიქტამდე არ მიიყვანოთ. იგივე ეხება პირად ურთიერთობებსაც: დროა, ოჯახთან ურთიერთობა მოაგვაროთ და კომპრომისული გამოსავალი იპოვოთ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ამ დღეს მხოლოდ საკუთარ ძალებს დაეყრდნოთ და სხვების იმედი არ გქონდეთ. სავარაუდოდ, ვიღაც თქვენთვის მოცემულ პირობას არ შეასრულებს და ყველაფრის გაკეთება თავად მოგიწევთ. დღის მეორე ნახევარში შეიძლება მნიშვნელოვანი სიახლე მიიღოთ, რომელიც თქვენს ცხოვრებაზე გავლენას მოახდენს.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

თუ ამ დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება გიწევთ, დღის მეორე ნახევრისთვის უნდა დაგეგმოთ. ამ დროს სიტუაციაში ორიენტირება და სწორად შეფასება გაგიადვილდებათ. დროა, უსარგებლო ნივთების და ურთიერთობებისგან გათავისუფლდეთ და სიახლეებს ადგილი დაუთმოთ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ შეიძლება ამ დღეს სერიოზული შეცდომა დაუშვათ, ამიტომ, რასაც არ უნდა აკეთებდეთ, ფრთხილად და აუჩქარებლად უნდა იმოქმედოთ. თუ გარშემო მყოფთა საუბრებს ყურადღებით მოუსმენთ, შეიძლება ის გაიგოთ, რაც თქვენს ცხოვრებას შეცვლის. საქმიანი მოლაპარაკებები თქვენთვის სასურველი სცენარით განვითარდება, მაგრამ ყველა დაპირებას, რომელსაც დღეს მოისმენთ, არ უნდა დაუჯეროთ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

ამ დღეს ურთიერთობაში სირთულეები გელით და აზრების გამოხატვა გიჭირთ. დიდი ხნის განმავლობაში განმავლობაში ცდილობთ, ადამიანებს აუხსნათ, მათგან რას ელით და შეიძლება, მოთმინებამ გიღალატოთ. თავი შეიკავეთ უსარგებლო ნივთების შეძენისას. ყურადღებით იყავით - შესაძლოა, წარმატებას ერთი ნაბიჯი გაშორებთ. შეთავაზებაზე, რომელსაც საღამოს მიიღებთ, უარი არ უნდა თქვათ.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

შესანიშნავი დღეა დიდი ტრანზაქციებისა და სარისკო საქმიანობისთვის შეიძლება ისეთ აქტივობებში მონაწილეობას დათანხმდეთ, რომელიც ჩვეულებრივ, არ გიზიდავთ-ხოლმე. აკონტროლეთ საკუთარი ხარჯები და ემოციები, რათა დაუფიქრებელი გადაწყვეტილების მიღებას გადაურჩეთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

მთელი დღის განმავლობაში პარტნიორებთან ურთიერთობა და სადავო საკითხების მოგვარება მოგიწევთ. თანამოსაუბრესთან გულწრფელობისგან თავის შეკავება ჯობს, რათა ვიღაცამ თქვენი ნათქვამი თქვენ წინააღმდეგ არ გამოიყენოს. უარს ნუ ეტყვით დახმარებაზე ადამიანს, რომელმაც რთულ დროს არ მიგატოვათ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

ყველა სირთულის დასაძლევად, რომელსაც ბედი ამ დღეს გიმზადებთ, კოლეგების ან საყვარელი ადამიანების დახმარება დაგჭირდებათ. უსმინეთ საკუთარ სხეულს და დაავადების სიმპტომების გამოჩენისას, თვითმკურნალობის ნაცვლად, ექიმს მიმართეთ. შეიძლება გარკვეულ საკითხებში გასარკვევად ძველი კავშირების ან ურთიერთობების აღდგენა მოგიწიოთ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

ამ დღეს ნაყოფიერად მუშაობაში ვიღაც ან რაღაც ხელს გიშლით. იფიქრეთ იმაზე, ეს წინააღმდეგობა როგორ დაძლიოთ და მიზანს მიაღწიოთ. ხელსაყრელი დღეა წარსულში დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად. დროა, ბოდიში მოუხადოთ და ურთიერთობა აღადგინოთ ადამიანთან, ვისთანაც ურთიერთობა დიდი ხნის წინ გაწყვიტეთ.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

გირჩევთ, უარი თქვათ რთულად განსახორციელებელ იდეებსა თუ პროექტებზე. ნუ ეძებთ პასუხებს თქვენთვის მნიშვნელოვან კითხვებზე - მალე სიმართლე ისედაც გაირკვევა და სულიერ სიმშვიდეს მოიპოვებთ. ერიდეთ მანიპულატორებს, რომლებიც თქვენს გამოყენებას ცდილობენ. მეტი იაქტიურეთ, რათა ხელსაყრელი შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვათ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

რთულ სიტუაციაში იმის ნაცვლად, რომ საკუთარი სიმართლე ამტკიცოთ, ჯობია, დინებას მიჰყვეთ და ახალ შესაძლებლობებს დაელოდოთ. ასეთი სტრატეგია უპირატესობას მოგიტანთ და პრობლემების მოგვარებას გაგიადვილებთ. ენერგიით სავსე ხართ, ამიტომ წარმოქმნილ სირთულეებს სწრაფად და დამოუკიდებლად გაუმკლავდებით.

კულტურა
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.