USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Тбилиси
ასტროლოგი - რას გვპირდება 30 დეკემბერი?
дата:  493

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 30 დეკემბერს: 

ვერძი

ეს დღე ჩაივლის დევიზით - „მე თვითონ!“. საკუთარ თავში უზარმაზარ ძალას და უსაზღვრო თავდაჯერებას გრძნობთ. ეს საშუალებას მოგცემთ, რომ ნებისმიერ დავალებას თავი გაართვათ და საპირისპირო სქესის ნებისმიერი წარმომადგენელი მოხიბლოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ თქვენი ეგოისტური თვისებებით სხვების გრძნობები და სიამაყე არ შელახოთ.

კურო

ამ დღეს თავი საინტერესო და არასტანდარტული იდეებით სავსე გაქვთ. რამე რომ არ დაგავიწყდეთ, გირჩევთ ფურცელი და კალამი ჯიბეში ჩაიდოთ და ყველაფერი ჩაიწეროთ - ოდესმე ეს იდეები აუცილებლად გამოადგებათ. მთავარია საკუთარ ფანტაზიას ხელოვნური ბარიერები არ დაუყენოთ.

ტყუპები

ვარსკვლავები შეგახსენებენ, რომ წარმატების მისაღწევად დროდადრო საზღვრებს უნდა გასცდეთ და საკუთარ ოცნებებს მიჰყვეთ. ეს დღე იდეალურია მომავალზე ოცნებებისა და ყველაზე უჩვეულო, თუნდაც ფანტასტიკური სვლების შესასრულებლად. გავა დრო და ამ დაუჯერებელი იდეებიდან რამდენიმეს განხორციელებას შეძლებთ.

კირჩხიბი

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ყოველდღიური რუტინის მოჯადოებული წრიდან გამოხვიდეთ და რაღაც სრულიად ახალი და უჩვეულო გააკეთოთ. ამ დღეს თქვენი ნებისმიერი წამოწყება წარმატებული იქნება დ სულ ერთია, ეს თმის ახალი ვარცხნილობა იქნება თუ სამსახურისკენ მიმავალი მარშრუტის შეცვლა. ექსპერიმენტებით კირჩხიბს ბევრის მიღწევა შეუძლია, ამიტომ დროა იმოქმედოთ.

ლომი

ამ დღეს შესაძლებლობა გექნებათ, რომ საინტერესო ადამიანი გაიცნობთ, რომელიც თქვენს მომავალ ცხოვრებას მნიშვნელოვნად შეცვლის. გამორიცხული არ არის, რომ ეს ნაცნობობა რომანტიკული აღმოჩნდეს, თუმცა უყურადღებოდ არც მეგობრულიც და საქმიანი ურთიერთობა უნდა დატოვოთ. ეს ძალიან სასარგებლო კავშირია და შეიძლება თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს.

ქალწული

ამ დღეს ნებისმიერი ადამიანის ყურადღებას მიიქცევთ. ეს როგორც რომანტიკულ, ისე საქმიან ურთიერთობებს ეხება. დილიდან ენერგიის მოზღვავებას გრძნობთ, რაც რატომღაც გამომწვევად მოქმედებას გაიძულებთ. გასაკვირი არ არის, რომ ეს ბევრს არ მოსწონს, ამიტომ სავარაუდოდ, კონფლიქტი გელით. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ენერგია სიყვარულზე და არა ჩხუბზე დახარჯოთ.

სასწორები

ემოციებით სავსე დღეა, როდესაც თქვენი ინტუიცია წარმოუდგენელ სიმაღლეებს მიაღწევს! გადაწყვეტილებას არა გონებით, არამედ გულით იღებთ, თუნდაც საქმე სამსახურს ეხებოდეს. ინტუიცია შეცდომებისგან დაგიცავთ და სწორ გზას გიჩვენებთ იქ, სადაც ინფორმაცია, გამოცდილება ან ცოდნა გაკლიათ.

მორიელი

ამ დღეს გამადიდებელი სათვალის წყალობით, განწყობილი ხართ, რომ ყველაფერი გააზვიადოთ - კარგიც და ცუდიც! თქვენთვის ადამიანები და მოვლენები შავ და თეთრ ფერებად გაიყოფა - რაღაცას გააიდეალებთ და რაღაცას პირიქით, კრიტიკის ქარცეცხლში გაატარებთ. სხვათა შორის, ეს ახლობელ ადამიანებსაც ეხებათ, რომლებსაც თქვენგან ბევრი საყვედურის მოსმენა მოუწევთ. სამაგიეროდ, „გამადიდებელი სათვალის“ წყალობით შეიძლება ისიც შენიშნოთ, რასაც ადრე ვერ ხედავდით.

მშვილდოსანი

ოპტიმიზმი და ენერგიულობა თქვენს ცხოვრებას ნათელი ფერებით ავსებს, თუნდაც ამ დღის მოვლენები მას ამისთვის არ განგაწყობდეთ. ამ დღეს გარშემო მყოფი ნებისმიერი ადამიანის გამხიარულებას შეძლებთ და საკმაოდ მნიშვნელოვანი და გავლენიანი ადამიანების ყურადღებას მიიქცევთ.

თხის რქა

ენერგიით სავსე ხართ, რაც სასურველია, რომ სახლისა და ცხოვრების კეთილმოწყობისკენ მიმართოთ. ისეთ საქმეშიც კი, როგორიცაა სახლის დალაგება ან სადილის გაკეთება, საოცარ შემოქმედებით უნარებს ავლენთ და გარშემო მყოფებს აღაფრთოვანებთ.

მერწყული

ამ დღეს შექმნილი სიტუაცია მოდუნებისა და მოწყენის საშუალებას არ მოგცემთ! ვარსკვლავები გპირდებიან, რომ ყოველდღიური რუტინიდან გამოსვლას შეძლებთ, თუმცა გაურკვეველია, ამას დამოუკიდებლად შეძლებთ თუ ვიღაც დაგეხმარებათ. ეცადეთ ეს დღე რაღაც ახლისა და საინტერესოს სანახვად გამოიყენოთ. ეს არა მარტო სასიამოვნო, არამედ სასარგებლოც იქნება, რაც საშუალებას მოგცემთ ნაცნობ ნივთებს ახალი კუთხიდან შეხედოთ.

თევზები

სავარაუდოდ, დაუგეგმავი ფინანსური ხარჯები გელით, ამიტომ ეცადეთ სპონტანურ და უსარგებლო შესყიდვებს მოერიდოთ. შოპინგის დროს ლოგიკის ნაცვლად, ინტუიციით ხელმძღვანელობთ, მაგრამ მხოლოდ ინტუიციაზე დაყრდნობა არ ღირს - უმჯობესია, თავი დაიზღვიოთ და შოპინგისთვის მკაცრი ლიმიტი დააწესოთ.

общество
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати