USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Тбилиси
ასტროლოგი - რას გვპირდება 30 აგვისტო?
дата:  3735

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 30 აგვისტოსათვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

ემოციურად რთული დღეა. ნებისმიერ წვრილმანზე ღიზიანდებით და ნერვიულობთ. ეცადეთ, ახლობელი ადამიანების უწყინარ შენიშვნებს მშვიდად შეხვდეთ და მათთან მიმართებით მეტი გაგება და პატივისცემა გამოიჩინოთ. სავარაუდოდ, საღამოს საინტერესო შეთავაზებებს მიიღებთ.

კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

ამ დღეს ნებისმიერ კითხვაზე პასუხის გასაცემად ბევრი უნდა იფიქროთ. მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას - ჯერ ამის დრო არ მოსულა. ნერვულმა დაძაბულობამ შეიძლება ჯანმრთელობაზე იმოქმედოს, ამიტომ ეცადეთ, ხშირად დაისვენოთ. გირჩევთ, ემოციები აკონტროლოთ, რომ გარშემო მყოფებთან ურთიერთობა არ გაიფუჭოთ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

ემოციებით სავსე ხართ, რაც მუშაობაში ხელს გიშლით. ნუ ეცდებით ადამიანების მანიპულირებას ან მათთვის საკუთარი თვალსაზრისის თავზე მოხვევას. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ახლობელი ადამიანი შეურაცხყოთ და თქვენთვის საჭირო ურთიერთობა გაანადგუროთ. დროა, დიდი ხნის წინ მიცემული პირობის შესრულებაზე იფიქროთ.

.კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

დღის პირველ ნახევარში სიზარმაცესთან გამკლავება მოგიწევთ. თუ თავს სამსახურში წასვლას ვერ აიძულეთ, ეცადეთ სახლი საფუძვლიანად დაალაგოთ და პატარა ოჯახური წვეულება მოაწყოთ - ეს განწყობის ამაღლებაში დაგეხმარებათ. ზაფხული ბოლო დღეები ხელსაყრელი დროა ვარჯიშისა და პროფილაქტიური მკურნალობის დასაწყებად.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

ეცადეთ, ეს დღე აქტიურად გაატაროთ. თუ სასურველი შედეგისთვის წინასწარ განწყობას შეიქმნით, წარმატებას აუცილებლად მიაღწევთ. ფრთხილად იყავით ახლად შეძენილ მეგობრებთან - მათ შორის რომელიღაცას ანგარება ამოძრავებს, ამიტომ არავის ენდოთ. ოჯახთან ერთად გატარებული დრო სულიერი სიმშვიდის აღდგენაში დაგეხმარებათ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

თუ მოვლენების შუაგულში იტრიალებთ, შეიძლება საჭირო ადამიანებს შეხვდეთ და საინტერესო ადამიანები გაიცნოთ. ეცადეთ, თქვენი საუკეთესო თვისებები გამოავლინოთ და საკუთარი გეგმებისა და იდეების შესახებ ისაუბროთ - ეს პერსპექტიული შეთავაზების მიღებაში დაგეხმარებათ.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

ამ დღეს რაციონალურად უნდა იფიქროთ და იმოქმედოთ. ოცნება და რომანტიკული განწყობა სწორი გადაწყვეტილების მიღებაში ხელს გიშლით. ნუ დაინანებთ კეთილ სიტყვებს და მხარდაჭერას მათთვის, ვისაც ეს სჭირდება. ემოციური ფონი მომატებულია, ამიტომ სანამ კითხვაზე უპასუხებთ, ათამდე უნდა დაითვალოთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

დროა, შესრულებული სამუშაოს, სამომავლო გეგმებისა და ცხოვრებისეული პრიორიტეტების შესახებ დაფიქრდეთ. დილიდან საკუთარი თავის მიმართ უკმაყოფილების განცდას ებრძვით. ახლობლებს თქვენი მხარდაჭერა სჭირდებათ - ეცადეთ, მეტი ყურადღება მიაქციოთ და ურთიერთობაში წარმოქმნილ სირთულეებზე გულწრფელად ესაუბროთ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

საინტერესო და ნაყოფიერი დღეა. დილიდან დაძაბული მუშაობა და მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა მოგიწევთ. ნუ გაღიზიანდებით, თუ რაღაც თქვენი გეგმის მიხედვით არ მიდის - ეცადეთ, გარშემო მყოფების მიმართ გაგება და თავაზიანობა გამოიჩინოთ. სასურველია, საღამო სახლში, ოჯახის წევრებთან ერთად გაატაროთ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

შეცვლილი გარემოებები გეგმების შეცვლას გაიძულებთ. ეცადეთ, ამას, როგორც კარგ შესაძლებლობას, ისე შეხედოთ და შანსი ხელიდან არ გაუშვათ. ნუ გაჯიუტდებით, ჯობს სხვა ადამიანების მოსაზრებებს მოუსმინოთ და მათი რჩევები გაითვალისწინოთ.

მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

დილიდან ნერვიულ განწყობაზე ხართ. საყვარელი საქმიანობა ან გატაცება დაგეხმარებათ, რომ ყურადღება სასიამოვნო საკითხებზე გადაიტანოთ. როგორი მოუცლელიც არ უნდა იყოთ, ეცადეთ ოჯახის წევრების საქმეებით დაინტერესდეთ და რთულ დროს მხარი დაუჭიროთ. სახლის დალაგება გაგახალისებთ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

ამ დღეს ურთიერთობა სასიამოვნო და სასარგებლო იქნება. გირჩევთ, გამოცდილ და წარმატებულ ადამიანებს შეხვდეთ და მათ რჩევებს მოუსმინოთ. ხელსაყრელი დღეა რთული საქმის დასაწყებად - ამ დღეს იღბალი თქვენ მხარესაა. გირჩევთ, უსიამოვნო სიტუაციებს იუმორით შეხედოთ და გაიღიმოთ.

общество
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати