USD 2.7050
EUR 3.0872
RUB 3.3681
Тбилиси
ასტროლოგი - რას გვპირდება 3 თებერვალი?
 635

♈ ვერძი (21 მარტი – 19 აპრილი)

დღის მოვლენები: დღეს ენერგიულად დაიწყებთ დილას, მაგრამ შუადღისკენ სიფრთხილე გმართებთ – შესაძლოა, პატარა დაბრკოლებები შეგექმნათ.
ოჯახი: საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობები სიმშვიდეს მოითხოვს. გაუზიარეთ გრძნობები და მოერიდეთ კონფლიქტებს.
ბიზნესი: ფინანსური საკითხების მოგვარება რთული იქნება, მაგრამ საღამო შემოსავლის დამატებით წყაროს გაჩვენებთ.
სიყვარული: საყვარელი ადამიანისგან სითბო და მზრუნველობა გელით. მარტოხელებს ახალი ნაცნობობა ელით.
ჯანმრთელობა: სასურველია მეტი ყურადღება მიაქციოთ კვებას და წყლის ბალანსს.
კარიერა: თქვენი შრომა საბოლოოდ დაფასდება, თუმცა მოთმინება გმართებთ.

♉ კურო (20 აპრილი – 20 მაისი)

დღის მოვლენები: დღეს განსაკუთრებული ყურადღება დაგჭირდებათ გეგმების განხორციელებაში – არ იჩქაროთ.
ოჯახი: ოჯახური საქმეები მშვიდად მიდის, თუმცა მოულოდნელი სტუმარი შეგაწუხებთ.
ბიზნესი: ფრთხილად იყავით ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებისას. ახალი ინვესტიციები სარისკოა.
სიყვარული: წყვილებს სტაბილური დღე ელით, მარტოხელებს კი მოულოდნელი სიმპათია.
ჯანმრთელობა: საჭმლის მომნელებელი სისტემა განსაკუთრებით მგრძნობიარე იქნება.
კარიერა: ხელმძღვანელობა თქვენს წარმატებებს დააფასებს, მაგრამ დამატებითი ძალისხმევა დაგჭირდებათ.

♊ ტყუპები (21 მაისი – 20 ივნისი)

დღის მოვლენები: საინტერესო და აქტიური დღეა. შესაძლოა, მოულოდნელი შეხვედრები გქონდეთ.
ოჯახი: ოჯახის წევრებისგან მხარდაჭერა და სითბო მოგიწოდებთ.
ბიზნესი: შესაძლოა, ახალი საქმიანი წინადადება მიიღოთ. დეტალების კარგად გაანალიზება მნიშვნელოვანია.
სიყვარული: ურთიერთობები სერიოზულ ეტაპზე გადავა. მარტოხელებს სასიამოვნო სიურპრიზი ელით.
ჯანმრთელობა: თავი მოარიდეთ სტრესს – დასვენება აუცილებელია.
კარიერა: ახალი შესაძლებლობები გამოჩნდება, მაგრამ მათზე სწრაფად რეაგირება დაგჭირდებათ.

♋ კირჩხიბი (21 ივნისი – 22 ივლისი)

დღის მოვლენები: ემოციურად დატვირთული დღეა, შესაძლოა, წარსული ამბები გაგახსენდეთ.
ოჯახი: საყვარელ ადამიანთან გულწრფელი საუბარი ურთიერთობას გაამყარებს.
ბიზნესი: მცირე ფინანსური სირთულეები მოსალოდნელია, მაგრამ ეს დროებითი იქნება.
სიყვარული: ყურადღება მიაქციეთ პარტნიორის განწყობას – შესაძლოა, მხარდაჭერა სჭირდებოდეს.
ჯანმრთელობა: ემოციური სტაბილურობისთვის მეტი დასვენება გჭირდებათ.
კარიერა: მოსალოდნელია ხელმძღვანელობისგან ახალი დავალებები, რომლებიც სიფრთხილით უნდა შეასრულოთ.

♌ ლომი (23 ივლისი – 22 აგვისტო)

დღის მოვლენები: დღეს ხასიათი ცვალებადი იქნება, მაგრამ წარმატება გვერდით გიდგას.
ოჯახი: ოჯახის წევრებთან უფრო მეტი კომუნიკაცია დაგეხმარებათ პრობლემების გადაჭრაში.
ბიზნესი: მოგებიანი გარიგება ან თანამშრომლობა შესაძლოა, დღის მეორე ნახევარში გამოჩნდეს.
სიყვარული: სიურპრიზები და სასიამოვნო შეხვედრები გელით.
ჯანმრთელობა: დაიცავით დღის რეჟიმი და მოერიდეთ გადაღლას.
კარიერა: წამოწყებული საქმე წარმატებით დასრულდება, მაგრამ გუნდთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია.

♍ ქალწული (23 აგვისტო – 22 სექტემბერი)

დღის მოვლენები: დისციპლინა და პასუხისმგებლობა თქვენი დღის წარმატების გასაღებია.
ოჯახი: ოჯახში სიმშვიდეა, შესაძლოა, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღოთ.
ბიზნესი: დღეს ფინანსურად ხელსაყრელი შესაძლებლობები გამოჩნდება.
სიყვარული: პარტნიორთან ჰარმონიული ურთიერთობა გელით, მარტოხელებს კი სერიოზული ნაცნობობა.
ჯანმრთელობა: მეტი სუფთა ჰაერი და ნაკლები სტრესი!
კარიერა: თქვენი შრომისმოყვარეობა დაფასდება და შესაძლოა, ახალ პროექტზე იმუშაოთ.

♎ სასწორი (23 სექტემბერი – 22 ოქტომბერი)

დღის მოვლენები: შესაძლოა, მოულოდნელი მოვლენები დღის გეგმებს შეცვლიდეს.
ოჯახი: გახსოვდეთ, რომ კონფლიქტების მოგვარება მშვიდი საუბრით უკეთესია.
ბიზნესი: ახალი ფინანსური შესაძლებლობა შეიძლება უახლოეს დღეებში გამოჩნდეს.
სიყვარული: საყვარელი ადამიანი განსაკუთრებულ ყურადღებას მოგაქცევთ.
ჯანმრთელობა: დაიცავით ჯანსაღი კვების რეჟიმი და მოერიდეთ ზედმეტ დატვირთვას.
კარიერა: მოულოდნელი შეხვედრა კარიერულ პერსპექტივებს გაგიხსნით.

♏ მორიელი (23 ოქტომბერი – 21 ნოემბერი)

დღის მოვლენები: დღეს ძლიერი ენერგია გაქვთ, მაგრამ ფრთხილად იყავით ემოციების გამოხატვისას.
ოჯახი: საყვარელი ადამიანები მხარდაჭერას გაგიწევენ რთულ მომენტებში.
ბიზნესი: მომგებიანი შეთანხმება ან ახალი კლიენტი მოულოდნელად გამოჩნდება.
სიყვარული: რომანტიკული საღამო იდეალური იქნება ურთიერთობის გასაძლიერებლად.
ჯანმრთელობა: გადაღლილობის თავიდან ასაცილებლად, მეტი დაისვენეთ.
კარიერა: მნიშვნელოვანია გუნდური მუშაობა, რათა საუკეთესო შედეგი მიიღოთ.

♐ მშვილდოსანი (22 ნოემბერი – 21 დეკემბერი)

დღის მოვლენები: დღეს თქვენი ოპტიმიზმი და მიზანდასახულობა დაგეხმარებათ წარმატების მიღწევაში.
ოჯახი: ოჯახის წევრებთან ურთიერთობები ჰარმონიულია, რაც დღეს განსაკუთრებით სასიამოვნო გახდის.
ბიზნესი: შესაძლოა, ახალი შემოსავლის წყარო აღმოაჩინოთ.
სიყვარული: საინტერესო ნაცნობობა ან პოზიტიური ცვლილებები ურთიერთობებში.
ჯანმრთელობა: კარგი დღეა ფიზიკური აქტივობისთვის.
კარიერა: პროფესიულ სფეროში ახალი პერსპექტივები გაიხსნება.

♑ თხის რქა (22 დეკემბერი – 19 იანვარი)

დღის მოვლენები: პასუხისმგებლობა და სიბრძნე დღეს თქვენი მთავარი მახასიათებლებია.
ოჯახი: დრო დაუთმეთ საყვარელ ადამიანებს და მათთან ურთიერთობას.
ბიზნესი: ფრთხილად იყავით ფინანსურ ოპერაციებში, დაუფიქრებელი გადაწყვეტილებები არ მიიღოთ.
სიყვარული: სტაბილური და თბილი დღეა.
ჯანმრთელობა: დაიცავით ზომიერება ყველაფერში.
კარიერა: თქვენი შრომა დაფასდება, მაგრამ მოთმინება საჭიროა.

♒ მერწყული (20 იანვარი – 18 თებერვალი)

დღის მოვლენები: კრეატიული იდეები წარმატებას მოგიტანთ.
ოჯახი: ოჯახში მცირე გაუგებრობა მოსალოდნელია.
ბიზნესი: კარგი დღეა ინოვაციების დასაწყებად.
სიყვარული: მოულოდნელი ემოციები და სიახლეები.
ჯანმრთელობა: ენერგიის გაზრდა მოგიწევთ.
კარიერა: ახალ პროექტზე მუშაობა წარმატებას მოიტანს.

♓ თევზები (19 თებერვალი – 20 მარტი)

დღის მოვლენები: დღეს ინტუიცია სწორ გზას გაჩვენებთ.
ოჯახი: ოჯახში ჰარმონიაა.
ბიზნესი: კარგი დღეა საქმიანი გეგმების დასაწყებად.
სიყვარული: სასიამოვნო სიურპრიზი.
ჯანმრთელობა: ემოციური ბალანსი მნიშვნელოვანია.
კარიერა: კარგი შანსები გაქვთ დაწინაურებისთვის

аналитика
The Daily Telegraph - ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს

ბრიტანულ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს“ (ავტორი – კონ კოფლინი). პუბლიკაციაში განხილულია აშშ-ის პრეზიდენტის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული მეორადი სანქციების ათდღიანი ვადა და მოცემულია მათი სავარაუდო შედეგები.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

დონალდ ტრამპმა, ალბათ, ყველაზე საუკეთესო და შესაფერისი დრო შეარჩია თავისი მეორადი ეკონომიკური სანქციების ახალი ვადის გამოცხადებისათვის, რომ რუსეთს ნავთობისა და გაზის გაყიდვით მიღებული შემოსავლები შეუმცირდეს და უკრაინაში ომი შეწყვიტოს.

დონალდ ტრამპს სამჯერ ეგონა, რომ ვლადიმერ პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკების აუცილებლობაში დაარწმუნა, მაგრამ სამჯერვე, როგორც კი სატელეფონო საუბარი მთავრდებოდა, რუსეთის არმია უკრაინული ქალაქების დასაბომბად რაკეტებსა და დრონებს უშვებდა.

აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან იმის დაგვიანებული აღიარება, რომ „პუტინი მას თურმე ათამაშებდა და ომის გასაგრძელებლად დროს იგებდა“, იმას ნიშნავს, რომ როგორც იქნა, „ტრამპი აბობოქრდა“ და თავის რუს კოლეგას ათდღიანი ვადა დაუწესა ცეცხლის შესაწყვეტად. თუ კრემლი თეთრი სახლის მოთხოვნას არ დაეთანხმება, ძალაში შევა ახალი მომატებული საბაჟო ტარიფები იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც რუსეთისაგან ნავთობს ყიდულობენ. სანქციის მიზანი და განხორციელების პროცედურა ასეთია: აშშ რუსული იაფი ნავთობისა და გაზის მოყვარული ქვეყნების – ინდოეთის, ჩინეთის (და ალბათ, თურქეთის და სხვების) მიერ წარმოებულ იმპორტირებულ პროდუქციაზე მომატებულ საბაჟო ტარიფებს დააწესებს. მათი ფასი იმდენად გაძვირდება, რომ ამერიკაში მყიდველი აღარ ეყოლება, ანუ ინდური და ჩინური კომპანიები დაზარალდებიან. ზარალის თავიდან ასაცილებლად იგივე ქვეყნები იძულებულნი გახდებიან, რომ რუსეთისაგან ნავთობისა და გაზის შესყიდვა შეწყვიტონ, რის შედეგადაც რუსეთს შემოსავლები შეუმცირდება, ანუ კრემლს აღარ ექნება თანხები უკრაინასთან ომის გასაგრძელებლად. რუსეთი ცეცხლს შეწყვეტს და სამშვიდობო მოლაპარაკებაზე დათანხმდება.

კონგრესში ზოგიერთი დეპუტატი უფრო რადიკალურად არის განწყობილი, რომლებიც 500%-იან სანქციების დაწესებას მოითხოვენ.

უეჭველია, რომ დონალდ ტრამპი სერიოზულად არის განწყობილი. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მან იძულებული გახადა იაპონია და ევროკავშირი სავაჭრო ხელშეკრულებების დადებისას აშშ-ის მოთხოვნებზე დათანხმებულიყვნენ, განა თეთრი სახლი კრემლის წინაშე უკან დაიხევს?

როგორც კი ინდოეთი და ჩინეთი მტკივნუულ დარტყმას იგრძნობენ ამერიკასაგან, ისინი იძულებულნი გახდებიან რუსეთისაგან ნავთობ-გაზის შესყიდვა შეამცირონ (ან საერთოდ შეწყვიტონ). ამით დაინგრევა ვლადიმერ პუტინის გენერალური გეგმა რუსეთის იმპერიული ძლიერების აღდგენის შესახებ.

რუსეთი უკრაინის ფრონტზე წარუმატებლობას განიცდის. მართალია, კრემლმა დრონებითა და რაკეტებით უკრაინული ქალაქების დაბომბვა გააძლიერა, მაგრამ ფაქტია, რომ მაისში დაწყებულ შეტევას რუსეთის არმიისათვის რაიმე მნიშვნელოვანი წარმატება არ მოუტანია. ვლადიმერ პუტინი ბოლო დროს მუდმივად ცდილობს რომელიმე მსხვილი უკრაინული ქალაქის დაპყრობას, მაგრამ უშედეგოდ – პოკროვსკს და კონსტანტინოვკას ისევ უკრაინელები აკონტროლებენ. უკრაინელები მამაცურად იბრძვიან, რუსები უამრავ ჯარისკაცს კარგავს – კრემლის ზარალმა უკვე მილიონს მიაღწია დაღუპულებისა და დაჭრილების სახით. ეს ნიშნავს ყოველდღიურად 1080 რუსი მებრძოლის დაღუპვა-დასახიჩრებას.

ასევე ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი ათასკილომეტრიან ფრონტის ხაზზე რაიმე წარმატებას მიაღწევს მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი უკრაინას მეტ იარაღს მიაწვდის. უკრაინელებს თუ იარაღი საკმარისი რაოდენობით ექნებათ, ისინი რუსებს უკან დაახევინებენ და საეჭვოა პუტინმა ის ტერიტორია შეინარჩუნოს, რაც ბოლო დროს დაიპყრო. კრემლს ირანის იმედიც აღარ ექნება, რადგან თეირანი მნიშვნელოვნად არის დასუსტებული ისრაელთან (და აშშ-სთან)  ამასწინანდელი საჰაერო შეტაკების გამო.

არის იმის ნიშნებიც, რომ თვითონ ვლადიმერ პუტინს მისსავე გარემოცვაში ბევრი არ ეთანხმება, რასაც მოსკოვში მიმდინარე საკადრო წმენდა მოწმობს. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ჩინოვნიკი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებს, ცნობილი ოლიგარქები კი ქვეყნიდან გაქცევის დროს იქნენ დაკავებულები. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ოფიცერი, რომლებსაც ყოფილ თავდაცვის მინისტრთან სერგეი შოიგუსთან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, დაპატიმრებულები იქნენ კორუფციის ბრალდებით.

იმ სიძნელეების მასშტაბს, რასაც ვლადიმერ პუტინი შეეჯახა ომის გამო, მოწმობს ის ფაქტი, რომ იგი იძულებული გახდა გასულ კვირას ყოველწლიური სამხედრო-საზღვაო აღლუმის ჩატარება გაეუქმებინა – უკრაინაში განცდილი დიდი დანაკარგების გამო.

ამრიგად, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ვადების შემცირების თაობაზე დროულია – ის იმ დროს იქნა მიღებული, როცა ვლადიმერ პუტინს, ყოყოჩობის მიუხედავად, ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ გაგრძელების ვარიანტები უმთავრდება.

თუ რუსეთის პრეზიდენტი გამოფხიზლდება და მიხვდება, რომ მას უკრაინაში ომის მოგების შანსი არ აქვს, მას სხვა არჩევანი არ ექნება იმის გარდა, რომ დონალდ ტრამპის მოთხოვნას დათანხმდეს – ცეცხლი შეწყვიტოს და სამშვიდობო მოლაპარაკება დაიწყოს.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати