USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Тбилиси
ასტროლოგი - რას გვპირდება 3 სექტემბერი?
дата:  2526

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 3 სექტემბრისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

რთული დღეა, მაგრამ პოზიტიური ტენდენციების გავლენა მაინც იგრძნობა. ასე რომ, შეიძლება იმაზე მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიოთ, ვიდრე ელოდით. ბევრ ვერძს ფულთან და შესყიდვებთან დაკავშირებულ საკითხებში გაუმართლებს.

ადამიანებთან საერთო ენის პოვნას ადვილად ახერხებთ. შესაძლოა, საინტერესო ღონისძიებაზე აღმოჩნდეთ, სადაც თანამოაზრეებს იპოვით.

კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

ეს დღე ნებისმიერი თამამი იდეის განხორციელებისთვის შესაფერისია. ახალი იდეების გარდა, შეგიძლიათ, ძველი, კარგად დავიწყებული გეგმა გაიხსენოთ - ამჟამად მისი განხორციელებისთვის ხელსაყრელი გარემოებებია.

შესაძლოა, სასიამოვნო ნაცნობობა რომანტიკულ ურთიერთობაში გადაიზარდოს - ამ დღეს ახალი ურთიერთობები სწრაფად ვითარდება, რა განსაკუთრებით მოგწონთ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

ყოველმხრივ ხელსაყრელი დღეა, რომელიც ახალ შესაძლებლობებს შემოგთავაზებთ. სირთულეები და დაბრკოლებები მოსალოდნელი არ არის. წარმატებისკენ სწრაფად მიიწევთ და გარშემომყოფებს თქვენი ენთუზიაზმით აინფიცირებთ. ხელსაყრელი დღეა მეგობრებთან შეხვედრის, ერთობლივი შვებულებისა და მოგზაურობისთვის.

ძველ მეგობრებთან ურთიერთობა სასიამოვნო ემოციებს გაჩუქებთ. ხელსაყრელი დღეა ძველი სასიყვარულო ურთიერთობების აღდგენისთვის, მაგრამ ჯერ უნდა დარწმუნდეთ, რომ ეს ნამდვილად გჭირდებათ.

.კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

შესაფერისი დღეა სამომავლო გეგმების შედგენის, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისა და თანამოაზრეებთან ერთობლივი მოქმედებების შეთანხმებისთვის. მნიშვნელოვანია საკუთარ შესაძლებლობები სწორად შეაფასოთ და არ აიღოთ ვალდებულებები, რომლებსაც ვერ შეასრულებთ.

თუ ხვდებით, რომ რთულ დავალებებს მარტო ვერ უმკლავდებით, დახმარებისთვის ახლობლებს უნდა მიმართოთ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

ნათელი, საინტერესო და მოვლენებით მდიდარი დღეა. უამრავი სხვადასხვა საქმე გაქვთ ერთზე ყურადღების გამახვილებას ვერ ახერხებთ. სერიოზულ შეცდომებს არ უშვებთ, მცირე ხარვეზებს კი მალე გამოასწორებთ და შესაბამისად, კარგ შედეგს მიაღწევთ.

საკუთარ წარმატებებზე საუბარს მოერიდეთ - მიეცით გარშემო მყოფებს საშუალება, რომ თქვენი მიღწევები თავად შეამჩნიონ და შეაფასონ. დღის მეორე ნახევარი საინტერესო ნაცნობობას გპირდებათ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

ნაკლებად ნაყოფიერი, მაგრამ ძალიან სასიამოვნო დღეა. დილიდან რომანტიკულ განწყობაზე ხართ და ცდილობთ საყვარელ ადამიანს ასიამოვნოთ.

მოგზაურობა სასიამოვნო ემოციების გარდა, ძველი პრობლემის მოგვარებასაც გპირდებათ. თავს გაუფრთხილდით - დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. მოერიდეთ ფულის უაზრო ხარჯვას, თორემ ფინანსურ სირთულეებს თავიდან ვერ აიცილებთ.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

დილაობით უფრო ფრთხილად და ყურადღებით უნდა იყოთ - ეს მარტივი საქმეების დასაწყებადაც კი არახელსაყრელი დროა. გამორიცხული არ არის საყოფაცხოვრებო ტექნიკის ან ავტომობილის გაფუჭება. პოზიტიური ტენდენციების გავლენა თანდათან იზრდება.

დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ფინანსური შემოსავალი. შეგიძლიათ დაგეგმოთ დიდი შესყიდვები, ასევე შეხვედრები თქვენთვის მნიშვნელოვან ადამიანებთან.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

ამ დღეს საშუალება გექნებათ, რომ საკუთარი შესაძლებლობები გამოავლინოთ და თქვენთვის ძვირფასი ადამიანები სასიამოვნოდ გააკვირვოთ. იქ, სადაც სხვები იბნევიან, მიზნის მისაღწევად სწრაფ და ეფექტურ გზას იპოვით. თუ მოინდომებთ, არ არსებობს პრობლემა, რომელსაც ვერ გადაწყვეტთ.

კარიერისა და ბიზნესის განვითარებასთან დაკავშირებით უამრავი საინტერესო იდეა გაქვთ, მაგრამ მათი განხორციელება არ უნდა იჩქაროთ. ჯერ დამხმარეები იპოვეთ - მათთან ერთად საქმე ბევრად უფრო გაიოლდება.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

ფრთხილად იყავით. შეიძლება შეცდომა დაუშვათ, რომელიც გეგმების განხორციელებაში ხელს შეგიშლით. ნუ იზარმაცებთ და იმედი ნუ გექნებათ, რომ ყველაფერი თავისთავად ან სხვა ადამიანების ძალისხმევით გამოვა.

საყიდლებზე წასვლა სამომავლოდ უნდა გადადოთ, სავარაუდოდ, ამ დღეს შეძენილი მალე იმედს გაგიცრუებთ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

დღის დასაწყისი ურთიერთობისთვის ხელსაყრელი დროა. ამ დროს ნებისმიერ ადამიანს დაარწმუნებთ და კეთილად განაწყობთ. ბოლოს და ბოლოს, საკუთარ გრძნობებში გარკვევას შეძლებთ და კრიტიკულად განწყობილ ადამიანებთან შეთანხმებას შეძლებთ.

დღის მეორე ნახევარში ახალი საქმე და საზრუნავი გაჩნდება, მაგრამ საკუთარ საქმეებში ჩაფლული ირგვლივ ვერაფერს ამჩნევთ

მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

ყოველმხრივ ხელსაყრელი დღეა. რის გაკეთებასაც არ უნდა გეგმავდეთ, სასურველი შედეგის მიღწევას ადვილად ახერხებთ. ადრე მიღებული ცოდნა და უნარები ძალიან გამოგადგებათ. ბევრი მერწყული გარშემო მყოფებს რთული და უჩვეულო საქმეების კეთების უნარით გააოცებს.

მარტოხელა მერწყულებს სასიყვარულო თავგადასავალი ელით. მისი ფინალი მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. მოსალოდნელია ფინანსური შემოსავალი და ძვირფასი საჩუქრები.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

ამ დღეს საჭირო ინფორმაციის დროულად მიღებას და მათზე დაყრდნობით სწორი დასკვნების გამოტანას ადვილად ახერხებთ, შესაბამისად, არც რთული საკითხების გადაწყვეტა გიჭირთ.

ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისა და გარე აქტივობებისთვის. ხელიდან არ გაუშვათ საკუთარ ცხოვრებაში სიახლეებისა და მრავალფეროვნების შეტანის შესაძლებლობა და არ ინანებთ.

общество
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати