USD 2.7318
EUR 3.1203
RUB 3.4452
Tbilisi
ასტროლოგი - რას გვპირდება 3 მარტი?
Date:  618

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 3 მარტისთვის: 

ვერძი

თუ დაწყებული საქმის სწრაფად და წარმატებით დასრულება გსურთ, თანამოაზრეების გუნდთან ერთად უნდა იმუშაოთ. ამ დღეს დახმარებას ისეთი ადამიანებისგან მიიღებთ, რომლებიც თქვენ მიმართ უარყოფითად განწყობილები არიან და გამუდმებით გაკრიტიკებენ. ხელსაყრელი დროა სამსახურის შეცვლისა ან ახალი ბიზნესპარტნიორების პოვნისთვის.

კურო

მოვლენებით დატვირთული და დაძაბული დღეა. დილიდან ემოციებთან გამკლავებას ცდილობთ. ეცადეთ, სამსახურში და ადამიანებთან ურთიერთობებში სიმშვიდე და მეგობრული დამოკიდებულება შეინარჩუნოთ. კამათი და კოლეგებთან დისკუსიები იმაზე მეტ დროს წაგართმევთ, ვიდრე ელოდით.

ტყუპები

ამ დღეს საკუთარი ინტერესების დაცვა ცხარე კამათსა და დისკუსიებში მოგიწევთ. გახსოვდეთ, რომ ფინანსები ფრთხილად დაგეგმვასა და ინფორმირებულ გადაწყვეტილებებს მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება, ცარიელი ჯიბეებით დარჩეთ. თავდაჯერება გაკლიათ, ამიტომ პროგნოზების გაკეთება რთულია.

კირჩხიბი

ენერგიით სავსე ხართ და ურთულეს საქმეებსაც კი ადვილად უმკლავდებით. სავარაუდოდ, ახლობელი ადამიანებისგან დახმარებას ვერ მიიღებთ, ამიტომ მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა გქონდეთ. საღამოს სასიხარულო ამბავს გაიგებთ. ეცადეთ ოჯახს მეტი დრო დაუთმოთ.

ლომი

ამ დღეს რამდენიმე საინტერესო შეხვედრა გელით და ზოგი ძალიან გაგაკვირვებთ. ადვილი არ იქნება, მაგრამ ეცადეთ თითოეულ ადამიანთან საერთო ენა გამონახოთ. გირჩევთ, საქმიანი შეხვედრა არაფორმალურ გარემოში გადაიტანოთ, რადგან ასე მიზნის მიღწევა უფრო გაგიადვილდებათ.

ქალწული

რთული და დაძაბული დღეა. პროფესიულ საკითხებზე კონცენტრირება გიჭირთ და ყოველდღიურ საქმეებს იმაზე მეტ დროს ანდომებთ, ვიდრე ჩვეულებრივ. სირთულეების გადალახვით, თქვენ საჭირო გამოცდილებას მიიღებთ და ახალ მოკავშირეებს შეიძენთ. საღამოს შესაძლებელია გეგმები შეიცვალოს.

სასწორი

ემოციურად არასტაბილური დღეა - შეიძლება ნებისმიერმა უმნიშვნელო შემთხვევამ გაგაღიზიანოთ და წყობიდან გამოგიყვანოთ. სიტუაციის შეფასებას ვერ ახერხებთ და სწორი გადაწყვეტილების მიღება გიჭირთ. მცირე უთანხმოება გელით იმ ადამიანებთან, ვისთანაც განსაკუთრებულად კარგი დამოკიდებულება გქონდათ, თუმცა საყვარელი ადამიანის მხარდაჭერა ფრთებს შეგასხამთ.

მორიელი

ეცადეთ, ამ დღეს ემოციები აკონტროლოთ, განსაკუთრებით იმ ადამიანებთან საუბრისას, რომლებზეც თქვენი კარიერაა დამოკიდებული - არსებობს ურთიერთობის გაფუჭების შანსი. ამ დღეს ფიქრისთვის ჩვეულზე მეტი დრო გჭირდებათ, ამიტომ პასუხის გაცემას ან გადაწყვეტილების მიღებას ნუ იჩქარებთ.

მშვილდოსანი

სამუშაოზე ყურადღების გადატანა გიჭირთ, რადგან გარშემო მყოფები გამუდმებით ყურადღებას გიფანტავენ. შესაძლოა, რომელიღაც ახლობელმა იმედი გაგიცრუოთ, რაც ხანგრძლივი უთანხმოების მიზეზად იქცევა. გამორიცხული არ არის, რომ შემთხვევით ვიღაცის საუბარს ყური მოჰკრათ და მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაიგოთ.

თხის რქა

საქმის წარმატება და გეგმის შესრულება მთლიანად თქვენს ემოციურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული, ამიტომ სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოთ. გახსოვდეთ, რომ ბრაზი და გაღიზიანება, პრობლემების გარდა, არაფერს მოგიტანთ. ეცადეთ ადამიანების მიმართ მეგობრული და პოზიტიური დამოკიდებულება გამოავლინოთ. კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად.

მერწყული

ამ დღეს მხოლოდ შედეგზე ხართ ორიენტირებული - სირთულეები არ გაშინებთ და პრობლემებს ადვილად უმკლავდებით. პლანეტების განლაგება ჯილდოს ან დაუგეგმავ შემოსავალს გპირდებათ. დაეხმარეთ ახალგაზრდა ან გამოუცდელ კოლეგებს და დროთა განმავლობაში ისინი შეიძლება თქვენი ერთგული მხარდამჭერები გახდნენ.

თევზები

წარმატებული და ნაყოფიერი დღეა. ყველაზე კარგად გამოგდით მუშაობა იმ მიმართულებით, რომელსაც პრიორიტეტულად მიიჩნევთ. პრობლემას, რომელიც დიდი ხანია, ხელს გიშლით, საბოლოოდ დაძლევთ. ხანმოკლე მოგზაურობა წარმატებული და საინტერესო იქნება.

tbilisi
თბილისის ქუჩები რომელთაც 6 ივნისს დენი გაეთიშებათ

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 6 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბაშალეიშვილის, გოგებაშვილის, პეტრიაშვილის, რჩეულიშვილის, თერგის, გალის და შანიძის ქუჩების მოსახლეობას. 

ისნის რაიონი 

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, მეტრომშენის დასახლების (ნაწილობრივ), ნავთლუღის დასახლების, ვაზისუბნის დასახლების (ნაწილობრივ), ბუკისციხის, აშშ პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის, კონსტანტინე ამირაჯიბის, ხაჩატურიანის, ეკატერინე მელიქიშვილის, ალექსანდრე თანდაშვილის, კოტე ბაქრაძის, მიქელაძის, ჩოჩუას, ნავთლუღის, კალანდაძის, არველაძის, აფანასიევის, ხარაბაძის, ტოლენჯის, ყარყარაშვილის, ზურაბ ბეგიაშვილის, სვიმონ კლდიაშვილის, თემურ ქევხიშვილის, ანდღულაძის, წალენჯიხის, თოლენჯის, ქობულაძის, ნანეიშვილის, გელა მებაღიშვილის, ონიანის, დურმიშიძის, ვასილ კოპცოვის, კონსტანტინე ანდრონიკაშვილის, გიორგი ანწუხელიძის, ნოე ხომერიკის, გუჯარეთის, შერვაშიძის, ყვარლის, კაკაბეთის, მესხეთის, მათიაშვილის, ოლღა გურამიშვილი-ნიკოლაძის, ალექსანდრე ჯანელიძის და ელისაბედ ორბელიანის ქუჩების მოსახლეობას.   

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way