USD 2.7117
EUR 3.1231
RUB 3.3487
Тбилиси
ასტროლოგი - რას გვპირდება 3 მარტი?
дата:  1697

ვერძი (21 მარტი - 19 აპრილი)
დღის მოვლენები: მოლოდინები და რეალობა ერთმანეთს არ დაემთხვევა, მაგრამ სიტუაცია ხელიდან არ უნდა გაგისხლტეს.
ოჯახი: ნათესავებთან ურთიერთობაში მცირე დაძაბულობაა, თუმცა გულწრფელი საუბარი ბევრ რამეს მოაგვარებს.
ბიზნესი: რისკიან ნაბიჯებს ნუ გადადგამთ – ჯერ ყველაფერი კარგად გადაამოწმეთ.

სიყვარული: ემოციურად ცოტა დაღლილი იქნებით, მაგრამ პატარა სიურპრიზი ურთიერთობას გაახალისებს.
კარიერა: ხელმძღვანელობა თქვენგან მეტ ინიციატივას ელოდება – თუ მოქმედება დროულად დაიწყეთ, შედეგიც შესაბამისი იქნება.
სამსახური: სჯობს, თავი აარიდოთ კონფლიქტებს – კოლეგებთან კარგი ურთიერთობა მომავალში გამოგადგებათ.


კურო (20 აპრილი - 20 მაისი)
დღის მოვლენები: გარემოს ცვლილება სასარგებლო იქნება, განსაკუთრებით თუ რუტინამ დაგღალათ.
ოჯახი: ფინანსურ საკითხებზე სჯობს მშვიდად ისაუბროთ, რათა გაუგებრობები აირიდოთ.
ბიზნესი: დღე კარგია გეგმების ჩამოყალიბებისთვის, მაგრამ სიფრთხილე აუცილებელია.

სიყვარული: შესაძლოა, ყოფილი პარტნიორისგან მოულოდნელი სიახლე მიიღოთ – რეაქცია წინასწარ განსაზღვრეთ.
კარიერა: უფროსთან თქვენი იდეების განხილვის შანსი მოგეცემათ – ნუ დააყოვნებთ.
სამსახური: ყურადღება მიაქციეთ დეტალებს, რომ შეცდომებმა თქვენი რეპუტაცია არ შელახოს.


ტყუპები (21 მაისი - 20 ივნისი)
დღის მოვლენები: მოულოდნელმა მოვლენებმა შეიძლება გეგმები აგირიოთ, მაგრამ მთავარია, სიმშვიდე შეინარჩუნოთ.
ოჯახი: გაწონასწორებული მიდგომა ნებისმიერ ოჯახურ კონფლიქტს მოაგვარებს.
ბიზნესი: თუ სწორ დროს სწორ გადაწყვეტილებას მიიღებთ, სერიოზულ სარგებელს ნახავთ.

სიყვარული: ურთიერთობებში მეტი პირდაპირობაა საჭირო – პარტნიორი თქვენგან მკაფიო პოზიციას ელოდება.
კარიერა: ცვლილებები მოსალოდნელია, მაგრამ ჯერ გადაწყვეტილების მიღება არ იჩქაროთ.
სამსახური: ახალი დავალებები გამოწვევებს მოუტანს, მაგრამ თქვენ მზად ხართ.


კირჩხიბი (21 ივნისი - 22 ივლისი)
დღის მოვლენები: ემოციურად გადატვირთული დღე გექნებათ, ამიტომ მნიშვნელოვანია სიმშვიდის შენარჩუნება.
ოჯახი: ახლობლებთან დროის გატარება განწყობას აგიმაღლებთ.
ბიზნესი: ახალი თანამშრომლობები შესაძლოა, მომგებიანი იყოს, მაგრამ დეტალები კარგად უნდა შეამოწმოთ.

სიყვარული: პარტნიორისგან მეტი ყურადღება დაგჭირდებათ – პირდაპირ თქვით, რა გაწუხებთ.
კარიერა: თქვენი პროფესიონალიზმი დაფასდება, მაგრამ კონკურენციაც გაძლიერდება.
სამსახური: დამატებითი პასუხისმგებლობები შესაძლოა, ზედმეტად დამღლელი გახდეს.


ლომი (23 ივლისი - 22 აგვისტო)
დღის მოვლენები: მოულოდნელი შეხვედრა შესაძლოა, საინტერესო შესაძლებლობას გაძლევთ.
ოჯახი: საერთო საქმეების გადაწყვეტა უფრო ადვილი იქნება, თუ კომპრომისზე წახვალთ.
ბიზნესი: კარგი დღეა ფინანსური საკითხების გასაანალიზებლად.

სიყვარული: სასიამოვნო სიურპრიზი შეიძლება ყოფილმა სიყვარულმა მოგიწყოთ.
კარიერა: ახალი შესაძლებლობები გამოჩნდება, მაგრამ არჩევანი ფრთხილად გააკეთეთ.
სამსახური: კოლეგებთან კომუნიკაცია დღეს გადამწყვეტი იქნება.


ქალწული (23 აგვისტო - 22 სექტემბერი)
დღის მოვლენები: დღის მეორე ნახევარი უფრო პროდუქტიული იქნება, ვიდრე დილა.
ოჯახი: ნათესავებისგან მოულოდნელი დახმარება შეიძლება მიიღოთ.
ბიზნესი: სჯობს, ინვესტიციებისგან თავი შეიკავოთ – ჯერ კიდევ არის გაურკვევლობები.

სიყვარული: სიტუაცია გარკვევას მოითხოვს – ნუ გააჭიანურებთ მნიშვნელოვან საუბრებს.
კარიერა: შესაძლოა, ახალი შეთავაზება მიიღოთ – დაფიქრდით, სანამ დათანხმდებით.
სამსახური: დასვენება არ გაწყენთ – გადატვირთვა ენერგიას დაგაკარგვინებთ.


სასწორი (23 სექტემბერი - 22 ოქტომბერი)
დღის მოვლენები: გადაწყვეტილებები სიჩქარით არ უნდა მიიღოთ, თუმცა დრო არ დაკარგოთ.
ოჯახი: ოჯახური საქმეები ცოტა ზედმეტი მოგეჩვენებათ, მაგრამ ყურადღება აუცილებელია.
ბიზნესი: სასურველია, დიდ ფინანსურ ნაბიჯებს მოერიდოთ.

სიყვარული: პარტნიორის მხრიდან მეტი გაგება დაგჭირდებათ – დიალოგი საუკეთესო გამოსავალია.
კარიერა: ახალი უნარების შესწავლის შანსი მოგეცემათ – გამოიყენეთ.
სამსახური: დაძაბული გარემო თქვენს პროდუქტიულობაზე იმოქმედებს.


მორიელი (23 ოქტომბერი - 21 ნოემბერი)
დღის მოვლენები: მოლოდინები რეალობასთან არ დაემთხვევა, მაგრამ გამოსავალი აუცილებლად იპოვით.
ოჯახი: ახლობლების მხარდაჭერა ბევრ რამეში დაგეხმარებათ.
ბიზნესი: ახალი თანამშრომლობები შეიძლება სარისკო აღმოჩნდეს.

სიყვარული: ურთიერთობა სერიოზული საუბრის საჭიროებას აჩვენებს.
კარიერა: კარიერული ცვლილებები მოსალოდნელია, მაგრამ ჯერ ნაჩქარევი ნაბიჯებისგან თავი შეიკავეთ.
სამსახური: დინამიკა იმატებს – მზად იყავით ახალი გამოწვევებისთვის.


მშვილდოსანი (22 ნოემბერი - 21 დეკემბერი)
დღის მოვლენები: ენერგიული დღე გექნებათ, მაგრამ ძალები სწორად გადაანაწილეთ.
ოჯახი: ოჯახის წევრებთან მეტი დრო გაატარეთ – ისინი თქვენს მხარდაჭერას საჭიროებენ.
ბიზნესი: მოულოდნელი შემოსავალი შეიძლება მიიღოთ, მაგრამ დაზოგვა არ გაწყენდათ.

სიყვარული: მარტოხელები ახალ ნაცნობობას უნდა მიაქციონ ყურადღება.
კარიერა: მოტივაცია მაღალია, მაგრამ გადატვირთვა შედეგიანობას შეამცირებს.
სამსახური: მეტი დისციპლინა საჭიროა, რომ შეცდომები აირიდოთ.


თხის რქა (22 დეკემბერი - 19 იანვარი)
დღის მოვლენები: ყურადღება მოითხოვს დეტალები – არაფრის გაშვება არ ღირს.
ოჯახი: ოჯახის წევრებთან ურთიერთობა უფრო ჰარმონიული იქნება.
ბიზნესი: სჯობს, ფინანსური გადაწყვეტილებები გადადოთ.

სიყვარული: ძველი შეცდომების გამოსწორების შანსი გაქვთ.
კარიერა: მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები კარგად უნდა მოამზადოთ.
სამსახური: ზედმეტი ნერვიულობა საქმეს არ გააუმჯობესებს.


მერწყული (20 იანვარი - 18 თებერვალი)
დღის მოვლენები: მოულოდნელი სიახლეები გეგმებს შეგიცვლიან.
ოჯახი: საყვარელ ადამიანებთან დროის გატარება განტვირთვაში დაგეხმარებათ.
ბიზნესი: ფრთხილად იყავით შეთანხმებებისას.

სიყვარული: მეტი სითბო და ყურადღება დაგჭირდებათ.
კარიერა: ახალი შესაძლებლობები ჩნდება – მზად იყავით.
სამსახური: გუნდური მუშაობა წარმატების საწინდარია.


თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)
დღის მოვლენები: თქვენი ინტუიცია სწორ მიმართულებას გაჩვენებთ.
ოჯახი: ემოციების კონტროლი დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
ბიზნესი: შანსი გაქვთ, რომ მნიშვნელოვანი ხელშეკრულება გააფორმოთ.

სიყვარული: სჯობს, გრძნობები ღიად გამოხატოთ.
კარიერა: ახალი გამოწვევები მოტივაციას გაზრდის.
სამსახური: მეტი კონცენტრაცია საჭიროა.

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати