USD 2.7109
EUR 3.1197
RUB 3.3417
Тбилиси
ასტროლოგი - რას გვპირდება 3 ივნისი?
 1005

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 3 ივნისისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

ამ დღეს ისეთ შეთავაზებას მიიღებთ, რომელზედაც უარის თქმა გაგიჭირდებათ. ის სრულიად ახალ, განსხვავებულ შესაძლებლობებს დაგანახვებთ. თუ დილას გეჩვენებათ, რომ მარტო ყველა დავალებას ვერ გაუმკლავდებით, დღის მეორე ნახევარში საკუთარ შესაძლებლობებში ბოლომდე დარწმუნებული იქნებით. გირჩევთ, საღამოს სტუმრად წახვიდეთ - ახლა სახლის გარეთ ყოფნა გჭირდებათ.

 კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

ეს დღე ბევრ თავსატეხსა და საიდუმლოს უკავშირდება, რომელთა ამოხსნაც კუროს მოუწევს. ნუ მოუსმენთ „ჭკუის დამრიგებლებს“ - ისინი არასწორ რჩევებს გაძლევენ. უმჯობესია, საკუთარი სიბრძნე და ინტუიცია გამოიყენოთ. ისინი სწორი მიმართულებით წაგიყვანენ და თქვენს ყველა კითხვაზე პასუხს იპოვით. ეცადეთ, დღის მეორე ნახევარი ღია ცის ქვეშ გაატაროთ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

ეს დღე ახალ შესაძლებლობებს მოგიტანთ. შეგიძლიათ თამამად დადოთ გარიგებები, პარტნიორებს შეხვდეთ და თანამშრომლები დაიქირაოთ - ვერც კი შეამჩნევთ, რამდენად სწრაფად მოაგვარებთ ყველა ამოცანას და ყველაფერი საუკეთესოდ გამოვა. სრული უფლება გაქვთ, საღამოს მხიარულად და ხმაურიანად დაისვენოთ. მით უმეტეს, რომ განწყობაც შესაბამისი გაქვთ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

ეცადეთ, დღის უმეტესი ნაწილი სახლის გარეთ, სუფთა ჰაერზე გაატაროთ. ახლა ყველაზე მეტად განტვირთვა და დადებითი ენერგიის დამუხტვა გჭირდებათ. მუშაობა გიჭირთ, ახალი იდეები არ გაქვთ, მენეჯმენტი კი თქვენგან შეუძლებელს ითხოვს. ეცადეთ, ამ რიტმს საღამომდე გაუძლოთ, რადგან საღამოს, სახლში კვლავ სიმშვიდეს და საყვარელი ადამიანების მხარდაჭერას იგრძნობთ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

დღის პირველ ნახევარში გამორიცხული არ არის მცირე კონფლიქტი. გარშემო მყოფები თქვენს მხარს დაიჭერენ, ამიტომ განსაკუთრებულ პრობლემებს არ უნდა ელოდოთ. ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ, თუმცა საკუთარი პრინციპებზე უარი არ თქვათ. რაც მთავარია, პრობლემის მოგვარება სამომავლოდ არ გადადოთ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

ამ დღეს სამომავლო გზის არჩევა მოგიწევთ. ეცადეთ, არ აჩქარდეთ, რადგან ამ არჩევანზეა დამოკიდებული თქვენი კარიერა და ფინანსური მდგომარეობა. რჩევას არავისგან ელოდოთ - ყველაფერი თავად უნდა გადაწყვიტოთ. საყვარელი ადამიანის მხარდაჭერა საშუალებას მოგცემთ, ბნელი აზრებისგან გათავისუფლდეთ. ეცადეთ, მასზე მასზე თქვენი დაღლილობა და ცხოვრებით უკმაყოფილება არ გადაიტანოთ.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

პირადი ცხოვრების პრობლემები მუშაობაში ხელს გიშლით, მაგრამ კოლეგების დახმარებით და უსიამოვნო შეცდომებს თავიდან აიცილებთ. პრობლემების პირისპირ არც მეგობრები დაგტოვებენ. ახლობელ ადამიანთან ურთიერთობა გაგრძელდება, თუ მის ეშმაკობას დროულად მიხვდებით და შეწყვეტთ. ამ დღეს ადამიანების მოხიბვლის უნარი იმაზე უფრო სასარგებლო იქნება, ვიდრე ოდესმე.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

პლანეტების განლაგება პროფესიულ საქმიანობაში სიფრთხილისკენ მოგიწოდებთ. ეცადეთ გონივრულად იმოქმედოთ, მაგრამ მეტისმეტი სიფრთხილე საჭირო არაა. მეგობრები ქმედით დახმარებას ვერ გაგიწევენ, თუმცა მორალურად თქვენ გვერდით იქნებიან.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

ამ დღეს ეცადეთ, ყურადღება მნიშვნელოვან საკითხებზე გაამახვილოთ. ყოველდღიურ წვრილმანებზე დროს ნუ დაკარგავთ. პრობლემების მოგვარებას სამომავლოდ ნუ გადადებთ და მთელი ენერგია გადაჭრისკენ მიმართეთ. დახმარებაზე უარს ნუ იტყვით. ზოგჯერ ეს საშუალებას გაძლევთ, სიტუაციას სხვა თვალით შეხედოთ და საკუთარი შეცდომები დაინახოთ. დღის მეორე ნახევარში საშუალება გექნებათ დაისვენოთ და ურთიერთობით დატკბეთ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

თხის რქებს რთული და არახელსაყრელი დღე ელით. ამ დღეს სასურველ შედეგს შესაძლოა, დამქანცველი მუშაობის შედეგადაც კი ვერ მიაღწიოთ. სირთულეებთან გამკლავებაში იუმორის გრძნობა და ოპტიმისტური განწყობა დაგეხმარებათ. პირად ურთიერთობაში ყველაფერი მშვენივრადაა. გირჩევთ, აქტიური დასვენება და ერთობლივი მოგზაურობა დაგეგმოთ.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

თქვენი საიდუმლო გაცხადდება და მოვლენების ცენტრში აღმოჩნდებით. ახლობელი ადამიანების დასამშვიდებლად მთელი თქვენი დიპლომატიური უნარების გამოვლენა მოგიწევთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, დამნაშავედ გამოგაცხადებენ. საღამოს კი სიტუაცია გამოსწორდება და თავისუფლად ამოისუნთქავთ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

ენერგიით სავსე ხართ. ეცადეთ, ეს შესაძლებლობა სამუშაო და პირად ურთიერთობებში გამოიყენოთ. დღეს ისეთ საკითხში გაგიმართლებთ, რომელიც მახვილგონიერებას და სისწრაფეს მოითხოვს. ყველაფერში საუკეთესო შედეგს დადებთ, რასაც შეამჩნევენ და დააფასებენ.

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати