USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
Тбилиси
ასტროლოგი - რას გვპირდება 3 ივლისი?
дата:  2902

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 3 ივლისისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

ხელსაყრელი დღეა ცხოვრების მნიშვნელოვანი საკითხების შეცვლის, ახალი პროექტის დაწყების, ახალი ურთიერთობებისა და პრიორიტეტების გადახედვისთვის. ეცადეთ, ურთიერთობებისთვის მეტი დრო გამონახოთ - ვიღაც მომავალი მოგებიანი ბიზნესისთვის შესანიშნავ იდეას მოგაწვდით. უსმინეთ თქვენს შინაგან ხმას.

კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

ამ დღეს ახალი ემოციები და შთაბეჭდილებები გელით. ეცადეთ მუშაობის დროს მცირე პაუზა გააკეთოთ და ღრმად ჩაისუნთქოთ. მთავარია, რომ სიფრთხილე არ დაივიწყოთ და თუ შესაძლებელია, დაუფიქრებელი საქციელი არ ჩაიდინოთ. თუ პრობლემას სწორად მიუდგებით, ყველაფერი გამოგივათ

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

ეცადეთ სერიოზული სამუშაოსთვის განეწყოთ. ამ დღის წარმატება თქვენს მომავალ პროექტებსა და ფინანსურ მდგომარეობაზე დადებითად აისახება. კოლეგამ ან უბრალოდ ნაცნობმა ადამიანმა შეიძლება საინტერესო იდეა მოგაწოდოთ, რომელიც დამატებითი შემოსავლის მიღებაში დაგეხმარებათ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საქმის მიმართ დამოკიდებულება შეიცვალოთ და პრიორიტეტულ საკითხებზე დაფიქრდეთ. ცვლილებები თქვენს განწყობაზე, ემოციურ სტაბილურობასა და ენერგეტიკულ დონეზე დადებითად აისახება. საშუალება გექნებათ, რომ თქვენი შემოქმედებითი პოტენციალი სრულად გამოავლინოთ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

დღის პირველი ნახევარი რთული და დაბრკოლებებით სავსე იქნება. სერიოზული სამუშაოსთვის განწყობილი არ ხართ. გირჩევთ მნიშვნელოვანი საქმეები საღამოსთვის გადაიტანოთ, რადგან ახლა ძალიან დაბნეული ხართ და ყურადღების კონცენტრირება გიჭირთ. თუ ხვდებით, რომ პრობლემას დამოუკიდებლად ვერ უმკლავდებით, ნუ მოგერიდებათ, რომ დახმარება კოლეგებს სთხოვოთ - ამ დღეს გუნდური მუშაობა წარმატებული იქნება.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

ამ დღეს ფინანსებთან ან ქონებრივ დავებთან დაკავშირებულ საკითხებს მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ. თუ საჭირო დროს და საჭირო ადგილზე მოხვდით, შეიძლება სოლიდური თანხა გამოიმუშაოთ. ზამთრის შემდეგ ძალიან სასარგებლო იქნება სპორტული ვარჯიში ან სუფთა ჰაერზე ფეხით სიარული

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

წარმატებული და ნაყოფიერი დღეა. შეიძლება მაცდური და საინტერესო შეთავაზება მიიღოთ, რომელიც მომავალში ძალიან მოგებიანი იქნება. ამ დღეს უჩვეულოდ აქტიური და შედეგზე ორიენტირებული ხართ, რაც რთული ამოცანების ამოხსნაში დაგეხმარებათ. დღის მეორე ნახევარში კოლეგები ან მეგობრები ძალიან დაგეხმარებიან.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

ენერგიით სავსე ხართ და ეცადეთ, ეს დრო ყველაზე რთული და უსიამოვნო საკითხების მოსაგვარებლად გამოიყენოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ფინანსური საკითხებისა და სარისკო ტრანზაქციებისთვის დრო გამონახოთ. პირად ცხოვრებაში ყველაფერი შესანიშნავადაა - მთავარია, პარტნიორის რჩევა გაითვალისწინოთ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის დრო გონივრულად გაანაწილოთ. ეს დღე გაცილებით უფრო ნაყოფიერი იქნება, თუ ოჯახური პრობლემების მოგვარებას შეძლებთ. თუ მენეჯმენტის ყურადღების მიქცევას ცდილობთ, მეტი ორიგინალური და არასტანდარტული გადაწყვეტილება უნდა შესთავაზოთ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

თქვენმა თავშეუკავებელმა საქციელმა შეიძლება ვიღაც ძალიან შეურაცხყოს და ურთიერთობა დიდი ხნით გააფუჭოს. ეცადეთ, საკუთარი სიტყვები და ქმედებები აკონტროლოთ და გადაწყვეტილების მიღებამდე კარგად დაფიქრდეთ. იუმორის გრძნობა უხერხული სიტუაციის განმუხტვაში დაგეხმარებათ.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

ხელსაყრელი და მოვლენებით დატვირთული დღეა. ახალი პროექტების და იდეების განხორციელებას ადვილად ახერხებთ, გარშემო მყოფები თქვენს აზრებს და იდეებს ყურადღებით და პატივისცემით ეკიდებიან. დროა, ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის მოიცალოთ. ეცადეთ, ფეხით მეტი იაროთ და არ დაუშვათ ქრონიკული დაავადების გამწვავება.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

დროა, დიდი ხნის წინ თაროებზე შემოდებული საქმეები დაასრულოთ და ახლახან მიღებულ შეთავაზებაზე იფიქროთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ თქვენი ვალდებულებები და დაპირებები სრულყოფილად შეასრულოთ. საკუთარ ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციოთ.

культура
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати