USD 2.6964
EUR 3.1367
RUB 3.3786
Tbilisi
ასტროლოგი - რას გვპირდება 3 აპრილი?
Date:  818

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 3 აპრილისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

ამ დღეს კოლეგებთან საერთო ენის პოვნას და საქმიანი ურთიერთობის დამყარებას ადვილად შეძლებთ. ეს თქვენს პოზიციებს გააძლიერებს და შესაძლოა, კარიერულ წინსვლაშიც კი დაგეხმაროთ. აქტიური და ენერგიული ხართ, რაც საშუალებას მოგცემთ, ხელსაყრელ შედეგს მიაღწიოთ. შეეცადეთ, ყველა ის შეცდომა გამოასწოროთ, რომელიც უახლოეს წარსულში დაუშვით.

კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

კუროსთვის დღის პირველი ნახევარი ძალიან აქტიური იქნება, თუმცა, ვარსკვლავები გირჩევენ, მეტი სიფრთხილე გამოიჩინოთ და შეცდომების გამოსარიცხად ყველა საბუთი გადაამოწმოთ. მაღაზიებში სიარულისა და შოპინგისთვის არახელსაყრელი დღეა. მოსალოდნელია მცირე გაუგებრობა საყვარელ ადამიანებთან ან კოლეგებთან ურთიერთობაში. შეეცადეთ, მეტი უსმინოთ, ვიდრე ისაუბროთ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

ამ დღეს სიზარმაცისა და ცუდი განწყობის შემოტევებს უნდა გაუმკლავდეთ. ყურადღება არ მოადუნოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეცდომების თავიდან აცილებას ვერ შეძლებთ. ვარსკვლავები გირჩევენ, ახალი პროექტის განხორციელების დროს ფინანსურ მოგებაზე მეტი იფიქროთ. ნუ გადადებთ ხვალისთვის იმას, რისი დასრულებაც დღეს შეგიძლიათ. მოგვიანებით, ამისთვის საკუთარ თავს მადლობას ეტყვით.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

რთული, ემოციურად დაძაბული დღეა. კოლეგასთან ან მეგობართან უწყინარი საუბარიც კი შეიძლება კამათში ან ჩხუბში გადაიზარდოს, ამიტომ ეცადეთ, ურთიერთობები მაქსიმალურად შეზღუდოთ და მთელი ყურადღება მუშაობაზე გადაიტანოთ. თუ მონათესავე სულს ეძებთ, 3 აპრილს შესაძლებელია მნიშვნელოვანი შეხვედრა. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ არ გადაიღალოთ - ზედმეტმა მუშაობამ შეიძლება ჯანმრთელობაზე უარყოფითად იმოქმედოს.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

ეცადეთ, ეს დღე აქტიურად გაატაროთ - ღონისძიებებს დაესწარით და საქმიან ადამიანებს შეხვდით. ზოგი მათგანი შეიძლება მომავალი პროექტების განხორციელებაში დაგეხმაროთ და მფარველობა გაგიწიოთ. რისკების და ექსპერიმენტების ნუ შეგეშინდებათ. თქვენთვის ხელსაყრელი გარემო და კეთილგანწყობილი ადამიანები წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

პიროვნული ხიბლისა და კეთილგანწყობის წყალობით ნებისმიერ შეკრებაზე ყურადღების ცენტრში მოექცევით. ეცადეთ, ეს უპირატესობა პროფესიული მდგომარეობის გაუმჯობესებისა და მენეჯმენტის მხარდაჭერის მიღებისთვის გამოიყენოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, პრინციპულად იმოქმედოთ, რისკისა და ახალი გარემოებების არ შეგეშინდეთ. გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად ეცადეთ, საკუთარი აზრები და მოთხოვნები სწორად, მკაფიოდ და გასაგებად გამოხატოთ და კონფლიქტები თავიდან აიცილოთ.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

მკაფიოდ შედგენილი სამოქმედო გეგმა სასურველი შედეგის მიღწევაში დაგეხმარებათ. საკუთარი წარმატებების რეკლამირების ნუ მოგერიდებათ. შესაძლოა, ისეთი ადამიანის ყურადღება მიიქციოთ, რომელიც მომავალში თქვენი საიმედო დასაყრდენი გახდება. ნუ გადაიღლებით, თორემ შეიძლება დღის ბოლოს თავი შეუძლოდ იგრძნოთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

რთული, ემოციებით დატვირთული დღისთვის უნდა მოემზადოთ. დღის განმავლობაში უამრავი პრობლემის გადაჭრა მოგიწევთ. მთავარია, ემოციებისგან გათავისუფლდეთ და პრობლემებს ცივი გონებით შეხედოთ. გახსოვდეთ, რომ ზომიერი ფიზიკური აქტივობა თქვენს განწყობას და ჯანმრთელობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

გსურთ, რომ საკუთარ თავს და ახლობლებს ასიამოვნოთ, მაგრამ ხვდებით, რომ ახლა ამისთვის საუკეთესო დრო არაა. პოზიტიური ემოციების წყურვილი დაუფიქრებელი მოქმედებისკენ გიბიძგებთ, რომელსაც მალე ინანებთ. თავი შეიკავეთ დაუგეგმავი ხარჯებისგან და ეცადეთ, ფულის დაგროვება დაიწყოთ.

დღის მეორე ნახევარი ტრავმების თვალსაზრისით საშიშია, ფრთხილად უნდა იყოთ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

ამ დღეს სწრაფად მოქმედება მოგიწევთ, რათა ყველაფერი დროულად დაასრულოთ. ენერგიით სავსე ხართ, რაც ამოცანების შესრულებაში გეხმარებათ. გაუზიარეთ თქვენი გეგმები და იდეები მეგობრებს და შესაძლოა, საიმედო მოკავშირე იპოვოთ. სავარაუდოდ, ახალი ურთიერთობები სწრაფად განვითარდება და ბევრ სასიამოვნო სიურპრიზს მოგიტანთ.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

დროა, საქმეები, რომლებიც ყველაზე მაღალ თაროზე შემოაწყვეთ და დაივიწყეთ, ჩამოიღოთ და დაასრულოთ. ენერგიით სავსე ხართ და შეგიძლიათ ყველაზე რთულ ამოცანებს გაუმკლავდეთ. გირჩევთ, გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღოთ, რადგან რჩევა, რომელსაც დღეს მოისმენთ, უფრო საზიანოა, ვიდრე სასარგებლო. საღამოს სუფთა ჰაერზე სეირნობა სტრესის მოხსნაში დაგეხმარებათ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

ამ დღეს გუნდური მუშაობა ინდივიდუალურზე უკეთეს შედეგს მოიტანს. სამსახურის შემდეგ მეგობრებთან შეხვედრა სასიამოვნო ემოციების გარდა, სარგებელსაც მოგიტანთ - შეიძლება მათი დახმარებით მტკივნეულ პრობლემასთან გამკლავების გზა აღმოაჩინოთ. თუ შესაძლებელია, ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ.

analytics
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაახლოება სამხრეთ კავკასიისთვის კი ძალიან დიდი უპირატესობაა მაგრამ საქართველოზე გამავალი შუა დერეფნისათვის ეს ყველაფერი სერიოზული დარტყმა იქნება - გიორგი კობერიძე
თავს თუ არ მოვიტყუებთ დასავლეთის ჩართილობით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაახლოება სამხრეთ კავკასიისთვის კი ძალიან დიდი უპირატესობაა და რეგიონის მიზიდულობასაც გაზრდის, მაგრამ საქართველოზე გამავალი შუა დერეფნისათვის ეს ყველაფერი სერიოზული დარტყმა იქნება. ამერიკის მცდელობა იშუამდგომლოს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, განპირობებულია ორი მარტივი და ერთმანეთზე დამოკიდებული მიზნით:
 
1. ზანგეზურის დერეფნის ირიბი კონტროლი: - აშშ-ს მიზანია არ დაუშვას ირანის, ჩინეთისა და რუსეთის გავლენა ამ ახალ საერთაშორისო ეკონომიკურ მიმართულებაზე. პირიქით, ამ დერეფნის ვაშინგტონზე დამოკიდებულებაა პრიორიტეტი. მეთოდურად, ამერიკული გავლენისა და არაპირდაპირი კონტროლის უკან უამრავი მექანიზმი არსებობს: ამერიკული კერძო კომპანიების მეშვეობით, ინვესტიციებით, გზის უსაფრთხოების ვალდებულებით, საერთაშორისო მისიით, სამმხრივი პარტნიორობით, რეჟიმების მხარდაჭერით, რაიმე სახის ხელშეკრულებით და ასე შემდეგ. მეთოდი ბევრია, გავლენებისა და ირიბი კონტროლის ზრდა კი ამ ყველაფრიდან გამომდინარეობს.
 
2. შუა დერეფნის შიგნით ალტერნატივების გაჩენა: - ამერიკელებს უყვართ გამოთქმა, რომ არასდროს უნდა ჩადო ყველა კვერცხი ერთ კალათაში. საქართველოზე გამავალი შუა დერეფანი თითქმის უალტერნატივო იყო. რუსული ანუ ჩრდილოეთის დერეფანი დახურულია. წითელი ზღვის საზღვაო დერეფანი ორი წელია საბრძოლო ზონადაა ქცეული, ირან-ისრაელის ომებმა ახლო აღმოსავლეთის საჰაერო გზაგამტარიც არასტაბილურად აქცია და კავკასიაზე გადმორთო. ამ ყველაფრიდან და სომხეთ-აზერბაიჯანული დაპირისპირებიდან გამომდინარე საქართველო ერთ-ერთ ძირითად ეკონომიკურ დერეფნად რჩებოდა. ყოველ შემთხვევაში ბოლო 25 წელიწადი ასე იყო მოაზრებული და საქართველოც ასე პოზიციონირებდა.
 
ახლა კი საქართველოსთან დაკავშირებით განწყობები იცვლება და სხვადასხვა კალათის მნიშვნელობა იზრდება: ამერიკელი და ევროპელი ანალიტიკოსები ღიად საუბრობენ რომ ზანგეზურის ალტერნატივა უნდა ამუშავდეს და დაიტვირთოს, რომლის მნიშვნელობა ეკონომიკურიც იქნება და პოლიტიკურიც. ეკონომიკურში იმას გულისხმობენ, რომ გზა მოკლდება აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის: სომხეთზე გამავალი გზა უფრო მოკლე იქნება ვიდრე საქართველოზე გამავალი. ამასთან, ზანგეზურის გზით სომხეთის სამხრეთული სიუნიქის პროვინციაც გამოცოცხლება და აზერბაიჯანის ნახიჩევანიც. სწორედ ამ უკანასკნელიდანაა ალიევების ოჯახი. შესაბამისად, ბაქოს დამატებითი მოტივაციაც აქვს ნახიჩევანის გასავითარებლად და იქ გზის დასატვირთად.
 
ეკონომიკური გასაგებია, მაგრამ შეფასებებში პოლიტიკური განზომილება ყველაზე სამწუხარო და თვალშისაცემია: დასავლური ანალიტიკური ორგანიზაციები ღიად აცხადებენ, რომ საქართველო რუსულ და ჩინურ ორბიტაზეა გადასული, შესაბამისად, მისდამი ნდობა აღარ არსებობს. ამიტომ, მათი არგუმენტებით, აუცილებელია შეიქმნას ახალი პოლიტიკური საყრდენი კავკასიაში, რომელიც რუსეთის გავლენების მიღმა იქნება.
ვახსენოთ თურქეთიც: ანკარასათვის სომხეთის ეკონომიკური მიბმა გავლენის ზრდასთანაა დაკავშირებული. რაც უფრო სუსტად იქნება წარმოდგენელი რუსეთი სომხეთში, ნიშნავს რომ თურქეთი მით უფრო გაძლიერდება იქ. სომხეთთან შედარებით თურქეთი ეკონომიკური გიგანტია და მისი შესვლა ახალ ბაზარზე დიდი ეფექტის მქონე იქნება და პოლიტიკურად გადათარგმნის პერსპექტივაც ექნება. ეს ერთ და ორ დღეში არ მოხდება, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ორ ქვეყანას შორის, ოფიციალურ დონეზე ხისტი რიტორიკა სრულიად შეცვლილია.
 
ცხადია, სომხეთის რუსეთისაგან სრულად ჩამოხსნაზე საუბარი ამ ეტაპზე გადაჭარბებულია, მაგრამ მოსკოვი რომ გავლენებს კარგავს ეს შესანიშნავია. კვლევითი ორგანიზაციები არაორაზროვნად საუბრობენ, რომ წაგებულებს შორის რუსეთი, საქართველო და ჩინეთია. თუმცა ეს უკანასკნელი თურქეთთანაც გამონახავს ენას. რუსეთს სომხეთში ბევრი სვლა არ აქვს საბოტაჟებისა და გადატრიალების გარდა (და ომებისაგან განსხვავებით ისინი მას ძალიან კარგად გამოსდის). ისიც მოსალოდნელია, რომ დასავლეთის ჩართულობის ხელის შესაშლელად მოსკოვი ყველა ღონეს იხმარს და მათ ნაწილს უკვე ხმარობს კიდეც - სომხეთში არეულობა და გადატრიალება სცადა მან - ამ თემაზე გამოძიება სომხეთში ახლაც მიმდინარეა. არც ჩინეთი იქნება გულხელდაკრეფილი.
 
რაც შეეხება საქართველოს: ახლა საქართველოში ჩატარებული ნატოს წვრთნები Agile Spirit სწორედ იმის მანიშნებელი იყო, რომ აშშ კვლავ ცდილობს კავშირების შენარჩუნებას აქ. საქართველოს რუსულ ბანაკში საბოლოო აღმოჩენა შავ ზღვაზე რუსეთის გაძლიერებას და კავკასიაში მოსკოვის გავლენების ზრდას მოასწავებს. ამასთან, ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით საქართველოში უკვე ბევრი რამაა მოწყობილი, თუმცა ისიც ვიხილეთ, რომ აზერბაიჯანში საგზაო ინფრასტრუქტურას ძალიან დიდი სისწრაფით აშენებენ ხოლმე. ჩვენ ისეთ რეგიონში ვართ, სადაც ცვლილებებისათვის საერთაშორისო პოლიტიკური ნება ყველაზე მნიშვნელოვანია ხოლმე. ეს პოლიტიკური ნება კი დასავლეთს როგორც ჩანს აქვს. პოლიტიკურ ნებას კი ინვესტიციები მიჰყვება ხოლმე, ინვესტიციებს კი დაცვა სჭირდება. შესაბამისად, ჩაანაცვლებს თუ არა საქართველოს ზანგეზურის დერეფანი საკითხავია, მაგრამ მნიშვნელობას კი ნამდვილად შეამცირებს.
 
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way