USD 2.7263
EUR 3.1870
RUB 3.4187
თბილისი
ასტროლოგი - რას გვპირდება 3 აგვისტო?
თარიღი:  4324

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 3 აგვისტოსათვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

გრძნობთ, რომ გარშემო მყოფი ადამიანებისთვის ავტორიტეტული და დაფასებული ადამიანი ხართ. ეცადეთ, ეს ხელსაყრელი სიტუაცია თქვენ სასარგებლოდ გამოიყენოთ.
სავარაუდოდ, შეხვდებით ადამიანს, რომელიც თქვენზე ძლიერ გავლენას მოახდენს და ძალიან დიდხანს ვერ დაივიწყებთ. მნიშვნელოვანი ცვლილება გელით, რომელიც თქვენს პირად ცხოვრებაზე იმოქმედებს.

კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

სავარაუდოდ, ამ დღეს გარკვეული დაძაბულობა და ფულის ხარჯვა გელით, რამაც შეიძლება თქვენი ბიუჯეტი სერიოზულად დააზარალოს.
თავის მართლებისთვის მოემზადეთ, რადგან შეიძლება ოჯახის წევრებმა არაადეკვატური გადაწყვეტილებების მიღებაში დაგადანაშაულონ.
ეცადეთ ნაკლებ იმპულსური იყოთ და დაპირისპირებებს მოერიდოთ, რადგან იმაზე მეტს დაკარგავთ, ვიდრე მოიგებთ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

სამსახურში განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეთ წვრილმან დეტალებზე.
შესაძლოა, თავი შეგახსენოთ ძველმა დაავადებამ, რომლის მკურნალობაც ბოლომდე არ მიიყვანეთ - თუ ორგანიზმი სიგნალს მოგცემთ, ექიმთან ვიზიტს ნუ გადადებთ.
საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში მეტი მზრუნველობა და გულწრფელობა უნდა გამოიჩინო და მალე თქვენი ოპტიმიზმი ისევ დაბრუნდება.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

ამ დღეს უმცირესი კონფლიქტი შეიძლება სკანდალად იქცეს. უსიამოვნო შედეგების თავიდან ასაცილებლად, დაპირისპირებას მოერიდეთ და დიალოგის რეჟიმი შეინარჩუნეთ. არის დღეები, როდესაც ყველაზე მეტად თავშეკავება ფასობს.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

რასაც თქვენი ნიშანი ყველაზე მეტად ვერ იტანს, ეს არის ეჭვიანობაა! თქვენსა და საყვარელ ადამიანს შორის კონტაქტის ნაკლებობამ შესაძლოა კამათი და დაპირისპირება გამოიწვიოს.
აუცილებელი არაა, რომ უმცირეს შენიშვნაზე მწვავე რეაქცია გქონდეთ. პირიქით, ეცადეთ დაძაბულობა გულწრფელი საუბრით განხმუხტოთ. მალე თქვენი ძველი მტრები თქვენი საუკეთესო მეგობრები გახდებიან.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

ეს დღე ქალწულებს პირად ურთიერთობაში ჰარმონიასა და საქმეში წარმატებას ჰპირდება.
მარტოხელა ქალწულს სასიამოვნო რომანტიკული სიურპრიზი ელის, დაოჯახებულმა კი ეს დღე საყვარელ ადამიანთან ერთად უნდა გაატაროს.
საინტერესო საქმიანი წინადადებებს მიიღებენ განათლების, მედიცინის ან ჟურნალისტიკის სფეროებში დასაქმებული სასწორები.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

საკუთარ შესაძლებლობებში ბოლომდე დარწმუნებული ხართ და იცით, როგორ გამოიყენოთ პიროვნული ხიბლი მიზნის მისაღწევად. ეცადეთ ამ ეიფორიამ არ გაგიტაცოთ, რადგან ადამიანების გრძნობებით თამაში საბოლოოდ დიდი იმედგაცრუებით დასრულდება.
სამსახურში ფინანსური მდგომარეობის მხრივ გარკვეული საფრთხეები არსებობს - გირჩევთ ფინანსურ საკითხებში უცნობ ადამიანებს არ ენდოთ

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

სამსახურში ნაყოფიერი დღე გელით. როგორც კოლეგებთან, ისე უფროსებთან შესანიშნავი ურთიერთობა გაქვთ, რაც წვრილმანი პრობლემების წარმატებით მოგვარებაში დაგეხმარებათ.
საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში მოსალოდნელია სირთულეები, მაგრამ ეცადეთ, საქმე დაპირისპირებამდე არ მიიყვანოთ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

ამ დღეს შესაძლოა ზურგთან და ხერხემალთან დაკავშირებულმა პრობლემებმა შეგაწუხოთ, ამიტომ მოერიდეთ მძიმე ნივთების ტარებას და ფიზიკურ დატვირთვას.
შეიძლება ისეთი განცდა გაქვთ, რომ საყვარელ ადამიანს თქვენ მიმართ გრძნობები გაუქრა, მაგრამ ასე არ არის. ასტრალური კლიმატი დაგეხმარებათ, რომ ოჯახურ ცხოვრებაზე თქვენი წარმოდგენა უკეთესობისკენ შეცვალოთ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

თქვენი პარტნიორი „ცალი ყურით“ გისმენთ და თქვენ მიმართ ადრინდელზე ნაკლებ ინტერესს იჩენს? მშვიდად მიანიშნეთ, რომ ნაწყენი ხართ და საკუთარი თავის ფასი მშვენივრად იცით.
შესაძლოა, კოლეგის ან უფროსის არაკეთილგანწყობას შეეჯახოთ. ნუ ცდილობთ, რომ მსხვერპლის როლი მოირგოთ.
მოულოდნელი შემოსავალი განწყობას აგიმაღლებთ.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

ფინანსური თვალსაზრისით, ყველაფერი რიგზეა, თუმცა ეცადეთ მდგომარეობის შეფასებისთვის დრო გამონახოთ და ხარჯისა და შემოსავლის გამოთვლა დაიწყოთ, რათა ფინანსური მდგომარეობის სრული სურათი გქონდეთ. ეს საშუალებას მოგცემთ ფული უფრო გონივრულად ხარჯოთ და უსარგებლო შესყიდვებზე უარი თქვათ..

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

თქვენი რომელიღაც საქციელი პარტნიორის ეჭვიანობას გამოიწვევს. ეცადეთ. ის თქვენი გრძნობების გულწრფელობაში დაარწმუნოთ.
როგორც წესი, მახვილი ინტუიცია გაქვთ, მაგრამ არა ამ დღეს - თქვენ ვერ გრძნობთ იმას, რასაც სხვები გრძნობენ. თქვენი ბიორიტმები შემცირებულია და ნორმალურ მდგომარეობას რამდენიმე დღეში დაუბრუნდებით.

ანალიტიკა
13.08.2025 - საბრძოლო მოქმედებების მიმოხილვა დონეცკის ოლქში - გიორგი კობერიძე
ალასკის კონფერენციამდე რუსები დიდი მსხვერპლისა და ტექნიკის განადგურების ხარჯზე დაწოლას ახორციელებენ უკრაინული პოზიციების წინააღმდეგ და მაქსიმალურად დიდი ტერიტორიის დაკავებას ცდილობენ. კრემლი ფიქრობს, რომ მოლაპარაკებებისას რაც უფრო უკეთესი პოზიცია გაქვს სამხედრო თვალსაზრისით, მით უფრო ადვილად შეგიძლია მოითხოვო პოლიტიკური თვალსაზრისით.
 
ფრონტის ხაზი დონეცკის ოლქში პირველი მსოფლიო ომის ვითარებას მოგვაგონებს. სანგრები, სპეციალური ფორტიფიკაციები და საარტილერიო ჭურვების დაცემისაგან გაკეთებული კრატერები გვხვდება განსაკუთრებით პოკროვსკისა და დობროპოლიას მონაკვეთზე.
- რუსებმა წარმატებული გარღვევა განახორციელეს პოკროვსკის ჩრდილოეთით, დობროპილიას სიახლოვეს. ამ ყველაფერს ჯერ მასირებული საარტილერიო და საავიაციო დაბომბვა უძღოდა წინ, შემდეგ გვერდი აუარეს რამდენიმე უკრიანულ საყრდენ პუნქტს და ბოლო ერთ კვირაში დაახლოებით 10 კილომეტრი წაიწიეს წინ, რაც საკმაოდ დიდი წინსვლაა ომის მოცემული დინამიკიდან გამომდინარე. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ეს დივერსანტებისა და მცირე ჯგუფების შეტევას ჰგავდა, როგორც ჩანს რუსებმა საკმაოდ დიდი ძალები ჩართეს ამ გარღვევის განსახორციელებლად.
 
- ამის საპირისპიროდ და რუსული გარღვევის შესაკავებლად გუშინ უკრაინელებმა წამოიწყეს კონტრშეტევა, რამაც დღეს ფართომასშტაბიანი სახე მიიღო. კონტრშეტევაში ჩაბმულია აზოვის ბრიგადაც. რუსები საკმაოდ დიდ ფსონს დებენ ამ გარღვევაზე და ცოცხალი ძალის შტურმითა და საარტილერიო დარტყმებით ცდილობენ უკრაინული კონტრშეტევის ჩაშლას, თუმცა მათი მხრიდან გარღვევის ვიწრო ყელი 5 კილომეტრია, რაც უკრაინელთა მხრიდან გადაჭრისა და მათი დატყვევების საშუალებას ქმნის.
 
დეტალები რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი (თუმცა გარკვეული პოზიტიური სიგნალები და რუსი ტყვეების შესახებ ინფორმაცია არის, მაგრამ სრულ სურათში როგორია ვითარება ნაადრევია თქმა). თუკი რუსული შეტევა ჩავარდება, ეს მათთვის მნიშვნელოვანი დემორალიზების წყარო გახდება. შესაძლოა ვიხილოთ ტყვეებიც. წარმატების შემთხვევაში კი მათი მხრიდან დობროპილიასათვის საფრთხის შექმნა ან ფორტიფიცირებულ უკრაინულ ქალაქ დრუჟკივკასაკენ გადახვევა გამორიცხული არ იქნება, ისევე როგორც კრამატორსკი-დობროპილიას გზის გადაჭრის საშუალებაც.
 
- უფრო სამხრეთით, რუსები ცდილობენ დობროპილია-პოკროვსკის მომარაგების ხაზი გადაჭრან. პოკროვსკი-მირნოჰრადის აგლომერაციისაკენ მაგისტრალური ორი მთავარი გზა მიემართება. მიუხედავად იმისა, რომ რუსები მათ აქტიურად ბომბავენ, უკრაინელები მაინც ახერხებენ ორივე მათგანის შენარჩუნებას და ტვირთების გატარებასაც. რუსული მომარაგება ძირითადად რკინიგზით ხდება, ხოლო შეტევისას ისინი სამანქანო გზებსა და მათ მომიჯნავე ტერიტორიებს მიუყვებიან. საბრძოლო წარმატება მომარაგებაზეცაა დამოკიდებული. უკრაინული დრონები განსაკუთრებით აქტიურობენ ამ სექტორში, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს რუსების შეტევის სისწრაფესა და მათი ლოჯისტიკისათვის საფრთხის შექმნას. იმავეს ცდილობენ რუსებიც.
 
- დონეცკის ოლქში, პოკროვსკისა და დობროპილიას გარდა, უკრაინას ოთხი მთავარი ქალაქი აქვს ფორტიფიცირებული: კოსტიანტინივკა, დრუჟკივკა, კრამატორსკი და სლოვიანსკი. ამ ქალაქების აქტიური ფორტიფიცირება 2022 წლიდან მიმდინარეობს, თუმცა შეტაკებები ჯერ კიდევ 2014 წელს დაფიქსირდა, როდესაც რუსი ბანდფორმირებები აღნიშნული დასახლებებიდან ბრძოლით გაყარეს და შემდეგ უკრაინული თავდაცვის ზღუდეები შეიქმნა აქ. სანამ ეს ქალაქები დგას, მანამდე დონეცკის ოლქის უმნიშვნელოვანესი ნაწილი უკრაინელთა ხელში რჩება. ამ ქალაქების დაცემის შემთხვევაში არამხოლოდ დონეცკის ოლქს იგდებენ რუსები ხელში, არამედ დანარჩენ აღმოსავლეთ უკრაინასაც დაემუქრება საფრთხე.
 
სწორედ ამ ქალაქების დათმობას სთხოვს რუსეთი უკრაინას მოლაპარაკებების წინაპირობად. ანუ ჯერ დათმე ეს ქალაქები და მერე შევძლებთ მოლაპარაკებებსო. და თან ეს ყველაფერი ზაპორიჟიას, ხერსონისა და ლუგანსკის ოლქების დათმობასთან ერთად. თავი რომ დავანებოთ დანარჩენ რეგიონებს, ამ ოთხი ფორტიფიცირებული ქალაქის დაკარგვა, უკრაინის უსაფრთხოებისათვის ძალიან სერიოზულ პრობლემად გადაიქცევა. დნიპროპეტროვსკის ოლქში, პავლოგრადამდე დიდი დასახლება აღარცაა. შესაბამისად, ის, რასაც რუსები ითხოვენ, უკრაინული უსაფრთხოების სისტემისათვის მნიშვნელოვანი დარტყმა იქნება.
 
- შედარებით უკეთესი სიტუაციაა სლოვიანსკის აღმოსავლეთით, ლიმანის მიმართულებაზე, ლუგანსკის ოლქის მომიჯნავედ, სადაც უკრაინელებმა რუსეთის მხრიდან წარმოებული რამდენიმე მასირებული შეტევის მოგერიების შემდეგ თავად დაიწყეს ჯერჯერობით ლოკალური კონტრშეტევა. გამოითქვა მოსაზრება, რომ თუკი წელს კონტრშეტევა იქნება, უკრაინელებმა სწორედ ლუგანსკის მიმართულებაზე უნდა გააკეთონ აქცენტი კვლავ. ეს პოლიტიკურადაც გამართლებული იქნება და სამხედრო თვალსაზრისითაც. პოლიტიკურად იმიტომ, რომ იმ რეგიონში დაბრუნდება საბრძოლო მოქმედებები, რომელსაც რუსეთი ამბობს, რომ სრულად აკონტროლებს (თუმცა ეს არ შეესაბამება სინამდვილეს), ხოლო სამხრედრო თვალსაზრისით იმიტომ, რომ ამ რეგიონს ახლა რუსული საუკეთესო ნაწილები არ იცავენ, თუმცა მომარაგების ხაზების ნაწილი სწორედ მასზე გადის, ისევე როგორც სამეთაურო პუნქტები (კრემინასა და ლისიჩანსკში). შეტევის წარმატებით დასრულების შემთხვევაში კი ხარკივის ოლქში, ქალაქ კუპიანსკისაც მოეხსნება საფრთხე. თუმცა 2022 წლის ბოლოდან ლუგანსკის ოლქის ჩრდილოეთ ნაწილი საკმაოდ ფორტიფიცირებულია რუსეთის მიერ.
 
- რაც შეეხება მოლაპარაკებებს. ტრამპის რიტორიკა ტერიტორების დათმობა-გაცვლასთან დაკავშირებით რას გულისხმობს არაა ნათელი, მაგრამ უკრაინა და ევროპა მას ვერ დასთანხმდება. ტერიტორიების გადაცემა რუსეთისათვის არამხოლოდ პოლიტიკურად იქნება ძალიან მძიმე დარტყმა საერთაშორისო უსაფრთხოებისათვის, არამედ შეაჩერებს თუ არა ომს ესეც საკითხავია, რადგან რუსეთი უბრალოდ არ აღიარებს უკრაინის უფლებას იყოს სუვერენული სახელმწიფო. ამასთან ცნობილია რომ 2003 წელს უკრაინა-რუსეთს შორის საზღვრის დადგენის შესახებ შეთანხმება დაიდო, რომელზეც რუსეთის მრიდან პუტინმა მოაწერა ხელი, მაგრამ რატიფიცირებიდან 10 წელიწადში თავადვე დაარღვია ის - რუსული სტილია ის, რომ ის ომს იწყებს და არღვევს შეთანხმებებს მაშინვე, როდესაც ის თავს ძლიერად იგრძნობს. დღეს კი უფრო სწრაფად ვითარდება მოვლენები. შესაბამისად, დაპყრობითი ომის წარმატება მიეცეს რუსეთს და უკრაინამ სანაცვლოდ უსაფრთხოების გარანტია თუ ვერ მიიღო, ეს უკრაინასთან ერთად ევროპის (და ჩვენი) უსაფრთხოების სისტემის ჩამოშლაც იქნება.
 
ევროპელები და უკრაინელები მოლაპარკებების წინაპირობად უპირობო ცეცხლის შეწყვეტას ასახელებენ, რომლის უარყოფის შემთხვევაშიც რუსეთს ტოტალური სანქციები უნდა დაედოს.
 
2018 წელს როდესაც პუტინსა და ტრამპს შორის შეხვედრა შედგა ჰელსინკიში ისე ჩანდა თითქოს პუტინი უფრო მძლავრად გამოიყურებიდა, ტრამპი კი დაბნეული იყო, მაგრამ მალევე შეიცვალა ვითარება და რუსეთმა ამ შეხვედრიდან ბევრი ვერაფერი მიიღო გარდა პოლიტიკური კაპიტალისა. შესაძლოა ახლაც იგივე სურათი ვიხილოთ.
 
თუმცა აშშ-ს ძალიან გამოცდილი დიპლომატი და ნაციონალური უსაფრთხოების ყოფილი მრჩეველი ჯონ ბოლტონი აღნიშნავს, რომ ტრამპი ახლა უფრო სერიოზულად ემზადება შეხვედრისათვის, ვიდრე ეს 7 წლის წინ იყოო. მან იცის, რომ ამ შეხვედრამ შეიძლება მისი პრეზიდენტობის საგარეო პოლიტიკური მემკვიდრეობაც კი განსაზღვროსო, თუმცა ძალიან სერიოზული პრობელმაა ის, რომ ტრამპს ახლა შეთანხმება უფრო უნდა ვიდრე მაგიდაზე ხელის დაკვრაო. მიუხედავად ამისა, შეიძლება ტრამპს არ მოუნდეს სუსტ და დამთმობ ლიდერაც წარმოჩენა. მისი გუნდიც კარგად ემზადება შეხვედრისათვის. თუმცა ომის დანაშაულებისათვის ძებნილ პუტინთან შეხვედრა უკვე გარკვეული დათმობაა.
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.