რას გვირჩევენ ვარსკვლავები 29 სექტემბრისთვის:
ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)
პრობლემა, რომელზედაც დიდი ხანია მუშაობთ, შესაძლოა დღეს წარმატებით მოგვარდეს. სავარაუდოდ, მისი გადაჭრის გზა ძალიან გაგაოცებთ, მაგრამ შედეგი სასიამოვნო და სასურველი იქნება. საყვარელი საქმიანობა დადებითი ემოციებით დაგმუხტავთ. გირჩევთ, საღამოს დსპორტდარბაზში წახვიდეთ ან გაისეირნოთ.
კურო (21 აპრილი - 21 მაისი)
ეცადეთ ეს დღე სახლის გარეთ, აქტიურად გაატაროთ. გარემოებები სწრაფად იცვლება, ამიტომ ყურადღება არ უნდა მოადუნოთ და სამოქმედო გეგმები შექმნილი ვითარების მიხედვით შეადგინოთ. სახლში ავეჯის გადაადგილება ან ახალი დეკორაციების შექმნა დადებით ემოციებს მოგიტანთ.
ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)
ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ეს დღე მეგობრების ან თანამოაზრეების გარემოცვაში გაატაროთ. გუნდური მუშაობა შესაძლებლობას მოგცემთ, რომ თქვენი საუკეთესო უნარები გამოავლინოთ და ორიგინალური იდეები განახორციელოთ. ხელსაყრელი დღეა პატარა მოგზაურობისთვი
კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)
ცდილობთ, ძველებური ხალისი და ოპტიმიზმი დაიბრუნოთ. შესაძლოა, რაღაც უჩვეულო საკითხის გადაჭრა მოგიწიოთ, რომელიც ასევე განსხვავებულ მიდგომას მოითხოვს. სავარაუდოდ, პირად ურთიერთობებში ცვლილება გელით და მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, როგორ კვალს დატოვებს ის თქვენს ცხოვრებაში. მშვენიერი დროა სახლის კეთილმოწყობისთვის.
ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)
შესაძლოა, სურვილი აისრულოთ და ემოციებმა აგავსოთ. ამ დღეს მნიშვნელოვან სიახლეებს გაიგებთ და აქტიურ მოქმედებას შეუდგებით. კოლეგის ან საქმიანი პარტნიორის დახმარებით, სერიოზული დაბრკოლების გადალახვას შეძლებთ და შესაძლოა, მნიშვნელოვანი ფინანსური შემოსავალი მიიღოთ.
ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)
შრომისმოყვარეობა და აქტიურობა სასურველი შედეგის მიღწევაში დაგეხმარებათ. არ დაივიწყოთ პირობა, რომელიც ახლობელ ადამიანს მიეცით და ამ დრომდე ვერ შეასრულეთ. დღის მეორე ნახევარში თავს დაღლილად და ძალაგამოცლილად იგრძნობთ, მაგრამ ხანმოკლე შესვენებაც კი საკმარისია, რომ ისევ ენერგიით აივსოთ.
სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)
ამ დღეს მიზანს მხოლოდ მოკავშირეებთან და თანამოაზრეებთან ურთიერთობით მიაღწევთ. ადამიანები, რომლებიც ყოველთვის და ყველაფერში მხარს გიჭერენ, არც ამჯერად მიგატოვებენ. საკუთარი იდეების გამოხატვის არ უნდა შეგეშინდეთ - ამით შეიძლება ახალი შეთავაზებები მიიზიდოთ.
მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)
იუმორის გრძნობა მნიშვნელოვანი დავალების შესრულებაში ან ჩახლართულ სიტუაციაში გარკვევაში დაგეხმარებათ. დღის მეორე ნახევარში ეცადეთ უარყოფითი ემოციები და სიზარმაცის შეტევები დაძლიოთ.
მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)
ხელსაყრელი დღეა გაჭიანურებული საქმეების დასრულებისა და შედეგების შეჯამებისთვის, თუმცა ეს ფინანსურ სფეროს არ ეხება. შესაძლოა, თქვენგან ისეთი ნაბიჯის გადადგმა მოითხოვონ, რომლის შედეგები დიდხანს გაგყვებათ. ამიტომ ეცადეთ, გადაწყვეტილება კარგად გაიაზროთ.
თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)
ამ დღეს უჩვეულოდ მშვიდი და საქმიანი ხართ და ნებისმიერ სამუშაოს შესანიშნავად უმკლავდებით. ერთადერთი, რასაც უნდა მოერიდოთ, ახალი საქმის დაწყებაა. დღეს ნებისმიერი ასეთი მცდელობა უარეს შემთხვევაში საზიანო იქნება, უკეთეს შემთხვევაში კი - არაეფექტური.
მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)
გირჩევთ, გადაწყვეტილებები უფრო აქტიურად და გაბედულად მიიღოთ. ვარსკვლავების განლაგება თქვენთვის ხელსაყრელია, ამიტომ პრობლემებს არ უნდა ელოდოთ. პასუხი, რომელსაც ოპონენტებისგან ელით, თქვენს ინიციატივაზეა დამოკიდებული. უპირატესობა მიანიჭეთ იმ იდეებსა, რომლებიც კარგად გესმით.
თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)
ამ დღეს მარტო მუშაობა გიჭირთ, ამიტომ პროფესიონალების რჩევა ან საყვარელი ადამიანების ემოციური მხარდაჭერა გჭირდებათ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ბავშვებს მეტი ყურადღება მიაქციოთ და დიდი ხნის უნახავი ნათესავები მოინახულოთ.