USD 2.6981
EUR 3.1681
RUB 3.4043
Тбилиси
ასტროლოგი - რას გვპირდება 29 ოქტომბერი?
дата:  2671

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 29 ოქტომბერისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

ურთიერთობისთვის ხელსაყრელი დღეა. მაცდური შეთავაზება და რამდენიმე საინტერესო ადგილზე მიწვევა გელით. გირჩევთ, სამუშაოსა და ბიზნესთან დაკავშირებულ გეგმებს გადახედოთ. ამ დღეს მიღებული გადაწყვეტილებები სწორი იქნება. ფინანსებთან დაკავშირებულ საკითხებში სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. მოერიდეთ შოპინგს, თუ რამის შეძენა ძალიან არ გჭირდებათ.

 კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

ამ დღეს უამრავი სასარგებლო საქმის გაკეთებას შეძლებთ არა მარტო საკუთარი ოჯახისთვის, არამედ სხვებისთვისაც. არ არსებობს დაბრკოლება, რომელსაც ვერ გადალახავთ. პრობლემიდან ისეთ გამოსავალს იპოვით, რომელიც სხვას თავში არ მოუვა. საღამო ხელსაყრელია ოჯახური შეკრებისთვის, მეგობრებთან და ნათესავებთან ურთიერთობისთვის. მოულოდნელი საჩუქრები და რომანტიკული სიურპრიზები გელით.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

მოემზადეთ ფინანსური თუ მატერიალური საკითხების განხილვისთვის, ასევე, კომპენსაციისა თუ გადახდების შესახებ დისკუსიებში მონაწილეობისთვის. პირად ურთიერთობებში მოსალოდნელია კამათი და დაპირისპირება. ეცადეთ, გარშემო მყოფების მიმართ უფრო დამთმობი და ლმობიერი იყოთ. განწყობის გასაუმჯობესებლად გირჩევთ, რამე გემრიელი მოამზადოთ ან შეიძინოთ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

პლანეტების არახელსაყრელი განლაგება კირჩხიბების მდგომარეობაზე გავლენას ვერ მოახდენს და ამ დღეს მშვიდად და აუღელვებლად გაატარებენ. ვარსკვლავები გირჩევენ, საყვარელ ადამიანს მეტი ყურადღება მიაქციოთ, წვრილმანებზე არ გაღიზიანდეთ და უმნიშვნელო მიზეზის გამო ურთიერთობა არ გაიფუჭოთ. ძველ მეგობართან შეხვედრა დამღლელი დღის საზრუნავს დაგავიწყებთ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

მოემზადეთ საკუთარი ინტერესებისა და პირადი სივრცის დასაცავად ასევე - დისკუსიაში მონაწილეობისთვის. მიზნის მისაღწევად მეტი უნდა იაქტიუროთ. ბიზნესში და ფინანსურ სფეროში, ასევე პირად ურთიერთობებში მოსალოდნელია უსიამოვნო სიტუაციები. მოერიდეთ ხალხმრავალ შეხვედრებს - ეს შეიძლება საკმაოდ დამღლელი იყოს. თქვენი სიჯიუტის გამო შეიძლება საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა გაიფუჭოთ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

ამ დღეს ადამიანებთან ურთიერთობა და მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა გაგიჭირდებათ, ამიტომ თუ შესაძლებელია, ეს საქმიანობა სამომავლოდ გადადეთ, ახლა კი ინდივიდუალურად იმუშავეთ. იგივე რჩევა პირად ურთიერთობებსაც ეხება. საყვარელ ადამიანებთან ან მეგობრებთან უწყინარი საუბარი შესაძლოა ჩხუბში გადაიზარდოს, ამიტომ ეცადეთ, ნაკლები ილაპარაკოთ.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

ამ დღეს რთული საუბარი ან მნიშვნელოვანი მოლაპარაკება გელით. ეცადეთ, თქვენი შინაგანი ხიბლი და დიპლომატიური უნარები სასურველი შედეგის მისაღებად გამოიყენოთ. პრობლემების თავიდან აცილება შეიძლება, თუ საკუთარ ქმედებებს ობიექტურად შეაფასებთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

ამ დღეს საკუთარი ნიჭის გამოსავლენად და ყურადღების ცენტრში მოსახვედრად ყველა შესაძლებლობა უნდა გამოიყენოთ. მშვიდი და თავდაჯერებული ქცევა წარმატების მიღწევასა და სოციალური სტატუსის განმტკიცებაში დაგეხმარებათ. ეცადეთ, ყველა მნიშვნელოვანი დავალება დღის პირველ ნახევარში დაგეგმოთ. პოტენციურ პარტნიორებთან და დამსაქმებლებთან შეხვედრები კარგად ჩაივლის.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

მრავალმხრივი მოვლენებით სავსე დღეა. სავარაუდოდ, გეგმების შეცვლა და მოულოდნელი სირთულეების გადალახვა მოგიწევთ. ოპტიმიზმი და თავდაჯერება ჩანაფიქრის განხორციელებაში დაგეხმარებათ. მთავარია წვრილმან უსიამოვნებებზე არ გაღიზიანდეთ და უსარგებლო კამათში დრო არ დაკარგოთ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

სიმტკიცე და სიმშვიდე წინააღმდეგობის გადალახვაში და სასურველი შედეგის მიღწევაში დაგეხმარებათ. ნუ მოდუნდებით, თორემ შეიძლება მძიმე შეცდომები დაუშვათ. ეცადეთ, საკუთარი ეგოიზმი დაძლიოთ, რათა საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში პრობლემები არ შეგექმნათ. შეყვარებულ თხის რქებს რომანტიკული სიურპრიზები ელით.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

ამ დღეს მოვლენების ცენტრში ხართ - ოჯახის წევრები თუ ახლობელი ადამიანები თქვენს ყურადღებას და მხარდაჭერას ელიან. დღის მეორე ნახევარში შესაძლოა, რთული პრობლემა მოაგვაროთ და საჭირო კავშირები დაამყაროთ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

სავარაუდოდ, ამ დღეს სამსახურებრივი საკითხების ან ოჯახური კონფლიქტის მოგვარება მოგიწევთ. შესაძლოა, ეს საკმაოდ სტრესული დღე იყოს, როდესაც მოთმინებისა და შეუპოვრობის გამოვლენა მოგიწევთ. არ არის გამორიცხული საყვარელ ადამიანთან კამათი, თუმცა ძველი მეგობრის დახმარებით ყველა გაუგებრობას მალე დაივიწყებთ.

Тбилиси
ნაძალადევის რაიონში მდებარე საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად ხორციელდება

N190 საჯარო სკოლაში მიმდინარე შიდა სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

ამჯერად, ლოტკინის დასახლებაში, 190-ე საჯარო სკოლაში რამდენიმე პროექტი განხორციელდა. 2 700 კვ.მ ფართობზე შეიცვალა შენობის სახურავი, 3 600 კვ.მ ფართობზე კი დაიგო ასფალტის საფარი. ამ ეტაპზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში შიდა სარემონტო სამუშაოები სრულდება.
შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე საკრებულოს დეპუტატ დავით ჭელიძესთან და სკოლის დირექციასთან ერთად გაეცნო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში, ჯამში, 492 500 ლარია გათვალისწინებული.

более
голосование
Кстати