USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Tbilisi
ასტროლოგი - რას გვპირდება 29 ნოემბერი?
Date:  478

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 29 ნოემბრისთვის?

ვერძი

თუ რაღაცის შეცვლა გინდათ, გირჩევთ შანსი ხელიდან არ გაუშვათ - ეს დღე საკმაოდ ხელსაყრელი იმისთვის, რომ რადიკალური ცვლილებები განახორციელოთ. სიახლეების არ უნდა შეგეშინდეთ, თუ არ გსურთ, რომ წარსულში დარჩეთ.

კურო

თქვენი წარმატების საიდუმლო ცოდნასა და ერუდიციაშია. იზრუნეთ საკუთარი პროფესიონალიზმის ამაღლებაზე და ეს კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებათ. ვარსკვლავები გპირდებიან, რომ ახალი ცოდნა თქვენ წინაშე ახალ და ძალიან მაცდურ პერსპექტივებს გააჩენს.

ტყუპები

ეს დღე სხვადასხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციის დამუშავებას უკავშირდება. თქვენ მშვენივრად ახერხებთ ინფორმაციულ ნაკადში ორიენტირებას, საჭირო ცნობების მიღებას და ლოგიკური დასკვნების გაკეთებას.

კირჩხიბი

ნუ იქნებით ნებისმიერ საკითხში ზედმეტად ხისტი და კატეგორიული . ეს თქვენს გადაწყვეტილებებზეც აისახება და გარშემო მყოფებთან ურთიერთობაზეც. დღეს, შავ-თეთრი ფერების გარდა, ვერაფერს ხედავთ. ამასთან, თეთრი საღებავი გაცილებით ნაკლები გაქვთ, ვიდრე შავი, ამიტომ ნებისმიერი, ვინც ზედმეტი კითხვებით შეგაწუხებთ, ძალიან ინანებს.

ლომი

თქვენი წარმატების საიდუმლო თქვენი მხარდამჭერები და მეგობრები არიანს. თუ მარტო მუშაობას გეგმავთ, ჩანაფიქრის ნახევარსაც ვერ განახორციელებთ, თუმცა თანამოაზრეებთან ერთად იმაზე მეტის გაკეთებას შეძლებთ, ვიდრე ვარაუდობდით და ნებისმიერ, თუნდაც ყველაზე რთულ ამოცანას ადვილად გაუმკლავდებით.

ქალწული

ძალიან რთული, მაგრამ ნაყოფიერი დღე გელით. თუ არ იზარმაცებთ, საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოვლენას შეძლებთ. სავარაუდოდ, ამ დღის დამსახურებით უახლოეს ხანებში თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება.

სასწორები

ამ დღეს თქვენმა თავდაჯერებამ შეიძლება ნებისმიერი ადამიანი თქვენ მიმართ დადებითად განაწყოს და მტერი მოყვრად აქციოს. არ გჭირდებათ უადგილო თავმდაბლობა, საკუთარ ღირსებებს ნუ მალავთ. აჩვენეთ საზოგადოებას, რისი გაკეთება შეგიძლიათ და რისი ღირსი ხართ. შედეგიც სასიამოვნოდ გაგაოცებთ.

მორიელი

ამ დღეს მიმდინარე საქმეების მოგვარებას შედეგიანად მოახერხებთ. გირჩევთ, ცოტა ხანს დიდ პროექტებს და ვალდებულებებს მოერიდოთ, თორემ შეიძლება, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი გამოგრჩეთ.

მშვილდოსანი

ყველაფერში, რაც პროფესიული დონის ამაღლებას და ახალი ჰორიზონტების დაპყრობას უკავშირდება წარმატება გელით! ვარსკვლავები გირჩევენ, ახალი ცოდნა აითვისოთ ან, უბრალოდ, ის ადგილები მოინახულოთ, სადაც არასოდეს ყოფილხართ.

თხის რქა

ამ დღეს ძალიან სწრაფად მოქმედება მოგიწევთ, რათა შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვათ. თუ წუთსაც არ დაკარგავთ და გადაწყვეტილებებს სწრაფად მიიღებთ, კონკურენტებს უკან ჩამოიტოვებთ და სასურველ მიზანსაც მიაღწევთ.

მერწყული

შესაძლოა, დღეს ჩვეულმა თავაზიანობამ გიღალატოთ, რასაც თქვენ გარშემო მყოფი ადამიანები დღის განმავლობაში საკმაოდ მტკივნეულად იგრძნობენ. ვერც ხვდებით, რომ თქვენი ხისტი განცხადებები ვინმეს გულს სტკენს, ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, საკუთარი სიტყვები აკონტროლოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბევრ ადამიანთან პრობლემა შეგექმნებათ.

თევზები

ამ დღეს ლიდერის როლში თავს არაკომფორტულად იგრძნობთ - ინიციატივისა და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება გიჭირთ. ასე რომ, ხელმძღვანელ თევზებს ვურჩევთ, დასვენების დღე აიღონ

society
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way