USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
Tbilisi
ასტროლოგი - რას გვპირდება 29 მარტი?
Date:  663

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 29 მარტისთვის:

ვერძი

ძლიერი ინტუიცია დაგეხმარებათ მოვლენების განვითარება წინასწარ განსაზღვროთ და მოსალოდნელი შეცდომები თავიდან აიცილოთ. პირად ცხოვრებაში ყველაფერი მშვენივრადაა, ამიტომ შეგიძლიათ ერთობლივი გეგმები შეიმუშაოთ და ურთიერთობები ახალ დონეზე აიყვანოთ. ეცადეთ, უფროსი ნათესავების მონახულებისთვის დრო გამონახოთ.

კურო

თქვენს ცხოვრებაში დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი. ეცადეთ, ამ ცვლილებებისთვის მორალურად მოემზადოთ და ნუ ინერვიულებთ, თუ რაღაც ისე არ ხდება, როგორც დაგეგმეთ. მალე გაჩნდება შესაძლებლობა, რომელიც აუცილებლად თქვენ სასარგებლოდ უნდა გამოიყენოთ. ახალი საქმიანი ნაცნობობა გელით, რაც მომავალში გამოგადგებათ.

ტყუპები

შრომატევადი სამუშაო გელით, რომელიც ყურადღებას და სიფრთხილეს მოითხოვს. ყველა, თუნდაც უმნიშვნელო საკითხი რამდენჯერმე უნდა გადაამოწმოთ, რათა შეცდომები და მათგან გამომდინარე შედეგები თავიდან აიცილოთ. ახალი პროექტი წარმატებული იქნება და მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ.

კირჩხიბი

მშვიდი სამუშაო დღეა. პლანეტების განლაგება ყველა საქმესა და წამოწყებაში წარმატებას გპირდებათ. ეცადეთ, სიზარმაცის და დეპრესიის შეტევები დაძლიოთ და ყველზე რთული პროექტების განხორციელება დაიწყოთ. გირჩევთ, პარტნიორობის ყველა შეთავაზებას დაეთანხმოთ - ისინი ფინანსურ სარგებელს და აღიარებას მოგიტანთ.

ლომი

ამ დღეს წვრილმანების გაზვიადება და გადაჭარბებული რეაქცია გახასიათებთ, თუმცა ვარსკვლავები საკმაოდ ნაყოფიერ, საინტერესო შეხვედრებითა და სასიამოვნო სიურპრიზებით სავსე დღეს გპირდებიან. გირჩევთ, ჯანმრთელობას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ. ამ დღეს ნებისმიერი, თუნდაც უმნიშვნელო სიმპტომი უყურადღებოდ არ უნდა დატოვოთ.

ქალწული

ეს ის დღეა, როდესაც მეტი უნდა იაქტიუროთ და ინიციატივა ხშირად გამოიჩინოთ. ბედი უამრავ შესაძლებლობას გთავაზობთ და ეცადეთ, ხელიდან არ გაუშვათ. ნუ გადაიღლებით, პერიოდულად შეისვენეთ და სამუშაოდან ყურადღება სასიამოვნო თემებზე გადაიტანეთ. ქალაქგარეთ ხანმოკლე გასეირნება ან საინტერესო ადამიანთან საუბარი ენერგიის აღდგენაში დაგეხმარებათ.

სასწორი

ამ დღეს წვრილმანებს მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ - დაწყებული პროექტის ან საქმიანი შეხვედრის წარმატება დიდწილად, მათზეა დამოკიდებული. ურთიერთობა ნაყოფიერი და სასიამოვნო იქნება. საშუალება გექნებათ, რომ საჭირო ნივთები ხელსაყრელ ფასად შეიძინოთ, რაც სიამოვნებას და კმაყოფილებას მოგიტანთ.

მორიელი

ნუ ეცდებით მოვლენების გაკონტროლებას, ბუნებაში ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც თქვენ გსურთ. უმჯობესია შექმნილ ვითარებას მოერგოთ და ცვლილებები თქვენი კარიერული წინსვლისთვის ან შემოსავლის გასაზრდელად გამოიყენოთ. გახსოვდეთ, რომ ეს დროებითი პრობლემებია და მომავალ წარმატებაზე მუშაობა განაგრძეთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს ემოციური ფონი მნიშვნელოვნად გაზრდილია, ამიტომ საკუთარი სიტყვები და მოქმედებები უნდა აკონტროლოთ. ეცადეთ, წვრილმანებს ნაკლები ყურადღება მიაქციოთ. ხელმძღვანელობა თქვენს პროფესიულ უნარებს შეამჩნევს და დააფასებს. საკმარისია, ცოტა მეტი ინიციატივა გამოიჩინოთ და დაწინაურებას შეძლებთ.

თხის რქა

მეგობრებთან შეხვედრა და ურთიერთობა დაგეხმარებათ, რომ მოდუნდეთ და დადებითი ენერგიით დაიმუხტოთ. საკუთარი აზრის გამოთქმა და პოზიციების დაცვა არ უნდა შეგეშინდეთ. ეს გუნდში თქვენს ავტორიტეტს გააძლიერებს და საქმის ეფექტურად დასრულებაში დაგეხმარებათ. გირჩევთ, პარტნიორისთვის მეტი დრო გამონახოთ და პატარა საჩუქრით გაახაროთ.

მერწყული

ხელსაყრელი დღეა ზემდგომებთან და ავტორიტეტულ ადამიანებთან ურთიერთობისთვის. შეგიძლიათ ხელფასის გაზრდა მოითხოვოთ ან კომპანიის რეორგანიზაციის შესახებ საკუთარი იდეები გაახმოვანოთ. თქვენს სიტყვებს მოისმენენ და გაითვალისწინებენ. მთავარია, ზედმეტად ემოციურად არ ისაუბროთ.

თევზები

ხელსაყრელი დღეა საქმიანი კავშირების დამყარებისა და თანამოაზრეების პოვნისთვის. ეცადეთ, ნებისმიერ კამათს და დაპირისპირებას მოერიდოთ - ეს უსარგებლო დროის კარგვაა და სხვა არაფერი. თუ პირადი ცხოვრებას მხოლოდ იმედგაცრუება მოაქვს, მასში ცვლილებები და სიახლეები უნდა შეიტანოთ და პარტნიორს საკუთარ გრძნობებზე მეტი ესაუბროთ.

culture
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way