USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
თბილისი
ასტროლოგი - რას გვპირდება 29 მაისი?
თარიღი:  4755

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 29 მაისისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

ამ დღეს სწრაფად, თითქმის დაუფიქრებლად მოქმედებთელი მოქმედებთ. ხშირად, მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ინტუიცია გვკარნახობს და ეს მეთოდი დღესაც გაამართლებს. ეცადეთ, სხვა ადამიანების აზრს პატივი სცეთ, თუნდაც ისინი თქვენი ოპონენტები იყვნენ.

კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

ეს დღე ემოციურ სიმშვიდეს გპირდებათ. მუშაობისთვის განწყობილი ხართ და პრობლემები და სირთულეები ხელს ვერ შეგიშლით. დროა, დაწყებული პროექტები დაასრულოთ და სამუშაო განრიგი მოაწესრიგოთ. თუ მოინდომებთ, სადავო საკითხების სწრაფად მოგვარებას და ყველასთვის მისაღები გადაწყვეტილების მიღებას შეძლებთ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

ამ დღეს ნებისმიერ საქმეში პრობლემები და სირთულეები შეგხვდებათ, ამიტომ მნიშვნელოვანი არაფერი უნდა დაიწყოთ. იფრთხილეთ და განსაკუთრებით სარისკო შეთავაზებებს მოერიდეთ. გახსოვდეთ, რომ ახლობელი ადამიანებისთვის მიცემული დაპირებები აუცილებლად უნდა შეასრულოთ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

ბედნიერი და ნაყოფიერი დღე გელით. საქმეს ენთუზიაზმით და შემოქმედებითად უდგებით, რაც წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. თუ ვინმემ დახმარება შემოგთავაზათ, უარი არ თქვათ - გუნდური მუშაობა საქმეს გაგიადვილებთ. შესაძლოა, საღამოს გეგმების შეცვლა მოგიწიოთ. ეცადეთ, თქვენი კრიტიკული შენიშვნებით ახლობლებს თავი არ მოაბეზროთ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

საქმე, რომელზედაც დიდი ხანია თავს იმტვრევთ, სავარაუდოდ სწრაფად და მარტივად მოგვარდება. ქალბატონს თქვენი გარემოცვიდან სასარგებლო რჩევის მოცემა და გამოცდილების გაზიარება შეუძლია. შესყიდვა წარმატებული იქნება და დადებითი ემოციებით აგავსებთ. წვრილმან პრობლემებს ზედმეტად დიდ ყურადღებას აქცევთ, ისინი თქვენს ნერვიულობად არ ღირს.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

ამ დღეს თქვენს საქმიან განწყობას ხელს ვერავინ და ვერაფერი შეუშლის. თქვენი საქმიანი უნარები კოლეგებისა და ხელმძღვანელობის მოწონებას დაიმსახურებს, ეს კი კარიერაზე და საქმიან რეპუტაციაზე დადებითად აისახება. ეცადეთ, უფროსი ნათესავების მონახულებისთვის დრო გამონახოთ - ახლა მათ ყველაზე მეტად თქვენი მხარდაჭერა სჭირდებათ.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

უმნიშვნელო შემთხვევები და წვრილმანი უსიამოვნებები მნიშვნელოვანი საკითხებისგან მოგწყვეტთ და ყურადღების კონცენტრირების საშუალებას არ მოგცემთ. თუ გსურთ, შეცდომები თავიდან აიცილოთ, ნერვიულობა შეწყვიტეთ და პოზიტიურად იფიქრეთ. სავარაუდოდ, დაუგეგმავი შემოსავალი გელით. თქვენმა კრიტიკულმა შენიშვნებმა შეიძლება ვიღაცას შეურაცხყოფა მიაყენოს.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

ამ დღეს ინფორმაციის უზარმაზარ ნაკადს სწრაფად ახარისხებთ და მხოლოდ თქვენთვის საჭირო ამბებს არჩევთ. ხელსაყრელი დღეა ცოდნის მიღების, კვალიფიკაციის ამაღლების და დოკუმენტებთან მუშაობისთვის. ადამიანები, რომლებსაც ამ დღეს გაიცნობთ, მალე თქვენი საუკეთესო მეგობრები გახდებიან. რომანტიკული პაემანი დაუვიწყარ ემოციებს გაჩუქებთ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

ბევრი საქმე გაქვთ და ყველაფრის ერთად გაკეთებას ცდილობთ. ორი კურდღლის მდევარივით რომ არ მოგივიდეთ, ეცადეთ საკუთარი პრიორიტეტები განსაზღვროთ. პირველ რიგში, მნიშვნელოვანი საქმეები აკეთეთ, დანარჩენები კი ხვალისთვის მოიტოვეთ. ეცადეთ, ოპონენტების კრიტიკას მშვიდად, გაღიზიანების გარეშე შეხვდეთ. თუ ვინმე გეგმების შეცვლას გთხოვთ, საკუთარი ინტერესები არ დაგავიწყდეთ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

ამ დღეს წარმატებას მხოლოდ პრინციპული ხასიათი და ენერგიულობა მოგიტანთ. რთულ პროექტებსაც კი თამამად უმკლავდებით და მუშაობის დროს თქვენს საუკეთესო თვისებებს ავლენთ. მოერიდეთ დამატებითი ფინანსური ვალდებულებების აღებას - მათი შესრულება ადვილი არ იქნება

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

დიდი ძალისხმევა მოგიწევთ, რომ მიმდინარე საქმეებში მცირე პროგრესი მიიღოთ. თუმცა შედეგი მოლოდინს გაამართლებს და თქვენი შრომა ღირსეულად დაფასდება. ხანმოკლე მოგზაურობა საინტერესო და სასარგებლო იქნება. მოსალოდნელია მნიშვნელოვანი შეხვედრები.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

საქმის მიმართ სერიოზული დამოკიდებულება რთული და უსიამოვნო სამუშაოს შესრულებაში დაგეხმარებათ და თქვენ მიმართ კრიტიკულად განწყობილ ადამიანებსაც კი აღაფრთოვანებს. დღის მეორე ნახევარში სასიამოვნო სიახლე გელით.

საზოგადოება
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.