USD 2.6964
EUR 3.1367
RUB 3.3786
Tbilisi
ასტროლოგი - რას გვპირდება 29 მაისი?
Date:  735

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 29 მაისისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

ამ ნიშნის წარმომადგენლებს დადებითი და პერსპექტიული დღე ელით. ერთადერთი შენიშვნა - ოთხშაბათს აჩქარება არ შეიძლება. უმჯობესია, დავალების დასრულება დააგვიანოთ, ვიდრე საბედისწერო შეცდომა დაუშვათ და მთელი შრომა წყალში გადაყაროთ. საღამოს ნათესავებთან და ძველ მეგობრებთან ურთიერთობა სასიამოვნო ემოციებით აგავსებთ.

 კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

ამ დღეს საყვარელ ადამიანთან ერთად სასიამოვნოს გაატარებთ. საერთო საქმე და ინტერესები თქვენს ურთიერთობას კიდევ უფრო მტკიცეს და ჰარმონიულს გახდის. აღიარეთ, რომ ეს ადამიანი გაბედნიერებთ და ნუ დაიშურებთ ძალისხმევას, ემოციებს და რესურსებს, რომ თავადაც გააბედნიეროთ. სამსახურთან დაკავშირებული საქმეები რამდენიმე დღით მეორეხარისხოვანი გახდება.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

ამ დღეს თქვენი თითოეული ნაბიჯი მოზომილი და კარგად გააზრებული უნდა იყოს. ნაჩქარევი და დაუფიქრებელი მოქმედება იმდენ პრობლემას შეგიქმნით, რომ ვითარების გამოსწორებას ძალიან დიდი დრო დასჭირდება. თავი შეიკავეთ ახალი საქმისა და პროექტის დაწყებისგან და დაელოდეთ მომენტს, როდესაც მზად იქნებით ამ საკითხებს მაქსიმალური დრო დაუთმოთ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

ბევრი კირჩხიბი ამ დღეს ჯანმრთელობაზე ზრუნვას დაუთმობს. არ ინერვიულოთ, სერიოზული პრობლემები არ გელით, მაგრამ პროფილაქტიკის მიზნით მთელი რიგი პროცედურები უნდა გაიაროთ. გირჩევთ, ექიმთან ვიზიტი არ გადადოთ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

მშვენიერი დღეა. ბევრი ლომი გაიგებს ამბავს, რომელიც მის ცხოვრებას ბევრად უფრო ფერადს და ხალისიანს გახდის. გახსოვდეთ, რომ ემოციები არ უნდა დააგროვოთ. ცხოვრება ბევრად უფრო ადვილია, როდესაც საკუთარ განცდებს ან საზრუნავს საყვარელ ადამიანებს უზიარებთ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

ნუ ენდობით ყველაფერს, რასაც ამ დღეს გეტყვიან, მით უმეტეს, თუ საუბარი გრძნობებს ეხება. დროა, საკუთარ ინტუიციას მეტად ენდოთ. ის გეტყვით, რომ ზოგი ახლობელი ადამიანი ურცხვად გატყუებთ და თქვენგან სარგებელს ელის. ასეთ დამოკიდებულებას არ იმსახურებთ, ამიტომ საყვარელ ადამიანსაც კი არ მისცეთ უფლება გამოგიყენოთ.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

იმდენად დაღლილი ხართ, რომ დასვენების დღეებამდე დარჩენილ წუთებს ითვლით. პრობლემა ის არის, რომ საკუთარ თავზე ძალიან ბევრ რამეს იღებთ და ჯანმრთელობას არ უფრთხილდებით. ასე გაგრძელება არ შეიძლება. გირჩევთ საქმიანი აქტივობა შეამციროთ, რომ სერიოზული შეცდომები არ დაუშვათ, დაე, ვითარება თავისთავად, დაძაბულობისა და აჩქარების გარეშე მოგვარდეს.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

თქვენ პრობლემები მარტო, დამოუკიდებლად მოგვარება შეუძლებელია. დახმარების თხოვნა ნუ მოგერიდებათ, მით უმეტეს, რომ მეგობრებს ამის გაკეთება მარტივად და დიდი ძალისხმევის გარეშე შეუძლიათ, საჭიროების შემთხვევაში, მათგან ფინანსურ დახმარებასაც მიიღებთ. ამ დღეს დაუგეგმავ შესყიდვებს უნდა ერიდოთ - შეიძლება შემოსავალს გასავალმა გადააჭარბოს.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

ამ დღეს მოსაწყენად ვერ მოიცლით. აქედან შეეგუეთ, რომ ყველა საქმის დასრულებას ვერ შეძლებთ, ამიტომ ყურადღება ყველაზე საჩქარო და მნიშვნელოვან საკითხებზე უნდა გაამახვილოთ. ამ დღეს დამოუკიდებლად მოქმედებაზე მეტად ნაყოფიერი გუნდურად მუშაობა იქნება. წარსულის ზოგი პრობლემა თავს შეგახსენებთ და მათი თავიდან მოგვარება მოგიწევთ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

თუ გრძნობთ, რომ გადაიღალეთ, შუა კვირაშიც შეიძლება თავს ხანმოკლე დასვენების უფლება მისცეთ. გირჩევთ, საღამო ისე გაატაროთ, როგორც თავად გსურთ და გარშემო მყოფთა სურვილებს ნაკლები ყურადღება მიაქციოთ. გახსოვდეთ, რომ გადაღლამ შეიძლება სერიოზული შედეგები გამოიწვიოს. სავარაუდოდ, გეგმების შეცვლა და ახალ გარემოებებში მოქმედება მოგიწევთ, ამიტომ არაფრის დაგეგმვა არ არის საჭირო.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

დაფიქრდით, მეტისმეტად დიდ ენერგიას ხომ არ ხარჯავთ ადამიანებზე, რომლებიც თქვენი ცხოვრებიდან დიდი ხნის წინ უნდა გაგეშვათ? დაუნანებლად დაემშვიდობეთ მათ, ვინც არ გაფასებთ და პატივს არ გცემთ. ადამიანებთან განშორების ნუ შეგეშინდებათ, ბედი აუცილებლად შეგახვედრებთ მათ, ვინც ნამდვილად დაგაფასებთ და შეგიყვარებთ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

ოთხშაბათი თქვენს ცხოვრებაში დიდ აურზაურს მოიტანს. დილიდან სადღაც გეჩქარებათ და აგვიანებთ, ფულს კარგავთ და უაზროდ საუბრობთ. მიიღეთ ცვლილებები, რომლებიც თქვენს ცხოვრებაში იქნება. ჯერჯერობით აზრი არ აქვს ინიციატივის და დამატებითი პასუხისმგებლობის აღებას. მანამდე დაწყებული საქმეები უნდა დაასრულოთ.

analytics
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაახლოება სამხრეთ კავკასიისთვის კი ძალიან დიდი უპირატესობაა მაგრამ საქართველოზე გამავალი შუა დერეფნისათვის ეს ყველაფერი სერიოზული დარტყმა იქნება - გიორგი კობერიძე
თავს თუ არ მოვიტყუებთ დასავლეთის ჩართილობით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაახლოება სამხრეთ კავკასიისთვის კი ძალიან დიდი უპირატესობაა და რეგიონის მიზიდულობასაც გაზრდის, მაგრამ საქართველოზე გამავალი შუა დერეფნისათვის ეს ყველაფერი სერიოზული დარტყმა იქნება. ამერიკის მცდელობა იშუამდგომლოს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, განპირობებულია ორი მარტივი და ერთმანეთზე დამოკიდებული მიზნით:
 
1. ზანგეზურის დერეფნის ირიბი კონტროლი: - აშშ-ს მიზანია არ დაუშვას ირანის, ჩინეთისა და რუსეთის გავლენა ამ ახალ საერთაშორისო ეკონომიკურ მიმართულებაზე. პირიქით, ამ დერეფნის ვაშინგტონზე დამოკიდებულებაა პრიორიტეტი. მეთოდურად, ამერიკული გავლენისა და არაპირდაპირი კონტროლის უკან უამრავი მექანიზმი არსებობს: ამერიკული კერძო კომპანიების მეშვეობით, ინვესტიციებით, გზის უსაფრთხოების ვალდებულებით, საერთაშორისო მისიით, სამმხრივი პარტნიორობით, რეჟიმების მხარდაჭერით, რაიმე სახის ხელშეკრულებით და ასე შემდეგ. მეთოდი ბევრია, გავლენებისა და ირიბი კონტროლის ზრდა კი ამ ყველაფრიდან გამომდინარეობს.
 
2. შუა დერეფნის შიგნით ალტერნატივების გაჩენა: - ამერიკელებს უყვართ გამოთქმა, რომ არასდროს უნდა ჩადო ყველა კვერცხი ერთ კალათაში. საქართველოზე გამავალი შუა დერეფანი თითქმის უალტერნატივო იყო. რუსული ანუ ჩრდილოეთის დერეფანი დახურულია. წითელი ზღვის საზღვაო დერეფანი ორი წელია საბრძოლო ზონადაა ქცეული, ირან-ისრაელის ომებმა ახლო აღმოსავლეთის საჰაერო გზაგამტარიც არასტაბილურად აქცია და კავკასიაზე გადმორთო. ამ ყველაფრიდან და სომხეთ-აზერბაიჯანული დაპირისპირებიდან გამომდინარე საქართველო ერთ-ერთ ძირითად ეკონომიკურ დერეფნად რჩებოდა. ყოველ შემთხვევაში ბოლო 25 წელიწადი ასე იყო მოაზრებული და საქართველოც ასე პოზიციონირებდა.
 
ახლა კი საქართველოსთან დაკავშირებით განწყობები იცვლება და სხვადასხვა კალათის მნიშვნელობა იზრდება: ამერიკელი და ევროპელი ანალიტიკოსები ღიად საუბრობენ რომ ზანგეზურის ალტერნატივა უნდა ამუშავდეს და დაიტვირთოს, რომლის მნიშვნელობა ეკონომიკურიც იქნება და პოლიტიკურიც. ეკონომიკურში იმას გულისხმობენ, რომ გზა მოკლდება აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის: სომხეთზე გამავალი გზა უფრო მოკლე იქნება ვიდრე საქართველოზე გამავალი. ამასთან, ზანგეზურის გზით სომხეთის სამხრეთული სიუნიქის პროვინციაც გამოცოცხლება და აზერბაიჯანის ნახიჩევანიც. სწორედ ამ უკანასკნელიდანაა ალიევების ოჯახი. შესაბამისად, ბაქოს დამატებითი მოტივაციაც აქვს ნახიჩევანის გასავითარებლად და იქ გზის დასატვირთად.
 
ეკონომიკური გასაგებია, მაგრამ შეფასებებში პოლიტიკური განზომილება ყველაზე სამწუხარო და თვალშისაცემია: დასავლური ანალიტიკური ორგანიზაციები ღიად აცხადებენ, რომ საქართველო რუსულ და ჩინურ ორბიტაზეა გადასული, შესაბამისად, მისდამი ნდობა აღარ არსებობს. ამიტომ, მათი არგუმენტებით, აუცილებელია შეიქმნას ახალი პოლიტიკური საყრდენი კავკასიაში, რომელიც რუსეთის გავლენების მიღმა იქნება.
ვახსენოთ თურქეთიც: ანკარასათვის სომხეთის ეკონომიკური მიბმა გავლენის ზრდასთანაა დაკავშირებული. რაც უფრო სუსტად იქნება წარმოდგენელი რუსეთი სომხეთში, ნიშნავს რომ თურქეთი მით უფრო გაძლიერდება იქ. სომხეთთან შედარებით თურქეთი ეკონომიკური გიგანტია და მისი შესვლა ახალ ბაზარზე დიდი ეფექტის მქონე იქნება და პოლიტიკურად გადათარგმნის პერსპექტივაც ექნება. ეს ერთ და ორ დღეში არ მოხდება, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ორ ქვეყანას შორის, ოფიციალურ დონეზე ხისტი რიტორიკა სრულიად შეცვლილია.
 
ცხადია, სომხეთის რუსეთისაგან სრულად ჩამოხსნაზე საუბარი ამ ეტაპზე გადაჭარბებულია, მაგრამ მოსკოვი რომ გავლენებს კარგავს ეს შესანიშნავია. კვლევითი ორგანიზაციები არაორაზროვნად საუბრობენ, რომ წაგებულებს შორის რუსეთი, საქართველო და ჩინეთია. თუმცა ეს უკანასკნელი თურქეთთანაც გამონახავს ენას. რუსეთს სომხეთში ბევრი სვლა არ აქვს საბოტაჟებისა და გადატრიალების გარდა (და ომებისაგან განსხვავებით ისინი მას ძალიან კარგად გამოსდის). ისიც მოსალოდნელია, რომ დასავლეთის ჩართულობის ხელის შესაშლელად მოსკოვი ყველა ღონეს იხმარს და მათ ნაწილს უკვე ხმარობს კიდეც - სომხეთში არეულობა და გადატრიალება სცადა მან - ამ თემაზე გამოძიება სომხეთში ახლაც მიმდინარეა. არც ჩინეთი იქნება გულხელდაკრეფილი.
 
რაც შეეხება საქართველოს: ახლა საქართველოში ჩატარებული ნატოს წვრთნები Agile Spirit სწორედ იმის მანიშნებელი იყო, რომ აშშ კვლავ ცდილობს კავშირების შენარჩუნებას აქ. საქართველოს რუსულ ბანაკში საბოლოო აღმოჩენა შავ ზღვაზე რუსეთის გაძლიერებას და კავკასიაში მოსკოვის გავლენების ზრდას მოასწავებს. ამასთან, ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით საქართველოში უკვე ბევრი რამაა მოწყობილი, თუმცა ისიც ვიხილეთ, რომ აზერბაიჯანში საგზაო ინფრასტრუქტურას ძალიან დიდი სისწრაფით აშენებენ ხოლმე. ჩვენ ისეთ რეგიონში ვართ, სადაც ცვლილებებისათვის საერთაშორისო პოლიტიკური ნება ყველაზე მნიშვნელოვანია ხოლმე. ეს პოლიტიკური ნება კი დასავლეთს როგორც ჩანს აქვს. პოლიტიკურ ნებას კი ინვესტიციები მიჰყვება ხოლმე, ინვესტიციებს კი დაცვა სჭირდება. შესაბამისად, ჩაანაცვლებს თუ არა საქართველოს ზანგეზურის დერეფანი საკითხავია, მაგრამ მნიშვნელობას კი ნამდვილად შეამცირებს.
 
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way