USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
Tbilisi
ასტროლოგი - რას გვპირდება 29 ივნისი?
Date:  7218

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 29 ივნისისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

დილიდან გაღიზიანებული ხართ და აგრესიის შეკავება გიჭირთ. ეცადეთ, საღამომდე განმარტოვდეთ, რათა საყვარელ ადამიანები უმიზეზოდ არ გაანაწყენოთ. ინტუიცია დაგეხმარებათ, რომ ძველ, მტკივნეულ კითხვაზე პასუხი იპოვოთ. ახალი საქმის დაწყებისგან თავი შეიკავეთ - ახლა რაციონალურად აზროვნება გიჭირთ.

კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

თქვენს გარემოცვაში დილიდან დაძაბულობა იგრძნობ, ამიტომ ეცადეთ, მშვიდად იმუშაოთ და უსიამოვნებები გულთან ახლოს არ მიიტანოთ. საინტერესო და პოზიტიურ ადამიანებთან ურთიერთობა ენერგიით დაგმუხტავთ. მოერიდეთ დებატებში ჩართვას და კამათს - ვერავის დაარწმუნებთ და დროს ტყუილად დაკარგავთ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

ამ დღისთვის მნიშვნელოვანი საქმეები ან შეხვედრები არ უნდა დაგეგმოთ - სიტუაცია ყოველ წუთს იცვლება, ამიტომ გეგმების შეცვლაც მოგიწევთ. შესაბამისად, ბევრი იმპროვიზაცია და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება დაგჭირდებათ. ეცადეთ, პრობლემებს იუმორით და ოპტიმისტური დამოკიდებულებით მიუდგეთ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

მოემზადეთ მძიმე, დატვირთული დღისთვის. მთელ დღეს მოძრაობაში და სხვადასხვა თემაზე საქმის გარკვევაში გაატარებთ. ეცადეთ, კოლეგებს მხარი დაუჭიროთ და პოზიტიური განწყობა შეინარჩუნოთ. კომპრომისული გადაწყვეტილება სასურველი შედეგის მიღწევაში დაგეხმარებათ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

ეცადეთ შეეგუოთ, რომ გაუთვალისწინებელი გარემოებების გამო გეგმების შეცვლა და ზოგიერთი საქმეის გადადება მოგიწევთ. სანერვიულო არაფერი გაქვთ, რადგან ყველა ცვლილება უკეთესობისკენაა მიმართული. მოთმინება მოიკრიფეთ და მშვიდად დაელოდეთ, რა მოხდება

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

ამ დღეს როგორც ახლობელ, ისევე უცნობ ადამიანებთან ურთიერთობებში სირთულეები გელით. გეჩვენებათ, რომ გარშემომყოფები თქვენ მიმართ უარყოფითად არიან განწყობილი და თქვენს შეურაცხყოფას ცდილობენ. ამ დღეს უმნიშვნელო კამათი შეიძლება დიდ დაპირისპირებაში გადაიზარდოს, ამიტომ ეცადეთ, მხოლოდ სასიამოვნო თემებზე ისაუბროთ. ემოციური სტრესის მოხსნას ვარჯიშით და სუფთა ჰაერზე სეირნობით შეძლებთ.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

ამ დღეს ყველაზე ჩვეულებრივ მოვლენაში შეიძლება რაღაც უჩვეულო და საინტერესო დაინახოთ და თქვენთვის სასარგებლოდ გამოიყენოთ. ცვლილებების ნუ შეგეშინდებათ. სწორედ ცვლილებები გჭირდებათ ახლა ყველაზე მეტად. საინტერესო შეხვედრა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებისკენ გიბიძგებთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

წარმატებული და ნაყოფიერი დღეა, მთავარია, რომ ემოციების კონტროლი შეძლოთ და ყოველ წვრილმანზე არ ინერვიულოთ. თუ დავალებასთან გამკლავება გიჭირთ, საკუთარი მოვალეობები ერთ-ერთ კოლეგას უნდა გაუნაწილოთ. ნუ შეეჭიდებით საქმეს, რომელსაც ბოლომდე ვერ მიიყვანთ და ეცადეთ, სიტუაცია აკონტროლოთ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

უსიამოვნო სიტუაციების თავიდან ასაცილებლად, გირჩევთ, მტკივნეული საკითხები ახლობელ ადამიანებთან ერთად განიხილოთ. საკუთარ პრობლემებს რაც უფრო მეტ ადამიანს გაუზიარებთ, მით უფრო სწრაფად შეძლებთ მათ მოგვარებას. გირჩევთ, საღამოს საყვარელი ადამიანი რომანტიკული სიურპრიზით გაახაროთ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

საკუთარი აზრებისა და შემოსული ინფორმაციის ნაკადში გარკვევა გიჭირთ. გირჩევთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების დროს საკუთარ ინტუიციას ენდოთ. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას და ფიზიკურ მდგომარეობას. ეცადეთ, ჯანსაღი საკვები მიირთვათ და ფეხით ბევრი იაროთ. ამ დღეს დაწყებული ბიზნესი წარმატებული და მოგებიანი იქნება.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

ამ დღეს ეცადეთ, იაქტიუროთ და გარშემო მიმდინარე მოვლენებზე გავლენა მოახდინოთ. ვიღაცას თქვენი რჩევა ძალიან დაეხმარება და სწორ მიმართულებას დაანახვებს. რთული და უსიამოვნო საკითხების მოგვარებისთვის შესანიშნავი დღეა.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

ამ დღეს უცნობებთან გულწრფელობას უნდა მოერიდოთ - შესაძლოა, საკუთარი ან სხვისი საიდუმლო უნებურად გასცეთ და უსიამოვნო სიტუაციაში აღმოჩნდეთ. გირჩევთ, საუბრისთვის ნეიტრალური თემები აირჩიოთ. მიზნის მისაღწევად მეტი მონდომება და პრინციპულობა უნდა გამოიჩინოთ.

culture
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way