USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
თბილისი
ასტროლოგი - რას გვპირდება 29 იანვარი?
თარიღი:  1993

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 29 იანვრისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

ძველი გამოცდილების და უკვე არსებული შედეგების გათვალისწინებით, პროფესიულ სფეროში ბევრ რამის მიღწევა შეგიძლიათ. თვეების მიხედვით შედგენილი, მკაფიო გეგმა დავალების შესრულებას გაგიადვილებთ, მეგობრებთან შეხვედრა კი განწყობას აგიმაღლებთ. ნუ მისცემთ გარშემო მყოფებს თქვენით მანიპულირების საშუალებას, მაგრამ თუ დახმარება შეგიძლიათ, დაეხმარეთ.

 კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

გირჩევთ, გეგმა ნაწილებად დაყოთ და თითოეული ცალ-ცალკე განახორციელოთ. ასე რთულ პრობლემებსაც კი სწრაფად და წარმატებით გადაჭრით. ვიღაც შეეცდება, თქვენი სიკეთით ისარგებლოს და საკუთარი პასუხისმგებლობა გადმოგაბაროთ, მაგრამ ამის საშუალება არ უნდა მისცეთ. ვარსკვლავები გირჩევენ, საღამო აქტიურად და მხიარულად გაატაროთ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

ეს დღე დიდი და რთული საქმეების მოსაგვარებლად არახელსაყრელია, ამიტომ რამდენიმე დღე უნდა მოითმინოთ. მანამდე კი გირჩევთ საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარებას და ოჯახის წევრებთან ურთიერთობას. გახსოვდეთ, ცხოვრება ბევრად უფრო ადვილია, როდესაც საკუთარ განცდებს ან საზრუნავს საყვარელ ადამიანებს უზიარებთ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

ამ დღეს მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები ან რთული პროექტის დაწყება არ უნდა დაგეგმოთ. ყურადღებით მოუსმინეთ საუბრებს თქვენს გარემოცვაში, რათა მნიშვნელოვანი ინფორმაცია არ გამოტოვოთ. როგორც არ უნდა გაჩქარებდნენ, მშვიდად იმუშავეთ და ურთიერთობები შეზღუდეთ, რომ დაპირისპირება თავიდან აიცილოთ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

ამ დღეს ისეთი საქმის კეთება მოგიწევთ, რომელიც არ მოგწონთ. თქვენი გეგმები ვითარებიდან გამომდინარე, იცვლება, ამიტომ 29 იანვარს მნიშვნელოვანი შეხვედრები ან ღონისძიებები არ უნდა დაგეგმოთ. რაც შეიძლება მეტის და რაც შეიძლება სწრაფად კეთების სურვილმა შეიძლება შეცდომა და იმედგაცრუება გამოიწვიოს. გაატარეთ საღამო მშვიდ გარემოში.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

ეცადეთ, თავიდან აიცილოთ რთული სამუშაო ან დამატებითი ვალდებულებები. მეტი ყურადღება მიაქციეთ საყვარელ ადამიანებს, რომლებსაც თქვენი მხარდაჭერა სჭირდებათ. ამ დღეს უცნობებთან ურთიერთობა მინიმუმამდე უნდა შეამციროთ. მარტოობაში, მშვიდად გატარებული საღამო ძალის აღდგენაში დაგეხმარებათ.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

ეცადეთ, ამ დღეს მოვლენების შუაგულში იტრიალოთ და ყველაფერი აკონტროლოთ, რაც თქვენ გარშემო ხდება. ეს საშუალებას მოგცემთ, სიტუაციას თქვენთვის საჭირო მიმართულება მისცეთ. ცვლილებებისთვის არახელსაყრელი დროა, ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, ძველი მეთოდებით, აუჩქარებლად იმოქმედოთ. ნუ გაუმხელთ საკუთარ საიდუმლოს ადამიანს, რომელმაც საიდუმლოს ფასი არ იცის.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

დაწყებული სამუშაოს დასასრულებლად და შედეგების შესაჯამებლად ხელსაყრელი დღეა. ეცადეთ, ღრუბლებიდან მიწაზე დაეშვათ და რეალობას თვალებში ჩახედოთ. მოვლენები თვითდინებაზე არ უნდა მიუშვათ, რადგან ეს ქაოსამდე მიგიყვანთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ სასურველი მიზნის მისაღწევად სესხის აღებას მოერიდოთ და ფულის დაგროვება დაიწყოთ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

ამ დღეს სახლში ჯდომა დანაშაულია. შესანიშნავი დღეა ახალი ურთიერთობებისა და თანამოაზრეების აღმოსაჩენად. თუ რაიმე მნიშვნელოვანი საქმის დაწყებას გეგმავთ, ის რამდენიმე ნაწილად გაყავით. ეს სწრაფად რეაგირებას და წარმატების მიღწევას გაგიადვილებთ. ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ და ჯანმრთელობა არ დაიზიანოთ - გადაღლამ შეიძლება მოულოდნელი პრობლემები გამიწვიოს.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

ამ დღეს ზედმეტი აქტიურობა დაღლილობას და ჯანმრთელობის პრობლემებს მოგიტანთ. სავარაუდოდ, ამის გამო გეგმების შეცვლა და მნიშვნელოვანი შეხვედრების გადადება მოგიწევთ. ყურადღება მიაქციეთ ნებისმიერ დეტალს - დღეს ისინი ძალიან მნიშვნელოვანია.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

ამ დღეს აღმოაჩენთ კავშირს ფაქტებსა და მოვლენებს შორის, რომლებიც ადრე შემთხვევითი გეგონათ. გარშემო ყურადღებით მიმოიხედეთ და ეცადეთ, გარემოებების წარმატებული დამთხვევით ისარგებლოთ. თავი შეიკავეთ უცნობ ადამიანებთან საკუთარ გეგმებზე საუბრისგან - შესაძლოა, ვიღაცამ თქვენი იდეების მითვისება მოინდომოს.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

გირჩევთ, საკუთარი წარმატებების შესახებ მხოლოდ უახლოეს ადამიანებს უამბოთ, რადგან თქვენს გარემოცვაში ბევრი შურიანი ადამიანია, რომელიც თქვენს დაზარალებას და ინფორმაციის საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებას ეცდება. მზად იყავით, რომ ახალ საქმეს ბევრი სირთულე და წინააღმდეგობა შეხვდება, თუმცა საბოლოო შედეგი მხოლოდ თქვენს მონდომებაზეა დამოკიდებული.

თბილისი
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის