USD 2.8761
EUR 2.9929
RUB 2.9468
Tbilisi
ასტროლოგი - რას გვპირდება 29 დეკემბერი?
 414

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 29 დეკემბრისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

არჩევანის წინაშე ხართ - ფიქრობთ საკუთარ საქმეს მიხედოთ თუ მეგობრებსა და ნათესავებს დაეხმაროთ. თუ გონივრულად და წინდახედულად იმოქმედებთ, შეიძლება ყველა ჩანაფიქრი განახორციელოთ. დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელია საახალწლო შოპინგისთვის.

 კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

არახელსაყრელი დღეა სოციალურ ღონისძიებებზე დასასწრებად. შესაძლოა, თქვენი გულუხვობა ფინანსურ მდგომარეობაზე უარყოფითად აისახოს. მოსალოდნელია დაუგეგმავი ხარჯები. ეცადეთ, ცდუნებებს გაუმკლავდეთ და საკუთარ მოქმედებებში მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინოთ. სამსახურში ფინანსური ბონუსი ან ფასიანი საჩუქარი გელით.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

შესაძლოა, უფროსის ნათქვამმა სიტყვებმა ძალიან გაგაღიზიანოთ. სამსახურში გარკვეული ცვლილებები გელით. ნებისმიერ კამათში ძლიერი არგუმენტები გაქვთ, რაც მოწინააღმდეგეს ფარ-ხმალს დააყრევინებს. მთავარია, სიტუაცია არ გაართულოთ – თქვენი წარმატების საიდუმლო მონდომებასა და სიმარტივეშია. ხელსაყრელი დღეა საყვარელ ადამიანთან ერთად გასართობ ად წასვლისთვის, ასევე ერთობლივი შოპინგისთვის. მარტოხელა ტყუპებს საინტერესო ნაცნობობა ელით.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

კირჩხიბი მოგზაურობაზე და საშობაოდ მორთული შორეული ქვეყნების ნახვაზე ოცნებობს, მაგრამ იმდენი საქმე აქვს, სამსახურიდან გასვლას ვერ ახერხებს. მოსალოდნელია გარკვეული პოზიტიური ცვლილებები. დროა, გათავისუფლდეთ იმისგან, რაც აღარ გჭირდებათ. ეს დღე ხელსაყრელია ძველი პრობლემების მოგვარებისთვის. მოუცლელობის მიუხედავად, ეცადეთ, რომ ცოტა ხნით სუფთა ჰაერზე გაისეირნოთ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

შესაძლოა მეგობრებთან ურთიერთობაში ცვლილებები მოხდეს. გირჩევთ, ამ დღეს ხალხმრავალ ადგილებში სიარულს და ტოქსიკურ ადამიანებთან ურთიერთობას მოერიდოთ და მათ შეფარულ პროვოკაციებს სიმშვიდით უპასუხოთ. სასურველია, საღამო ოჯახთან ერთად გაატაროთ და ბავშვებს მეტი ყურადღება მიაქციოთ. მარტოხელა ლომებს ინტერნეტში საინტერესო ადამიანის გაცნობის საშუალება ექნებათ და სავარაუდოდ, ეს ურთიერთობა დიდხანს გაგრძელდება.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

სამსახურში გარკვეული ცვლილებებისა და სიახლეების მიღება გიჭირთ და ამის გამო შეიძლება, უფროსის შენიშვნა დაიმსახუროთ. სავარაუდოდ, დღესასწაულის წინ ახლობელი ადამიანისგან ფინანსურ დახმარებას მიიღებთ. ეცადეთ, ფული გონივრულად დახარჯოთ, რათა ნაახალწლევს უფულოდ არ დარჩეთ. ვარსკვლავები ენერგიას მოგცემენ, რაც ამ ეტაპზე ძალიან გჭირდებათ და თქვენს მოტივაციას აამაღლებს.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

სამსახურში, სავარაუდოდ, ბოლოდროინდელ ცვლილებებთან და ახალ მოვალეობებთან შეგუება გიჭირთ, მაგრამ მოგიწევთ, ეს დამოკიდებულება დაძლიოთ. თუსაღამო საკმაოდ სასიამოვნო და ნაყოფიერი იქნება, განსაკუთრებით თუ მეგობრულ წრეში ან რომანტიკულ გარემოში გაატარებთ. მარტოხელა სასწორს შანსი ექნება, პირად ცხოვრებაში სიახლე შეიტანოს. ხელსაყრელი დღეა რომანტიკული ნაცნობობისთვის.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

მშვენიერი დღეა საახალწლოდ სასურსათო პროდუქტების შეძენისა და სადღესასწაულო ჩაცმულობაზე ფიქრისთვის. რა თქმა უნდა, ოჯახის წევრებისთვის საჩუქრების ყიდვაც არ უნდა დაგავიწყდეთ - ეცადეთ, თქვენი ოჯახური დღესასწაული უფრო ფერადი და დასამახსოვრებელი გახადოთ. გადახედეთ თქვენს პრიორიტეტებს და ყურადღება ყველაზე მთავარ საკითხებზე გაამახვილეთ, მეორეხარისხოვანი პრობლემების მოგვარება შეგიძლიათ სამომავლოდ შემოინახოთ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

კარგი დღეა, მაგრამ ნაჩქარევმა გადაწყვეტილებებმა და დაუფიქრებლად ნათქვამმა სიტყვებმა შეიძლება ყველაფერი გააფუჭოს. არ არის გამორიცხული, ძველი, გამოცდილი ნაცნობის რჩევა დაგჭირდეთ, რომელიც ძალიან დაგეხმარებათ.
ახალგაცნობილ ადამიანთან ურთიერთობაში სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ - მან, შეიძლება თქვენი სიკეთე ბოროტად გამოიყენოს. დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელია ინფორმაციის ანალიზისთვის.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

თუ ვინმესთან გულწრფელი საუბარი და გულის გადაშლა მოგინდებათ, თანამოსაუბრე ფრთხილად უნდა შეარჩიოთ, რომ მან თქვენი პირადი ინფორმაცია თავისი მიზნებისთვის არ გამოიყენოს. ამ დღეს საკუთარი თავისგან ძალიან ბევრს ითხოვთ. ეცადეთ გააცნობიეროთ, რომ აჩქარება და ერთდროულად რამდენიმე საქმის კეთება არაფერში გჭირდებათ.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

მშვენიერი დღეა მეგობრებთან ერთად გასატარებლად, მაგრამ ეცადეთ ,ფულთან სიფრთხილე გამოიჩინოთ და ყველაფერი ერთბაშად არ დახარჯოთ, თორემ ახალ წელს ჯიბეცარიელი შეხვდებით. შესაძლოა, მხარდაჭერა იქიდან მიიღოთ, საიდანაც არ ელით. დახმარებაზე უარს ნუ იტყვით, როგორი უმნიშვნელოც არ უნდა გეჩვენოთ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

ხელსაყრელი დღეა რომანტიკული პაემნებისთვის, ნათესავებთან და მშობლებთან ურთიერთობისთვის. არ არის გამორიცხული, საინტერესო ამბავი გაიგოთ. ნუ შეეწინააღმდეგებით თქვენს ცხოვრებაში შემოსულ ცვლილებებს. ეცადეთ, მავნე ჩვევებისგან გათავისუფლდეთ. შედეგად უზარმაზარ ფიზიკურ და სულიერ პოტენციალს შეიძენთ, რაც ცხოვრებისეული სირთულეების დაძლევაში დაგეხმარებათ.

business
"ქართუ ჯგუფი" ორთაჭალაში ცათამბჯენებს ააშენებს

"ასოციაცია ატუ" და "ქართუ ჯგუფი" თბილისში, ორთაჭალჰესის მიმდებარედ მულტიფუნქციურ კომპლექსს "ორთაჭალა თაუერსს" ააშენებენ. პროექტის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალება საკრებულომ დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა.

პროექტი ორი ურთიერთდაკავშირებული ნაგებობისგან შედგება, რომელთაგან პირველი 27 სართულიანი, მეორე კი 43-სართულიანი იქნება. ნაგებობის მაქსიმალურ სიმაღლედ საპროექტო დოკუმენტაციაში 177.4 მეტრი არის მითითებული.

ახალი ნაგებობა 25,831 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთზე უნდა განთავსდეს და მისი მთლიანი საპროექტო ფართობი 89,948 კვადრატული მეტრი იქნება, საიდანაც 67,461 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ფართი უნდა იყოს, კომერციული ფართის ზომა კი 22,487 კვადრატული მეტრის იქნება.

 

პროექტის რენდერები

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way