USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
თბილისი
ასტროლოგი - რას გვპირდება 29 დეკემბერი?
თარიღი:  2442

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 29 დეკემბრისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

ბევრი პრობლემის მოგვარება მოგიწევთ, მაგრამ ადვილად გაუმკლავდებით და საკუთარი საქმიანობა კმაყოფილებას მოგანიჭებთ. ამ დღეს ფინანსურად უზრუნველყოფილ ან მაღალი სტატუსის მქონე ადამიანებთან ურთიერთობა სასარგებლო იქნება. ისინი გეგმების განხორციელებაში დაგეხმარებიან. ფინანსების გონივრული განაწილება საშუალებას მოგცემთ, რომ სასურველი ნივთებიც შეიძინოთ და უსარგებლო ხარჯებიც აიცილოთ.

 კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

ამ დღეს ყველაზე მეტად გადაღლას უნდა მოერიდოთ. სახლის საფუძვლიანი დასუფთავება და სამსახურში რთული პროექტის დაწყება სამომავლოდ გადადეთ და ეს დღე დღესასწაულის წინ დასვენებას დაუთმეთ. მოერიდეთ ოჯახის წევრებთან ურთიერთობის გარკვევას, რამაც შეიძლება ბევრი პრობლემა გამოიწვიოს.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

ამ დღეს ძალიან გაგიადვილდებათ გარშემომყოფებთან ურთიერთობა. ნებისმიერ ადამიანთან იპოვით საერთო ენას სხვადასხვა და ადვილად მოაგვარებთ კონფლიქტებს. გამოიყენეთ ეს უნარი თქვენი მიზნების მისაღწევად.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

საახალწლო დღეები შესანიშნავი დროა ნაჩხუბარი ადამიანების შერიგებისთვის და ეს შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვათ. თუ არ იზარმაცებთ, სახლში და სამსახურში მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებას შეძლებთ. მოერიდეთ კრიტიკულ შენიშვნებს. ბევრისთვის სიმართლე ძალიან მტკივნეულია და შესაძლოა, თქვენი პირდაპირობა სანანებლად გექცეთ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

შესაძლოა, ამ დღეს საჭირო და სასარგებლო ადამიანებთან ურთიერთობის დამყარება შეძლოთ, რაც თქვენს მომავალ მუშაობაზე სასიკეთო გავლენას მოახდენს. ელოდეთ საჩუქრებს როგორც კოლეგების, ასევე საყვარელი ადამიანებისგან. ბევრი ლომი მთელ დღეს საყოფაცხოვრებო, რუტინულ საქმეების მოგვარებას დაუთმობს. ეცადეთ საკუთარი ემოციები აკონტროლოთ და უმიზეზოდ არავინ გაანაწყენოთ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

პირად ურთიერთობებში მოსალოდნელია პროგრესი. საყვარელი ადამიანის შეგონებები პრინციპული და გადამწყვეტი მოქმედებებისკენ გიბიძგებთ. მარტოხელა ქალწულებს საინტერესო ნაცნობობა და დასამახსოვრებელი შეხვედრა ელით. ყველაფერმა, რასაც ამ დღეს გააკეთებთ, სიამოვნება უნდა მოგიტანოთ. ასე რომ, დაგეგმეთ დღე ისე, როგორც თქვენ გსურთ და არა - გარშემო მყოფებს.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

დილიდან მშვენიერ, ამაღლებულ განწყობაზე ხართ. ერთ ადგილზე ჯდომა და მოსაწყენი საქმის კეთება ახლა ყველაზე ნაკლებად გინდათ. ნუ დაიჯერებთ ყველაფერს, რასაც ამ დღეს გეტყვიან. ენდეთ საკუთარ ინტუიციას - ახლა ის უმაღლეს დონეზეა და სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში დაგეხმარებათ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

მოერიდეთ კოლეგებისა და საყვარელი ადამიანების კრიტიკას. ნუ გაუფუჭებთ განწყობას ნურც მათ და ნურც საკუთარ თავს. შესაძლოა, ფანტასტიკურმა იდეებმა სერიოზულად გაგიტაცოთ. მათგან ზოგი შეიძლება საინტერესო იყოს, მაგრამ ზოგადად, ეცადეთ, ღრუბლებიდან დაეშვათ და რეალურად იაზროვნოთ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

ეცადეთ, თქვენ გარშემო დადებითი ატმოსფერო შექმნათ და საყვარელ ადამიანს თვითშეფასების ამაღლებაში დაეხმაროთ. მოსალოდნელია დაძაბულობის მატება, თუმცა ამის თავიდან აცილებაში თქვენი შინაგანი ხმა დაგეხმარებათ, რომელიც ამ დღეს საუკეთესო მრჩეველი იქნება.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

აქტიური დღეა. თქვენი შეუპოვარი ხასიათი საქმეში დადებით შედეგს მოგიტანთ. საახალწლო სამზადისისთვის აჩქარება საჭირო არ არის - ყველაფერს დროულად გაუმკლავდებით. ხელსაყრელი დღეა ურთიერთობისა ან მეგობრებთან შეხვედრისთვის. ყურადღება მიაქციეთ კვების მენიუს. ნუ მისცემთ თავს ზედმეტად ცხიმიანი საკვების ან ალკოჰოლის ჭარბი მოხმარების უფლებას.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

ცხოვრება მოულოდნელობებით სავსეა, ამიტომ სიურპრიზებისთვის მზად უნდა იყოთ. ეცადეთ, სოციალურ კავშირებზე ფოკუსირდეთ - ადამიანებთან ურთიერთობამ შეიძლება საინტერესო შესაძლებლობები და ახალი იდეები მოგიტანოთ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

ამ დღეს ენერგიისა და ძალის მოზღვავებას იგრძნობთ და ნებისმიერი სირთულის გადალახვას შეძლებთ. თუმცა, შეცდომის დაშვების ალბათობა მაღალია და ამიტომ სამსახურში ასი თვალი და ასი ყური უნდა გამოიბათ. თუ მარტოხელა ხართ, გირჩევთ ხალხმრავალ ადგილს ეწვიოთ. სწორედ აქ შეიძლება შეხვდეთ საინტერესო ადამიანს, რომელიც მაგნიტივით მიგიზიდავთ.

თბილისი
ვაზისუბნის III მ/რ-ის I კვარტალში 3700 კვ.მ. ფართობზე სკვერი მოაწყო.
ისნის რაიონის გამგეობამ ვაზისუბნის III მ/რ-ის I კვარტალში, კორპ. N1-ის მიმდებარედ, 3700 კვ.მ. ფართობზე სკვერი მოაწყო.
სამუშაოების შედეგად, მოეწყო:
ბავშვთა გასართობი და დასასვენებელი სივრცეები 
ტერიტორიაზე განთავსდა საბაღე სკამები და ურნები
დამონტაჟდა ახალი განათების ქსელი და ლედ განათება
სკვერი გამწვანდა, დაირგო ხე-მცენარეები
 
პროექტი გამგეობის ბიუჯეტიდან 577 350 ლარით დაფინანსდა.
 
დასრულებული სამუშაოები ისნის რაიონის გამგებელმა დავით ხაბეიშვილმა პარლამენტის დელეგატ ნიკა ელისაშვილსა და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კახა ლაბუჩიძესთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.