USD 2.7236
EUR 3.0431
RUB 2.9300
Тбилиси
ასტროლოგი - რას გვპირდება 29 აპრილი?
дата:  6456

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 28  აპრილისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

სამთავრობო უწყებებთან და ოფიციალურ ორგანიზაციებთან ურთიერთობისთვის არახელსაყრელი დღეა. უმჯობესია მეტი დრო დაუთმოთ პირად საქმეებს, ნათესავებთან და მეგობრებთან ურთიერთობას. ადამიანი, რომელსაც ამ დღეს გაიცნობთ, მომავალში შეიძლება ძალიან დაგეხმაროთ.

კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

დროა, საკუთარ თავზე, გარეგნობაზე და ჯანმრთელობის პრევენციაზე ზრუნვა დაიწყოთ. ეცადეთ სილამაზის სალონში ვიზიტის დროს გამონახოთ, მასაჟი გაიკეთოთ ან ვარცხნილობა შეიცვალოთ. მჭრელ საგნებთან შეხებისას განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. დაიმახსოვრეთ სიზმარი, რომელსაც ამ ღამით ნახავთ - ის შეიძლება წინასწარმეტყველური აღმოჩნდეს.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

გადაწყვეტილება, რომელსაც ამ დღეს მიიღებთ, თქვენს ცხოვრებასა და სამსახურზე აისახება. გირჩევთ მეტი პრინციპულობა გამოიჩინოთ და საკუთარი შეხედულებები ნებისმიერ ფასად დაიცვათ, თუმცა ოპონენტის სიმართლის აღიარებაც უნდა შეძლოთ. სიჯიუტე და პრინციპულობა ერთი და იგივე არაა.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

ამ დღეს მხოლოდ ის საქმე უნდა აკეთოთ, რომელიც ნამდვილად გაინტერესებთ. ასევე შეგიძლიათ რაღაც ახალი ისწავლოთ ან თემატურ მასტერკლასს დაესწროთ. ნუ თანამოსაუბრეზე არ გეთანხმებათ, მოთმინება გამოიჩინეთ და მასზე ზეწოლას ნუ მოახდენთ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

ენერგიულობა ოპტიმიზმი მთელი დღის მანძილზე გაგყვებათ. მოქმედება და საკუთარი იდეების განხორციელება გსურთ, მაგრამ გრძნობთ, რომ ახლა ამისთვის ახლობელი ადამიანების დახმარება და საჭირო რესურსი არ არსებობს. ეცადეთ გონივრულად და აუჩქარებლად იმოქმედოთ.

 ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

ამ დღეს გარშემო მყოფებთან პირად თემებზე, გულწრფელ საუბარს უნდა მოერიდოთ - შეიძლება ეს ვიღაცას არ მოეწონოს. გამოიჩინეთ თავშეკავება და თანამოსაუბრეს საშუალება მიეცით საკუთარი აზრი ჰქონდეს. ამ დღეს ყველაზე მეტად ადამიანების მოსმენის უნარი გამოგადგებათ. ეცადეთ მთელი დღე თანამოაზრეების გარემოცვაში გაატაროთ.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

თუ სხვა ადამიანების მოსმენას და მათი გადაწყვეტილებების პატივისცემას ისწავლით, წარმატებას მიაღწევთ. ნუ ცდილობთ, რომ ყველგან და ყოველთვის მართალი იყოთ, მიმდინარე მოვლენები ობიექტურად შეაფასეთ და ნუ შეგეშინდებათ თქვენი შეცდომების აღიარების. ეცადეთ მიზნისკენ მშვიდად და თანმიმდევრულად იაროთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

ახალ ნაცნობებთან ურთიერთობაში სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. ნუ გაუმხელთ მათ პირად ან კონფიდენციალურ ინფორმაციას. ნუ ეცდებით, რომ წარმატებას ნებისმიერ ფასად მიაღწიოთ, თორემ უამრავ პრობლემას შეიქმნით. არაფორმალური ურთიერთობები სასარგებლო იქნება და პროფესიულ საქმიანობაში დაგეხმარებათ.

 მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

ამ დღეს ახალი საქმის დაწყებას ან საქმიან წინადადებაზე დათანხმებას უნდა მოერიდოთ - ამის დრო ჯერ არ დამდგარა. სასიყვარულო ურთიერთობის დაწყებისთვისაც არახელსაყრელი დროა - მოსალოდნელია ტყუილი, იმედგაცრუება ან სამწუხარო გარემოებები. ეცადეთ საკუთარ თავს და საჭიროებებს მეტი დრო დაუთმოთ.

 თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

გირჩევთ პირად ურთიერთობებს მეტი დრო და ყურადღება დაუთმოთ. მიეცით პარტნიორს მეტი თავისუფლება - ამით თქვენი გრძნობები მხოლოდ გაძლიერდება. ეს დღე შესაფერისია სულიერი განვითარებისა და მედიტაციისთვის. მარტოხელა თხის რქა შეიძლება მსგავსი ინტერესების მქონე ოცნების ადამიანს შეხვდეს.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

შემოქმედებითი პროფესიის ადამიანებს ხელსაყრელი დღე ელით. რთულ ამოცანას თანამოაზრეების გუნდთან ერთად უკეთ გაუმკლავდებით. თუ რომელიმე საჯარო ორგანიზაციასთან დაკავშირებას გეგმავთ, გირჩევთ ეს შუამავლების დახმარებით გააკეთოთ. დროა, მასშტაბური პროექტების დაწყებაზე იფიქროთ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

ამ დღეს მოულოდნელი ფინანსური შემოსავლები, მემკვიდრეობის ან დივიდენდების მიღება გელით. თუ მნიშვნელოვან შენაძენს გეგმავთ, ეს ყველაზე შესაფერისი დროა. პროფესიულ სფეროში განვითარება და კარიერული წინსვლა გელოდებათ.

 

область
გორში, 12 ჰექტარზე გაშენებული ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა
ქალაქ გორის ცენტრალური პარკის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია დასრულდა
 
განახლებული პარკით უკვე სარგებლობენ ქალაქის მაცხოვრებლები და მისი სტუმრები
 
პარკის ტერიტორია დაიყო სხვადასხვა ტიპის - სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ ზონებად. შეიქმნა ისეთი ახალი სივრცეები, რომელიც ბევრად უფრო კომფორტულს ხდის პარკში დასვენებას და დროის გატარებას ახალგაზრდებისთვის, ბავშვებისა თუ მათი მშობლებისათვის
 
რეაბილიტაცია ჩაუტარდა პარკში არსებულ ხელოვნურ ტბასა და 2 შადრევანს, შენობა-ნაგებობებს და საზოგადოებრივ საპირფარეშოებს; მოეწყო ახალი საფეხმავლო ბილიკები, ფანჩატურები, სივრცეები ღია კაფეებისთვის, სკეიტპარკი, ფამფტრეკი და საბავშვო ატრაქციონები
 
„12 ჰექტარზე გაშენებული გორის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა. პარკმა მოგვცა ყველა ასაკის ადამიანისთვის საინტერესო, სხვადასხვა დანიშნულების სივრცეების მოწყობის შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პარკში შეიქმნა ინფრასტრუქტურა, რომელიც იმართება კერძო სექტორის ჩართულობით. განახლებული პარკით გორს უკვე აქვს დიდი და საინტერესო რეკრეაციული სივრცე, რაც მნიშნელოვანია ყველა ქალაქისთვის,”-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ გორის ახლად რეაბილიტირებული ცენტრალური პარკის მონახულების შემდეგ განაცხადა
 
პარკის გამწვანებისათვის, 46,793 კვმ ტერიტორიაზე დაირგო ბალახი, 237 ხე და 10,649 მცენარე, დამონტაჟდა საინჟინრო ქსელები კანალიზაციის, წყალმომარაგების და საირიგაციო ავტომატიზებული სისტემებისთვის. თანამედროვე პარკების ანალოგიურად, ტერიტორიაზე ცალკე მოეწყო ძაღლების სასეირნო სპეციალური სივრცე
 
გორის ცენტრალური პარკის განახლებული ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის პირებისა და ბავშვის ეტლით მოსარგებლე მშობლებისთვის
 
გორის პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები მსოფლიო ბანკისგან მიღებული სესხის ფარგლებში, 12.2 მილიონ ლარზე მეტით დაფინანსდა.
 
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати