USD 2.7117
EUR 3.1231
RUB 3.3487
Tbilisi
ასტროლოგი - რას გვპირდება 28 თებერვალი?
Date:  1657

ვერძი (21 მარტი – 19 აპრილი)
დღის მოვლენები: დღეს ყველაფერი ისე არ წავა, როგორც დაგეგმილი გქონდა, მაგრამ ნუ იჩქარებ ნერვიულობას – გამოსავალი ყოველთვის არსებობს.
ოჯახი: შეიძლება ოჯახში მცირე უთანხმოება წარმოიშვას, მაგრამ თუ ზედმეტ ემოციებს მოერიდები, ყველაფერი მალევე დალაგდება.
ბიზნესი: ფინანსური სიფრთხილე გმართებს – სჯობს, ახლა ახალი ინვესტიციებისგან თავი შეიკავო.
სიყვარული: ურთიერთობაში ნათელი სიტუაციაა, თუმცა საჭიროა მეტი გულახდილობა.
კარიერა: ახალ წინადადებებს სიფრთხილით მიუდექი – შესაძლოა, ზედმეტად კარგი ჩანდეს, მაგრამ დეტალები გადაამოწმე.
სამსახური: კოლეგებთან მცირე უთანხმოება მოსალოდნელია, მაგრამ დიპლომატიურობით სწრაფად მოაგვარებ.

კურო (20 აპრილი – 20 მაისი)
დღის მოვლენები: მცირე დაბრკოლებები გელოდება, მაგრამ შენი სიმტკიცე და ლოგიკა დაგეხმარება ყველაფრის მოგვარებაში.
ოჯახი: შესაძლოა, ოჯახის წევრი შენს დახმარებას საჭიროებდეს – ნუ უგულებელყოფ.
ბიზნესი: დღეს სასარგებლო კონტაქტების გაღრმავების დღეა, მაგრამ მხოლოდ მათთან, ვისაც ენდობი.
სიყვარული: სერიოზული საუბარი გელოდება პარტნიორთან – ახლა ის დროა, როცა ურთიერთობამ უნდა გაირკვეს.
კარიერა: მოულოდნელი ცვლილებები შეიძლება მოხდეს სამსახურში – მზად იყავი, სწრაფად მოერგო.
სამსახური: დროა, შენი შრომა დაფასდეს – მთავარია, სწორ მომენტს დაელოდო.

ტყუპები (21 მაისი – 20 ივნისი)
დღის მოვლენები: დღეს მოვლენები ძალიან სწრაფად განვითარდება, მაგრამ შენს ჭკუასა და მოქნილობას ვერაფერი აჯობებს.
ოჯახი: დღის ბოლოს ოჯახთან ერთად დროის გატარება გაგამხნევებს.
ბიზნესი: კარგი დროა ახალი იდეების განხილვისთვის, მაგრამ მოქმედება ჯერ ადრეა.
სიყვარული: ახალ ნაცნობობაში ნაჩქარევი დასკვნებისგან თავი შეიკავე.
კარიერა: შესაძლოა, ახალი პროფესიული შესაძლებლობა გამოჩნდეს – თუ გონივრულად იმოქმედებ, შანსი გაიზრდება.
სამსახური: კოლეგები შენს გამოცდილებას და რჩევებს აფასებენ, გამოიყენე ეს შენს სასარგებლოდ.

კირჩხიბი (21 ივნისი – 22 ივლისი)
დღის მოვლენები: მოულოდნელი შეხვედრა ან ახალი ინფორმაცია გადაგაწყვეტინებს რაღაც მნიშვნელოვანს.
ოჯახი: დღეს ზედმეტ ემოციურობას მოერიდე – მშვიდი საუბარი ყველაფერს გაარკვევს.
ბიზნესი: ფრთხილად იყავი საბანკო და ფინანსურ ოპერაციებთან, არიდე თავი დაუდევრობას.
სიყვარული: წარსული გამოცდილება არ უნდა იყოს შენი მოქმედებების განმსაზღვრელი – აწმყოზე კონცენტრირდი.
კარიერა: თუ შენი იდეები ჯერ კიდევ დაუფასებელია, ნუ იჩქარებ – მალე შეიცვლება ვითარება.
სამსახური: კარგი დღეა ახალი უნარების დასაუფლებლად – ეს სამომავლოდ გამოგადგება.

ლომი (23 ივლისი – 22 აგვისტო)
დღის მოვლენები: დღეს ყურადღება უნდა გაამახვილო მხოლოდ მნიშვნელოვან საკითხებზე – დრო ტყუილად არ გაფლანგო.
ოჯახი: ოჯახში შეიძლება დაგჭირდეს ლიდერის როლის შესრულება.
ბიზნესი: დღეს რისკიანი ნაბიჯების დრო არ არის – სჯობს, არსებული სიტუაცია გაანალიზო.
სიყვარული: ახალი ადამიანი შეიძლება გამოჩნდეს, მაგრამ ნუ ჩქარობ დასკვნების გამოტანას.
კარიერა: შეიძლება, შენს მიღწევებზე სათანადო ყურადღება არ გამახვილდეს, მაგრამ ეს დროებითია.
სამსახური: კარგი იქნება, თუ დღეს ზედმეტი დავალებებისგან თავს შეიკავებ.

ქალწული (23 აგვისტო – 22 სექტემბერი)
დღის მოვლენები: დღეს დეტალებში ჩაღრმავება მოგიწევს, მაგრამ ეს ხელს შეგიწყობს წარმატებაში.
ოჯახი: ოჯახის წევრებისგან სასარგებლო რჩევას მიიღებ – მოუსმინე.
ბიზნესი: გაუმჯობესებული კონტაქტები ფინანსურ სფეროში შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს.
სიყვარული: შენს ურთიერთობაში მეტი გულწრფელობაა საჭირო.
კარიერა: დაგეგმვის დღეა – ახალი იდეები დღის წესრიგში უნდა ჩასვა.
სამსახური: უფროსთან კომუნიკაციისას ზედმეტი დეტალები არ გამოამზეურო.

სასწორი (23 სექტემბერი – 22 ოქტომბერი)
დღის მოვლენები: დღეს გაწონასწორებული მოქმედებები უფრო მეტ სარგებელს მოგიტანს, ვიდრე ემოციებზე აყოლა.
ოჯახი: ოჯახის წევრისგან შეიძლება მიიღო მოულოდნელი დახმარება.
ბიზნესი: დღეს იურიდიულ საკითხებში მეტი სიფრთხილეა საჭირო.
სიყვარული: ურთიერთობაში გაუგებრობა შეიძლება წარმოიშვას, მაგრამ მცირე ძალისხმევით გაირკვევა.
კარიერა: შესაძლოა, ახალი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდე, მაგრამ თავი არ შეიკავო.
სამსახური: კარგი დროა მომავალი პროექტების დაგეგმვისთვის.

მორიელი (23 ოქტომბერი – 21 ნოემბერი)
დღის მოვლენები: მნიშვნელოვანი დღეა, მაგრამ ზედმეტად დიდი ნაბიჯების გადადგმა საჭირო არ არის.
ოჯახი: საჭიროა მეტი ყურადღება ოჯახის წევრების მიმართ.
ბიზნესი: კონკურენტული სიტუაცია მოითხოვს სიფრთხილესა და სტრატეგიულობას.
სიყვარული: ვიღაც შენს ცხოვრებაში სერიოზულ ადგილს იკავებს – დაფიქრდი, რას გრძნობ.
კარიერა: ძალისხმევას შედეგი ექნება, მაგრამ ცოტა მოთმინება დაგჭირდება.
სამსახური: შესაძლოა, კოლეგისგან მოულოდნელი მხარდაჭერა მიიღო.

მშვილდოსანი (22 ნოემბერი – 21 დეკემბერი)
დღის მოვლენები: დღე საინტერესო ინფორმაციას მოგიტანს – გამოიყენე ჭკვიანურად.
ოჯახი: ნათესავთან დაკავშირებული ამბავი შეიძლება დღის მთავარი თემა გახდეს.
ბიზნესი: დროა, უფრო აქტიურად ჩაერთო საქმიანობაში.
სიყვარული: ახალი ნაცნობობა შესაძლოა, მნიშვნელოვანი გახდეს.
კარიერა: თუ გრძნობ, რომ საქმე გიჭირს, დახმარება არ მოგერიდოს.
სამსახური: დროა, რისკიან გადაწყვეტილებებს მოერიდო.

თხის რქა (22 დეკემბერი – 19 იანვარი)
დღის მოვლენები: დღეს გონივრული ნაბიჯების გადადგმა გამოგადგება – ცდუნებებს მოერიდე.
ოჯახი: ოჯახის წევრის რჩევა შეიძლება ღირებული აღმოჩნდეს, განსაკუთრებით ფინანსურ საკითხებში.
ბიზნესი: დიდი გარიგებების დრო ჯერ არ არის, მაგრამ ბაზრის ანალიზი ახლა სასარგებლოა.
სიყვარული: ნაჩქარევი ემოციური გადაწყვეტილებები შეიძლება შემაფერხებელი აღმოჩნდეს.
კარიერა: შენი შრომისმოყვარეობა შენიშნეს, მაგრამ შედეგის დასანახად კიდევ ცოტა მოთმინებაა საჭირო.
სამსახური: ყურადღება მიაქციე დეტალებს – პატარა შეცდომას შეიძლება დიდი შედეგი ჰქონდეს.

მერწყული (20 იანვარი – 18 თებერვალი)
დღის მოვლენები: დღე შეიძლება მოულოდნელი მოვლენებით სავსე იყოს, მაგრამ შენ ყოველთვის მზად ხარ, ადაპტირდე.
ოჯახი: შეიძლება ახლობელს შენი მხარდაჭერა დასჭირდეს – არ დაიზარო დახმარება.
ბიზნესი: კარგი დროა ახალი იდეების განხილვისთვის, მაგრამ ჯერ ფრთხილად იმოქმედე.
სიყვარული: საინტერესო ნაცნობობა შესაძლოა, მალე რომანტიკულ ურთიერთობაში გადაიზარდოს.
კარიერა: შემოქმედებითი მიდგომა დღეს ძალიან წაგადგება.
სამსახური: ახალი გამოწვევები მოგეცემა – თუ ჭკვიანურად მიუდგები, შენს სასარგებლოდ შემოტრიალდება.

თევზები (19 თებერვალი – 20 მარტი)
დღის მოვლენები: დღეს შეიძლება მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღო, რომელიც მომავალზე გავლენას მოახდენს.
ოჯახი: შესაძლოა, ოჯახის წევრთან ემოციური საუბარი გქონდეს – იყავი მოთმინებული.
ბიზნესი: ახალი კავშირები მომავალში სარგებელს მოგიტანს, ამიტომ კონტაქტებს ნუ მოერიდები.
სიყვარული: რომანტიკული განწყობა გაქვს, მაგრამ ნუ იჩქარებ ღრმა დასკვნების გამოტანას.
კარიერა: არ ღირს დღეს ზედმეტი ინიციატივის გამოჩენა – ჯერ სიტუაციას დააკვირდი.
სამსახური: სჯობს, ზედმეტი საქმე არ დაიკისრო, განსაკუთრებით, თუ არ არის საჭირო.

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way