USD 2.6964
EUR 3.1367
RUB 3.3786
Tbilisi
ასტროლოგი - რას გვპირდება 28 მარტი?
Date:  1594

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 28 მარტისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

ეცადეთ, ფული უფრო რაციონალურად ხარჯოთ, განსაკუთრებით, თუ უახლოეს ხანებში სამედიცინო გამოკვლევის ჩატარებას გეგმავთ. რეკლამა ნუ მოგატყუებთ - შეძენამდე ნივთი ყურადღებით შეამოწმეთ, რათა იმედგაცრუებული არ დარჩეთ. იზრუნეთ ფიზიკური ფორმის გაუმჯობესებაზე. ეცადეთ, სწორი, თქვენთვის შესაფერისი დიეტა და ვარჯიში შეარჩიოთ და საქმეს შეუდგეთ.

კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

28 მარტს შეგიძლიათ მთელი ენერგია საქმიანი თანამშრომლობისკენ მიმართოთ. ბევრ კუროს მივლინებაში ან სამოგზაუროდ წასვლა მოუწევს. ასევე ხელსაყრელი დღეა და თანამოაზრეებთან შეხვედრის ან ინტერნეტში კომუნიკაციისთვის. გამოცდილ ადამიანებთან საუბარი, მათი რჩევების მოსმენა და მხარდაჭერა კარიერულ წინსვლაში და ფინანსური წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

ამ დღეს ბევრი სამუშაო გაქვთ ამასთან, გამუდმებით მენეჯმენტთან და სამთავრობო უწყებებთან ურთიერთობა მოგიწევთ. გირჩევთ, ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციოთ და არ გადაიღალოთ. ხანმოკლე შესვენება საშუალებას მოგცემთ ძალები აღიდგინოთ და დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოთ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

ხელსაყრელი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. თუნდაც სხვა სფეროში მუშაობდეთ, შემოქმედებითი მარცვალი შეგიძლიათ ნებისმიერ საქმიანობას დაუმატოთ. საღამოს რომანტიკული ნაცნობობა გელით. როგორ განვითარდება ამის შემდეგ მოვლენები, მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. ეცადეთ, თანამოსაუბრეზე ზეწოლა არ მოახდინოთ, მეტი მოუსმინოთ და ხშირად დაეთანხმოთ. გარდა იმისა, რომ ურთიერთობას შეინარჩუნებთ, ამ გზით სასურველის მიღწევასაც შეძლებთ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

სახლში გარკვეული ცვლილებებისთვის უნდა მოემზადოთ. სავარაუდოდ, ეს სასიამოვნო ცვლილებები იქნება. სამაგიეროდ, სამსახურში შეიძლება გაუგებრობა ან ინტერესთა კონფლიქტი წარმოიშვას. აუცილებელი არ არის, რომ გამუდმებით საკუთარი მოსაზრებების მართებულობა ამტკიცოთ. ეცადეთ, კოლეგებთან კომპრომისი იპოვოთ და შეთანხმებას მიაღწიოთ. იყავით, გულწრფელი გარშემომყოფებთან. სიცრუე ამ დღეს კარგს არაფერს მოგიტანთ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

ამ დღეს ახალი ადგილების მონახულება და ახალი ადამიანების გაცნობა მოგიწევთ. მშვენიერი დღეა ნათესავებთან ან მეზობლებთან აქტუალური საკითხების მოსაგვარებლად. კარგი იქნება, თუ პარტნიორთან ერთად სამოგზაუროდ წახვალთ ან რაიმე საინტერესო კურსებზე ჩაეწერებით.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

ხელსაყრელი დღეა, რომ გამაჯანსაღებელი კურსი, დიეტა ან ვარჯიში დაიწყოთ, ოღონდ დიდი დატვირთვის გარეშე. ინტუიცია დაგეხმარებათ, რომ სამსახურში შეთანხმებას მიაღწიოთ და კონფლიქტი თავიდან აიცილოთ. ძვირად ღირებული ნივთის შეძენამდე უმჯობესია, რომ რჩევა სანდო სპეციალისტს ჰკითხოთ. საყვარელი ადამიანებისგან მიიღებთ დახმარებას, რომელიც ამ დღეს ყველაზე მეტად გჭირდებათ. წარსულმა შეიძლება თავი შეგახსენოთ, მაგრამ ნუ იდარდებთ - ამას ადვილად გაუმკლავდებით.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

ამ დღეს ნებისმიერი წვრილმანი გაღიზიანებთ, ამიტომ სანამ საქმეს შეუდგებით, საკუთარ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე უნდა იზრუნოთ. თუ შესაძლებელია, მუშაობაზე უარი თქვით და რამე სასიამოვნო საქმით დაკავდით. საქმიან და პირად ცხოვრებაში პარტნიორთან მოსალოდნელია კონფლიქტები. უფრთხილდით ახალ ნაცნობობას, რომელმაც შესაძლოა, თქვენს ცხოვრებაში უარყოფითი როლი შეასრულოს.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

ეს დღე მუშაობაზე მეტად დასვენებისთვის შესაფერისია. თუ სამსახურში ხართ, მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეები დაასრულეთ. გულწრფელი ატმოსფერო სახლში თუ სამსახურში ამ დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება. ზედმეტ კალორიებს უნდა ერიდოთ - მათი მოცილება გაგიჭირდებათ. წარსულ მარცხზე სინანულის ნაცვლად, ჯობია, მომავალზე იფიქროთ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

შეეცადეთ, დრო ყველა მნიშვნელოვან საკითხზე გადაანაწილოთ, რომელიც თქვენს მონაწილეობას მოითხოვს. აკონტროლეთ ემოციები, თუნდაც გარშემომყოფები ძალიან გაღიზიანებდეთ, იყავით მშვიდი და მეგობრული. ოჯახისგან მიიღებთ დახმარებას, რომელიც ამ დღეს ყველაზე მეტად გჭირდებათ.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

ამ დღეს სამუშაო დიდ დროს წაგართმევთ. მენეჯმენტისგან შექება და წახალისება თავდაჯერებას შეგმატებთ. ხელსაყრელი დღეა უფროს ნათესავებთან ურთიერთობისთვის. საყოფაცხოვრებო საკითხებთან დაკავშირებით ოჯახის ზოგ წევრთან მოსალოდნელია კამათი, თუმცა საღამომდე შეთანხმების მიღწევას შეძლებთ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

ამ დღის ყველა პრობლემას მარტო ვერაფრით გაუმკლავდებით, ამიტომ ვარსკვლავები სანდო დამხმარეების პოვნას გირჩევენ. ეცადეთ, ურთიერთობებში უხეშობას მოერიდოთ და მეტი მოქნილობა გამოიჩინოთ. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობის დასაწყებად. შორიდან მიღებული სიახლე ძალიან გაგახარებთ.

analytics
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაახლოება სამხრეთ კავკასიისთვის კი ძალიან დიდი უპირატესობაა მაგრამ საქართველოზე გამავალი შუა დერეფნისათვის ეს ყველაფერი სერიოზული დარტყმა იქნება - გიორგი კობერიძე
თავს თუ არ მოვიტყუებთ დასავლეთის ჩართილობით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაახლოება სამხრეთ კავკასიისთვის კი ძალიან დიდი უპირატესობაა და რეგიონის მიზიდულობასაც გაზრდის, მაგრამ საქართველოზე გამავალი შუა დერეფნისათვის ეს ყველაფერი სერიოზული დარტყმა იქნება. ამერიკის მცდელობა იშუამდგომლოს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, განპირობებულია ორი მარტივი და ერთმანეთზე დამოკიდებული მიზნით:
 
1. ზანგეზურის დერეფნის ირიბი კონტროლი: - აშშ-ს მიზანია არ დაუშვას ირანის, ჩინეთისა და რუსეთის გავლენა ამ ახალ საერთაშორისო ეკონომიკურ მიმართულებაზე. პირიქით, ამ დერეფნის ვაშინგტონზე დამოკიდებულებაა პრიორიტეტი. მეთოდურად, ამერიკული გავლენისა და არაპირდაპირი კონტროლის უკან უამრავი მექანიზმი არსებობს: ამერიკული კერძო კომპანიების მეშვეობით, ინვესტიციებით, გზის უსაფრთხოების ვალდებულებით, საერთაშორისო მისიით, სამმხრივი პარტნიორობით, რეჟიმების მხარდაჭერით, რაიმე სახის ხელშეკრულებით და ასე შემდეგ. მეთოდი ბევრია, გავლენებისა და ირიბი კონტროლის ზრდა კი ამ ყველაფრიდან გამომდინარეობს.
 
2. შუა დერეფნის შიგნით ალტერნატივების გაჩენა: - ამერიკელებს უყვართ გამოთქმა, რომ არასდროს უნდა ჩადო ყველა კვერცხი ერთ კალათაში. საქართველოზე გამავალი შუა დერეფანი თითქმის უალტერნატივო იყო. რუსული ანუ ჩრდილოეთის დერეფანი დახურულია. წითელი ზღვის საზღვაო დერეფანი ორი წელია საბრძოლო ზონადაა ქცეული, ირან-ისრაელის ომებმა ახლო აღმოსავლეთის საჰაერო გზაგამტარიც არასტაბილურად აქცია და კავკასიაზე გადმორთო. ამ ყველაფრიდან და სომხეთ-აზერბაიჯანული დაპირისპირებიდან გამომდინარე საქართველო ერთ-ერთ ძირითად ეკონომიკურ დერეფნად რჩებოდა. ყოველ შემთხვევაში ბოლო 25 წელიწადი ასე იყო მოაზრებული და საქართველოც ასე პოზიციონირებდა.
 
ახლა კი საქართველოსთან დაკავშირებით განწყობები იცვლება და სხვადასხვა კალათის მნიშვნელობა იზრდება: ამერიკელი და ევროპელი ანალიტიკოსები ღიად საუბრობენ რომ ზანგეზურის ალტერნატივა უნდა ამუშავდეს და დაიტვირთოს, რომლის მნიშვნელობა ეკონომიკურიც იქნება და პოლიტიკურიც. ეკონომიკურში იმას გულისხმობენ, რომ გზა მოკლდება აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის: სომხეთზე გამავალი გზა უფრო მოკლე იქნება ვიდრე საქართველოზე გამავალი. ამასთან, ზანგეზურის გზით სომხეთის სამხრეთული სიუნიქის პროვინციაც გამოცოცხლება და აზერბაიჯანის ნახიჩევანიც. სწორედ ამ უკანასკნელიდანაა ალიევების ოჯახი. შესაბამისად, ბაქოს დამატებითი მოტივაციაც აქვს ნახიჩევანის გასავითარებლად და იქ გზის დასატვირთად.
 
ეკონომიკური გასაგებია, მაგრამ შეფასებებში პოლიტიკური განზომილება ყველაზე სამწუხარო და თვალშისაცემია: დასავლური ანალიტიკური ორგანიზაციები ღიად აცხადებენ, რომ საქართველო რუსულ და ჩინურ ორბიტაზეა გადასული, შესაბამისად, მისდამი ნდობა აღარ არსებობს. ამიტომ, მათი არგუმენტებით, აუცილებელია შეიქმნას ახალი პოლიტიკური საყრდენი კავკასიაში, რომელიც რუსეთის გავლენების მიღმა იქნება.
ვახსენოთ თურქეთიც: ანკარასათვის სომხეთის ეკონომიკური მიბმა გავლენის ზრდასთანაა დაკავშირებული. რაც უფრო სუსტად იქნება წარმოდგენელი რუსეთი სომხეთში, ნიშნავს რომ თურქეთი მით უფრო გაძლიერდება იქ. სომხეთთან შედარებით თურქეთი ეკონომიკური გიგანტია და მისი შესვლა ახალ ბაზარზე დიდი ეფექტის მქონე იქნება და პოლიტიკურად გადათარგმნის პერსპექტივაც ექნება. ეს ერთ და ორ დღეში არ მოხდება, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ორ ქვეყანას შორის, ოფიციალურ დონეზე ხისტი რიტორიკა სრულიად შეცვლილია.
 
ცხადია, სომხეთის რუსეთისაგან სრულად ჩამოხსნაზე საუბარი ამ ეტაპზე გადაჭარბებულია, მაგრამ მოსკოვი რომ გავლენებს კარგავს ეს შესანიშნავია. კვლევითი ორგანიზაციები არაორაზროვნად საუბრობენ, რომ წაგებულებს შორის რუსეთი, საქართველო და ჩინეთია. თუმცა ეს უკანასკნელი თურქეთთანაც გამონახავს ენას. რუსეთს სომხეთში ბევრი სვლა არ აქვს საბოტაჟებისა და გადატრიალების გარდა (და ომებისაგან განსხვავებით ისინი მას ძალიან კარგად გამოსდის). ისიც მოსალოდნელია, რომ დასავლეთის ჩართულობის ხელის შესაშლელად მოსკოვი ყველა ღონეს იხმარს და მათ ნაწილს უკვე ხმარობს კიდეც - სომხეთში არეულობა და გადატრიალება სცადა მან - ამ თემაზე გამოძიება სომხეთში ახლაც მიმდინარეა. არც ჩინეთი იქნება გულხელდაკრეფილი.
 
რაც შეეხება საქართველოს: ახლა საქართველოში ჩატარებული ნატოს წვრთნები Agile Spirit სწორედ იმის მანიშნებელი იყო, რომ აშშ კვლავ ცდილობს კავშირების შენარჩუნებას აქ. საქართველოს რუსულ ბანაკში საბოლოო აღმოჩენა შავ ზღვაზე რუსეთის გაძლიერებას და კავკასიაში მოსკოვის გავლენების ზრდას მოასწავებს. ამასთან, ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით საქართველოში უკვე ბევრი რამაა მოწყობილი, თუმცა ისიც ვიხილეთ, რომ აზერბაიჯანში საგზაო ინფრასტრუქტურას ძალიან დიდი სისწრაფით აშენებენ ხოლმე. ჩვენ ისეთ რეგიონში ვართ, სადაც ცვლილებებისათვის საერთაშორისო პოლიტიკური ნება ყველაზე მნიშვნელოვანია ხოლმე. ეს პოლიტიკური ნება კი დასავლეთს როგორც ჩანს აქვს. პოლიტიკურ ნებას კი ინვესტიციები მიჰყვება ხოლმე, ინვესტიციებს კი დაცვა სჭირდება. შესაბამისად, ჩაანაცვლებს თუ არა საქართველოს ზანგეზურის დერეფანი საკითხავია, მაგრამ მნიშვნელობას კი ნამდვილად შეამცირებს.
 
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way