USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
Tbilisi
ასტროლოგი - რას გვპირდება 28 მაისი?
 1001

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 28 მაისისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ამ დღეს რაც შეიძლება მეტი შეხვედრა და ურთიერთობა დაგეგმოთ. ამჟამად გარშემო მყოფებისთვის სათქმელიც ბევრი გაქვთ და სასარგებლო გამოცდილებაც შეგიძლიათ გაუზიაროთ. ბევრი აღნიშნავს, რომ ყურადღებიანი მსმენელი ხართ და შეგიძლიათ სხვა ადამიანების პრობლემები მოისმინოთ და გაიაზროთ.

 კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

უარი თქვით ნებისმიერ ფინანსურ ტრანზაქციაზე - დიდია იმის ალბათობა, რომ მოგატყუონ და დანაზოგის გარეშე დაგტოვონ. რაც გინდათ ის აკეთეთ, მთავარია, ამ დღეს ფულს არ შეეხოთ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ამ დღეს სახლის გარეთ რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროთ. შესვენების დროსაც კი ეცადეთ, შენობიდან გარეთ გახვიდეთ და სუფთა ჰაერი ჩაისუნთქოთ. რამდენიმე თვეში დაიჩივლებთ, რომ ზაფხული სწრაფად გაფრინდა, ამიტომ სანამ დროა, ბუნებით ტკბობის არცერთი წუთი არ უნდა დაკარგოთ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

ამ დღეს ნეგატიური ემოციების გავლენის ქვეშ მოექცევით. გარშემომყოფებისგან უიმედობას გრძნობთ და ძალაუნებურად ფიქრობთ, რომ თქვენს ცხოვრებაში რაღაც არასწორად ხდება. ეს მდგომარეობა რამდენიმე დღეს გაგრძელდება, მაგრამ ისეთი განცდა გაქვთ, რომ დეპრესიამ საბოლოოდ გძლიათ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

რამდენიმე დღის წინ სწორი გადაწყვეტილება მიიღეთ, რომელიც დაგეხმარათ, რომ საკუთარი ფასი გაგეგოთ. თუმცა დღეს უკვე ეჭვი გეპარებათ. სწორად მოიქეცით თუ არა? თქვენს ცხოვრებაში ისევ ემოციური რყევებისა და თვითკრიტიკის პერიოდია. გირჩევთ, საყვარელ ადამიანს ესაუბროთ, ის სიტუაციის გაგებაში დაგეხმარებათ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

ამჟამად მარტო დამატებითი შემოსავალზე ფიქრობთ. მზად ხართ, გათენებიდან დაღამებამდე იმუშაოთ, რათა ოჯახის მოთხოვნები დააკმაყოფილოთ. თქვენი მცდელობა ღირსეული და დასაფასებელია, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ 16 წლის აღარ ხართ და შეიძლება ჯანმრთელობა დაიზიანოთ.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

გეჩვენებათ, რომ თქვენს ცხოვრებაში ყველაფერი ერთფეროვანი და მოსაწყენია. ნუ ელით, რომ ვიღაც მოვა და ყოველდღიური რუტინისგან გიხსნით. გირჩევთ, ინიციატივა საკუთარ ხელში აიღოთ და ცხოვრება უფრო ფერადი და ხალისიანი გახადოთ. დასაწყისისთვის, სილამაზის სალონს ეწვიეთ და ვარცხნილობა შეიცვალეთ. გზადაგზა შეიძლება სხვა იდეებიც გეწვიოთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

ფიზიკური თვალსაზრისით, რთული დღეა. სრული დატვირთვით მუშაობა მოგიწევთ, რათა ფინანსური მდგომარეობა გაიუმჯობესოთ. მზად იყავით, რომ მთელი კვირა რთული იქნება და ძალების აღდგენას მხოლოდ სახლში შეძლებთ. სანამ ახალ საქმეს დაიწყებთ, დარწმუნდით, რომ საყვარელი ადამიანები მხარს დაგიჭერენ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

თუ ღრუბლებიდან მიწაზე დაეშვებით და სიტუაციას ობიექტურად შეაფასებთ, ამ დღის სირთულეების გადალახვა გაგიადვილდებათ. თავიდან დამოუკიდებლად მუშაობა მოგიწევთ, მოგვიანებით - მოკავშირეები დაგეხმარებიან. დასკვნების გამოტანას ნუ იჩქარებთ - მალე მიხვდებით, რომ ყველაფერი არც ისე ცუდადაა.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

დროა, საზოგადოებრივი საქმეებისგან დაისვენოთ. თქვენი სიკეთით ბევრი სარგებლობს, ზოგს კი ეს სისუსტედ მიაჩნია. აღიარეთ, რომ თავადაც დაიღალეთ ყველაზე ზრუნვით, ამიტომ მეტი დრო თქვენს ოჯახს და მეგობრებს უნდა დაუთმოთ. ამ დღეს დაწყებული ურთიერთობა შეიძლება ძალიან სასარგებლო იყოს და თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

მუდმივი დატვირთვით და საპასუხისმგებლო დავალებებით გადაიღალეთ და შვებულებაზე ოცნებობთ? შეეგუეთ, რომ უახლოეს ხანებში ამის გაკეთება არ გამოგივათ, ამიტომ ეცადეთ, სიხარულისა და დასვენების მიზეზები თქვენს ყოველდღიურ საქმიანობაში იპოვოთ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

თუ ზაფხულისთვის დიდი გეგმები გაქვთ, ბედი თქვენს მხარეზეა - შეგიძლიათ ყველაზე ამბიციურ და მასშტაბურ პროექტებს შეეჭიდოთ. შესაძლოა, ამ დღეს საერთო ენა მათთანაც კი იპოვოთ, ვისთანაც ბოლო დროს ვერ თანხმდებოდით. ახალი რომანტიკული ურთიერთობა ისე არ განვითარდება, როგორც თქვენ გსურთ.

culture
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way