USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Tbilisi
ასტროლოგი - რას გვპირდება 28 ივლისი?
Date:  2534

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 28 ივლისისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

გუნდური მუშაობისთვის ხელსაყრელი დღეა. თანამოაზრეებთან ერთად კოორდინირებული მოქმედებები საშუალებას მოგცემთ მიზანს უფრო სწრაფად და საუკეთესო შედეგებით მიაღწიოთ. სავარაუდოდ, ახლობელი ადამიანი საინტერესო იდეას ან ღირებულ რჩევას მოგცემთ, შეიძლება სასიხარულო ამბავიც გაგიზიაროთ!

კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

ამ დღეს ნებისმიერ საქმეში წარმატება და ეს იღბლის კი არა, თქვენი შრომისმოყვარეობის, მონდომებისა და პიროვნული თვისებების დამსახურება იქნება, რითაც ვარსკვლავებმა უხვად დაგასაჩუქრეს. შეიძლება რთულ და დამაბნეველ პროექტებსაც კი გაუმკლავდეთ, რადგან ზუსტად იცით, რა უნდა გააკეთოთ და, რაც მთავარია, როგორ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ამ დღეს თქვენსა და თქვენს გეგმებს შორის შეიძლება დაბრკოლება წარმოიშვას და მას სიზარმაცე და პასიურობა ჰქვია. პრობლემები შეიძლება იქაც კი შეიქმნას, სადაც არ ელით - საკითხები, რომლებიც უკვე მოგვარებული გეგონათ, დამატებით ძალისხმევას მოითხოვენ. ეს არ ნიშნავს, რომ თქვენი გეგმები მარცხით დასრულდება. უბრალოდ, შედეგის მისაღწევად ჩვეულებრივზე ბევრად მეტი დრო და ძალისხმევა უნდა დახარჯოთ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

თუ ამ დღეს რაღაც არ გამოგდით, დამნაშავე თავად ხართ. ეს დღე მშვენიერ შესაძლებლობებს გთავაზობთ, მაგრამ უყურადღებობის გამო შეიძლება შანსი ხელიდან გაუშვათ. გარდა ამისა, შეიძლება ძველი შეცდომა გაიმეოროთ. ნუ მოდუნდებით - თქვენი წარმატების გასაღები ენერგია, შრომისმოყვარეობა და პოზიტიური განწყობაა.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

ამ დღეს შესანიშნავი დიპლომატი ხართ და სურვილის შემთხვევაში, საერთო ენის გამონახვას ნებისმიერ ადამიანთან შეძლებთ. ასე რომ, თუ ვინმესთან კითხვები ან პრეტენზიები დაგიგროვდათ, ჰოროსკოპის ვარსკვლავები გირჩევენ, შესაძლებლობა გამოიყენოთ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

დილას გაღვიძება, სამსახურში წასვლა და სხვა რუტინული საქმეები ამ დღეს განსაკუთრებით დიდ ძალისხმევას მოითხოვს. გახსოვდეთ, რომ თქვენი შესაძლებლობები უსასრულო არ არის - ვარსკვლავები გირჩევენ, კარგად დაისვენოთ და როგორც ფიზიკური, ისე გონებრივი ძალა აღიდგინოთ.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

კმაყოფილებას ვერ მალავთ, რადგან მოვლენები ისე განვითარდება, როგორც გეგმავდით. გარდა ამისა, მოსალოდნელია სასიამოვნო სიურპრიზი, წარმატებული შენაძენი, საინტერესო ადამიანის გაცნობა და კომპლიმენტი. ასე რომ, ხვალ ამ დღეს წუწუნის მიზეზი არ გექნებათ, ამიტომ შეგიძლიათ, პოზიტიური განწყობა გარშემო მყოფებს გაუზიაროთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

ჰოროსკოპის ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ მნიშვნელოვანი საქმის დასრულებისთვის შეიძლება ენერგია, პრაქტიკული გამოცდილება ან ცოდნა არ გეყოთ, ამიტომ გამოცდილ ადამიანებს დახმარება უნდა სთხოვოთ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

ამ დღეს წარმატებას ადვილად, განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე აღწევთ! ეს ის დღეა, როდესაც თქვენი სურვილები შესაძლებლობებს შეესაბამება. თუ მნიშვნელოვანი პროექტის დაწყებას ან საპასუხისმგებლო საუბარს გეგმავთ, ეს დღე ამისთვის შესანიშნავი დროა. ამ დღის დევიზია - მოქმედების ნუ გეშინია, ადგილზე დარჩენის გეშინოდეს!

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

სწავლის, გონებრივი მუშაობისა და დაგეგმვისთვის არახელსაყრელი დღეა - შეიძლება, ბევრი შეცდომა დაუშვათ. ნუ ეცდებით, რომ გეგმები დაუყოვნებლივ განახორციელოთ! ისინი რეალობისგან ჯერ შორსაა, ამიტომ მათზე კიდევ ბევრი უნდა იმუშაოთ. ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იქნება, თუ ამ დღეს შემოქმედებით საქმიანობას დაუთმობთ. შეიძლება რაღაც შედევრი შექმნათ!

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

ამ დღეს გარშემო მყოფთა კეთილგანწყობის მოსაპოვებლად პრაქტიკულად, არაფრის გაკეთება არ გჭირდებათ - ისედაც თქვენ მხარეს არიან. სამსახურში, ბიზნესში, მეგობრობაში, სიყვარულში თქვენზე დიდი მოთხოვნაა. თქვენი იდეები მიმზიდველია, სიტყვები კი დამაჯერებელი, ამიტომ შეგიძლიათ ეს დღე თანამოაზრეთა მოზიდვას ან ახალი პროექტის პოპულარიზებას დაუთმოთ. სასურველი შედეგის იმედი გქონდეთ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

ეს დღე ყველაზე რთულ ამოცანების გადაწყვეტას და სამომავლო გეგმების შედგენას უნდა დაუთმოთ. ინტუიციის წყალობით, ნებისმიერი პრობლემიდან გამოსავალს იპოვით, ამიტომ ეს შესაძლებლობა უნდა გამოიყენოთ.

tbilisi
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

See all
Survey
By the way