USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
თბილისი
ასტროლოგი - რას გვპირდება 28 იანვარი?
თარიღი:  319

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 28 იანვრისთვის:

ვერძი

ხანდახან გინდათ, რომ დღესასწაული მოიწყოთ, თანაც არა იმდენად სხეულისთვის, რამდენადაც სულისთვის. ეცადეთ, ეს დღე საყვარელ ადამიანთან ერთად, სასიამოვნო ადგილზე გაატაროთ. ამ დღეს ვერძთან სახიფთო თემებზე საუბარს ყველა უნდა მოერიდოს. ისაუბრეთ ნებისმიერ სასიამოვნო წვრილმანზე, ყველა სერიოზული საკითხი კი მოგვიანებით გადადეთ.

კურო

ამ დღეს თავშეკავებით ნამდვილად არ გამოირჩევით. გამორიცხული არ არის, რომ გარშემო მყოფებს ბევრი ცუდი რამ უთხრათ და უამრავი მტერი გაიჩინოთ, მაგრამ შეიძლება პირიქითაც მოხდეს - გადაერთეთ პოზიტიურ ტალღაზე და, მტრების ნაცვლად, მეგობრებს გაიჩენთ. ნებისმიერ შემთხვევაში, გახსოვდეთ, რომ საკუთარი აზრებისა და სურვილების ხმამაღლა გამოხატვა სულაც არ არის უსაფრთხო.

ტყუპები

დილიდან მოწყენილი ხართ, მაგრამ გული იქით მიგიწევთ, სადაც სიცოცხლე ჩქეფს და ხალხი მხიარულობს. ამიტომ გირჩევთ სახლიდან გახვიდეთ და თავისუფალი დრო რომელიმე კლუბში ან თუნდაც მყუდრო კაფეში ფინჯან ყავასთან ერთად გაატაროთ.

კირჩხიბი

არ გსურთ, რომ საკუთარი ქცევები მოჩვენებითი წესიერებით და პირობითობით დაამძიმოთ. ცოტა ხნით შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ამაზე მაღლა დგახართ, მაგრამ სხვებს ამ საკითხთან დაკავშირებით სრულიად განსხვავებული აზრი აქვთ. გირჩევთ ეს დღე შემოქმედებით საქმიანობას მიუძღვნათ - ეს ისაა, რაც ყველაზე კარგად გამოგდით.

ლომი

ამ დღეს არჩევანის წინაშე დადგებით - ერთი მხრივ, დაგროვილი საქმეები სწრაფ მოქმედებას მოითხოვს, მეორე მხრივ, რუტინისგან თავის დაღწევა და რამე საინტერესო საქმის კეთება გსურთ. ამიტომ იქნებ ისეთი საქმე იპოვოთ, სადაც სასარგებლოს სასიამოვნოსთან შეათავსებთ. მაგალითად, შეგიძლიათ ეს დღე სწავლას და პროფესიული დონის გაუმჯობესებას დაუთმოთ.

ქალწული

სავარაუდოდ, ახალი, საინტერესო ნაცნობობა და შეხვედრები გელით, რომლებიც თქვენს ამჟამინდელ გეგმებს მთლიანად შეცვლის. მიუხედავად იმისა, რომ ჰოროსკოპის ვარსკვლავები რადიკალურ ცვლილებებს არ გვპირდებიან, ეს დღე შეიძლება საინტერესო მოვლენებითა და შთაბეჭდილებებით იყოს სავსე.

სასწორი

ეს დღე კამათით, კონფლიქტებით და სხვადასხვა სახის დაპირისპირებითაა სავსე. სამწუხაროდ, თითქმის ყველა საუბარი უშედეგოდ მთავრდება, ამიტომ თქვენთვის ჯობს, რომ დღეს ურთიერთობები მინიმუმამდე დაიყვანოთ ან მეტი მოთმინება გამოიჩინოთ.

მორიელი

ყოველდღიური ჩვეულებრივი რეჟიმის - სახლი-სამუშაო-სახლის გარდა, ახალი მოვალეობა გამოგიჩნდებათ, რომელსაც დიდი დრო და ძალისხმევა დასჭირდება. თუ ამ საქმეს ხელს მოჰკიდებთ, ბოლომდე მიიყვანეთ, სანამ თავში დასახულ მიზანს არ მიაღწევთ. შედეგით იამაყებთ.

მშვილდოსანი

მთელ დღეს ინტრიგებისა და ჭორების ატმოსფეროში გაატარებთ. ამ სიტუაციაში შეიძლება ვერც კი შენიშნოთ, ისე გახდეთ დეზინფორმაციის გამავრცელებელი. გირჩევთ, გარშემო მყოფების კრიტიკისგან თავი შეიკავოთ, რათა ამან თქვენი ურთიერთობა ძალიან არ გაართულოს.

თხის რქა

ამ დღეს თქვენთვის ძალიან სასარგებლო იქნება იმ ადგილებში ყოფნა, სადაც დახვეწილი გემოვნებისა და მაღალი სტატუსის მქონე საზოგადოება იკრიბება. მაგალითად, შეგიძლიათ, ტრენდულ ღამის კლუბს, ახალი ფილმის პრემიერას ან საინტერესო გამოფენას ეწვიოთ. სწორედ ამ ადგილებში გელით ახალი ნაცნობობა, რომელიც შემდგომში თქვენს ბედზე ძალიან სასარგებლო გავლენას მოახდენს.

მერწყული

მერწყულს ემოციების განახლება ჰაერივით სჭირდება. გირჩევთ, სახლში წვეულება მოაწყოთ და სტუმრად დიდი ხნის უნახავი მეგობრები მოიწვიოთ. აუცილებელი არ არის დღესასწაული რაიმე თარიღს ან შემთხვევას დაუკავშიროთ, შეგიძლიათ უბრალო მეგობრული შეკრება მოაწყოთ. ერთადერთი, რასაც უნდა მოერიდოთ, ალკოჰოლი და საჩოთირო თემებზე საუბარია.

თევზები

ამ დღეს ოთხ კედელში ჯდომაზე ფიქრიც კი არ გსურთ. არ აქვს მნიშვნელობა როგორ და სად, თქვენთვის მთავარია სახლიდან გახვიდეთ და თუ სტუმრად არა, სასეირნოდ მაინც წახვიდეთ. სახლში დარჩენით საკუთარ თავს ხანგრძლივი უგუნებობის ან დეპრესიისთვის გაწირავთ.

საზოგადოება
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.