USD 2.7117
EUR 3.1231
RUB 3.3487
Тбилиси
ასტროლოგი - რას გვპირდება 27 თებერვალი?
дата:  1561

ვერძი (21 მარტი - 19 აპრილი)
დღის მოვლენები: გეგმები შეიძლება შეიცვალოს მოულოდნელად, მაგრამ ეს შენთვის ცუდი არ არის – უბრალოდ მოქნილობა დაიცავი.
ოჯახი: შინაურული საქმეები მოითხოვს მეტ ყურადღებას, არავის დააბრალო შენი შეცდომები.
ბიზნესი: ინიციატივა გმართებს, მაგრამ ზედმეტი რისკისგან თავი შეიკავე.
სიყვარული: თუ პარტნიორს ვერ უგებ, სცადე მოუსმინო და არა მხოლოდ ილაპარაკო.
კარიერა: უფროსთან საუბარი გადადე, თუ ძალიან ემოციური ხარ.
სამსახური: კოლეგებთან დაძაბულობაა მოსალოდნელი, მაგრამ დიპლომატიურად მოაგვარე.

კურო (20 აპრილი - 20 მაისი)
დღის მოვლენები: ფრთხილად იყავი, ილუზიებში არ გაეხვე – დღეს ცივი გონება დაგჭირდება.
ოჯახი: შენიანი დაგიდგებიან გვერდით, თუ გულწრფელად ეტყვი, რა გაწუხებს.
ბიზნესი: ახალი იდეა შესაძლოა ჭკვიანურად ჟღერდეს, მაგრამ ჯერ კარგად გააანალიზე.
სიყვარული: სტაბილურობა მოგწონს, მაგრამ პატარა ინტრიგა სასარგებლო შეიძლება იყოს.
კარიერა: შესაძლებლობაა, რომ რაღაც ახალი ისწავლო – გამოიყენე.
სამსახური: პასუხისმგებლობების გადატვირთვა შეამცირე, თუ არ გინდა გადაიწვა.

ტყუპები (21 მაისი - 20 ივნისი)
დღის მოვლენები: ყურადღება გაამახვილე დეტალებზე – დღეს პატარა შეცდომამ შეიძლება დიდი პრობლემა შექმნას.
ოჯახი: მცირე გაუგებრობები შესაძლებელია, მაგრამ ნერვიულობა არ ღირს.
ბიზნესი: დღეს ვინმეს დაპირებები ზედმეტად არ ენდო, გადამოწმება აუცილებელია.
სიყვარული: არ იჩქარო დასკვნების გამოტანა – შეიძლება ყველაფერს არასწორად აღიქვამდე.
კარიერა: საჭიროა მეტი ორგანიზებულობა, თორემ საქმეები აირევა.
სამსახური: ზედმეტი ჭორაობა შეიძლება უკან დაგიბრუნდეს, ერიდე.

კირჩხიბი (21 ივნისი - 22 ივლისი)
დღის მოვლენები: ემოციური იქნება დღე, მაგრამ თუ სიმშვიდეს შეინარჩუნებ, არაფერს ვერ დააშავებ.
ოჯახი: ახლობლებისგან მხარდაჭერას იგრძნობ, მაგრამ ზედმეტ მოლოდინებს ნუ შექმნი.
ბიზნესი: ფული ფრთხილად გამოიყენე, დღეს უაზრო ხარჯები ცუდი იდეაა.
სიყვარული: სენსიტიურობა დღეს გიშველის – ნუ იქნები ზედმეტად თავდაცვითი.
კარიერა: შეიძლება მოგეჩვენოს, რომ ვერ გაფასებენ, მაგრამ უბრალოდ დროა საჭირო.
სამსახური: ახალი გამოწვევები იქნება, მაგრამ შენთვის ეს არაფერია – გაუმკლავდები.

ლომი (23 ივლისი - 22 აგვისტო)
დღის მოვლენები: შენი ენთუზიაზმი კარგია, მაგრამ სხვები შეიძლება შენს ტემპს ვერ მისდევდნენ.
ოჯახი: შესაძლოა ვინმეს შენი რჩევა დასჭირდეს – იყავი ყურადღებიანი.
ბიზნესი: მოლაპარაკებებში შანსი გაქვს, მაგრამ პრესინგი არ დაგჭირდება.
სიყვარული: ცოტა სითბო გამოავლინე, შენ ხომ ზედმეტად დამოუკიდებელი არ უნდა გამოჩნდე?
კარიერა: შეიძლება შენი იდეები ჯერ არ გაიგონ, მაგრამ მოგვიანებით დაფასდება.
სამსახური: ზედმეტად ნუ დაეყრდნობი სხვებს – თვითონ უნდა მართო სიტუაცია.

ქალწული (23 აგვისტო - 22 სექტემბერი)
დღის მოვლენები: დაგეგმილი საქმეები შეიძლება გადაიდოს, ამიტომ ალტერნატიული ვარიანტები გქონდეს მზად.
ოჯახი: სახლსა და სამუშაოს შორის ბალანსი შენარჩუნე, რომ კონფლიქტები აირიდო.
ბიზნესი: ძალიან არ დაეყრდნო ძველ მეთოდებს, რაღაც სიახლეა საჭირო.
სიყვარული: თუ პარტნიორისგან მეტ მხარდაჭერას ელოდები, აშკარად უთხარი.
კარიერა: სერიოზული შანსი გაქვს დაწინაურების, მაგრამ ცოტაც უნდა მოიცადო.
სამსახური: წესრიგი შენთვის აუცილებელია, მაგრამ ზოგჯერ მეტი მოქნილობაც საჭიროა.

სასწორი (23 სექტემბერი - 22 ოქტომბერი)
დღის მოვლენები: დღეს სიტუაციები შენგან სწრაფ გადაწყვეტილებებს მოითხოვს.
ოჯახი: ჰარმონია შენთვის აუცილებელია, მაგრამ მას შენ თვითონ უნდა შექმნა.
ბიზნესი: ახალი იდეების განხილვისთვის კარგი დროა, მაგრამ მოქმედებას ჯერ ნუ იჩქარებ.
სიყვარული: ურთიერთობაში სითბოს მეტი ადგილი დაუთმე, ზედმეტად ლოგიკური ნუ იქნები.
კარიერა: კოლეგებთან პარტნიორობა გაძლიერებს, გამოიყენე ეს.
სამსახური: ზედმეტი დატვირთვა მენეჯმენტს შეახსენე – შესაძლოა ვერც ამჩნევენ.

მორიელი (23 ოქტომბერი - 21 ნოემბერი)
დღის მოვლენები: ძალაუფლების თამაშებს ერიდე – დღეს ეს არ გაწყობს.
ოჯახი: ოჯახში თუ კამათი გაჩნდა, ეცადე მოსმენა ისწავლო.
ბიზნესი: შეიძლება რაღაც იდეა გქონდეს, რომელიც ჯერ არავის გაუზიარებია – დროა.
სიყვარული: პარტნიორს ზედმეტად არ დააკონტროლო, ეს ორივესთვის ცუდია.
კარიერა: კარგი დღეა რთული დავალებების შესასრულებლად.
სამსახური: კოლეგებთან ურთიერთობა შეიძლება დაძაბული იყოს – დაჭკვიანდი.

მშვილდოსანი (22 ნოემბერი - 21 დეკემბერი)
დღის მოვლენები: გეგმები შესაძლოა შეიცვალოს, მაგრამ არ იდარდო, ეს რაღაც ახალს მოგიტანს.
ოჯახი: ცოტა მეტი დრო დაუთმე ახლობლებს, ისინი ამას საჭიროებენ.
ბიზნესი: რისკზე წასვლა შეიძლება, მაგრამ ორმაგად გადაამოწმე ყველაფერი.
სიყვარული: თუ ვინმე მოგწონს, პირდაპირ თქვი – შემოვლითი გზები ახლა არ გაჭრის.
კარიერა: შენი ძალისხმევა ჩანს, მაგრამ შედეგი მალე მოვა.
სამსახური: თუ ცვლილება გინდა, დროა დაიწყოს ძიება.

თხის რქა (22 დეკემბერი - 19 იანვარი)
დღის მოვლენები: რაღაც შესაძლოა რთულად გეჩვენებოდეს, მაგრამ სინამდვილეში მარტივი გამოსავალი აქვს.
ოჯახი: ძველი წყენები დღეს არ წამოწიო – უკეთესი იქნება, თუ წინ იფიქრებ.
ბიზნესი: შემოსავლის გაზრდის იდეა შეიძლება გაგიჩნდეს – იფიქრე დეტალებზე.
სიყვარული: ვინმეს სერიოზული ლაპარაკი სჭირდება – მოემზადე.
კარიერა: სტრატეგია გადახედე, რაღაც პატარა ცვლილებები შეიძლება საჭირო იყოს.
სამსახური: ზედმეტი სამუშაო ნუ აიღებ, სხვებსაც მიანდე საქმე.

მერწყული (20 იანვარი - 18 თებერვალი)
დღის მოვლენები: დღეს მოულოდნელი ამბები დაგხვდება, მაგრამ ყველაფერი შენს სასარგებლოდ იქნება.
ოჯახი: შერიგების დღეა – თუ ვინმესთან დაძაბული ხარ, ნაბიჯი გადადგი.
ბიზნესი: ციფრებში დაანგარიშება აუცილებელია – ფრთხილად იყავი.
სიყვარული: სპონტანური გადაწყვეტილებები გაახალისებს შენს ურთიერთობას.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)
დღის მოვლენები: ენერგია გაქვს, მაგრამ ნუ დახარჯავ იქ, სადაც საჭირო არ არის.
სიყვარული: ემოციებს ნუ აჰყვები, საღი აზრი შეინარჩუნე.

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати