USD 2.6593
EUR 3.0723
RUB 3.6969
Tbilisi
ასტროლოგი - რას გვპირდება 27 თებერვალი?
Date:  2344

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 თებერვლისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

ამ დღეს გარემოებები თქვენ სასარგებლოდ არ განვითარდება, ამიტომ გირჩევთ, ყველა მნიშვნელოვანი საქმე სხვა დროისთვის გადადოთ. სხვა შემთხვევაში, ყოველი ფეხის ნაბიჯზე დაბრკოლებებს წააწყდებით და საქმეს ვერ დაასრულებთ. ვარსკვლავები სასიამოვნო შეხვედრებს გპირდებიან, ამიტომ ყველა მიწვევა უნდა მიიღოთ. ნუ დაივიწყებთ პირობას, რომელიც მეგობარს მიეცით - მისი ასრულების დროა.

 კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

დროა, ძველი პირობის შესრულებაზე იზრუნოთ. თუ ამას არ იზამთ, მოულოდნელი პრობლემებისთვის ან კოლეგებთან უსიამოვნო სიტუაციისთვის უნდა მოემზადოთ. ამ დღეს შეიძლება შეხვდეთ ადამიანს, ვინც თქვენს მომავალზე გავლენას მოახდენს. გახსოვდეთ, რომ ახალი ცოდნის დაუფლება კარიერულ წინსვლასა და შემოსავლის ზრდაში დაგეხმარებათ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

გახსოვდეთ, რომ სამუშაო დღე დილიდან იწყება, ამიტომ სირთულეებისთვის გაღვიძებისთანავე უნდა მოემზადოთ. მალე შენიშნავთ, რომ ამ დღეს პრობლემები არსაიდან, ფაქტობრივად, ცარიელ ადგილზე წარმოიქმნება, მაგრამ ეცადეთ ემოციები აკონტროლოთ და სიმშვიდე შეინარჩუნოთ. სავარაუდოდ, გეგმების შეცვლა და ახალ გარემოებებში მოქმედება მოგიწევთ, ამიტომ ნურაფერს დაგეგმავთ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

ამ დღის მოვლენები გაიძულებთ, რომ ზოგიერთ საკითხს სხვა თვალით შეხედოთ და მათ მიმართ დამოკიდებულება შეცვალოთ. ნუ დანებდებით, თუ ყველაფერი თქვენი გეგმის მიხედვით არ ხდება. ამ დღეს თქვენს მონდომებასა და აქტიურობაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. გირჩევთ, საყვარელ ადამიანებს გულწრფელად ესაუბროთ და შექმნილი პრობლემები ერთობლივი მოქმედებებით დაძლიოთ

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

ამ დღეს მნიშვნელოვან საქმეზე მუშაობა მოგიწევთ, ამიტომ ყურადღება რომ არაფერმა გაგიფანტოთ, ეცადეთ, ურთიერთობები შეზღუდოთ და განმარტოებით იმუშაოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ერთხელ არჩეულ გზას არ გადაუხვიოთ და არ იზარმაცოთ. შესაძლოა, წარსულის ზოგმა პრობლემამ თავი შეგახსენოთ და მათი თავიდან მოგვარება მოგიწიოთ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

უსმინეთ ინტუიციას და ის გიკარნახებთ რომელი მიმართულებით უნდა იმოძრაოთ, რათა ცხოვრებაში ჰარმონია იპოვოთ და წარმატებას მიაღწიოთ. დროა გატკეპნილი ბილიკიდან გადაუხვიოთ და მუშაობა ექსპერიმენტებითა და არატრადიციული მეთოდებით გააგრძელოთ.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

ამ დღეს საუბრის თუ კამათის დროს ყურადღება მიაქციეთ თანამოსაუბრეების ფარულ ქვეტექსტს და ინტონაციას, რათა რაღაც მნიშვნელოვანი არ გამოგეპაროთ. ცდუნებებს ნუ აჰყვებით, თორემ მალე უსიამოვნო სიტუაციაში აღმოჩნდებით. ეცადეთ, კომპრომისების პოვნა ისწავლოთ, რომ კონფლიქტური სიტუაციები თავიდან აიცილოთ. უახლოეს ხანებში დაუგეგმავი ხარჯები გელით, ამიტომ ფული ეკონომიურად ხარჯეთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

გირჩევთ, ვალები დროულად დაფაროთ და დაპირებები შეასრულოთ. გახსოვდეთ, ცხოვრება ბევრად უფრო ადვილია, როდესაც საკუთარ განცდებს ან საზრუნავს საყვარელ ადამიანებს უზიარებთ. კოლეგებთან ურთიერთობა და მათი რჩევები რთული საქმის წარმატებით დასრულებაში დაგეხმარებათ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

ამ დღეს მხოლოდ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე უნდა აკეთოთ და ყველაფერი სხვა სამომავლოდ გადადოთ. უსარგებლო საუბრებზე დროს ნუ დაკარგავთ, თორემ ჩანაფიქრის განხორციელებას ვერ შეძლებთ. გირჩევთ, ღრუბლებიდან დაეშვათ და ყველა საკითხს პრაქტიკულად მიუდგეთ. შესაძლოა, მნიშვნელოვანი სიზმარი ნახოთ და ეცადეთ, დაიმახსოვროთ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

წვრილმანი დავალებები სამომავლოდ გადადეთ და დიდი ხნის წინ თაროზე შემოდებულ საქმეებს მიხედეთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ არ გადაიღალოთ, ხშირად დაისვენოთ და ყურადღება სასიამოვნო საკითხებზე გადაიტანოთ. გაითვალისწინეთ, რომ გადაღლა მნიშვნელოვანი საქმეების დასრულებაში ხელს შეგიშლით. დაუფიქრებლად არაფერი თქვათ, რადგან შეიძლება შემთხვევითი ფრაზით ან შენიშვნით უნებურად ვიღაც შეურაცხყოთ.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

ნათქვამის აზრს რომ ჩასწვდეთ, თანამოსაუბრის განწყობას დააკვირდით. შესაძლოა, ვიღაც თქვენთვის სიმართლის დამალვას ან არასწორი ინფორმაციის მოწოდებას ცდილობს. ძველი მეგობრები დაგეხმარებიან, ემოციურად განიტვირთოთ და სამსახურის პრობლემები დაივიწყოთ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

ამ დღეს ყველა საუბარი ლაკონიური და საქმიანი უნდა იყოს. ბევრი ლაპარაკი ძვირფას დროს წაგართმევთ. ზოგი მიმართულებით დაბრკოლება გელით და მის დასაძლევად დიდი ძალისხმევა მოგიწევთ.

society
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way