USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
Tbilisi
ასტროლოგი - რას გვპირდება 27 ოქტომბერი?
Date:  1900

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 ოქტომბერისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

ემოციურად რთული და დატვირთული დღე გელით. გარშემო მყოფებთან ურთიერთობა გიჭირთ, რადგან ნებისმიერი საუბარი კამათსა და კონფლიქტში გადაიზრდება. ფრთხილად - ტრანსპორტში და სახლში არსებობს ტრავმის რისკი. გამოიჩინეთ სიფრთხილე, გაატარეთ დღე მშვიდად და შეამცირეთ დანაკარგები

 კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

დილიდან ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გელით. ნუ აჩქარდებით - ორი კურდღლის დევნამ შეიძლება საპირისპირო შედეგამდე მიგიყვანოთ. თქვენი ამოცანაა კომპრომისი იპოვოთ და სერიოზული კონფლიქტი თავიდან აიცილოთ. მოერიდეთ ჭორაობას და უსარგებლო საუბრებს, განსაკუთრებით სამსახურში.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

რასაც არ უნდა აკეთებდეთ, სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. სანამ კითხვაზე პასუხს გასცემთ, კარგად დაფიქრდით. თუ საჭიროა, გამოცდილ ადამიანებს დაეკითხეთ. ამ დღეს არსებობს ფინანსური ზარალის რისკი, ამიტომ ძვირად ღირებული შესყიდვები სამომავლოდ უნდა გადადოთ. საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარებამ შეიძლება მოულოდნელი სირთულეები შეგიქმნათ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

მოემზადეთ იმისთვის, რომ გარშემო მყოფებთან საერთო ენის პოვნა და ბიზნესში კომპრომისის მიღწევა გაგიჭირდებათ. მიჰყევით სამოქმედო გეგმას და ნუ მისცემთ გარემოებებს უფლებას, რომ ხელი შეგეშალოთ. მოსალოდნელია კოლეგებთან მცირე უსიამოვნება და უთანხმოება. ამაზე სერიოზულად ნუ ინერვიულებთ, მალე სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

გაზრდილი ემოციური ფონის გამო ოჯახური უსიამოვნებების მიმართ ზედმეტად მგრძნობიარე გახდით. შესაძლოა, ახლობელი ადამიანებისგან არასასიამოვნო სიახლე შეიტყოთ ან საყვარელ ადამიანთან იკამათოთ. ნებისმიერ შემთხვევაში, ეცადეთ, ადამიანების მიმართ მეგობრული დამოკიდებულება და ოპტიმიზმი არ დაკარგოთ. არახელსაყრელი დღეა მოგზაურობის დასაწყებად.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

მშვენიერი დღეა იმისთვის, რომ შემოქმედებითი ფანტაზია გამოავლინოთ, თუმცა, თუ თქვენი სამუშაო ფულს უკავშირდება, გირჩევთ ნებისმიერი გადაწყვეტილება მენეჯმენტთან შეათანხმოთ და მისი მხარდაჭერა მოიპოვოთ. ამ დღეს საშუალება გექნებათ, რომ პროფესიული და კარიერული პოზიციები გაიძლიეროთ. წარმატება ადვილად არ მოდის, მაგრამ წინააღმდეგობები არ გაშინებთ და მზად ხართ იმუშაოთ.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

ეცადეთ, საკუთარ პარტნიორულ და ლიდერულ თვისებებს შორის ბალანსი იპოვოთ. სასურველია, რომ საყვარელ ადამიანებთან ერთად მეტი დრო გაატაროთ და ოჯახური საქმეები ერთად აკეთოთ. უმნიშვნელო წვრილმანის გამო შეიძლება ახლობელ ადამიანთან იკამათოთ. ეცადეთ დიპლომატია გამოიჩინოთ და საქმე კონფლიქტამდე არ მიიყვანოთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

ყურადღებით ადევნეთ თვალი ყველაფერს, რაც თქვენ გარშემო ხდება. უსმინეთ, რას ამბობენ გარშემო მყოფები და ეცადეთ, აქედან დასკვნები გამოიტანოთ. ეს დაწყებული საქმის წარმატებით დასრულებაში და საჭირო კავშირების გაძლიერებაში დაგეხმარებათ. ნუ ეცდებით, რომ ადამიანებს საკუთარი პოზიცია თავს მოახვიოთ - ეს დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ შეურაცხმყოფელი კრიტიკა.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

რთული დღეა, მაგრამ წარმატების შანსი მაინც გაქვთ. მთავარია, ერთხელ არჩეულ გზას არ უღალატოთ, თუნდაც გეჩვენებოდეთ, რომ გარემოებები თქვენთვის არასასურველი მიმართულებით ვითარდება.

შეგიძლიათ მეგობრებს და სანდო მოკავშირეებს დახმარება სთხოვოთ და იმედს არ გაგიცრუებენ. ფინანსურ საკითხებში ფრთხილად უნდა იყოთ. მოერიდეთ საეჭვო გარიგებებს - შესაძლოა, თაღლითების მსხვერპლი გახდეთ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

ამ დღეს თქვენი დევიზი უნდა იყოს თავაზიანობა და მეგობრული განწყობა. ეცადეთ, გარშემომყოფთა გრძნობებს ანგარიში გაუწიოთ და მათ აზრებს და სურვილებს პატივი სცეთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ პრობლემების თავიდან ასაცილებლად ურთიერთობები შეზღუდოთ და მხოლოდ ნეიტრალურ თემებზე ისაუბროთ.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

გირჩევთ, ეს დღე საოჯახო და საყოფაცხოვრებო საქმეებს დაუთმოთ. რთული საქმეები წინ ძალიან ნელა მიიწევს, ამის გამო საკუთარი შესაძლებლობები გაეჭვებთ და გარკვეულ სტრესს განიცდით. თუ დამშვიდდებით და საქმეს უფრო გულისყურით მოეკიდებით, ყველაფერი მოგვარდება. ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ჯანმრთელობას, გაისეირნეთ და სპორტით დაკავდით.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

რთულ სიტუაციებში მხოლოდ საკუთარ ინტუიციას უნდა ენდოთ. თქვენს ერთ-ერთ ახლო ნათესავს თქვენი დახმარება და მხარდაჭერა დასჭირდება. ყურადღება მიაქციეთ წვრილმანებს - ეს სიტუაციის სწორად შეფასებასა და შეცდომების აცილებაში დაგეხმარებათ.

culture
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way