USD 2.7127
EUR 3.1386
RUB 3.3552
Тбилиси
ასტროლოგი - რას გვპირდება 27 მარტი?
дата:  1481

ვერძი (21 მარტი – 19 აპრილი)
დღეს შენი მოთმინება გამოცდას ჩაუვლის, მაგრამ თუ გაჭიმავ ნერვებს, საღამოს ყველაფერს მოაგვარებ.
ოჯახი: სახლში მტრულად განწყობილი სიჩუმე შეგიძლია ხუმრობით დაარღვიო.
ბიზნესი: ფინანსური სიურპრიზები მოსალოდნელია – კარგიც და ცუდიც.
სიყვარული: პარტნიორის წუწუნს დააბრალე ამინდი და არ აჰყვე.
კარიერა: შეფი შენგან ინოვაციას მოითხოვს, მაგრამ ფანტაზია სადღაც გაქრა.
სამსახური: პირნათლად შეასრულე, რაც გევალება, ზედმეტი ინიციატივა არ გაგიღირს.

კურო (20 აპრილი – 20 მაისი)
დღე არც ცუდია, არც კარგი – უბრალოდ კიდევ ერთი ოთხშაბათი.
ოჯახი: გაღიზიანების მიზეზი ახლობელი კი არა, შენი დაღლილობაა.
ბიზნესი: კონკურენტი ნაბიჯ-ნაბიჯ მოგეპარა – ფრთხილად იყავი.
სიყვარული: მცირე კამათიც კი დიდ ამბად იქცევა, ეცადე მშვიდად გაანეიტრალო.
კარიერა: შენი ცოდნა საჭირო გახდა – გამოიყენე შანსი.
სამსახური: კოლეგები ნერვებზე მოქმედებენ, მაგრამ სიმშვიდე შენს სასარგებლოდ იმუშავებს.

ტყუპები (21 მაისი – 20 ივნისი)
შენი ენთუზიაზმი ბევრს აღიზიანებს – ცოტა დაამუხრუჭე.
ოჯახი: გამორთე ტელეფონი და დრო მხოლოდ შენებს დაუთმე.
ბიზნესი: მცირე ინვესტიცია მოულოდნელად დიდ სარგებელს მოიტანს.
სიყვარული: ის, რაც შენთვის ხუმრობაა, სხვას გულს ატკენს – დაფიქრდი.
კარიერა: კარგი დღეა შეხვედრებისთვის – შენი იდეები დააინტერესებთ.
სამსახური: თუ შენი საქმე არ გიყვარს, დროა სხვა ვარიანტებზე დაფიქრდე.

კირჩხიბი (21 ივნისი – 22 ივლისი)
არავისი იმედი არ გქონდეს – დღეს ყველაფერს თავად უნდა გაუმკლავდე.
ოჯახი: სჯობს, თხოვნას არ დაელოდო და თავად დაეხმარო ახლობლებს.
ბიზნესი: დღევანდელი დღე დიდ ცვლილებებს არ მოიტანს, მაგრამ სტაბილურობა მაინც კარგია.
სიყვარული: სიყვარულს სიტყვები არ სჭირდება, მაგრამ დროდადრო მაინც თქვი რამე.
კარიერა: რუტინა მოგბეზრდა, მაგრამ ახლა ცვლილებების დრო არ არის.
სამსახური: ზედმეტი ლაპარაკი თავს უშენე – აქცენტი საქმეზე გადაიტანე.

ლომი (23 ივლისი – 22 აგვისტო)
დღეს ვიღაც შენი მოთმინების საზღვრებს გამოცდის.
ოჯახი: ოჯახის წევრები შენგან უფრო მეტ ჩართულობას ელიან.
ბიზნესი: თუ გარისკავ, შეიძლება კარგად გაწყალდეს.
სიყვარული: ვინმე განსაკუთრებული გამოჩნდება, თუკი ღიად მოიქცევი.
კარიერა: შენი სითამამე დაგიფასდება, მაგრამ ზომიერება დაიცავი.
სამსახური: ზედმეტად ნუ დაიღლები – ენერგია სხვა საკითხებისთვისაც დაგჭირდება.

ქალწული (23 აგვისტო – 22 სექტემბერი)
დღეს შენი პერფექციონიზმი ზედმეტი იქნება – მოდუნდი.
ოჯახი: რაღაცების გაკონტროლებას შეეშვი, სხვებსაც მისცე თავისუფლება.
ბიზნესი: არ იჩქარო ახალი პროექტის დაწყება – ჯერ კარგად აწონ-დაწონე ყველაფერი.
სიყვარული: ძველი ურთიერთობები შეიძლება მოულოდნელად გაგახსენდეს.
კარიერა: თუ გაბედავ და წინადადებას გააჟღერებ, შეიძლება კარგი შედეგი მიიღო.
სამსახური: რაღაც გაღიზიანებს, მაგრამ მთავარი მოთმინებაა.

სასწორი (23 სექტემბერი – 22 ოქტომბერი)
ბალანსი უნდა შეინარჩუნო – არ გადააჭარბო რეაქციებში.
ოჯახი: ახლობელი შენი ყურადღების ნაკლებობას გრძნობს.
ბიზნესი: მცირე ზარალი შეიძლება მოგივიდეს, მაგრამ გამოსწორებადია.
სიყვარული: ყველაფერი თავის ადგილზეა – არ გაართულო.
კარიერა: ნელ-ნელა წინ მიდიხარ – არ გაჩერდე.
სამსახური: დღეს შენს თავზე ზედმეტი პასუხისმგებლობა არ აიღო.

მორიელი (23 ოქტომბერი – 21 ნოემბერი)
საინტერესო და აქტიური დღე გელის, მაგრამ ფრთხილად იყავი ნაჩქარევ გადაწყვეტილებებთან.
ოჯახი: გაღიზიანების მიზეზი შესაძლოა ერთ უბრალო ფრაზაში იმალებოდეს.
ბიზნესი: თუ ახალ პარტნიორთან თანამშრომლობას ფიქრობ, დამატებითი შემოწმება არ გაწყენს.
სიყვარული: დღეს ქიმია იგრძნობა – შეიძლება სასიამოვნო სიურპრიზიც მოჰყვეს.
კარიერა: დროა, შენი რეალური შესაძლებლობები აჩვენო.
სამსახური: კრიტიკას თუ იღებ, ეცადე, გააანალიზო და არა – აღელვდე.

მშვილდოსანი (22 ნოემბერი – 21 დეკემბერი)
ახალი ენერგიით დაიმუხტები, მაგრამ გაანაწილე, რომ შუადღემდე არ დაიცალო.
ოჯახი: დღეს საყვარელი ადამიანები უფრო მეტი ყურადღების საჭიროებენ.
ბიზნესი: ფინანსური საკითხების გადახედვა არ გაწყენს.
სიყვარული: შეიძლება ძველი გრძნობა ისევ გაცოცხლდეს.
კარიერა: შენი სითამამე წარმატებას მოგიტანს.
სამსახური: კარგად იმუშავებ, მაგრამ გრძნობ, რომ მეტი შეგიძლია.

თხის რქა (22 დეკემბერი – 19 იანვარი)
დღეს მეტისმეტად სერიოზული ხარ – ცოტა მეტი სიმსუბუქე არ გაწყენდა.
ოჯახი: შეეცადე, უფრო მეტად ჩაერთო ოჯახის საქმეებში.
ბიზნესი: დღეს სიფრთხილე ჯობია ინიციატივას.
სიყვარული: პატარა ყურადღებამ შეიძლება დიდი სითბო მოიტანოს.
კარიერა: შრომა დაგიფასდება, მაგრამ ჯერ არა დღეს.
სამსახური: დამღლელი დღეა, მაგრამ დასვენებაც შენს ხელშია.

მერწყული (20 იანვარი – 18 თებერვალი)
გონება აქტიურია, მაგრამ სხეული – ზარმაცი.
ოჯახი: სასიამოვნო საუბარი მყუდრო საღამოს შეგიქმნის.
ბიზნესი: ინოვაციური იდეები გაჩნდება, მაგრამ ჯერ ნუ იჩქარებ.
სიყვარული: შეიძლება ვიღაც შენს აზრებს კითხულობდეს.
კარიერა: დროა, შენი უნარები წარმოაჩინო.
სამსახური: იდეები გაქვს, მაგრამ სხვებმა ჯერ ვერ გაიგეს – დაელოდე.

თევზები (19 თებერვალი – 20 მარტი)
დღეს ინტუიცია გადაგარჩენს – მოუსმინე.
ოჯახი: შინაგან განცდებს ნუ დაუმალავ ახლობლებს.
ბიზნესი: მოულოდნელი შესაძლებლობა გამოჩნდება.
სიყვარული: ვიღაც შენს მიმართ სერიოზული ინტერესი აქვს.
კარიერა: ახალი პერსპექტივები გაიხსნება, თუ გაბედავ.
სამსახური: თუ კოლეგებს მოუსმენ, ბევრ რამეს გაიგებ.

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати