USD 2.7109
EUR 3.1197
RUB 3.3417
Тбилиси
ასტროლოგი - რას გვპირდება 27 მაისი?
 1446

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27  მაისისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

ვერძის გამორჩეული თვისება ის არის, რომ ადამიანებზე შთაბეჭდილების მოხდენა შეუძლია! მოვლენების ხელსაყრელი განვითარება დაგეხმარებათ, რომ უფროსები, კოლეგები ან საყვარელი ადამიანი სასიამოვნოდ გააოცოთ. ნუ მოგერიდებათ საკუთარი ნიჭისა და შესაძლებლობების წარმოჩენა, თუნდაც ყველაზე შეუფერებელ ადგილს.

კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

 ამ დღეს შეიძლება საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდ, ინტრიგებში ჩაგითრიონ - ვიღაც საკუთარი მიზნის მისაღწევად თქვენით მანიპულირებას ეცდება. ვარსკვლავები გირჩევენ სხვის საქმეებში ჩარევისგან თავი შეიკავოთ და ურთიერთობები შეძლებისდაგვარად შეზღუდოთ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

დილიდან შესანიშნავი განწყობა გაქვთ და გარშემო მყოფებს იმპულსური მოქმედებებით აოცებთ - გრძნობების ვნებიანი გამოხატვა და ფლირტი ტყუპებისთვის საკმაოდ დამახასიათებელია. ვარსკვლავები გირჩევენ საკუთარი სურვილები და მოქმედებები აკონტროლოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამორიცხული არ არის, რომ რაღაც ამორალური და მიუღებელი რამ ჩაიდინოთ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

შესაძლოა, შურისა და სიხარბის გამოვლინებას შეეჯახოთ. სულ ერთია, ეს გრძნობები თქვენკენ არის თუ არა მომართული, ჰოროსკოპის ვარსკვლავები გირჩევენ, მოერიდოთ თქვენზე წარმატებულ ან ფინანსურად უზრუნველყოფილ ადამიანებთან შეხვედრას და ამავე დროს, საკუთარ მიღწევებზე ნაკლები ილაპარაკოთ, რათა შურიანი ადამიანები არ გააღიზიანოთ.

 ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

ამ დღეს თქვენს ნებისმიერ მოქმედებას აზარტი განსაზღვრავს. თითქოს უხილავ მეტოქეს ეჯიბრებით, ცდილობთ სხვაზე მეტი და სხვაზე უკეთ გააკეთოთ. მეტოქეობა ყველგან და ყველაფერში იგრძნობა, რაც ნებისმიერ სფეროში თქვენი წარმატების შანსებს ზრდის.

 ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

ამ დღის მოვლენები რთული ამოცანის წინაშე დაგაყენებთ. ცდილობთ, რაღაც საიდუმლოს ჩასწვდეთ, თუმცა ამის გაკეთება მხოლოდ ლოგიკით გაგიჭირდებათ - სავარაუდოდ, სწორი დასკვნის გამოსატანად საჭირო ინფორმაცია ან ფაქტები არ გყოფნით, სამაგიეროდ, უჩვეულოდ გამახვილებული ინტუიცია წარმოუდგენლად გეხმარებათ.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

ეს დღე გაიძულებთ, ძალები ახალ სფეროში მოსინჯოთ. სულ ერთია, ეს ექსტრემალური სპორტი იქნება, ახალი ცოდნის მიღება თუ სიყვარული. თუ საყვარელი ადამიანი გყავთ, ეცადეთ ეს დღე მასთან ერთად გაატაროთ, თუ მარტოხელა ხართ, ახალი ნაცნობობისთვის მოემზადეთ. ამ დღეს თქვენი ტვინის მარჯვენა ნახევარსფერო სრული სიმძლავრით მუშაობს, რაც ახალი, არასტანდარტული იდეებით აგავსებთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

ამ დღეს ყოველდღიური აქტივობების ჩვეული ტემპით შესრულება გიჭირთ. გარშემომყოფები, მოვლენები თუ აკვიატებული აზრები ყურადღებას გიფანტავთ და დაბნეულობის გამო დაწყებული საქმე ბოლომდე ვერ მიგყავთ. ნუ აიძულებთ თავს, რომ იმოქმედოთ. ახლა ყველაზე მეტად ტაიმაუტის აღება და შესვენება გჭირდებათ. საქმეები დაიცდის.

 მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

 ამ დღეს ჰოროსკოპის ვარსკვლავები მთლიანად თქვენს მხარეს არიან, ამიტომ სასიამოვნო სიურპრიზებისთვის უნდა მოემზადოთ. შესაძლოა, სიყვარულში გაგიმართლოთ, სასიხარულო ამბავი შეიტყოთ ან ფულადი ბონუსი მიიღოთ. ჩანაფიქრის განხორციელებისთვის, რომელიც იღბლის დახმარებას მოითხოვს, ამაზე უკეთეს დღეს ვერ ინატრებთ.

 თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

მოვლენები, რომლებსაც სხვა დღეს ყურადღებას არ მიაქცევდით, ამ დღეს წყობიდან გამოგიყვანთ. თქვენი გაღიზიანება შეიძლება მეგობრულმა ხუმრობამ ან მსუბუქმა კრიტიკამაც კი გამოიწვიოს. იმის ნაცვლად, რომ რისხვა უდანაშაულო ადამიანისკენ მიმართოთ, ჯობს ფიზიკური საქმე აკეთოთ ან საცურაო აუზზე წახვიდეთ - წყალი ნეგატივს ჩამორეცხავს და სიმშვიდით აგავსებთ.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

ამ დღეს თქვენგან ლოგიკურ ქმედებებს არ უნდა ველოდოთ. თქვენს ნებისმიერ მოქმედებას საფუძვლად უდევს ისეთი „რკინის არგუმენტი“ ,როგორიცაა "მინდა" ან "არ მინდა". წუთიერმა ემოციამ საბედისწერო შეცდომა რომ არ ჩაგადენინოთ, გირჩევთ მეგობრებისა და ახლობლების გაფრთხილებებს მოუსმინოთ. „გარედან“ უკეთ ჩანს, რა ჯობია და როგორ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

შესაძლოა, ზოგ მოვლენას იმაზე მეტი მნიშვნელობა მიანიჭოთ, ვიდრე იმსახურებს. ბობოქარი ემოციები კონტრასტული ფერებით ხატავს ყველაფერს, რაც თქვენ გარშემო ხდება. თუ ემოციების კონტროლს შეძლებთ, ჰოროსკოპი საინტერესო დღეს გპირდებათ.

 

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати