USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
თბილისი
ასტროლოგი - რას გვპირდება 27 იანვარი?
თარიღი:  300

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 იანვარს:

ვერძი

ამ დღის დევიზია „ყველაფერი ან არაფერი“. თუ ცდუნებას აჰყვებით და საღამომდე ლოგინში ინებივრებთ, ეს დღე დიდი მიღწევების გარეშე, მაგრამ მშვიდად ჩაივლის. თუ სიზარმაცეს დაივიწყებთ და დილიდან საქმეს შეუდგებით, გარშემო ყველას მოსვენებას დაუკარგავთ. მაშ, იქნებ მართლა დასვენება ჯობს?

კურო

პასიურია დღეა, რომელსაც მთლიანად განტვირთვას და დასვენებას დაუთმობთ. კარგია, რომ ამჟამად ვარსკვლავები თქვენგან აქტიურობას არ ელიან და არც თავად ხართ ამისთვის განწყობილი. ამ დღეს დასვენება ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა, რადგან აქტიურობა ქაოსის და უსიამოვნების გარდა, არაფერს მოგიტანთ.

ტყუპები

დილიდან რაღაც გლობალური იდეა მოსვენებას არ გაძლევთ. მთელი დღე ამაზე იფიქრებთ, თუმცა საღამომდე იდეიდან ღირებული არაფერი დარჩება. მაგრამ თუ დარჩა, ის ნამდვილად მნიშვნელოვანი იქნება.

კირჩხიბი

უკმაყოფილების განცდა მთელი დღე არ გტოვებთ. ყველაზე მარტივ, ყოველდღიურ საქმეებსაც კი წინ დიდი დაბრკოლებები ხვდება, რაც ოპტიმიზმით არ გავსებთ. სავარაუდოდ, გინდათ ჯავრი გვერდით მყოფ ადამიანებზე იყაროთ, მაგრამ ეს არ უნდა გააკეთოთ, რადგან ვერაფრით დაგეხმარებათ, პრობლემებს კი აუცილებლად შეგიქმნით.

ლომი

გსურთ, რომ ახლობელი ადამიანები საინტერესო იდეის გარშემო გააერთიანოთ, თუმცა, ამის გაკეთებას არ გირჩევთ. ჯერ ერთი, ამ დღეს ვინმეს გააქტიურება ძალიან რთული იქნება. თუნდაც ეს მოახერხოთ, შედეგი ისეთი სასიამოვნო არ იქნება, როგორც გგონიათ. ასე, რომ სხვა ადამიანებს თავი დაანებეთ დ საკუთარი საქმეებით დაკავდით.

ქალწული

ამ დღეს იმდენი ენერგია გაქვთ, რომ მთელ მსოფლიოს გაუნაწილებთ, თუმცა თავადაც არ იცით რაში გამოიყენებთ. თუ სასიკეთო საქმეებისკენ მიმართავთ, იმდენის გაკეთებას შეძლებთ, რამდენსაც სხვები ერთი თვის განმავლობაში ვერ ახერხებენ, მაგრამ თუ ეს ენერგია არასწორად გამოიყენეთ, საკუთარ თავსაც და სხვებსაც უამრავ პრობლემას შეუქმნით.

სასწორი

ამ დღეს შესაძლებლობა გაქვთ, რომ არაფერი აკეთოთ და მოვლენები თვითდინებაზე მიუშვათ! ჯერ ერთი, იმიტომ, რომ მაინც ვერაფერს შეცვლით და მეორეც, სიტუაციაზე გავლენის მოხდენის ნებისმიერი მცდელობა ქაოსისა და აურზაურის გარდა არაფერს გამოიწვევს. ასე, რომ მოდუნდით და დაისვენეთ.

მორიელი

შესძლოა, ამ დღეს საკუთარ თავში გენერლის უნარები აღმოაჩინოთ - ყველაზე მეტად გარშემო მყოფთა უპასუხისმგებლობა გაღიზიანებთ და დისციპლინის დამყარებას ცდილობთ. ეცადეთ მეტისმეტი არ მოგივიდეთ, რომ ახლობელი ადამიანები არ გაანაწყენოთ.

მშვილდოსანი

მხოლოდ იმაზე ფიქრობთ, რომ სტატუსი ფულია და რაც მეტი ფული გექნებათ, მით უფრო ძლიერი იქნება თქვენი პოზიცია საზოგადოებაში. მთელ დღეს იმაზე ფიქრში გაატარებთ, როგორ გამდიდრდეთ და ამ ფიქრებში დღე შეუმჩნევლად გაივლის. სამწუხაროდ, ამჟამად გამდიდრების შანსი ძალიან მცირეა, სამაგიეროდ, ეს დღე კარგია ურთიერთობებისა და ახალი ნაცნობობისთვის.

თხის რქა

ამ დღეს ყველაზე კარგად გუშინ დაწყებული საქმის დასრულება გამოგდით, სხვა დანარჩენი კი წარუმატებლობისთვისაა განწირული. ყველაზე უბრალო საყოფაცხოვრებო სამუშაოებიც კი შეიძლება წამებად და ნერვების გამოცდად იქცეს. ასე რომ, უმჯობესია, ყველა საყოფაცხოვრებო საქმე მინიმუმამდე შეამციროთ.

მერწყული

ამ დღეს უჩვეულო აღმაფრენას და ენთუზიაზმს იგრძნობთ. ვარსკვლავების გავლენა საგმირო საქმეების კეთებისკენ განგაწყობთ, თუმცა სურვილი ერთია და განხორციელება მეორე. თუ არ გსურთ იმ ადამიანის ბედი გაიზიაროთ, რომელმაც გულმოდგინე ლოცვის დროს შუბლი გაიხეთქა, ეცადეთ დამშვიდდეთ და საგმირო საქმეების კეთება რამდენიმე დღით გადადოთ.

თევზები

ამ დღეს ცდუნებას ებრძვით, რომ რაღაც ძალიან გემრიელი და მაღალკალორიული არ მიირთვათ. ასე რომ, თუ ზედმეტ კილოგრამებთან ბრძოლას აპირებთ, ერიდეთ ადგილებს, სადაც ძალიან გემრიელი და მაცდური სურნელი ტრიალებს. თავს ნუ იტყუებთ, რომ ერთი ცალი ბევრი არაა. სადაც ერთია, იქ შეიძლება თხუთმეტიც იყოს!

საზოგადოება
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.