USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
თბილისი
ასტროლოგი - რას გვპირდება 27 დეკემბერი?!
თარიღი:  2232

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 დეკემბრისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

მშვენიერი დღეა საკუთარი იდეების საჯაროდ გახმოვანებისთვის. თუ გაგიმართლათ, შეიძლება გამოჩნდეს ადამიანი, რომელიც მათ განხორციელებაში გვერდით დაგიდგებათ. ვარსკვლავების განლაგება ახალი ურთიერთობების დამყარებასა და სხვადასხვა შეთანხმების მიღწევაში დაგეხმარებათ. მოერიდეთ თანამოსაუბრეზე ზეწოლას - სჯობს იმ საქმეებს მიხედოთ, რომლებიც ახალი წლის წინ თავზე საყრელად გაქვთ.

 კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

ხელსაყრელი დღეა ურთიერთობების გასაძლიერებლად და ეს საქმიან ურთიერთობებსაც ეხება. უარს ნუ იტყვით შეთავაზებაზე, რომელიც ერთი შეხედვით, უინტერესო და არაპერსპექტიული ჩანს. მოგვიანებით შეიძლება აზრი შეგეცვალოთ. პროფესიული საქმიანობა უარყოფითი აზრებიდან გათავისუფლებაში დაგეხმარებათ, ამიტომ ეცადეთ, მთლიანად მუშაობაში გადაეშვათ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

ეცადეთ, პრობლემები გულთან ახლოს არ მიიტანოთ, რადგან მათთან გამკლავებას მარტივად შეძლებთ. შესაძლოა, თქვენით მოხიბლული პერსონისგან მაცდური შეთავაზება მიიღოთ. გირჩევთ, ყველას მიმართ მეგობრული განწყობა გამოიჩინოთ, თუმცა ამ დღეს ყველა მიღებული ინფორმაცია უნდა შეამოწმოთ, რათა მძიმე შეცდომა არ გამოგეპაროთ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

დაფიქრდით იმაზე, რაც თქვენს ცხოვრებაში დიდი ხანია, გეზედმეტებათ - შეიძლება, ეს იყოს ურთიერთობა, რომელიც ენერგიას გაცლით ან სამუშაო, რომელსაც არც კმაყოფილება მოაქვს და არც ფული. იფიქრეთ იმაზე, რისი შეცვლაც უახლოეს დღეებში შეგიძლიათ. შესაძლოა, საკუთარ თავშივე აღმოაჩინოთ თვისებები, რომლებიც ჰარმონიული ურთიერთობების დამყარებაში ხელს გიშლით და მათი შეცვლა სცადოთ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

ამ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი ჯანმრთელობასა და სამსახურთან დაკავშირებული საკითხებია. შეგიძლიათ დაასრულოთ საქმიანობა, რომელიც საერთოდ არ გაინტერესებთ. ენერგიის ნაკლებობას უჩივით, ამიტომ მხოლოდ ის უნდა აკეთოთ, რაც ყველაზე აუცილებელია. ეცადეთ, სუფთა ჰაერზე სიარულისა და ვარჯიშისთვის დრო გამონახოთ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

ამ დღეს ქალწულისთვის პირველ ადგილზე რომანტიკული კავშირები და ბავშვებთან ურთიერთობა იქნება. ვიღაც - ტოქსიკური ურთიერთობის დასრულებას გადაწყვეტს, ვიღაც პირიქით - მიხვდება, რომ ერთად ცხოვრება აუცილებელია, ვიღაც კი, ბოლოს და ბოლოს, საკუთარ შვილებთან საერთო ენას გამონახავს. დღის მეორე ნახევარი ეცადეთ იმ ადამიანებთან ერთად გაატაროთ, ვისთანაც საერთო ინტერესები გაქვთ.

 

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

დღის დასაწყისი შეიძლება შფოთიანი ჩანდეს, მაგრამ სერიოზული პრობლემები ნაკლებად სავარაუდოა. შეეცადეთ, არ იჩქაროთ და არ აჰყვეთ ირგვლივ ატეხილ უაზრო აურზაურს. მშვიდად განაგრძეთ თქვენი საქმე; ეს საკმარისი იქნება წარმატების მისაღწევად. ბევრ სასწორს სასიამოვნო ცვლილებები ელის. ადამიანს, რომელიც რთულ დრო მხარში გედგათ და არ მიგატოვათ, ახლა დახმარება სჭირდება და იმედი არ უნდა გაუცრუოთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

შეხვედრებით და ურთიერთობებით სავსე დღეა. სავარაუდოდ, ბევრი გადაადგილება და სოციალურ ქსელებში მიმოწერა გელით. ზოგი მორიელი სწავლის შეწყვეტას და სახლში დაბრუნებას გადაწყვეტს. ბევრს ექნება განცდა, რომ გარშემო ყველაფერი იცვლება და თავის საცხოვრებელ ადგილს უნდა დაუბრუნდეს. ხელსაყრელი დღეა ნაჩხუბარი ადამიანების შერიგებისთვის. თუ ხვდებით, რომ შეცდით და გული უსამართლოდ ატკინეთ, ბოდიშის მოხდაც უნდა შეძლოთ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

ამ დღეს შესაძლოა, საკუთარ თავს „გვერდიდან“ შეხედოთ და გააცნობიეროთ, რომ ადამიანებთან ჰარმონიული და ნაყოფიერი ურთიერთობების დამყარებისთვის ზოგჯერ თუნდაც უმნიშვნელო კომპრომისიც საკმარისია. შოპინგისთვის არახელსაყრელი დღეა. გირჩევთ ,ოჯახის ბიუჯეტს გადახედოთ და საახალწლო ხარჯი ჩამოწეროთ, იქნებ ჯობს, რომ დღესასწაულის წინ უსარგებლო ნივთების შეძენისგან თავი შეიკავოთ?

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

ამ დღეს თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორობის თემა იქნება - ეს შეიძლება როგორც საქმიან თანამშრომლობას, ასევე პირად ცხოვრებას ეხებოდეს. ემოციები მუშაობაში ხელს გიშლით, ამიტომ ეცადეთ, თავი ხელში აიყვანოთ. ამ დღეს უმჯბესია ინდივიდუალურად, სხვა ადამიანების დახმარების გარეშე იმუშაოთ.

მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

დღის პირველი ნახევარში ნუ დაგეგმავთ მნიშვნელოვან საუბარს - სწორი სიტყვების პოვნაც გაგიჭირდებათ და შეიძლება, ემოციებიც ვერ მოთოკოთ. თუმცა ხელსაყრელი დროა საბუთების მოსაწესრიგებლად ან შოპინგისთვის. დღის მეორე ნახევარი კი შეგიძლიათ როგორც საქმიან, ისე პირად შეხვედრებს დაუთმოთ - საერთო ენას მათთანაც გამონახავთ, ვინც აქამდე არ გისმენდათ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

გარკვეული სირთულეების მიუხედავად, ეს დღე კარგად ჩაივლის. ოპტიმიზმი და კარგი განწყობა პრობლემებთან გამკლავებაში დაგეხმარებათ და ბიზნესპარტნიორებთან ურთიერთობასაც ადვილად დაამყარებთ. მოსალოდნელია მაცდური შეთავაზება, რომელიც საინტერესო პერსპექტივას გააჩენს, მაგრამ სანამ დათანხმდებით, რჩევა გამოცდილ ადამიანებს ჰკითხეთ.

 

კულტურა
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.