USD 2.7227
EUR 3.1910
RUB 3.4642
Tbilisi
ასტროლოგი - რას გვპირდება 27 აპრილი?
Date:  1914

ვერძი (21 მარტი - 19 აპრილი)
დღე მოგთხოვს სიმტკიცეს და მოთმინებას, რაც ვერძისთვის ისეა როგორც კატისთვის წყალში ბანაობა. ჯანმრთელობა სტაბილურია, თუმცა თავი ზედმეტი ენერგიის გადატვირთვისგან დაიცავით. ოჯახში ვიღაცის ქედმაღლობა დაგაბნევთ — ნუ შეუტევთ პირდაპირ, ოსტატურად მოუარეთ. ბიზნესში მცირე წარმატებაა მოსალოდნელი, ოღონდ ძველი მეთოდებით — ახალი იდეების დრო ჯერ არაა. სიყვარულში პირდაპირობა მოგიგებთ, ოღონდ ნუ იქნებით ტყვიის ჯავშანი.

კურო (20 აპრილი - 20 მაისი)
გახსოვდეთ, რაც ნელა მზადდება, ის გემრიელია — კუროს ხასიათზეა ეს დღე. ჯანმრთელობა საშუალოზე უკეთესი, თუმცა გახურების გარეშე ივარჯიშეთ. ოჯახში მეტი სითბო უნდა გამოავლინოთ — ბუტიაობა მხოლოდ აგრილებს სიტუაციას. ფინანსურად მცირე ბონუსი ან სასიამოვნო შეთავაზება მოსალოდნელია. სიყვარულში სასიამოვნო სიურპრიზი გელით — თავი გახსნილად დაიჭირეთ.

ტყუპები (21 მაისი - 20 ივნისი)
ტვინი ჭრის როგორც ბასრი დანაა, მაგრამ ენას რომ დააჭიროთ მუხრუჭი, გერჩივნოთ. ჯანმრთელობა ნორმაშია, ოღონდ ენერგიის გაფლანგვა არ ღირს. ოჯახში კონფლიქტის პატარა ნაპერწკალი გელით — დროულად ჩააქრეთ, სანამ ხანძარი არ გახდა. ბიზნესში ფრთხილად მოაწყვეთ საქმეები — რაღაც არეულობა მოსალოდნელია. სიყვარულში სპონტანური გადაწყვეტილება ბედნიერ შედეგს მოიტანს.

კირჩხიბი (21 ივნისი - 22 ივლისი)
გულმა რომ რამე გიკარნახოთ, ყური უგდეთ — გონება დღეს ზედმეტად სკეპტიკურია. ჯანმრთელობა სუსტად მაგრამ სტაბილურად მიედინება — კარგი კვება საჭირო იქნება. ოჯახში ჭორები და დაბნეულობა შეიძლება გაჩნდეს — სიწყნარით და სიფხიზლით მოიგებთ. ფინანსებში გაფრთხილდით — ზედმეტ ხარჯზე ნუ წახვალთ. სიყვარულში მოულოდნელ ემოციას უნდა დაუჯეროთ.

ლომი (23 ივლისი - 22 აგვისტო)
შენს ბუნებრივ ლიდერობას დღესაც ყველა დაინახავს — ოღონდ ქედმაღლობას მოერიდეთ, თორემ "მეფის" ნაცვლად მარტო დარჩებით. ჯანმრთელობა კარგია, მხოლოდ გულზე მეტი ყურადღება გმართებთ. ოჯახში თქვენი მხარდაჭერა განსაკუთრებულად დაფასდება. კარიერაში მცირე წინსვლა არის, მაგრამ დიდი ხმაურის გარეშე. სიყვარულში ძველი პრობლემა შეგახსენებთ თავს — დიპლომატია გამოიყენეთ.

ქალწული (23 აგვისტო - 22 სექტემბერი)
წვრილმანებზე გაჯანჯლება დღეს დიდ პრობლემად გადაიქცევა — მოეშვით და მიმტევებლობა გამოიჩინეთ. ჯანმრთელობა სტაბილური, ოღონდ ზედმეტმა ნერვიულობამ შეიძლება შეგაწუხოთ. ოჯახში სითბო და გაგება დაგჭირდებათ. ფინანსებში გაფრთხილებით და ტრადიციული გზებით იმოქმედეთ. სიყვარულში მარტივი და თბილი საუბარი ბევრ გაუგებრობას თავიდან აგაცილებთ.

სასწორი (23 სექტემბერი - 22 ოქტომბერი)
დღე დაგაყენებთ გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობის წინაშე — და მოგთხოვთ სისწრაფეს, რაც თქვენი საყვარელი საქმე ნამდვილად არაა. ჯანმრთელობა სჯობს გააკონტროლოთ — განსაკუთრებით საყრდენ-სამოძრაო სისტემა. ოჯახში სიმშვიდეს მხოლოდ ჩუმი დიპლომატიით შეინარჩუნებთ. კარიერაში რაღაც ძველი კონტაქტი სასარგებლო აღმოჩნდება. სიყვარულში მოულოდნელი კამათი ელის — სიმშვიდე შეინარჩუნეთ.

მორიელი (23 ოქტომბერი - 21 ნოემბერი)
დღეს თქვენი გამჭრიახობა ისე დაგჭირდებათ, როგორც ძველ დროში ჯარისკაცს მახვილი. ჯანმრთელობა მოითხოვს წყლის ბალანსის კონტროლს. ოჯახში ზოგიერთი საკითხი მოლაპარაკებით უნდა გადაწყვიტოთ და არა ბრძანებით. ბიზნესში მცირე შანსი გაჩნდება — გამოადგით ყური, თორემ დაკარგავთ. სიყვარულში ოდნავ მეტი სინაზე არავის აწყენს — არც თქვენ.

მშვილდოსანი (22 ნოემბერი - 21 დეკემბერი)
თავისუფლების წყურვილი დღესაც გაგიტაცებთ, მაგრამ პრაქტიკული საქმეები მოგიწევს გაწეროთ. ჯანმრთელობა კარგია, მხოლოდ ძილის რეჟიმს მიხედეთ. ოჯახში თქვენს იდეებს კარგი გამოხმაურება ექნება, ოღონდ ნუ იქნებით დიქტატორი. ფინანსებში მოლოდინზე მეტი შედეგი შეიძლება მიიღოთ. სიყვარულში მოგიწევთ ნაბიჯი გადადგათ — пасიურობას ნაყოფი არ მოჰყვება.

თხის რქა (22 დეკემბერი - 19 იანვარი)
პრაგმატიზმი დღეს როგორც საბადო განძად გექცევათ. ჯანმრთელობა კარგია, მაგრამ ხერხემალზე ზედმეტ დატვირთვას მოერიდეთ. ოჯახში უნდა დაუთმოთ დრო და მოთმინება ახლობლებს. ბიზნესში პატარ-პატარა წარმატებები იქნება, თუ ზედმეტ რისკზე არ წახვალთ. სიყვარულში მცირე ეჭვიანობას ნუ გააბუქებთ — ყველაფერს თავისი ადგილი აქვს.

მერწყული (20 იანვარი - 18 თებერვალი)
იდეების ბუღში ჩაიძირებით — მთავარია ამაში პრაქტიკული შედეგიც დაინახოთ. ჯანმრთელობა საშუალო — სჯობს მეტი სუფთა ჰაერი და ნაკლები ეკრანი. ოჯახში შეიძლება იუმორით გადაარჩინოთ სერიოზული ჩხუბი. ბიზნესში დღეს ახალი გზები გაჩნდება, ოღონდ არა სპონტანურად — დაგეგმეთ. სიყვარულში არ მოგერიდოთ სიტყვიერი ინიციატივა — შედეგი სასიამოვნო იქნება.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)
ინტუიცია დღეს თქვენს ერთადერთ სწორ მეგზურად იქცევა. ჯანმრთელობა სუსტად სტაბილურია — კარგი კვება და დასვენება აუცილებელია. ოჯახში თბილი საუბრები და მცირე სიურპრიზები სასწაულებს მოიტანს. ფინანსებში ფრთხილი ნაბიჯები სჯობს: "რაც ბრჭყალებში გაქვს, ის შენია". სიყვარულში მოულოდნელი შეხვედრა ან აღმოჩენა შესაძლებელია — ყურადღებით იყავით.

analytics
«The Guardian»: „ პლანეტაზე მშვიდობის ბედი სასტიკი და დაუნდობელი პატრიარქების ხელშია, რომლებიც მომავალ თაობას მსოფლიო წესრიგის ნანგრევებს უტოვებენ“

„სწორედ იმ დროს, როცა მსოფლიოს უაღრესად ჭირდება ბრძენი უხუცესები, პლანეტაზე მშვიდობის ბედი სასტიკი და დაუნდობელი პატრიარქების ხელშია, რომლებიც მომავალ თაობას მსოფლიო წესრიგის ნანგრევებს უტოვებენ“ - ასეთი სათაური აქვს ბრიტანულ გაზეთ „გარდიანში“ (The Guardian) გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის ავტორია დევიდ ვან რეიბრუკი, ნობელის პრემიის ლაურეატი ფილოსოფიაში ნიდერლანდებიდან.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

მოდით ერთ დელიკატურ საკითხზე მსჯელობას შევეცადოთ: ვისაუბროთ ასაკზე ისე, რომ ეიჯიზმში - ასაკობრივ დისკრიმინაციაში - არ გადავვარდეთ.

არასოდეს არ მომხდარა ისეთი პრეცედენტი პლანეტის თანამედროვე ისტორიაში, როგორიც დღეს არის: მსოფლიოში მშვიდობის ბედი ისეთი ადამიანების ხელშია, რომლებიც საკმაოდ ხანდაზმულები არიან. ვლადიმერ პუტინს და სი ძინპინს 72 წელი შეუსრულდათ, ნარენდრა მოდი - 74 წლისაა, ბენიამინ ნეთანიაჰუ - 75-ის, დონალდ ტრამპი - 79-ის, ალი ჰამენეი - 86-ის.

რასაკვირველია, მედიცინის განვითარების წყალობით, ადამიანები სულ უფრო მეტ ხანს ცოხლობენ და შეუძლიათ აქტიური ცხოვრებით იცხოვრონ, მაგრამ ამის მიუხედავად, დრეს ცვენ მოწმენი ვართ იმ პოლიტიკური ლიდერების რაოდენობის ზრდისა, რომლებიც ასაკის კვალობაზე სულ უფრო ამკაცრებენ საკუთარ ხელისუფლებას, ხშირად თავიანთი ახალგაზრდა კოლეგების ხარჯზე.

გასულ კვირაში ჰააგაში ნატოს ყოველწლიურ სამიტზე ალიანსის ლიდერები, ემანუელ მაკრონის და მეტე ფრედერიქსონის (ორივე 47-47 წლისაა), ჯორჯა მელონის (48 წლის), პედრო სანჩესის (53 წლის) ჩათვლით, იძულებულნი იყვნენ დათანხმებულიყვნენ დონალდ ტრამპის მოთხოვნას სამხედრო ბიუჯეტის გაზრდის შესახებ. ნატოს წევრი ქვეყნების მეთაურების საშუალო ასაკი 60 წელს შეადგენს: გერმანიის კანცლერი 69-ისაა, ხოლო თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ერდოღანი - 71 წლის.

ყველა დაეთანხმა სამხედრო ასიგნებათა 5%-იან ზრდას, თუმცა აშკარაა, რომ ეს ციფრო თვითნებურად არის დადგენილი - მისი განხილვა სერიოზული დებატებით არ მომხდარა არც ნატოში და არც წევრი ქვეყნების შიგნით. ამ დროს უფრო მეტად სამხედრო-პოლიტიკური რეალობას კი არ მიექცა ყურადღება, არამედ ჭირვეული ამერიკელი პატრიარქის პატივისცემას და მის აკვიატებულ მოთხოვნას. ნატოს გენერალური მდივანი მარკ რიუტე, რომელიც მხოლოდ 58 წლისაა, ისე შორს წავიდა აშშ-ის პრეზიდენტისადმი მოწიწებაში, რომ დონალდს „მამიკოთი“ (Daddy) მიმართა. ეს დიპლომატია არ არის. ეს მორჩილებაა.

თაობათა კონფლიქტი სხვა არენებზეც ხდება: უკრაინის 47 წლის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უპირისპირდება მასზე ბევრად უფროსი ასაკის კოლეგას - რუსეთის 72 წლის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს. იმავე ასაკის მქონე სი ძინპინი მტრული თვალით უყურებს ტაივანის  პრეზიდენტს, რომელიც კომუნისტ ბელადზე 7 წლით უმცროსია. ბენიამინ ნეთანიაჰუ, რომლის წლოვანება საუკუნის სამ მეოთხედს შეადგენს, აუღელვებლად უყურებს ღაზას სექტორის განადგურებას, რომლის მოსახლეობის საშუალო ასაკი 18-20 წელია. ირანში 86 წლის ლიდერი მართავს ქვეყნის 80-მილიონიან მოსახლეობას, რომელთა საშუალო ასაკი 32 წელია. კამერუნელი 92 წლის პრეზიდენტი პოლ ბია 1982 წლიდან იმყოფება იმ ქვეყნის სათავეში, რომლის მცხოვრებლების საშუალო ასაკს 18 წელი შეადგენს, ხოლო სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა - 62 წელს.

რასაკვირველია, ჩვენ არ ვდგავართ გერონტოკრატიული შეთქმულების წინაშე. ჯერ-ჯერობით არც მოხუცი მოქმედი ლიდერების კლუბი არ არსებობს, რომლებიც მსოფლიოს ბატონობას სიცოცხლის ბოლომდე ესწრაფვიან... მაგრამ არის რაღაც შემაშფოთებელი იმაში, რომ  მშვიდობა ინგრევა სწორედ იმ ადამიანების მიერ, რომელთა ცხოვრება მეორე მსოფლიო ომის შემდომი არქიტექტურით განისაზღვრა. ალი ჰამენეი 6 წლისა იყო, როცა ჯერ გერმანიამ, შემდეგ კი იაპონიამ ხელი უსიტყვო კაპიტულაციას მოაწერეს.

დონალდ ტრამპი 1946 წელს დაიბადა, როცა გაერომ თავისი პირველი გენერალური ასამბლეის სხდომა ჩაატარა. ბენიამინ ნეთანიაჰუ  დაიბადა ისრაელის სახელმწიფოს შექმნიდან ერთი წლის შემდეგ. ნარენდრა მოდი დაიბადა 1950 წელს, როცა ინდოეთი საპარლამენტო რესპუბლიკად გამოცხადდა და ქვეყნის კონსტიტუცია მიიღეს. ვლადიმერ პუტინი ქვეყანას 1952 წლის ოქტომბერში მოევლინა, იოსებ სტალინის სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე. ამხანაგი სი ძინპინი - 1953 წლის ივნისში დაიბადა, სტალინის სიკვდილის შემდეგ. რეჯეფ ერდოღანი გაჩნდა 1954 წელს, თურქეთის ნატოში შესვლიდან ორი წლის შემდეგ. ყველა ჩამოთვლილი პირები ომისშემდგომი ეპოქის ბავშვები არიან და ახლა, როცა თავიანთი სიცოცხლის მიჯნას უახლოვდებიან, ისინი, როგორც ჩანს, მზად არიან იმ მსოფლიოს დასანგრევად, რომლებშიც თვითონ დაიბადნენ. ასთი მოქმედება შურისძიებას ჰგავს.

დიახ, საერთაშორისო წესრიგი, რომელიც თეორიულად გარკვეულ წესებს ემყარებოდა, პრაქტიკაში ყოველთვის არეულ-დარეული იყო, ვიდრე ეს ქაღალდზე ჩანდა. მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში რაღაც იდეალი არსებობდა, რომლის მიღწევას ყველა თავისებურად ცდილობდა. არსებობდა საერთო მორალური პრინციპები - დიახ, მყიფე, მაგრამ გულწრფელი, რომელიც იმ რწმენას ემყარებოდა, რომლის მიხედვით, კაცობრიობას აღარ უნდა გაემეორებინა მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის მხეცობები და რომ უმჯობესია უთანხმოებები დიალოგისა და დიპლომატიის მეშვეობით მოგვარდეს. დღეს ეს რწმენები აორთქლდა, გაქრა და უმეტესად იმ ადამიანთა გონებასა და სულში, რომლებისთვისაც ყველაზე ძვირფასი უნდა ყოფილიყო და რომელებიც სიკეთის რწმენას ყველაზე მეტად უნდა გაფრთხილებოდნენ.

დღეს უპრეცედენტო მომენტია. წინა მსოფლიო მართლწესრიგის არქიტექტორები - ადოლფ ჰიტლერი, ბენიტო მუსოლინი, იოსებ სტალინი და მაო ძედუნი სულ რაღაც 30-40 წლისანი იყვნენ, როცა ხელისუფლებაში მოვიდნენ. ახალმა თაობამ ახალი მსოფლიო ააშენა, მაგრამ წინა მართლწესრიგის შედეგებს შეეჯახნენ. დრეს ახალი მსოფლიოც ინგრევა იმ ძველი თაობის ადამიანების მიერ, რომლებიც ვერ იცოცხლებენ იმ დრომდე, რათა დაინახონ, როგორი ნანგრევები დარჩება მათი მოქმედებით.

ჩვენ შეიძლებოდა გვქონოდა იმის იმედი, რომ თაობა, რომელსაც ბედმა გაუღიმა და სიცოცხლის ხანგრძლივობა გაუგრძელდა, თავიანთი სიკვდილის შემდეგ სიკეთის, პტივისცემის და გლობალური პოზიტიური ხელმძღვანელობის მემკვიდრეობას დატოვებდა. ამის ნაცვლად ჩვენ მოწმენი ვართ ბოლო ათწლეულებში მომხდარი ყველაზე უარესი რეპრესიების, ძალადობის, გენოციდების, ეკოციდების და საერთაშორისო სამართლის მიმართ უპატივცემლო დამოკიდებულებისა, რომლებსაც ყველაზე მეტად ულმობელი 70-80 წლის მოხუცები სჩადიან და რომლებიც, როგორც ჩანს, უფრო მეტად იმით არიან დაინტერესებული, რომ თავი აარიდონ სამართლებრივ პასუხისმგებლობას, ვიდრე მშვიდობის შენარჩუნებაზე იზრუნონ.

მაგრამ ასე არ უნდა იყოს.

როცა ნელსონ მანდელამ 1999 წელს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტის პოსტი დატოვა, მან ჩამოაყალიბა ორგანიზაცია „უხუცესები“, რომელიც ყოფილ მსოფლიო ლიდერებს აერთიანებდა. ისინი მუშაობდნენ მშვიდობის, სამართლიანობისა და ადამიანის უფლებების მხარდასაჭერად. დღეს, მოქმედებენ რა კონსენსუსის ტრადიციებით და წინა თაობების პოლიტიკოსთა საუკეთესო გამოცდილებით, „უხუცესების“ წევრები ითვლებიან იმის მაგალითად, თუ როგორ შეუძლიათ ასაკოვან ადამიანებს კაცობრიობას მოუტანონ მეტი სინათლე, გამოხატონ თანაზიარობა, იმოქმედონ სინდისით და არა მარტო გავლენითა და ძალით.

პრობლემა მოხუცებულობაში არ არის. პრობლემა იმაშია, თუ როგორი მიზნის მიღწევა სურთ მისი სარგებლობით და რას აძლევენ უპირატესობას. მსოფლიოს არ სურს ისეთი ახალი მოხუცი ძალოვანი პირები, რომლებსაც მმართველის საჭისა და ტახტის დატოვება არ სურთ. მსოფლიოსათვის უკეტესია ის მოხუცი ლიდერები, ის უხუცესები, რომლებიც მზად არიან კომპრომისებისათვის და ადამიანთა ენერგიის სასიკეთოდ წარმართვისათვის. ისინი, ვინც მემკვიდრეობაზე ფიქრობენ არა როგორც პირად დიდებაზე, არამედ როგორც მშვიდობაზე, რომელსაც ისინი თავიათი სიცოცხლის შემდეგ დატოვებენ. ჩვენს დროში გვჭირდება არა ბატონობა, არამედ სიბრძნის გამოვლენა. და ეს, საბოლოო ჯამში, არის ის, რაც მმართველს ლიდერისაგან განასხვავებს.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way